Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დუბაის გაუჩინარებული პრინცესას იდუმალი ამბავი - რა საიდუმლო შეტყობინებები გაუგზავნა მეგობრებს ლატიფამ, რომელიც სავარაუდოდ, მამის ტყვეა
დუბაის გაუჩინარებული პრინცესას იდუმალი ამბავი - რა საიდუმლო შეტყობინებები გაუგზავნა მეგობრებს ლატიფამ, რომელიც სავარაუდოდ, მამის ტყვეა

არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ე­მი­როს პრინ­ცე­სა ლა­ტი­ფა ალ მა­კტუ­მის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცულ­მა ამ­ბავ­მა მთე­ლი მსოფ­ლი­ოს ყუ­რა­დღე­ბა კი­დევ ერთხელ მი­ი­პყრო და კი­დევ ერთხელ აა­ლა­პა­რა­კა სა­ზო­გა­დო­ე­ბა ქა­ლე­ბის უფ­ლე­ბებ­ზე.

ლა­ტი­ფა, რო­მე­ლიც ახლა 35 წლი­საა, 2018 წელს თა­ვი­სი ქვეყ­ნი­დან გაქ­ცე­ვას ცდი­ლობ­და, თუმ­ცა ეს ვერ შეძ­ლო, და­ა­კა­ვეს და მის შე­სა­ხებ ამ დრომ­დე სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ძა­ლი­ან ცოტა რამ იცო­და. ახ­ლა­ხანს მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და პრინ­ცე­სას მიერ გა­და­ღე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე ვი­დეო, სა­დაც ის თა­ვი­სი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ლა­პა­რა­კობს.

ვი­დე­ო­ე­ბი სა­ვა­რა­უ­დოდ, 2019 წელს უნდა იყოს გა­და­ღე­ბუ­ლი. ლა­ტი­ფა სა­ზო­გა­დო­ე­ბას უყ­ვე­ბა რომ:

  • ნა­ვით გა­იქ­ცა, თუმ­ცა შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბი­თა და ია­რა­ღის მუ­ქა­რით და­აბ­რუ­ნეს, სცემ­დნენ და წიხ­ლებს ურტყამ­დნენ.
  • რად­გა­ნაც პრინ­ცე­სა მათ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას უწევ­და, ტრანკვი­ლი­ზა­ტო­რი მი­ა­ღე­ბი­ნეს, რის შემ­დე­გაც, და­კარ­გა გო­ნე­ბა.
  • გა­მო­კე­ტეს სა­მე­ფო ვი­ლა­ში, რო­მელ­საც შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი იცავ­დნენ. ჩა­კე­ტი­ლი იყო ფან­ჯრე­ბი და კა­რე­ბი და ის დროს ტყვე­ო­ბა­ში ატა­რებ­და.

რო­გორც ირ­კვე­ვა, ლა­ტი­ფას ტე­ლე­ფო­ნი ტყვე­ო­ბი­დან ერთ წლის შემ­დეგ, სა­ი­დუმ­ლოდ მის­ცეს, ხოლო ფა­რულ ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რებს ის სა­ა­ბა­ზა­ნო­ში აკე­თებ­და. პრინ­ცე­სამ ვი­დე­ო­ე­ბის ახლო მე­გობ­რე­ბის­თვის გაგ­ზავ­ნა მო­ა­ხერ­ხა, რომ­ლებ­მაც ის ახ­ლა­ხანს პრე­სას და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის სხვა­დას­ხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს გა­უგ­ზავ­ნეს.

პრინ­ცე­სა ლა­ტი­ფა მე­გო­ბარ­თან ერ­თად 2018 წლამ­დე

ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რებ­ში ლა­ტი­ფა მა­მას ადა­ნა­შა­უ­ლებს და ამ­ბობს, რომ ის მო­ჰა­მედ ბინ ალ მა­კტუ­მის მძე­ვა­ლია, რომ მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე ემუქ­რე­ბა.

რამ­დე­ნი­მე სა­ი­დუმ­ლო შე­ტყო­ბი­ნე­ბის მე­გობ­რე­ბის­თვის გაგ­ზავ­ნის შემ­დეგ, უკვე ხან­გრძლი­ვი პე­რი­ო­დია, რაც მათ პრინ­ცე­სას შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცი­ან, ამ­ბო­ბენ, რომ ლა­ტი­ფამ ჩა­ნა­წე­რე­ბის გაგ­ზავ­ნა შე­წყვი­ტა. არ იცი­ან რო­გორ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია პრინ­ცე­სა ახლა და ცო­ცხა­ლია თუ არა ის სა­ერ­თოდ. ამი­ტო­მაც, მო­უ­წო­დე­ბენ გა­ე­როს და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­დამ­ცველ სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, რომ ყო­ვე­ლი­ვე შე­ა­ჩე­რონ.

