საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ექვსი შვილის პატრონი მარტო ვცხოვრობ" - რატომ განმარტოვდა ოჯახისგან პეტრე კოლხი და სად იპოვა პატარა სამოთხე დედამიწაზე
"ექვსი შვილის პატრონი მარტო ვცხოვრობ" - რატომ განმარტოვდა ოჯახისგან პეტრე კოლხი და სად იპოვა პატარა სამოთხე დედამიწაზე

მას ყვე­ლა­ზე თა­ნა­მედ­რო­ვე სა­სუ­ლი­ე­რო პი­რად მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ, მის მრევ­ლში ბევ­რი ცნო­ბი­ლი სა­ხეა, ხალ­ხში პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს მისი ლექ­სე­ბი, გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი, "ფე­ის­ბუ­ქის" პოს­ტე­ბი...

წლე­ბია, პეტ­რე კოლ­ხი მე­დი­ა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გან­ხილ­ვა­დი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რია. ექ­ვსი შვი­ლის მა­მას თა­ვი­სი გან­ცხა­დე­ბე­ბით არა­ერ­თხელ ჩა­უგ­დია შოკ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბა... ამ­ჯე­რა­დაც ასეა - პეტ­რე კოლ­ხმა ოჯა­ხის­გან მო­შო­რე­ბით, მარ­ტო ცხოვ­რე­ბა არ­ჩია და ერ­თაწ­მინ­და­ში სახ­ლი აი­შე­ნა... ამ­ბო­ბენ, რომ სა­სუ­ლი­ე­რო პირი ოჯა­ხი­დან წა­მო­ვი­და, ჩა­ი­კე­ტა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის­გან თავს იკა­ვებს, თუმ­ცა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კვლავ ძვე­ლე­ბუ­რად აქ­ტი­უ­რია.

რე­ა­ლუ­რად, რა ხდე­ბა დე­კა­ნო­ზის ცხოვ­რე­ბა­ში და რო­გო­რია მისი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა მარ­ტო­ო­ბა­ში - ამა­ზე პეტ­რე კოლ­ხი AMBEBI-სთან სა­უბ­რობს:

- ვერ ვხვდე­ბი რა­ტომ გა­მო­იწ­ვია ასე­თი ხმა­უ­რი ჩემ­მა ერ­თაწ­მინ­და­ში გად­მო­სახ­ლე­ბამ. ვფიქ­რობ, ყვე­ლა ნორ­მა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი პე­რი­ო­დუ­ლად გა­დის ქა­ლა­ქი­დან და ძა­ლე­ბის აღ­სად­გე­ნად თავს აფა­რებს სო­ფელს. სო­ფელ­ში დრო­ე­ბით თა­ვის შე­ფა­რე­ბა და ბევ­რი რა­ღა­ცის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა, ახა­ლი ცხოვ­რე­ბის და­წყე­ბის სა­წინ­და­რია.

ერ­თაწ­მინ­და­ში მი­წის ნაკ­ვე­თი მქონ­და. შემ­დგომ მე­გობ­რე­ბის და ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბით მო­ვა­ხერ­ხე პა­ტა­რა ქო­ხის ჩად­გმა, სა­დაც თავი შე­ვა­ფა­რე

ახლა ერ­თდრო­უ­ლად რამ­დე­ნი­მე წიგნ­ზე ვმუ­შა­ობ. უნდა გა­მოვ­ცე ტე­რენ­ტი გრა­ნე­ლის აქამ­დე უც­ნო­ბი ლექ­სე­ბი, ძა­ლი­ან მიდ­გას მხარ­ში ემიგ­რან­ტი ქალ­ბა­ტო­ნი, რომ­ლის სურ­ვი­ლიც იყო ეს. ასე­ვე ვმუ­შა­ობ ჩემი ლექ­სე­ბის კრე­ბულ­ზე, და ერთ-ერთი ტაძ­რის ის­ტო­რი­ა­ზე, რომ­ლის წყა­რო­ე­ბიც მო­ვი­ძიე და შემ­დეგ წიგ­ნად უნდა გა­მოვ­ცე. ამ ყვე­ლა­ფერ­ში მხარ­ში მიდ­გას ერ­თაწ­მინ­და, აქ ყვე­ლა­ზე მშვი­დად და და­ცუ­ლად ვგრძნობ თავს. ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს თუ აქვს იმპრო­ვი­ზა­ცი­ის ნიჭი და წერა შე­უძ­ლია, სა­კუ­თარ თავს უნდა შე­უქ­მნას მყუდ­რო გა­რე­მო, სა­დაც ბედ­ნი­ე­რი იქ­ნე­ბა.

