პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ღარიბაშვილის ცნობილი ფრაზები -  "ერთი ნაკლი მაინც აქვს ციხეს - მიშა აკლია"
ირაკლი ღარიბაშვილის ცნობილი ფრაზები -  "ერთი ნაკლი მაინც აქვს ციხეს - მიშა აკლია"

პო­ლი­ტი­კა­ში მე­ო­რედ მო­სუ­ლი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი, ახლა მე­ო­რედ უკვე პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრად მო­დის. გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას მო­უ­ლოდ­ნე­ლი და სკან­და­ლუ­რი გა­დად­გო­მის შემ­დეგ, მმარ­თველ­მა გუნ­დმა მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რის კან­დი­და­ტად სწო­რედ ის წა­რად­გი­ნა. თა­ვის დრო­ზე სრუ­ლი­ად ახალ­გაზ­რდა ღარ­ბაშ­ვი­ლი პრე­მი­ე­რის პოსტზე, თა­ვის შემ­ცვლე­ლად ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა გა­მო­არ­ჩია და სა­ვა­რა­უ­დოდ, 2015 წელს მისი პოს­ტი­დან წას­ვლის მი­ზე­ზიც ივა­ნიშ­ვი­ლი იყო, რო­მელ­მაც ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ისიც კი თქვა, - ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ხში­რად მო­დი­ო­და ჩემ­თან და მე­კი­თხე­ბო­და, ხომ არ არის უკვე ჩემი წას­ვლის დროო... თუმ­ცა წას­ვლის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბი­სას ღა­რი­ბაშ­ვი­ლი მა­ინც და მა­ინც ბედ­ნი­ე­რად არ გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და, მე­ტიც, მას და­ა­ვი­წყდა მისი საყ­ვა­რე­ლი ფრა­ზის - "გმად­ლობთ, ბა­ტო­ნო ბი­ძი­ნა" თქმა, მან მად­ლო­ბა მხო­ლოდ მე­უღ­ლეს გა­და­უ­ხა­და...

იმ­ჟა­მად ამ­ბობ­დნენ, რომ მისი წას­ვლის მი­ზე­ზი მისი ახ­ლობ­ლე­ბის, უფრო სწო­რედ, მისი ცო­ლის ნა­თე­სა­ვე­ბის კო­რუფ­ცი­ულ გა­რი­გე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა იყო, თუმ­ცა ეს მხო­ლოდ ჭო­რე­ბად დარ­ჩა.

ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ყო­ველ­თვის გა­მო­ირ­ჩე­ო­და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­ხის­ტით სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მი­მართ.

ambebi.ge-მ გა­იხ­სე­ნა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ცნო­ბი­ლი ფრა­ზე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­ვის დრო­ზე ძალ­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო.

  • ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ივა­ნიშ­ვილ­ზე:

"წლე­ბია სა­ჭი­რო მისი მოღ­ვა­წე­ო­ბის შე­სა­ფა­სებ­ლად. შე­უძ­ლე­ბე­ლია, ერთ კო­მენ­ტარ­ში ჩა­ა­ტიო ის დიდი ღვაწ­ლი და დიდი სი­კე­თე, რო­მე­ლიც მო­ი­ტა­ნა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლამ. ალ­ბათ უნდა გა­ი­მიჯ­ნოს ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში მისი საქ­ველ­მოქ­მე­დო და პო­ლი­ტი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბე­ბი”.

"ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც გა­დად­გა უპ­რე­ცე­დენ­ტო ნა­ბი­ჯი და კი­დევ ერთხელ დაგ­ვი­ტო­ვა, გვაჩ­ვე­ნა და გვას­წავ­ლა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ქცე­ვის უმაღ­ლე­სი სტან­დარ­ტი, რა თქმა უნდა, სა­ჭი­რო­ებს მად­ლო­ე­რე­ბის გა­მო­ხატ­ვას და რაც მთა­ვა­რია, მის მოღ­ვა­წე­ო­ბას სჭირ­დე­ბა მრა­ვა­ლი წელი, რათა ჩვენ­მა ხალ­ხმა კარ­გად შე­ა­ფა­სოს და და­ა­ფა­სოს ის”.

"ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მმარ­თვე­ლო­ბამ მო­ი­ტა­ნა ჩვე­ნი ხალ­ხის­თვის უპ­რე­ცენ­დენ­ტო მშვი­დო­ბა და სტა­ბი­ლუ­რო­ბა, თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, ღირ­სე­ბა და­უბ­რუ­ნა ქარ­თველ ხალ­ხს”.

"რო­მე­ლი მმარ­თვე­ლი ყო­ფი­ლა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­ზე უფრო დე­მოკ­რა­ტი? - არც ერთი!”