  • მო­ტყუ­ე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დამ­ცვე­ლი

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ აქამ­დე გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ არაბ­თა სა­ე­მი­რო­ებ­ში ამ­ბობ­დნენ, რომ ლა­ტი­ფა უსაფრ­თხოდ იყო და რომ მას­ზე ოჯა­ხი ზრუ­ნავ­და. სა­ჯა­როდ კი 2018 წლის გაქ­ცე­ვის შემ­დეგ მისი ფო­ტო­ე­ბი მხო­ლოდ ერთხელ გავ­რცელ­და და ამ­ბა­ვი მა­ში­ნაც სა­ეჭ­ვო იყო:

2018 წელს მას შემ­დეგ, რაც ლა­ტი­ფას ტყვე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გან­ხილ­ვა არ წყდე­ბო­და, შეიხ მო­ჰა­მედ ალ მა­კტუ­მის ერთ-ერთი ცო­ლის მიწ­ვე­ვით, დუ­ბა­ის სა­მე­ფო ოჯახს გა­ე­როს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ყო­ფი­ლი უმაღ­ლე­სი კო­მი­სა­რი, მერი რო­ბინ­სო­ნი ლანჩზე ეს­ტუმ­რა. ლანჩს პრინ­ცე­სა ლა­ტი­ფაც ეს­წრე­ბო­და. მა­შინ რო­ბინ­სონ­მა თქვა, რომ ლა­ტი­ფას ჰქონ­და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი, ბი­პო­ლა­რუ­ლი აშ­ლი­ლო­ბა და რომ მას­თან გაქ­ცე­ვის სა­კი­თხზე არ უსა­უბ­რია, რად­გა­ნაც არ სურ­და, რომ ძვე­ლი ტრავ­მე­ბი გა­ეხ­სე­ნე­ბი­ნა, რო­ბინ­სო­ნი მა­შინ გან­მარ­ტავ­და, რომ გო­გო­ნა­ზე ოჯა­ხი ზრუ­ნავ­და.

მერი რო­ბინ­სო­ნი და ლა­ტი­ფა

ამ ლან­ჩი­დან ცხრა დღის შემ­დეგ, არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ე­მი­რო­ე­ბის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­აქ­ვეყ­ნა რო­ბინ­სო­ნი­სა და ლა­ტი­ფას ერ­თობ­ლი­ვი ფო­ტო­ე­ბი რო­გორც მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ ლა­ტი­ფა არის უსაფრ­თხოდ და კარ­გად. დღეს მერი რო­ბინ­სო­ნი ამ­ბობს, რომ ის მო­ტყუვ­და და ძა­ლი­ან შეშ­ფო­თე­ბუ­ლია პრინ­ცე­სას მდგო­მა­რე­ო­ბის გამო.

"რო­დე­საც ეს ფო­ტო­ე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნეს გან­ცვიფ­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, ეს სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო. მე სა­შინ­ლად მო­მა­ტყუ­ეს“, - აცხა­დებს რო­ბინ­სო­ნი და მო­ი­თხოვს, რომ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­ირ­კვეს ლა­ტი­ფას ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი და მისი მდგო­მა­რე­ო­ბა.

"მე ძა­ლი­ან ვღე­ლავ ლა­ტი­ფას გამო. ვფიქ­რობ, რომ ეს საქ­მე გა­მო­ძი­ე­ბას მო­ი­თხოვს“, ამ­ბობს ის.

  • შე­ი­ხი, რო­მელ­საც ქა­ლე­ბი გა­ურ­ბი­ან

ლა­ტი­ფას მამა, შე­ი­ხი მუ­ჰა­მედ ბინ რა­შიდ ალ მა­კტუ­მი მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მდი­და­რი სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­უ­რია - ის არის დუ­ბა­ის მმარ­თვე­ლი და არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ე­მი­რო­ე­ბის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი.

შე­იხ­მა მო­ჰა­მედ­მა წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქა­ლა­ქი აა­შე­ნა, მაგ­რამ უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ იქ არ არ­სე­ბობს ტო­ლე­რან­ტუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის მი­მართ და სა­ხე­ზეა ქა­ლე­ბის უკი­დუ­რე­სი დის­კრი­მი­ნა­ცია.