- ასე­თია თქვენ­თვის ერ­თაწ­მინ­და?

- დიახ, ეს არის ჩემი პა­ტა­რა სა­მო­თხე მი­წა­ზე, ღმერ­თმა ქნას იმ ქვე­ყა­ნა­შიც სა­მო­თხის დამ­კვიდ­რე­ბა შე­მაძ­ლე­ბი­ნოს უფალ­მა. ეს ად­გი­ლი უნდა იყოს ჩემი ფე­რის­ცვა­ლე­ბის, სუ­ლი­ე­რი ბრძო­ლი­სა და სა­კუ­თარ თავ­თან შეხ­ვედ­რის ად­გი­ლი.

გულ­და­სა­წყვე­ტია, რო­დე­საც სხვი­სი ბედ­ნი­ე­რე­ბის გამო ატყდე­ბა ხოლ­მე აჟი­ო­ტა­ჟი. შუ­რით და ბოღ­მით არ უნდა გას­კდე და ადა­მი­ანს ძმ­რად არ უნდა ამო­ა­დი­ნო. ეს პირ­ველ რიგ­ში სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის­თვის არის ცუდი, ყვე­ლა­ფერს რა­საც სხვას უსურ­ვებ, უკან გიბ­რუნ­დე­ბა ბუ­მე­რან­გი­ვით. ჩემი დი­ლის ლოც­ვა ასე იწყე­ბა: ღმერ­თო, კარ­გად ამ­ყო­ფე ყვე­ლა ჩემს გარ­შე­მო და ის ადა­მი­ა­ნე­ბიც, ვი­საც არ ვიც­ნობ.

ღმერ­თს შევ­თხოვ ვინც მმტრობს, მო­კე­თედ მო­მიბ­რუნ­დეს. ასე რომ იცხოვ­რონ ადა­მი­ა­ნებ­მა, იქ­ნებ მოხ­დეს სას­წა­უ­ლი და მათი ცხოვ­რე­ბაც სა­სი­კე­თოდ შე­იც­ვა­ლოს

გულ­და­სა­წყვე­ტია ასე­თი და­პი­რის­პი­რე­ბა, შუღ­ლი და მტრო­ბა, ამას გა­მო­ვე­ქე­ცი ქა­ლა­ქი­დან, ამის გამო მქონ­და პრო­ტეს­ტი. ვზი­ვარ ახლა ბუ­ხარ­თან მყუდ­როდ, ვკი­თხუ­ლობ, ვლო­ცუ­ლობ ან ვწერ და ამით ხელი არა­ვის ეშ­ლე­ბა. გა­ზა­ფხულ­ზე რამ­დე­ნი­მე წიგ­ნის წარ­დგე­ნას ვგეგ­მავ ჩემ სახ­ლში, ეს იქ­ნე­ბა სა­ღა­მო­ე­ბი - "სტუმ­რად პეტ­რეს­თან". შე­ვიკ­რი­ბოთ და ვი­სა­უბ­როთ პო­ე­ზი­ა­ზე, ღმერ­თსა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე. ამა­ზე უკე­თე­სი რა უნდა იყოს, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი სიყ­ვა­რუ­ლით მე­გობ­რო­ბის ხელს გიწ­ვდის?! თუ ამის­თვის მზად არ ხარ, ქვე­ბის სრო­ლა მა­ინც არ უნდა და­ი­წყო. უფა­ლი შე­ე­წი­ოს ყვე­ლას...

- ერ­თაწ­მინ­და­ში, თქვენს ახალ სახ­ლთან ახ­ლო­საა ტა­ძა­რი?

- დიახ, ერთი ხე­ლის გაწ­ვდე­ნა­ზეა. ჩემი სახ­ლი­დან პირ­და­პირ ჩანს პა­ტა­რა გა­მოქ­ვა­ბუ­ლე­ბი, სა­დაც ოდეს­ღაც ბე­რებს უცხოვ­რი­ათ. ქედს გა­დაღ­მა მო­ჩანს უფ­ლის­ცი­ხე, გვერ­დით ხოვ­ლის მთე­ბი, ერ­თაწ­მინ­დის ტა­ძა­რი დამ­ყუ­რებს და თრი­ა­ლე­თის მთე­ბი, სა­ო­ცა­რი გა­რე­მოა გან­მარ­ტო­ე­ბის­თვის.