"ბა­ტო­ნი ივა­ნიშ­ვი­ლი მე­ცე­ნა­ტია", "ბა­ტონ­მა ივა­ნიშ­ვილ­მა დე­მოკ­რა­ტია გა­ნა­ვი­თა­რა", "ბა­ტონ ივა­ნიშ­ვილს ფული არ ენა­ნე­ბა" და კი­დევ ბევ­რი "ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი" გვსმე­ნია წარ­სულ­ში ღა­რი­ბაშ­ვი­ლის­გან.

ივა­ნიშ­ვი­ლი­სად­მი მი­ძღვნი­ლი და­უს­რუ­ლე­ბე­ლი ხოტ­ბის გარ­და, ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კის ის­ტო­რი­ას ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის სხვა ფრთი­ა­ნი გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბიც შე­მორ­ჩა. ასე მა­გა­ლი­თად, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა "რუს­თა­ვი 2"-ის ეთერ­ში გი­ორ­გი რუ­რუ­ას, გიგი უგუ­ლა­ვა­სა და ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის მი­სა­მარ­თით თქვა:

„რო­მე­ლია პო­ლიტ­პა­ტი­მა­რი? ბა­ტო­ნი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი, რო­მელ­ზეც და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ვი­დე­ო­ფაქ­ტე­ბი არ­სე­ბობს, რომ რუ­სეთ­ში,"გრუს" ბა­ზა­ზე ამ­ზა­დებ­და სპე­ცი­ა­ლურ ჯგუფს, რათა შე­მო­სუ­ლი­ყო სა­ქარ­თვე­ლო­ში "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" დროს; რუ­რუა, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლი განგსტე­რია და ეს ყვე­ლამ იცის. უგუ­ლა­ვა, რო­მე­ლიც არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ქურ­დი, კლა­სი­კუ­რი ქურ­დის ეტა­ლო­ნი. ის ნამ­დვი­ლად ყვე­ლა­ზე გარ­ყვნი­ლი პო­ლი­ტი­კო­სია ჩვენს რე­ა­ლო­ბა­ში, კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი, მთა­ვა­რი ქურ­დი”.

  • ღა­რი­ბაშ­ვი­ლი - მარ­გვე­ლაშ­ვილ­ზე:

"ჩვენ ვნა­ხეთ, რომ ჩვე­ნი პრე­ზი­დენ­ტი არის ჭეშ­მა­რი­ტად ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი პრე­ზი­დენ­ტი. გუ­შინ შე­ი­წყა­ლა ერთ-ერთი მსჯავ­რდე­ბუ­ლი ბო­ბო­ხი­ძე. იმე­დი მაქვს, სა­ა­კაშ­ვილს, ბაჩო ახა­ლა­ი­ას, ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­საც და სხვებ­საც - "კე­თილ ადა­მი­ა­ნებს” შე­ი­წყა­ლებს ძა­ლი­ან მალე”.

  • ღა­რი­ბაშ­ვი­ლი - სა­ა­კაშ­ვილ­ზე"

"ერთი ნაკ­ლი მა­ინც აქვს ცი­ხეს - მიშა აკ­ლია".

"რო­დე­საც სა­ა­კაშ­ვი­ლი იყო ჩა­მო­სუ­ლი, ჭამა 3 კილო კალ­მა­რი, შემ­დეგ ვერ­ტმფრე­ნით გაფ­რინ­და ბორ­ჯომ­ში, გახ­და ცუ­დად და მო­უ­წი­ათ ვერ­ტმფრე­ნის შუ­ა­ხევ­ში დას­მა, შემ­დეგ და­ი­წყო ჩხუ­ბი იმა­ზე, რა­ტომ არ არის ტუ­ა­ლე­ტი ვერ­ტმფრენ­ში და აქე­დან წა­მო­ვი­და "პუმა”, ამი­ტომ გა­და­ი­ხა­და 40 მი­ლი­ო­ნი ევრო, რომ კომ­ფორ­ტუ­ლად ემ­გზავ­რა”.

"გავ­რცელ­და ჩა­ნა­წე­რე­ბი, სა­დაც მო­ვის­მი­ნეთ ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ამ­ჟა­მად ოდე­სის გუ­ბერ­ნა­ტო­რის სი­ტყვე­ბი, სა­დაც ის სა­კუ­თარ თავს ქინძს ეძა­ხის. ჩემ­თვის ეს სა­სა­ცი­ლოა, უბ­რა­ლოდ და ამა­ზე რა თქმა უნდა, ვერ გა­ვა­კე­თებთ სე­რი­ო­ზულ კო­მენ­ტარს”.

