მსოფლიო
სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უცხოელ პარტნიორებს უჭირთ იმის გარკვევა, თუ რა ჯანდაბა ხდება ქართულ პოლიტიკაში" - რა დამატებით საფრთხეებს აჩენს საქართველოში შექმნილი ვითარება გეოპოლიტიკურ ჭრილში?
"უცხოელ პარტნიორებს უჭირთ იმის გარკვევა, თუ რა ჯანდაბა ხდება ქართულ პოლიტიკაში" - რა დამატებით საფრთხეებს აჩენს საქართველოში შექმნილი ვითარება გეოპოლიტიკურ ჭრილში?

"ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ნიკა მე­ლი­ას­თვის, გი­რა­ოს გა­და­უხ­დე­ლო­ბის გამო, აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბად პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის შემ­დეგ, ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი ქვეყ­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას მიერ თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბის ფონ­ზე კი­დევ უფრო მძაფ­რდე­ბა.

თა­ვის­თა­ვად, ამ ვი­თა­რე­ბას სა­ერ­თა­შო­რი­სო აქ­ტო­რე­ბიც აკ­ვირ­დე­ბი­ან - იქ­ნე­ბი­ან ეს კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი თუ ბო­რო­ტის­მსურ­ვე­ლი ძა­ლე­ბი. რამ­დე­ნად შე­იძ­ლე­ბა, რომ რუ­სეთს ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი მოვ­ლე­ნე­ბი ხელს აძ­ლევ­დეს და გარ­კვე­უ­ლი ფორ­მით, სწო­რედ ის ცდი­ლობ­დეს სი­ტუ­ა­ცი­ის დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის­თვის ბიძ­გის მი­ცე­მას? რო­გორ ჩანს ვი­თა­რე­ბა და­სავ­ლე­თი­დან? რა გზავ­ნილს გზავ­ნის ქვე­ყა­ნა არე­უ­ლო­ბით სა­ზღვრებს გა­რეთ? ამ ყვე­ლა­ფერ­ზე AMBEBI.GE-ს სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ექ­სპერ­ტი, გი­ორ­გი გობ­რო­ნი­ძე ესა­უბ­რა.

"რაც ხდე­ბა, რუ­სულ სცე­ნა­რებს ვერ და­ვარ­ქმევ­დი, რად­გან სამ­წუ­ხა­როდ, ამ სცე­ნა­რებს ჩვენ არა­ვინ გვაც­ნობს. მტკი­ცე­ბით ფორ­მა­ში რომ ვი­სა­უბ­როთ, არის თუ არა ეს და­გეგ­მი­ლი ჩრდი­ლო­ეთ­ში, მა­შინ უბ­რა­ლოდ, ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლად გა­და­ვალთ კონ­სპი­რა­ცი­ულ თე­ო­რი­ებ­ში. მაგ­რამ მე­ო­რე მხრივ რომ შევ­ხე­დოთ, ჩვენ ვი­ცით მა­გა­ლი­თად, რა არის მოს­კო­ვის ინ­ტე­რე­სი კაკვკა­სი­ის რე­გი­ონ­ში, რა მი­მარ­თუ­ლე­ბით მიჰ­ყავთ მათ მოვ­ლე­ნე­ბი და სა­ქარ­თვე­ლო ამ შემ­თხვე­ვა­ში სად უშ­ლით ხელს. პო­ლი­ტი­კუ­რი არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბა მით უმე­ტეს, ემ­თხვე­ვა ისეთ პე­რი­ოდს, რო­გო­რიც გლო­ბა­ლუ­რი პან­დე­მი­აა - გა­მოწ­ვე­ვა, რომ­ლის წი­ნა­შეც ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა პრაქ­ტი­კუ­ლად უძ­ლუ­რი აღ­მოჩ­ნდა და ისე­დაც, ყო­ველ­დღი­უ­რად რე­სურ­სებს ვკარ­გავთ და ცხა­დია, ეს კრი­ზი­სი სა­ხელ­მწი­ფოს უკი­დუ­რეს და­სუს­ტე­ბას იწ­ვევს - ინ­სტი­ტუ­ცი­ურს, ეკო­ნო­მი­კურს და ა.შ.