- მე­ზობ­ლებ­ზე მოგ­ვი­ყე­ვით...

- სას­წა­უ­ლი ხალ­ხია, უბ­რა­ლო, თბი­ლი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე ადა­მი­ა­ნე­ბი. წუ­ხელ დიდ­ხანს ვმუ­შა­ობ­დი, დი­ლას რომ გა­ვიღ­ვი­ძე, ვნა­ხე, მო­უ­თო­ვია. მო­უმ­ზა­დე­ბე­ლი ვი­ყა­ვი, შეშა არ მქონ­და. ვი­წე­ქი და მე­ზა­რე­ბო­და გა­რეთ გას­ვლა, სი­ცი­ვე­ში, არა­და ბუ­ხა­რი უნდა და­მენ­თო. უცებ ვხე­დავ, მე­ზობ­ლებს შეშა შე­მო­უ­ტა­ნი­ათ და აი­ვან­ზე და­უ­ლა­გე­ბი­ათ, მამა პეტ­რე არ გა­ი­ყი­ნო­სო. ამ ფაქ­ტმა ისე გა­მათ­ბო, კარ­გა ხანს გაშ­ტე­რე­ბუ­ლი ვი­დე­ქი.

ასე­თი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გა­დაგ­ვარ­ჩენს და დაგ­ვი­ლო­ცავს ხვა­ლინ­დელ დღეს. ბოღ­მი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი კი მხო­ლოდ სა­კუ­თარ თავს და­ა­ზა­რა­ლებს. თქვე­ნი მეშ­ვე­ო­ბით მინ­და ყვე­ლას სი­კე­თე, ბედ­ნი­ე­რე­ბა წინსვლა და წარ­მა­ტე­ბა ვუ­სურ­ვო, სა­კუ­თა­რი წილი სუ­ლის სიმ­შვი­დე ეპოვ­ნოთ ამ სამ­ყა­რო­ში.

- სტუმ­რე­ბი თუ მო­დი­ან თქვენ­თან?

- სუ­ლი­ე­რი შვი­ლე­ბი მო­დი­ან, ასე­ვე ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი. ახლა ქვა­თა­ხე­ვის მა­მე­ბი არი­ან სტუმ­რად, მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­მად­გნენ თავ­ზე და ძა­ლი­ან გა­მა­ხა­რეს. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ სიყ­ვა­რუ­ლი ამ სამ­ყა­რო­ში მა­ინც არის შე­მორ­ჩე­ნი­ლი და ეს ხდე­ბა სოფ­ლებ­სა და პე­რი­ფე­რი­ებ­ში. დი­ლას ჩემ­მა მე­ზო­ბელ­მა თამ­რომ ლო­ბიო მო­მი­კი­თხა, პუ­რიც გა­მო­მი­ცხვეს და შე­მო­მი­ტა­ნეს. ნუ შეგ­ვშურ­დე­ბა ერ­თმა­ნე­თის, ამის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა უფრო მარ­ტი­ვია. არ აქვს აზრი მარ­ხვას, ლოც­ვას, აღ­სა­რე­ბას და ზი­ა­რე­ბას, თუ გული ბოღ­მით გვაქვს სავ­სე.

- ეს თქვე­ნი პა­სუ­ხია, იმ ხალ­ხის მი­სა­მარ­თით, რომ­ლე­ბიც კრი­ტი­კულ კო­მენ­ტა­რებს გი­წე­რენ?

- რა თქმა უნდა, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პა­სუხს არ ვცემ, განა იმი­ტომ რომ სა­პა­სუ­ხო არ მაქვს, უბ­რა­ლოდ და­ბოღ­მი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი უფრო შე­საბ­რა­ლი­სე­ბი არი­ან, ვიდ­რე გა­სა­კი­ცხე­ბი, თო­რემ პირი თუ მო­ვა­ღე, არაგ­ვი და მტკვა­რი ვერ გა­რე­ცხავს ვე­რა­ვის. მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ თავი ავა­რი­დო აგ­რე­სი­ას. ჩემ­ზე უკე­თე­სად ცხოვ­რობს უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი და მათი უნდა შემ­შურ­დეს? სი­ხა­რუ­ლის ცრემ­ლე­ბი მომ­დის, რო­დე­საც ბედ­ნი­ერ ადა­მი­ანს ვხე­დავ. კარს არის მომ­დგა­რი აღ­დგო­მის მარ­ხვა, ხომ არ შე­იძ­ლე­ბა ამ­დენ შურ­სა და ბო­რო­ტე­ბას ერ­თმა­ნე­თი გა­და­ვა­ყო­ლოთ?