  • ღა­რი­ბაშ­ვი­ლი - ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ა­ზე

"ავან­ტი­უ­რის­ტი, უჭ­კუო მი­ნის­ტრი, და ამ­ბი­ცი­უ­რი მი­ნის­ტრი ჩა­მოგ­ვშორ­და".

  • ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი პარ­ლა­მენ­ტში:

"თქვენ არ გსმე­ნი­ათ, რომ მე­უღ­ლის ნა­თე­სა­ვი არ არის ნა­თე­სა­ვი”?

"ბა­ტო­ნო გივი, თქვენ ქურ­დი ხართ? კარ­გად ერ­კვე­ვით ქურ­დულ სამ­ყა­რო­ში” – (გივი თარ­გა­მა­ძეს).

"თქვენ გჯე­რათ, რომ ნამ­დვი­ლად იყა­ვით კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტის თავ­მჯდო­მა­რე?” - (ლე­ვან ბეჟაშ­ვილს).

მკითხველის კომენტარები / 96 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ohh
41

ვაიმე ამას რა უსმენს ახლა რამოდენიმე თვე!

ბაზი
10

რომელი ფრაზაა არასწორი? პოზიტიური, თუ ნეგატიური შინაარსის ყველა გამონათქვამი, თქმის დროისთვის, ან ზოგადად სრული სიმართლეა! რაც შეეხება "ცოლის ნათესავებს..." ვინც წერა-კითხვა იცით წაიკითხეთ საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ნათესავების განმარტება და ჩამონათვალი და იქნებ რამეს მიხვდეთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს
ავტორი:

ირაკლი ღარიბაშვილის ცნობილი ფრაზები -  "ერთი ნაკლი მაინც აქვს ციხეს - მიშა აკლია"

ირაკლი ღარიბაშვილის ცნობილი ფრაზები -  "ერთი ნაკლი მაინც აქვს ციხეს - მიშა აკლია"

პოლიტიკაში მეორედ მოსული ირაკლი ღარიბაშვილი, ახლა მეორედ უკვე პრემიერ-მინისტრად მოდის. გიორგი გახარიას მოულოდნელი და სკანდალური გადადგომის შემდეგ, მმართველმა გუნდმა მთავრობის მეთაურის კანდიდატად სწორედ ის წარადგინა. თავის დროზე სრულიად ახალგაზრდა ღარბაშვილი პრემიერის პოსტზე, თავის შემცვლელად ბიძინა ივანიშვილმა გამოარჩია და სავარაუდოდ, 2015 წელს მისი პოსტიდან წასვლის მიზეზიც ივანიშვილი იყო, რომელმაც ერთ-ერთ ინტერვიუში ისიც კი თქვა, - ღარიბაშვილი ხშირად მოდიოდა ჩემთან და მეკითხებოდა, ხომ არ არის უკვე ჩემი წასვლის დროო... თუმცა წასვლის შესახებ განცხადების გაკეთებისას ღარიბაშვილი მაინც და მაინც ბედნიერად არ გამოიყურებოდა, მეტიც, მას დაავიწყდა მისი საყვარელი ფრაზის - "გმადლობთ, ბატონო ბიძინა" თქმა, მან მადლობა მხოლოდ მეუღლეს გადაუხადა...

იმჟამად ამბობდნენ, რომ მისი წასვლის მიზეზი მისი ახლობლების, უფრო სწორედ, მისი ცოლის ნათესავების კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობა იყო, თუმცა ეს მხოლოდ ჭორებად დარჩა.

ღარიბაშვილი ყოველთვის გამოირჩეოდა განსაკუთრებული სიხისტით სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ.

ambebi.ge-მ გაიხსენა ირაკლი ღარიბაშვილის ცნობილი ფრაზები, რომლებიც თავის დროზე ძალზე პოპულარული იყო.

  • ღარიბაშვილი ივანიშვილზე:

"წლებია საჭირო მისი მოღვაწეობის შესაფასებლად. შეუძლებელია, ერთ კომენტარში ჩაატიო ის დიდი ღვაწლი და დიდი სიკეთე, რომელიც მოიტანა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლამ. ალბათ უნდა გაიმიჯნოს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მისი საქველმოქმედო და პოლიტიკური საქმიანობები”.

"ადამიანი, რომელმაც გადადგა უპრეცედენტო ნაბიჯი და კიდევ ერთხელ დაგვიტოვა, გვაჩვენა და გვასწავლა სახელმწიფოებრივი ქცევის უმაღლესი სტანდარტი, რა თქმა უნდა, საჭიროებს მადლოერების გამოხატვას და რაც მთავარია, მის მოღვაწეობას სჭირდება მრავალი წელი, რათა ჩვენმა ხალხმა კარგად შეაფასოს და დააფასოს ის”.