პრო­ცე­სი ეკო­ნო­მი­კის მიღ­მა არ უნდა გან­ვი­ხი­ლოთ, რად­გან ასე­თი ნე­ბის­მი­ე­რი პო­ლი­ტი­კუ­რი არე­უ­ლო­ბა ქვე­ყა­ნა­ში ისე­დაც მყი­ფე და სუსტ სა­ინ­ვეს­ტი­ციო კლი­მატს, რა თქმა უნდა, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ა­უ­ა­რე­სებს, შე­სა­ბა­მი­სად, ვდგე­ბით იმ რე­ა­ლო­ბის წი­ნა­შე, რომ შე­იძ­ლე­ბა, კი­დევ უფრო გრძელ­ვა­დი­ა­ნი კრი­ზი­სი მი­ვი­ღოთ, თუ რა თქმა უნდა, ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი კლა­სი ვერ გა­აც­ნო­ბი­ე­რებს და ვერ გა­ი­აზ­რებს იმას, თუ რამ­ხე­ლა საფრ­თხეს გვიქ­მნის ამ ტი­პის პო­ლი­ტი­კუ­რი რყე­ვე­ბი.

რე­ა­ლუ­რად, ეს კრი­ზი­სი 20 ივ­ნი­სი­დან, გავ­რი­ლოვ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი­დან და­ი­წყო, შემ­დეგ კი ამ ყვე­ლა­ფერ­ში გა­და­ი­ზარ­და, რად­გან არც მთავ­რო­ბა­ში და არც ოპო­ზი­ცი­ა­ში არ აღ­მოჩ­ნდა იმ­ხე­ლა კე­თილ­გო­ნი­ე­რე­ბა და არ აღ­მოჩ­ნდნენ იმ­დე­ნად კე­თილ­გო­ნი­ე­რი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, რომ გა­ე­აზ­რე­ბი­ნათ, სად შე­იძ­ლე­ბო­და, ქვე­ყა­ნა აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მის გაღ­რმა­ვე­ბით წა­სუ­ლი­ყო.

გი­ორ­გი გობ­რო­ნი­ძე

ვხე­დავთ, რომ მა­ში­ნაც, რო­დე­საც სა­ხელ­მწი­ფო ურ­თუ­ლე­სი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე იდგა, სხვა­დას­ხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა­ში ძი­რი­თა­დი აქ­ცენ­ტე­ბი მა­ინც კონ­კრე­ტულ პო­ლი­ტი­კურ მოვ­ლე­ნებ­სა და იმა­ზე კეთ­დე­ბო­და, თუ რო­გორ უნდა გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი­ყო გავ­ლე­ნის სფე­რო­ე­ბი ცალ­კე­ულ პო­ლი­ტი­კურ აქ­ტო­რებს შო­რის. ამ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე ვხე­დავთ, რომ უკი­დუ­რე­სად გაღ­მავ­და და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ჩიხ­ში შე­ვი­და პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი - ეს პირ­ველ რიგ­ში აბ­სო­ლუ­ტუ­რად უკომ­პრო­მი­სო და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბამ გა­მო­იწ­ვია.

ეს ქარ­თველ პო­ლი­ტი­კო­სებს, პირ­ველ რიგ­ში მმარ­თველ ჯგუფს ეხე­ბა, რად­გან ჯერ სწო­რედ მმარ­თვე­ლი ჯგუ­ფია გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღე­ბი და მერე არი­ან და­ნარ­ჩე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტო­რე­ბი. უკომ­პრო­მი­სო­ბამ ის გა­მო­იწ­ვია, რომ ბო­ლოს ევ­რო­კავ­ში­რის ელჩი ამ­ბობს, ეს ყვე­ლა­ფე­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბა­თა მე­ხუ­თე რა­უნ­დამ­დე არ მი­დი­სო. ე.ი., ვხე­დავთ კრი­ზი­სის მას­შტაბ­საც თუნ­დაც იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ ქვე­ყა­ნა­ში რე­ა­ლუ­რად, მოგ­ვიხ­და შემ­დე­გი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა, რომ უცხო­ე­ლი დიპ­ლო­მა­ტე­ბი ჩაგ­ვერ­თო მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში - ეს ცოტა არა­ნორ­მა­ლუ­რი მოვ­ლე­ნა იყო და ის, რაც არა­ნორ­მა­ლუ­რად მი­დი­ო­და, გრძელ­დე­ბა ასე­ვე არა­ნორ­მა­ლუ­რად.