ლა­ტი­ფა არ არის ერ­თა­დერ­თი ქალი მისი ოჯა­ხი­დან, რო­მელ­მაც გაქ­ცე­ვა სცა­და. მო­ჰა­მე­დის სახ­ლი­დან გა­იქ­ცა მისი ერთ-ერთი ცოლი, პრინ­ცე­სა ჰაია თა­ვის ორ შვილ­თან ერ­თად. ლა­ტი­ფას­გან გან­სხვა­ვე­ბით მან მო­ა­ხერ­ხა თა­ვის დაღ­წე­ვა და დიდ ბრი­ტა­ნეთს მი­ა­შუ­რა.

შე­ი­ხის ოჯახ­თან და­კავ­ში­რე­ბით სკან­და­ლი ამ ამ­ბის შემ­დეგ კი­დევ უფრო გა­ი­ზარ­და. პრინ­ცე­სა ჰა­ი­ამ დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში დაც­ვა მო­ი­თხო­ვა და ის შე­ი­ხის მხრი­დან შე­უ­რა­ცხყო­ფის ფაქ­ტებ­ზე სა­უბ­რობ­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პრინ­ცე­სა ლა­ტი­ფამ გაქ­ცე­ვა ად­რეც სცა­და, 2002 წელს, თუმ­ცა მა­ში­ნაც და­ა­კა­ვეს და 3 წელი ჰყავ­დათ პა­ტიმ­რო­ბა­ში. ცნო­ბი­ლია ასე­ვე ისიც, რომ შე­იხს ტყვე­ო­ბა­ში ჰყავს ლა­ტი­ფას უფ­რო­სი და შამ­საც.

პრინ­ცე­სა ჰაია

  • პრინ­ცე­სას მე­გობ­რე­ბი

ლა­ტი­ფას გა­მო­კეტვის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლეს მის­მა ახლო მე­გო­ბარ­მა თი­ი­ნა ჯა­უ­ჰა­ი­ნენ­მა, დე­დის მხრი­დან ბი­ძაშ­ვილ­მა მარ­კუს ესაბ­რიმ და დე­ვიდ ჰე­იგ­მა. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი უკვე წლე­ბია ლა­ტი­ფას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის კამ­პა­ნი­ის უკან დგა­ნან.

ისი­ნი ამ­ბო­ბენ, რომ ლა­ტი­ფას ტყვე­ო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გახ­მა­უ­რე­ბა მათ­თვის რთუ­ლად მი­სა­ღე­ბი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო, რად­გა­ნაც არ აქვთ უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტია და რომ შე­საძ­ლოა ხმა­მაღ­ლა სა­უბ­რის გამო, თა­ვა­დაც ტყვე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­დნენ.

დუ­ბა­ის პრინ­ცე­სა 2018 წლის გაქ­ცე­ვამ­დე

ბრი­ტა­ნე­ლი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი, გა­ე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი საქ­მის სას­წრა­ფოდ გა­მო­ძი­ე­ბას და ლა­ტი­ფას მდგო­მა­რე­ო­ბის გარ­კვე­ვას მო­ი­თხო­ვენ.

წყა­რო: BBC.com

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Irakli
12

იმას რატომ არ წერთ რომ ამ საწყალი გოგოს გადასაცემად 24 მილიონი სტერლინგი გადაიხადა დუბაის მმართველმა და გადასცეს... უბრალოდ ბიბისის სჩვევია პასუხისმგებლობისგან ბრიტანეთის დახსნა.

NN
1

დუბაიში კონსტიტუციური მონარქიაა და მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმი არის ქვეყნის უპირველესი მმართველი და პრემიერ მინისტრი - ნომინალური ვიცე პრეზიდენტობა უბრალოდ შეთავსებული აქვს და შეგეძლოთ არც გეხსენებინათ

ავტორი:

დუბაის გაუჩინარებული პრინცესას იდუმალი ამბავი - რა საიდუმლო შეტყობინებები გაუგზავნა მეგობრებს ლატიფამ, რომელიც სავარაუდოდ, მამის ტყვეა

დუბაის გაუჩინარებული პრინცესას იდუმალი ამბავი - რა საიდუმლო შეტყობინებები გაუგზავნა მეგობრებს ლატიფამ, რომელიც სავარაუდოდ, მამის ტყვეა

არაბთა გაერთიანებული საემიროს პრინცესა ლატიფა ალ მაკტუმის გაუჩინარების იდუმალებით მოცულმა ამბავმა მთელი მსოფლიოს ყურადღება კიდევ ერთხელ მიიპყრო და კიდევ ერთხელ აალაპარაკა საზოგადოება ქალების უფლებებზე.