- მამა პეტ­რე, ორაზ­რო­ვა­ნი იყო თქვე­ნი მე­უღ­ლის პოს­ტი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, რა­მაც გა­ა­ჩი­ნა ეჭვი, ხომ არ წა­ვი­და დე­კა­ნო­ზი ოჯა­ხი­დან?

- მე წა­მო­ვე­დი, იმი­ტომ კი არა, რომ გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ვარ, უბ­რა­ლოდ დიდი ხა­ნია წა­მოს­ვლა მინ­დო­და, არა ოჯა­ხი­დან, ზო­გა­დად სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი­დან, გა­რე­მო­დან, მე­გობ­რე­ბი­დან.

აქ­ტი­უ­რი ცხოვ­რე­ბით ვი­ცხოვ­რე და ზედ­მე­ტა­დაც ვიტ­ვირ­თავ­დი თავს არაფ­რის­მომ­ცე­მი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბით. ამან ძა­ლი­ან გა­დამ­ღა­ლა და იმ მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე მი­მიყ­ვა­ნა, ექ­ვსი შვი­ლის პატ­რო­ნი მარ­ტო ვცხოვ­რობ. ში­ნა­გა­ნად ძა­ლი­ან დიდი ძა­ლის­ხმე­ვა უნდა მო­მე­ძებ­ნა სა­კუ­თარ თავ­ში, რომ უბ­რა­ლოდ ყალ­ბად გა­მე­ღი­მა, იმ­დე­ნად გა­დაღ­ლი­ლი ვი­ყა­ვი.

პეტ­რე კოლ­ხის შვი­ლე­ბი სტუმ­რად მა­მას­თან ერ­თაწ­მინ­და­ში

პეტ­რე კოლ­ხი შვი­ლიშ­ვილ­თან ერ­თად

არა­ვის თავს არ ვა­და­რებ, მე ვარ მამა პეტ­რე, და­დე­ბი­თი და უარ­ყო­ფი­თი მხა­რე­ე­ბით, მაგ­რამ ჩემ­თვის სა­თაყ­ვა­ნე­ბე­ლი, უკარ­გე­სი მწე­რა­ლი და ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი, გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლი ალ­ბათ უკვე ათი წე­ლია სა­მე­ბის ტა­ძარ­ში ატა­რებს დიდ დროს, პე­რი­ო­დუ­ლად იქ ცხოვ­რობს. არ შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლაფ­რის­გან დრა­მა შევ­ქმნათ ადა­მი­ა­ნებ­მა და მერე ამა­ზე ვი­ჭო­რა­ოთ... თუ რამე სათ­ქმე­ლია ამას ვე­რა­ვინ და­მას­წრებს, ყვე­ლა­ფერს ვა­თავ­სებ ჩემს "ფე­ის­ბუქ­ზე".

- დიდი სამ­რევ­ლო გყავთ მა­მაო...

- დიახ, უამ­რა­ვი აღმსა­რე­ბე­ლი მყავს, სხვა მა­მე­ბის სუ­ლი­ე­რი შვი­ლე­ბიც, რო­დე­საც სა­კუ­თარ მო­ძღვარ­თან ვერ იხ­სნე­ბი­ან, ჩემ­თან მო­დი­ან და უამ­რავ თე­მა­ზე ვსა­უბ­რობთ, კარს ვე­რა­ვის მი­ვუ­ხუ­რავ.

ახლა ორი გა­და­ცე­მა მიმ­ყავს რა­დი­ო­თი, ხუთ­შა­ბათ­სა და პა­რას­კევს, მალე ტე­ლე­ვი­ზი­ი­თაც გა­მოვ­ჩნდე­ბი. ერთ-ერთი გა­და­ცე­მა მე და ჯან­დაც­ვის ექ­სპერტ გი­ორ­გი ფხა­კა­ძის თა­ნა­ავ­ტო­რო­ბით გა­დის რა­დი­ო­ში და ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია რა­დი­ო­სივ­რცე­ში. ხუთ­შა­ბა­თო­ბით მარ­ტოს მიმ­ყავს გა­და­ცე­მა "ფიქ­რე­ბი მამა პეტ­რეს­თან ერ­თად". აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მაქვს იმის ლე­გი­ტი­მუ­რი უფ­ლე­ბა, რომ ჩემს ოთახ­ში შე­ვი­კე­ტო, კარი ჩავ­კე­ტო და ამო­ვი­სუნ­თქო.