ჩვენ აბ­სო­ლუ­ტუ­რად უკომ­პრო­მი­სო და პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი პო­ზი­ცი­ის მოწ­მე­ნი გავ­ხდით ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რის მხრი­დან, რო­დე­საც მან თქვა, რომ არ გა­და­იხ­დი­და გი­რა­ოს და პრაქ­ტი­კუ­ლად, წა­ვი­და ვა-ბანკზე. მთავ­რო­ბა­საც არ ეყო კე­თილ­გო­ნი­ე­რე­ბა, რომ მას უბ­რა­ლოდ, პო­ლი­ტი­კუ­რი მი­ზან­შე­წო­ნი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გა­ე­ა­ნა­ლი­ზე­ბი­ნა ვი­თა­რე­ბის სიმწვა­ვე; ის ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად წა­მო­ე­გო ამ ფან­დზე და სა­ბო­ლო­ოდ, ქვე­ყა­ნა მი­ვი­და მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე, სა­დამ­დეც მი­ვი­და. ანუ, შეც­დო­მე­ბის კას­კა­დი, რო­მე­ლიც მთავ­რო­ბამ და­უშ­ვა, გა­დამ­წყვე­ტი აღ­მოჩ­ნდა იმ კრი­ზის­ში, რო­მელ­შიც დღეს სა­ხელ­მწი­ფო იმ­ყო­ფე­ბა და ამ შემ­თხვე­ვა­ში პრე­მი­ე­რის პო­ზი­ცია გა­სა­გე­ბია, რო­დე­საც მან პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა აიღო სა­კუ­თარ თავ­ზე. აქ უკვე კი­თხვა ჩნდე­ბა, თუ რო­გორ გაგ­რძელ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი სა­ბო­ლოო ჯამ­ში - მი­ვალთ ჩვენ ვა­დამ­დელ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე თუ გა­ვაგ­რძე­ლებთ ამ პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სის კი­დევ უფრო გაღ­რმა­ვე­ბას.

ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, შე­იძ­ლე­ბა, ქვეყ­ნის შიგ­ნით სა­ზო­გა­დო­ე­ბას ნაკ­ლე­ბად აინ­ტე­რე­სებს, ვინ იჯ­დე­ბა მმარ­თვე­ლის სკამ­ში, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ უფრო მეტი პრობ­ლე­მაა, მაგ­რამ სა­ერ­თა­შო­რი­სო არე­ნა­ზე სწო­რად რა უნდა გა­ი­გონ? არ ჩანს ორ­დი­ნა­ლუ­რად ის, რაც დღეს ჩვენ­თან ხდე­ბა და იგი­ვე, კო­მუ­ნი­კა­ცი­აც მაქვს ჩემს უცხო­ელ კო­ლე­გებ­თან - მათ უჭირთ იმის გარ­კვე­ვა, თუ რა ჯან­და­ბა ხდე­ბა სა­ერ­თოდ ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში. ამ შემ­თხვე­ვა­ში ვსა­უბ­რობ და­სავ­ლუ­რი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­ზე, რომ­ლე­ბიც უბ­რა­ლოდ, ვერ ხვდე­ბი­ან, ეს რა არის, რაც ახლა ჩვენ­თან ხდე­ბა და გა­ო­ცე­ბუ­ლე­ბი არი­ან, რა­ღაც ახ­სნას ითხო­ვენ, თუ რას­თან გვაქვს სა­ბო­ლოო ჯამ­ში საქ­მე. რო­გორც აკა­დე­მი­უ­რი სექ­ტორ­ში და სა­ექ­სპერ­ტო წრე­ებ­ში, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ისე­ვე უჭირთ ამ ყვე­ლაფ­რის გა­გე­ბა და გა­აზ­რე­ბა პო­ლი­ტი­კურ წრე­ებ­შიც - ამ შემ­თხვე­ვა­ში ჩვენს ძი­რი­თად პარტნი­ო­რებ­ზე ვსა­უბ­რობთ. თუ ჩვე­ნი ძი­რი­თა­დი პარტნი­ო­რე­ბი ჩათ­ვლი­ან, რომ ჩვენ­თან რა­ღაც გა­უ­გებ­რო­ბა ხდე­ბა, რომ­ლის ახ­სნაც რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად შე­უძ­ლე­ბე­ლია, მა­შინ პრაქ­ტი­კუ­ლად რა გა­მო­დის? რომ ჩვენ მათ­თვის არა სა­ი­მე­დო, პროგ­ნო­ზი­რე­ბა­დი და სან­დო პარტნი­ო­რი, არა­მედ აუხ­სნე­ლი პარტნი­ო­რი ვართ. ჩანს, რომ გა­უ­გე­ბა­რი ქვე­ყა­ნა ვართ, რო­მელ­საც რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად ვერ ხსნი­ან“, - აღ­ნიშ­ნავს გობ­რო­ნი­ძე.

სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტის თქმით, ვინ რა ფორ­მით მუ­შა­ობს სა­ქარ­თვე­ლოს შიგ­ნით რუ­სეთ­ზე, ეს არაა მთა­ვა­რი - არა­მედ მთა­ვა­რია, რო­გორ რე­ა­გი­რებს ქვე­ყა­ნა საფრ­თხე­ებ­სა და სირ­თუ­ლე­ებ­ზე.

"ქვეყ­ნის შიგ­ნი­დან რომ რუ­სეთ­ზე ვინ­მე კი არა, ძა­ლი­ან ბევ­რიც მუ­შა­ობს, ამას დიდი მიგ­ნე­ბე­ბი არ სჭირ­დე­ბა. ეს შეგ­ვიძ­ლია, ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად ავ­ხსნათ - თქვენ რომ რუ­სუ­ლი რო­მე­ლი­მე სე­რი­ო­ზუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი იყოთ, ისურ­ვებ­დით თუ არა, რომ ქვეყ­ნის შიგ­ნი­დან თქვენ­თვის ვინ­მეს ემუ­შა­ვა? ბევრ სხვა ქვე­ყა­ნა­ში აქვს რუ­სე­თის სპეცსმსა­ხურს საკ­მა­ოდ მყა­რი პო­ზი­ცია და რა თქმა უნდა, რუ­სუ­ლი გავ­ლე­ნე­ბი არ­სე­ბობს. მაგ­რამ მო­დით, ასე შევ­ხე­დოთ, რომ არის ორი მო­ცე­მუ­ლო­ბა - ერთი, რო­გო­რია ქვეყ­ნის წი­ნა­შე არ­სე­ბუ­ლი საფრ­თხე და მე­ო­რე, რო­გო­რია საფრ­თხეს­თან გამ­კლა­ვე­ბის გზე­ბი. იმ პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია მუ­შა­ობს არა მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლოს, არა­მედ სხვა ქვეყ­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გაც და ისი­ნი მეტ-ნაკ­ლე­ბად ახერ­ხე­ბენ, გა­უმკლავ­დნენ კრი­ზი­სებს, ჩვენ ვხე­დავთ, რომ პრობ­ლე­მა იმა­ში კი არაა, რომ საფრ­თხე არ­სე­ბობს, არა­მედ პრობ­ლე­მა იმა­შია, რომ ჩვენ საფრ­თხე­ებ­ზე ვერ ვრე­ა­გი­რებთ. საფრ­თხე ყო­ველ­თვის იარ­სე­ბებს, მაგ­რამ რამ­დე­ნად სწო­რად ვა­ხერ­ხებთ, რომ საფრ­თხეს გა­ვუმკლავ­დეთ, რამ­დე­ნად ზუს­ტია ჩვე­ნი მოქ­მე­დე­ბე­ბი ამ კუ­თხით?“ - სვამს კი­თხვას სპე­ცი­ა­ლის­ტი.