ლატიფა, რომელიც ახლა 35 წლისაა, 2018 წელს თავისი ქვეყნიდან გაქცევას ცდილობდა, თუმცა ეს ვერ შეძლო, დააკავეს და მის შესახებ ამ დრომდე საზოგადოებამ ძალიან ცოტა რამ იცოდა. ახლახანს მედიაში გავრცელდა პრინცესას მიერ გადაღებული რამდენიმე ვიდეო, სადაც ის თავისი მძიმე მდგომარეობის შესახებ ლაპარაკობს.

ვიდეოები სავარაუდოდ, 2019 წელს უნდა იყოს გადაღებული. ლატიფა საზოგადოებას უყვება რომ:

  • ნავით გაიქცა, თუმცა შეიარაღებულმა ადამიანებმა ძალის გამოყენებითა და იარაღის მუქარით დააბრუნეს, სცემდნენ და წიხლებს ურტყამდნენ.
  • რადგანაც პრინცესა მათ წინააღმდეგობას უწევდა, ტრანკვილიზატორი მიაღებინეს, რის შემდეგაც, დაკარგა გონება.
  • გამოკეტეს სამეფო ვილაში, რომელსაც შეიარაღებული ადამიანები იცავდნენ. ჩაკეტილი იყო ფანჯრები და კარები და ის დროს ტყვეობაში ატარებდა.

როგორც ირკვევა, ლატიფას ტელეფონი ტყვეობიდან ერთ წლის შემდეგ, საიდუმლოდ მისცეს, ხოლო ფარულ ვიდეოჩანაწერებს ის სააბაზანოში აკეთებდა. პრინცესამ ვიდეოების ახლო მეგობრებისთვის გაგზავნა მოახერხა, რომლებმაც ის ახლახანს პრესას და ადამიანის უფლებათა დაცვის სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს გაუგზავნეს.

პრინცესა ლატიფა მეგობართან ერთად 2018 წლამდე

ვიდეოჩანაწერებში ლატიფა მამას ადანაშაულებს და ამბობს, რომ ის მოჰამედ ბინ ალ მაკტუმის მძევალია, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

რამდენიმე საიდუმლო შეტყობინების მეგობრებისთვის გაგზავნის შემდეგ, უკვე ხანგრძლივი პერიოდია, რაც მათ პრინცესას შესახებ არაფერი იციან, ამბობენ, რომ ლატიფამ ჩანაწერების გაგზავნა შეწყვიტა. არ იციან როგორ მდგომარეობაშია პრინცესა ახლა და ცოცხალია თუ არა ის საერთოდ. ამიტომაც, მოუწოდებენ გაეროს და ადამიანის უფლებადამცველ სხვადასხვა ორგანიზაციებს, რომ ყოველივე შეაჩერონ.

  • მოტყუებული ადამიანის უფლებათა დამცველი

აღსანიშნავია, რომ აქამდე გაერთიანებულ არაბთა საემიროებში ამბობდნენ, რომ ლატიფა უსაფრთხოდ იყო და რომ მასზე ოჯახი ზრუნავდა. საჯაროდ კი 2018 წლის გაქცევის შემდეგ მისი ფოტოები მხოლოდ ერთხელ გავრცელდა და ამბავი მაშინაც საეჭვო იყო:

2018 წელს მას შემდეგ, რაც ლატიფას ტყვეობასთან დაკავშირებით საზოგადოებაში განხილვა არ წყდებოდა, შეიხ მოჰამედ ალ მაკტუმის ერთ-ერთი ცოლის მიწვევით, დუბაის სამეფო ოჯახს გაეროს ადამიანის უფლებათა ყოფილი უმაღლესი კომისარი, მერი რობინსონი ლანჩზე ესტუმრა. ლანჩს პრინცესა ლატიფაც ესწრებოდა. მაშინ რობინსონმა თქვა, რომ ლატიფას ჰქონდა ფსიქოლოგიური პრობლემები, ბიპოლარული აშლილობა და რომ მასთან გაქცევის საკითხზე არ უსაუბრია, რადგანაც არ სურდა, რომ ძველი ტრავმები გაეხსენებინა, რობინსონი მაშინ განმარტავდა, რომ გოგონაზე ოჯახი ზრუნავდა.