"ბიძინა ივანიშვილის მმართველობამ მოიტანა ჩვენი ხალხისთვის უპრეცენდენტო მშვიდობა და სტაბილურობა, თავისუფლება, რაც ყველაზე მთავარია, ღირსება დაუბრუნა ქართველ ხალხს”.

"რომელი მმართველი ყოფილა ბიძინა ივანიშვილზე უფრო დემოკრატი? - არც ერთი!”

"ბატონი ივანიშვილი მეცენატია", "ბატონმა ივანიშვილმა დემოკრატია განავითარა", "ბატონ ივანიშვილს ფული არ ენანება" და კიდევ ბევრი "ბატონი ბიძინა ივანიშვილი" გვსმენია წარსულში ღარიბაშვილისგან.

ივანიშვილისადმი მიძღვნილი დაუსრულებელი ხოტბის გარდა, ქართული პოლიტიკის ისტორიას ირაკლი ღარიბაშვილის სხვა ფრთიანი გამონათქვამებიც შემორჩა. ასე მაგალითად, ირაკლი ღარიბაშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში გიორგი რურუას, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის მისამართით თქვა:

„რომელია პოლიტპატიმარი? ბატონი ოქრუაშვილი, რომელზეც დადასტურებული ვიდეოფაქტები არსებობს, რომ რუსეთში,"გრუს" ბაზაზე ამზადებდა სპეციალურ ჯგუფს, რათა შემოსულიყო საქართველოში "ნაცმოძრაობის" დროს; რურუა, რომელიც ცნობილი განგსტერია და ეს ყველამ იცის. უგულავა, რომელიც არის ჩვეულებრივი ქურდი, კლასიკური ქურდის ეტალონი. ის ნამდვილად ყველაზე გარყვნილი პოლიტიკოსია ჩვენს რეალობაში, კორუმპირებული, მთავარი ქურდი”.

  • ღარიბაშვილი - მარგველაშვილზე:

"ჩვენ ვნახეთ, რომ ჩვენი პრეზიდენტი არის ჭეშმარიტად ნაციონალური პრეზიდენტი. გუშინ შეიწყალა ერთ-ერთი მსჯავრდებული ბობოხიძე. იმედი მაქვს, სააკაშვილს, ბაჩო ახალაიას, ვანო მერაბიშვილსაც და სხვებსაც - "კეთილ ადამიანებს” შეიწყალებს ძალიან მალე”.

  • ღარიბაშვილი - სააკაშვილზე"

"ერთი ნაკლი მაინც აქვს ციხეს - მიშა აკლია".

"როდესაც სააკაშვილი იყო ჩამოსული, ჭამა 3 კილო კალმარი, შემდეგ ვერტმფრენით გაფრინდა ბორჯომში, გახდა ცუდად და მოუწიათ ვერტმფრენის შუახევში დასმა, შემდეგ დაიწყო ჩხუბი იმაზე, რატომ არ არის ტუალეტი ვერტმფრენში და აქედან წამოვიდა "პუმა”, ამიტომ გადაიხადა 40 მილიონი ევრო, რომ კომფორტულად ემგზავრა”.

"გავრცელდა ჩანაწერები, სადაც მოვისმინეთ ყოფილი პრეზიდენტის, ამჟამად ოდესის გუბერნატორის სიტყვები, სადაც ის საკუთარ თავს ქინძს ეძახის. ჩემთვის ეს სასაცილოა, უბრალოდ და ამაზე რა თქმა უნდა, ვერ გავაკეთებთ სერიოზულ კომენტარს”.

  • ღარიბაშვილი - ირაკლი ალასანიაზე

"ავანტიურისტი, უჭკუო მინისტრი, და ამბიციური მინისტრი ჩამოგვშორდა".

  • ღარიბაშვილის გამონათქვამები პარლამენტში:

"თქვენ არ გსმენიათ, რომ მეუღლის ნათესავი არ არის ნათესავი”?

"ბატონო გივი, თქვენ ქურდი ხართ? კარგად ერკვევით ქურდულ სამყაროში” – (გივი თარგამაძეს).

"თქვენ გჯერათ, რომ ნამდვილად იყავით კონტროლის პალატის თავმჯდომარე?” - (ლევან ბეჟაშვილს).

"უცნაური იქნებოდა პრეტენზიების წაყენება დღევანდელ არაკომუნისტურ რუსეთთან" - რას აცხადებს ზატულინი  ე.წ. მოსკოვისა და ყარსის ხელშეკრულებებზე სომხურ გამოცემასთან

"მოვუწოდებ ივანიშვილს, სააკაშვილის ჯინაზე აუცილებლად დათანხმდეს პლებისციტს და ყველაფერს" - რას პასუხობს ბოკერია სააკაშვილს?

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"