შე­საძ­ლოა თუ არა, მსგავ­სმა და­ძა­ბულ­მა სი­ტუ­ა­ცი­ამ გზა გა­უკ­ვა­ლოს თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტის, რე­ჯეპ თაიფ ერ­დო­ღა­ნის ინი­ცი­ა­ტი­ვას სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში ე.წ. კავ­კა­სი­უ­რი სამ­შვი­დო­ბო პლატ­ფორ­მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის თა­ო­ბა­ზე? ამა­ზე გი­ორ­გი გობ­რო­ნი­ძე პა­სუ­ხობს, რომ ამა­ზე სა­უ­ბა­რი ნა­ად­რე­ვია და ჯერ უნდა გა­მოჩ­ნდეს, თუ რო­გორ გან­ვი­თა­რე­ბა შემ­დგო­მი მოვ­ლე­ნე­ბი.

"ერ­დო­ღა­ნის ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა, რო­მე­ლიც რუ­სე­თის მხრი­და­ნაც იქნა გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი და ირა­ნის მხრი­და­ნაც, რე­ა­ლუ­რად შევ­ხე­დოთ, სა­მი­ვეს­თვის მი­სა­ღე­ბი სცე­ნა­რია, რაც და­სავ­ლე­თის­თვის კი­დევ ერთი სა­ინ­ტე­რე­სო რე­გი­ო­ნი­დან და­სავ­ლე­თის გა­მო­დევ­ნას ემ­სა­ხუ­რე­ბა. აქ უკვე ძა­ლი­ან ბევ­რია და­მო­კი­დე­ბუ­ლი იმა­ზე, თუ რა მოხ­დე­ბა ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ. თუ ვი­თა­რე­ბა ჩა­წყნა­რე­ბის­კენ წავა და პრე­მი­ე­რის გა­დად­გო­მა იმ დეკ­ლა­რი­რე­ბულ მი­ზანს მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა, რა­ზეც მან ისა­უბ­რა, მა­შინ შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ სი­ტუ­ა­ცია მთლად ასე სა­გან­გა­შო არ იქ­ნე­ბა. მაგ­რამ თუ ამ ყვე­ლა­ფერს ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სის კი­დევ უფრო გაღ­რმა­ვე­ბა მოჰ­ყვა, რისი ალ­ბა­თო­ბაც ასე­ვე არ­სე­ბობს, რა თქმა უნდა, მა­შინ შე­იძ­ლე­ბა, არა­თუ ეს ფორ­მა­ტი, არა­მედ ბევ­რი სხვა რამე დაგ­ვირ­ჩეს სახ­ვე­წა­რი. არ მინ­და აპო­კა­ლიპ­ტუ­რი სცე­ნა­რე­ბი დავ­ხა­ტო, მაგ­რამ საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლად დაგ­ვა­სუს­ტებს სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე აღ­ნიშ­ნუ­ლი სი­ტუ­ა­ცია“, - აღ­ნიშ­ნავს გობ­რო­ნი­ძე.

რა მე­სი­ჯია თა­ვად რუ­სე­თის­თვის ის გრძელ­ვა­დი­ა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი, რომ­ლის სა­თა­ვეც, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ 2019 წლის 20 ივ­ნისს გა­მარ­თუ­ლი ან­ტი­სა­ო­კუ­პა­ციო აქ­ცია იყო? ექ­სპერ­ტის თქმით, ეს რუ­სე­თის­თვი­საც იგი­ვე მე­სი­ჯია, რაც მთე­ლი მსოფ­ლი­ოს­თვის...

"ესაა გზავ­ნი­ლი, რომ ეს სა­ხელ­მწი­ფო ვერ უმკლავ­დე­ბა ელე­მენ­ტა­რულ კრი­ზი­სებს; რომ ეს არის სუს­ტი ქვე­ყა­ნა, სუს­ტი ქვე­ყა­ნა კი პარტნი­ო­რე­ბის­თვის თა­ვის ტკი­ვი­ლია და მტრის­თვის გემ­რი­ე­ლი ლუკ­მა.