ავტორი:

"ექვსი შვილის პატრონი მარტო ვცხოვრობ" - რატომ განმარტოვდა ოჯახისგან პეტრე კოლხი და სად იპოვა პატარა სამოთხე დედამიწაზე

"ექვსი შვილის პატრონი მარტო ვცხოვრობ" - რატომ განმარტოვდა ოჯახისგან პეტრე კოლხი და სად იპოვა პატარა სამოთხე დედამიწაზე

მას ყველაზე თანამედროვე სასულიერო პირად მოიხსენიებენ, მის მრევლში ბევრი ცნობილი სახეა, ხალხში პოპულარობით სარგებლობს მისი ლექსები, გამონათქვამები, "ფეისბუქის" პოსტები...

წლებია, პეტრე კოლხი მედიაში ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი სასულიერო პირია. ექვსი შვილის მამას თავისი განცხადებებით არაერთხელ ჩაუგდია შოკში საზოგადოება... ამჯერადაც ასეა - პეტრე კოლხმა ოჯახისგან მოშორებით, მარტო ცხოვრება არჩია და ერთაწმინდაში სახლი აიშენა... ამბობენ, რომ სასულიერო პირი ოჯახიდან წამოვიდა, ჩაიკეტა და საზოგადოებასთან ურთიერთობისგან თავს იკავებს, თუმცა სოციალურ ქსელში კვლავ ძველებურად აქტიურია.

რეალურად, რა ხდება დეკანოზის ცხოვრებაში და როგორია მისი ყოველდღიურობა მარტოობაში - ამაზე პეტრე კოლხი AMBEBI-სთან საუბრობს:

- ვერ ვხვდები რატომ გამოიწვია ასეთი ხმაური ჩემმა ერთაწმინდაში გადმოსახლებამ. ვფიქრობ, ყველა ნორმალური ადამიანი პერიოდულად გადის ქალაქიდან და ძალების აღსადგენად თავს აფარებს სოფელს. სოფელში დროებით თავის შეფარება და ბევრი რაღაცის გაანალიზება, ახალი ცხოვრების დაწყების საწინდარია.

ერთაწმინდაში მიწის ნაკვეთი მქონდა. შემდგომ მეგობრების და ძვირფასი ადამიანების დახმარებით მოვახერხე პატარა ქოხის ჩადგმა, სადაც თავი შევაფარე

ახლა ერთდროულად რამდენიმე წიგნზე ვმუშაობ. უნდა გამოვცე ტერენტი გრანელის აქამდე უცნობი ლექსები, ძალიან მიდგას მხარში ემიგრანტი ქალბატონი, რომლის სურვილიც იყო ეს. ასევე ვმუშაობ ჩემი ლექსების კრებულზე, და ერთ-ერთი ტაძრის ისტორიაზე, რომლის წყაროებიც მოვიძიე და შემდეგ წიგნად უნდა გამოვცე. ამ ყველაფერში მხარში მიდგას ერთაწმინდა, აქ ყველაზე მშვიდად და დაცულად ვგრძნობ თავს. ნებისმიერ ადამიანს თუ აქვს იმპროვიზაციის ნიჭი და წერა შეუძლია, საკუთარ თავს უნდა შეუქმნას მყუდრო გარემო, სადაც ბედნიერი იქნება.

- ასეთია თქვენთვის ერთაწმინდა?

- დიახ, ეს არის ჩემი პატარა სამოთხე მიწაზე, ღმერთმა ქნას იმ ქვეყანაშიც სამოთხის დამკვიდრება შემაძლებინოს უფალმა. ეს ადგილი უნდა იყოს ჩემი ფერისცვალების, სულიერი ბრძოლისა და საკუთარ თავთან შეხვედრის ადგილი.