მერი რობინსონი და ლატიფა

ამ ლანჩიდან ცხრა დღის შემდეგ, არაბთა გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა რობინსონისა და ლატიფას ერთობლივი ფოტოები როგორც მტკიცებულება, რომ ლატიფა არის უსაფრთხოდ და კარგად. დღეს მერი რობინსონი ამბობს, რომ ის მოტყუვდა და ძალიან შეშფოთებულია პრინცესას მდგომარეობის გამო.

"როდესაც ეს ფოტოები გამოაქვეყნეს განცვიფრებული ვიყავი, ეს სრულიად მოულოდნელი იყო. მე საშინლად მომატყუეს“, - აცხადებს რობინსონი და მოითხოვს, რომ დაუყოვნებლივ გაირკვეს ლატიფას ადგილსამყოფელი და მისი მდგომარეობა.

"მე ძალიან ვღელავ ლატიფას გამო. ვფიქრობ, რომ ეს საქმე გამოძიებას მოითხოვს“, ამბობს ის.

  • შეიხი, რომელსაც ქალები გაურბიან

ლატიფას მამა, შეიხი მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი სახელმწიფოს მეთაურია - ის არის დუბაის მმართველი და არაბთა გაერთიანებული საემიროების ვიცე-პრეზიდენტი.

შეიხმა მოჰამედმა წარმატებული ქალაქი ააშენა, მაგრამ უფლებადამცველები აცხადებენ, რომ იქ არ არსებობს ტოლერანტული დამოკიდებულება განსხვავებული აზრის მიმართ და სახეზეა ქალების უკიდურესი დისკრიმინაცია.

ლატიფა არ არის ერთადერთი ქალი მისი ოჯახიდან, რომელმაც გაქცევა სცადა. მოჰამედის სახლიდან გაიქცა მისი ერთ-ერთი ცოლი, პრინცესა ჰაია თავის ორ შვილთან ერთად. ლატიფასგან განსხვავებით მან მოახერხა თავის დაღწევა და დიდ ბრიტანეთს მიაშურა.

შეიხის ოჯახთან დაკავშირებით სკანდალი ამ ამბის შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა. პრინცესა ჰაიამ დიდ ბრიტანეთში დაცვა მოითხოვა და ის შეიხის მხრიდან შეურაცხყოფის ფაქტებზე საუბრობდა. აღსანიშნავია, რომ პრინცესა ლატიფამ გაქცევა ადრეც სცადა, 2002 წელს, თუმცა მაშინაც დააკავეს და 3 წელი ჰყავდათ პატიმრობაში. ცნობილია ასევე ისიც, რომ შეიხს ტყვეობაში ჰყავს ლატიფას უფროსი და შამსაც.

პრინცესა ჰაია

  • პრინცესას მეგობრები

ლატიფას გამოკეტვის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს მისმა ახლო მეგობარმა თიინა ჯაუჰაინენმა, დედის მხრიდან ბიძაშვილმა მარკუს ესაბრიმ და დევიდ ჰეიგმა. ეს ადამიანები უკვე წლებია ლატიფას გათავისუფლების კამპანიის უკან დგანან.

ისინი ამბობენ, რომ ლატიფას ტყვეობის შესახებ ინფორმაციის გახმაურება მათთვის რთულად მისაღები გადაწყვეტილება იყო, რადგანაც არ აქვთ უსაფრთხოების გარანტია და რომ შესაძლოა ხმამაღლა საუბრის გამო, თავადაც ტყვეობაში აღმოჩდნენ.

დუბაის პრინცესა 2018 წლის გაქცევამდე

ბრიტანელი ადამიანის უფლებადამცველები, გაეროს წარმომადგენლები საქმის სასწრაფოდ გამოძიებას და ლატიფას მდგომარეობის გარკვევას მოითხოვენ.

წყარო: BBC.com

"სომხეთის მოსახლეობას ძველი რეჟიმების დაბრუნება არ სურს" - რა გახდა ომწაგებული ფაშინიანის გამარჯვების მიზეზი?

დუბაის გაუჩინარებული პრინცესა ლატიფას მოულოდნელი გამოჩენა - რა ფოტო ვრცელდება ინტერნეტში და რას წერს გოგონას მეგობარი

"ირჩევთ ვაქცინაციას, ან თქვენი დაპატიმრება მომიწევს" - ფილიპინების პრეზიდენტის მიმართვა მოსახლეობას