ერთ მარ­ტივ მოვ­ლე­ნას და შეც­დო­მას შე­უძ­ლია, ქვე­ყა­ნა­ში ამ­ხე­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი გა­მო­იწ­ვი­ოს. ელე­მენ­ტა­რუ­ლად, ამის ნიშ­ნე­ბი ჯერ კი­დევ მა­შინ ჩან­და, რო­დე­საც ქარ­თვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის გი­ნე­ბის გამო სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბას სთხოვ­და ამ საქ­ცი­ე­ლის შე­ფა­სე­ბა­სა და დაგ­მო­ბას, - გა­ბუ­ნი­ას ინ­ცი­დენ­ტი რომ გა­ვიხ­სე­ნოთ, რაც ჩემ­თვის ერ­თგვა­რი პა­რა­დოქ­სი იყო.

ცალ­კე თე­მაა, მე მსი­ა­მოვ­ნებს თუ არ მსი­ა­მოვ­ნებს ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან გი­ნე­ბის მოს­მე­ნა, კი­დევ ცალ­კე თე­მაა ის, რომ თა­ვად რუ­სეთ­ში შე­იძ­ლე­ბა, ბევ­რი ად­გი­ლობ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი უა­რე­სად ამ­კობ­დეს სა­კუ­თარ პრე­ზი­დენტს, მაგ­რამ ამა­ზე სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი რომ სა­უბ­რო­ბენ, ეს უკვე საკ­მა­ოდ სა­ხი­ფა­თო ნი­შა­ნი და ინ­დი­კა­ტო­რი იყო, ისე­ვე, რო­გორც ამან შემ­დგომ­ში თა­ვი­სი გაგ­რძე­ლე­ბა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში, შიგ­ნი­თაც ჰპო­ვა.

ვნა­ხეთ, რომ რუ­სეთ­მა მო­ი­ცა­ლა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მას იმ პე­რი­ოდ­ში ამ­ხე­ლა პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და - აღ­მო­სავ­ლე­თით წყალ­დი­დო­ბა, და­სავ­ლე­თით ატო­მუ­რი ძრა­ვის მქო­ნე რა­კე­ტის აფეთ­ქე­ბა და მა­ინც სამი თვე გა­ნი­ხი­ლავ­და გა­ბუ­ნი­ას გი­ნე­ბას. შე­სა­ბა­მი­სად, აქ რა შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას? ცოტა არა­ა­დეკ­ვა­ტურ ნა­ბი­ჯებს ვდგამთ ხოლ­მე სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა­შიც და შიდა პო­ლი­ტი­კა­შიც რაც ხდე­ბა, ესეც, რო­გორც ვთქვი, აუხ­სნე­ლია ჩემ­თვის იმ გა­გე­ბით, რომ არა­ნა­ირ ნორ­მა­ლურ ჩარ­ჩო­ში არ ჯდე­ბა.