გულდასაწყვეტია, როდესაც სხვისი ბედნიერების გამო ატყდება ხოლმე აჟიოტაჟი. შურით და ბოღმით არ უნდა გასკდე და ადამიანს ძმრად არ უნდა ამოადინო. ეს პირველ რიგში საკუთარი ცხოვრებისთვის არის ცუდი, ყველაფერს რასაც სხვას უსურვებ, უკან გიბრუნდება ბუმერანგივით. ჩემი დილის ლოცვა ასე იწყება: ღმერთო, კარგად ამყოფე ყველა ჩემს გარშემო და ის ადამიანებიც, ვისაც არ ვიცნობ.

ღმერთს შევთხოვ ვინც მმტრობს, მოკეთედ მომიბრუნდეს. ასე რომ იცხოვრონ ადამიანებმა, იქნებ მოხდეს სასწაული და მათი ცხოვრებაც სასიკეთოდ შეიცვალოს

გულდასაწყვეტია ასეთი დაპირისპირება, შუღლი და მტრობა, ამას გამოვექეცი ქალაქიდან, ამის გამო მქონდა პროტესტი. ვზივარ ახლა ბუხართან მყუდროდ, ვკითხულობ, ვლოცულობ ან ვწერ და ამით ხელი არავის ეშლება. გაზაფხულზე რამდენიმე წიგნის წარდგენას ვგეგმავ ჩემ სახლში, ეს იქნება საღამოები - "სტუმრად პეტრესთან". შევიკრიბოთ და ვისაუბროთ პოეზიაზე, ღმერთსა და ლიტერატურაზე. ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს, როდესაც ადამიანი სიყვარულით მეგობრობის ხელს გიწვდის?! თუ ამისთვის მზად არ ხარ, ქვების სროლა მაინც არ უნდა დაიწყო. უფალი შეეწიოს ყველას...

- ერთაწმინდაში, თქვენს ახალ სახლთან ახლოსაა ტაძარი?

- დიახ, ერთი ხელის გაწვდენაზეა. ჩემი სახლიდან პირდაპირ ჩანს პატარა გამოქვაბულები, სადაც ოდესღაც ბერებს უცხოვრიათ. ქედს გადაღმა მოჩანს უფლისციხე, გვერდით ხოვლის მთები, ერთაწმინდის ტაძარი დამყურებს და თრიალეთის მთები, საოცარი გარემოა განმარტოებისთვის.

- მეზობლებზე მოგვიყევით...

- სასწაული ხალხია, უბრალო, თბილი და მოსიყვარულე ადამიანები. წუხელ დიდხანს ვმუშაობდი, დილას რომ გავიღვიძე, ვნახე, მოუთოვია. მოუმზადებელი ვიყავი, შეშა არ მქონდა. ვიწექი და მეზარებოდა გარეთ გასვლა, სიცივეში, არადა ბუხარი უნდა დამენთო. უცებ ვხედავ, მეზობლებს შეშა შემოუტანიათ და აივანზე დაულაგებიათ, მამა პეტრე არ გაიყინოსო. ამ ფაქტმა ისე გამათბო, კარგა ხანს გაშტერებული ვიდექი.

ასეთი ურთიერთობები გადაგვარჩენს და დაგვილოცავს ხვალინდელ დღეს. ბოღმიანი ადამიანი კი მხოლოდ საკუთარ თავს დააზარალებს. თქვენი მეშვეობით მინდა ყველას სიკეთე, ბედნიერება წინსვლა და წარმატება ვუსურვო, საკუთარი წილი სულის სიმშვიდე ეპოვნოთ ამ სამყაროში.

- სტუმრები თუ მოდიან თქვენთან?

- სულიერი შვილები მოდიან, ასევე ჩემი ოჯახის წევრები. ახლა ქვათახევის მამები არიან სტუმრად, მოულოდნელად დამადგნენ თავზე და ძალიან გამახარეს. ბედნიერი ვარ, რომ სიყვარული ამ სამყაროში მაინც არის შემორჩენილი და ეს ხდება სოფლებსა და პერიფერიებში. დილას ჩემმა მეზობელმა თამრომ ლობიო მომიკითხა, პურიც გამომიცხვეს და შემომიტანეს. ნუ შეგვშურდება ერთმანეთის, ამის გარეშე ცხოვრება უფრო მარტივია. არ აქვს აზრი მარხვას, ლოცვას, აღსარებას და ზიარებას, თუ გული ბოღმით გვაქვს სავსე.

- ეს თქვენი პასუხია, იმ ხალხის მისამართით, რომლებიც კრიტიკულ კომენტარებს გიწერენ?