არ შე­იძ­ლე­ბა, ქვე­ყა­ნა ყვე­ლა არ­ჩევ­ნე­ბის დროს აპო­კა­ლიფ­სის მო­ლო­დინ­ში იყოს; არ შე­იძ­ლე­ბა, ყვე­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტო­რი არ­ჩევ­ნებს ისე უყუ­რებ­დეს, რომ ჩვენ თუ არ მო­ვე­დით ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, მერე მოდი, ამის მერე ქვა ქვა­ზე ნუ დარ­ჩე­ნი­ლა; არ შე­იძ­ლე­ბა ის, რომ ერთი დე­პუ­ტა­ტის ჩა­მოყ­ვა­ნამ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ი­დან ქვე­ყა­ნა შე­იყ­ვა­ნოს ამ­ხე­ლა კრი­ზის­ში და ასეთ შეც­დო­მებს არ უნდა უშ­ვებ­დეს ქვე­ყა­ნა­ში მყო­ფი პო­ლი­ტი­კუ­რი კლა­სი - არც პირ­ველ რიგ­ში, სამ­თავ­რო­ბო და არც ოპო­ზი­ცი­უ­რი. რაც არ უნდა იძა­ხონ, პრო­ვო­კა­ცია მოგ­ვი­წყე­სო, ეს შე­იძ­ლე­ბა ყო­ველ­თვის მოხ­დეს, მაგ­რამ მმარ­თვე­ლი ჯგუ­ფის სიბ­რძნე იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ ის პრო­ვო­ცი­რე­ბუ­ლი არ აღ­მოჩ­ნდეს, რად­გან თუ ყვე­ლას შე­უძ­ლია, პრო­ვო­კა­ცია მო­უ­წყოს და ყვე­ლა თი­თის დაქ­ნე­ვა­ზე ქვე­ყა­ნა­ში ასე­თი ამ­ბა­ვი უნდა მოხ­დეს, მა­შინ სა­ერ­თოდ, რას აკე­თე­ბენ და რის­თვის აკე­თე­ბენ? მათ ქვე­ყა­ნა პრო­ვო­კა­ცი­ის­გან, რის­კე­ბის­გან და საფრ­თხე­ე­ბის­გან უნდა და­იც­ვან და ისი­ნი პირ­ველ რიგ­ში არი­ან პრო­ვო­ცი­რე­ბა­დე­ბი...“, - დას­ძენს გი­ორ­გი გობ­რო­ნი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 47 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
k
11

კარგი სტატიაა. . 

რისი გარკვევა უჭირთ
47

მაგათი დამსახურებაცაა, მხარს ხომ უჭერდნენ ქვეყნის მავნე ოპოზიხიას, აი შედეგიც.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"უცხოელ პარტნიორებს უჭირთ იმის გარკვევა, თუ რა ჯანდაბა ხდება ქართულ პოლიტიკაში" - რა დამატებით საფრთხეებს აჩენს საქართველოში შექმნილი ვითარება გეოპოლიტიკურ ჭრილში?

"უცხოელ პარტნიორებს უჭირთ იმის გარკვევა, თუ რა ჯანდაბა ხდება ქართულ პოლიტიკაში" - რა დამატებით საფრთხეებს აჩენს საქართველოში შექმნილი ვითარება გეოპოლიტიკურ ჭრილში?

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის, გირაოს გადაუხდელობის გამო, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შემდეგ, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ თანამდებობის დატოვების ფონზე კიდევ უფრო მძაფრდება.

თავისთავად, ამ ვითარებას საერთაშორისო აქტორებიც აკვირდებიან - იქნებიან ეს კეთილგანწყობილი თუ ბოროტისმსურველი ძალები. რამდენად შეიძლება, რომ რუსეთს ბოლოდროინდელი მოვლენები ხელს აძლევდეს და გარკვეული ფორმით, სწორედ ის ცდილობდეს სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის ბიძგის მიცემას? როგორ ჩანს ვითარება დასავლეთიდან? რა გზავნილს გზავნის ქვეყანა არეულობით საზღვრებს გარეთ? ამ ყველაფერზე AMBEBI.GE-ს საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი, გიორგი გობრონიძე ესაუბრა.

"რაც ხდება, რუსულ სცენარებს ვერ დავარქმევდი, რადგან სამწუხაროდ, ამ სცენარებს ჩვენ არავინ გვაცნობს. მტკიცებით ფორმაში რომ ვისაუბროთ, არის თუ არა ეს დაგეგმილი ჩრდილოეთში, მაშინ უბრალოდ, ძალიან სერიოზულად გადავალთ კონსპირაციულ თეორიებში. მაგრამ მეორე მხრივ რომ შევხედოთ, ჩვენ ვიცით მაგალითად, რა არის მოსკოვის ინტერესი კაკვკასიის რეგიონში, რა მიმართულებით მიჰყავთ მათ მოვლენები და საქართველო ამ შემთხვევაში სად უშლით ხელს. პოლიტიკური არასტაბილურობა მით უმეტეს, ემთხვევა ისეთ პერიოდს, როგორიც გლობალური პანდემიაა - გამოწვევა, რომლის წინაშეც ქვეყნის ეკონომიკა პრაქტიკულად უძლური აღმოჩნდა და ისედაც, ყოველდღიურად რესურსებს ვკარგავთ და ცხადია, ეს კრიზისი სახელმწიფოს უკიდურეს დასუსტებას იწვევს - ინსტიტუციურს, ეკონომიკურს და ა.შ.