- რა თქმა უნდა, სოციალურ ქსელში პასუხს არ ვცემ, განა იმიტომ რომ საპასუხო არ მაქვს, უბრალოდ დაბოღმილი ადამიანები უფრო შესაბრალისები არიან, ვიდრე გასაკიცხები, თორემ პირი თუ მოვაღე, არაგვი და მტკვარი ვერ გარეცხავს ვერავის. მაქსიმალურად ვცდილობ თავი ავარიდო აგრესიას. ჩემზე უკეთესად ცხოვრობს უამრავი ადამიანი და მათი უნდა შემშურდეს? სიხარულის ცრემლები მომდის, როდესაც ბედნიერ ადამიანს ვხედავ. კარს არის მომდგარი აღდგომის მარხვა, ხომ არ შეიძლება ამდენ შურსა და ბოროტებას ერთმანეთი გადავაყოლოთ?

- მამა პეტრე, ორაზროვანი იყო თქვენი მეუღლის პოსტი სოციალურ ქსელში, რამაც გააჩინა ეჭვი, ხომ არ წავიდა დეკანოზი ოჯახიდან?

- მე წამოვედი, იმიტომ კი არა, რომ გაბრაზებული ვარ, უბრალოდ დიდი ხანია წამოსვლა მინდოდა, არა ოჯახიდან, ზოგადად სიტუაციებიდან, გარემოდან, მეგობრებიდან.

აქტიური ცხოვრებით ვიცხოვრე და ზედმეტადაც ვიტვირთავდი თავს არაფრისმომცემი ურთიერთობებით. ამან ძალიან გადამღალა და იმ მდგომარეობამდე მიმიყვანა, ექვსი შვილის პატრონი მარტო ვცხოვრობ. შინაგანად ძალიან დიდი ძალისხმევა უნდა მომეძებნა საკუთარ თავში, რომ უბრალოდ ყალბად გამეღიმა, იმდენად გადაღლილი ვიყავი.

პეტრე კოლხის შვილები სტუმრად მამასთან ერთაწმინდაში

პეტრე კოლხი შვილიშვილთან ერთად

არავის თავს არ ვადარებ, მე ვარ მამა პეტრე, დადებითი და უარყოფითი მხარეებით, მაგრამ ჩემთვის სათაყვანებელი, უკარგესი მწერალი და ღირსეული ადამიანი, გურამ დოჩანაშვილი ალბათ უკვე ათი წელია სამების ტაძარში ატარებს დიდ დროს, პერიოდულად იქ ცხოვრობს. არ შეიძლება ყველაფრისგან დრამა შევქმნათ ადამიანებმა და მერე ამაზე ვიჭორაოთ... თუ რამე სათქმელია ამას ვერავინ დამასწრებს, ყველაფერს ვათავსებ ჩემს "ფეისბუქზე".

- დიდი სამრევლო გყავთ მამაო...

- დიახ, უამრავი აღმსარებელი მყავს, სხვა მამების სულიერი შვილებიც, როდესაც საკუთარ მოძღვართან ვერ იხსნებიან, ჩემთან მოდიან და უამრავ თემაზე ვსაუბრობთ, კარს ვერავის მივუხურავ.

ახლა ორი გადაცემა მიმყავს რადიოთი, ხუთშაბათსა და პარასკევს, მალე ტელევიზიითაც გამოვჩნდები. ერთ-ერთი გადაცემა მე და ჯანდაცვის ექსპერტ გიორგი ფხაკაძის თანაავტორობით გადის რადიოში და ძალიან პოპულარულია რადიოსივრცეში. ხუთშაბათობით მარტოს მიმყავს გადაცემა "ფიქრები მამა პეტრესთან ერთად". აქედან გამომდინარე, მაქვს იმის ლეგიტიმური უფლება, რომ ჩემს ოთახში შევიკეტო, კარი ჩავკეტო და ამოვისუნთქო.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 388 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - ბოლო დღე-ღამეში 16 391 ტესტი ჩატარდა

"ცხოვრებას ორ ნაწილად დავყოფდი: კოვიდამდე და კოვიდის შემდეგ" - რას ყვებიან ადამიანები, რომლებმაც Covid-19 დაამარცხეს

"დარჩა ერთი ნაბიჯი საქართველოს კრიზისიდან გამოსასვლელად - ვადამდელი საპარლამენტო არჩვენების დანიშვნა" - სოსო გოგაშვილი

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"