პროცესი ეკონომიკის მიღმა არ უნდა განვიხილოთ, რადგან ასეთი ნებისმიერი პოლიტიკური არეულობა ქვეყანაში ისედაც მყიფე და სუსტ საინვესტიციო კლიმატს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად გააუარესებს, შესაბამისად, ვდგებით იმ რეალობის წინაშე, რომ შეიძლება, კიდევ უფრო გრძელვადიანი კრიზისი მივიღოთ, თუ რა თქმა უნდა, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კლასი ვერ გააცნობიერებს და ვერ გაიაზრებს იმას, თუ რამხელა საფრთხეს გვიქმნის ამ ტიპის პოლიტიკური რყევები.

რეალურად, ეს კრიზისი 20 ივნისიდან, გავრილოვთან დაკავშირებული მოვლენებიდან დაიწყო, შემდეგ კი ამ ყველაფერში გადაიზარდა, რადგან არც მთავრობაში და არც ოპოზიციაში არ აღმოჩნდა იმხელა კეთილგონიერება და არ აღმოჩნდნენ იმდენად კეთილგონიერი პოლიტიკოსები, რომ გაეაზრებინათ, სად შეიძლებოდა, ქვეყანა აღნიშნული პრობლემის გაღრმავებით წასულიყო.

გიორგი გობრონიძე

ვხედავთ, რომ მაშინაც, როდესაც სახელმწიფო ურთულესი გამოწვევების წინაშე იდგა, სხვადასხვა მედიასაშუალებაში ძირითადი აქცენტები მაინც კონკრეტულ პოლიტიკურ მოვლენებსა და იმაზე კეთდებოდა, თუ როგორ უნდა განაწილებულიყო გავლენის სფეროები ცალკეულ პოლიტიკურ აქტორებს შორის. ამ ყველაფრის ფონზე ვხედავთ, რომ უკიდურესად გაღმავდა და შეიძლება ითქვას, ჩიხში შევიდა პოლიტიკური კრიზისი - ეს პირველ რიგში აბსოლუტურად უკომპრომისო დამოკიდებულებამ გამოიწვია.

ეს ქართველ პოლიტიკოსებს, პირველ რიგში მმართველ ჯგუფს ეხება, რადგან ჯერ სწორედ მმართველი ჯგუფია გადაწყვეტილების მიმღები და მერე არიან დანარჩენი პოლიტიკური აქტორები. უკომპრომისობამ ის გამოიწვია, რომ ბოლოს ევროკავშირის ელჩი ამბობს, ეს ყველაფერი მოლაპარაკებათა მეხუთე რაუნდამდე არ მიდისო. ე.ი., ვხედავთ კრიზისის მასშტაბსაც თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ ქვეყანაში რეალურად, მოგვიხდა შემდეგი ნაბიჯების გადადგმა, რომ უცხოელი დიპლომატები ჩაგვერთო მოლაპარაკებებში - ეს ცოტა არანორმალური მოვლენა იყო და ის, რაც არანორმალურად მიდიოდა, გრძელდება ასევე არანორმალურად.

ჩვენ აბსოლუტურად უკომპრომისო და პროვოკაციული პოზიციის მოწმენი გავხდით ოპოზიციის ლიდერის მხრიდან, როდესაც მან თქვა, რომ არ გადაიხდიდა გირაოს და პრაქტიკულად, წავიდა ვა-ბანკზე. მთავრობასაც არ ეყო კეთილგონიერება, რომ მას უბრალოდ, პოლიტიკური მიზანშეწონილებიდან გამომდინარე გაეანალიზებინა ვითარების სიმწვავე; ის ძალიან მარტივად წამოეგო ამ ფანდზე და საბოლოოდ, ქვეყანა მივიდა მდგომარეობამდე, სადამდეც მივიდა. ანუ, შეცდომების კასკადი, რომელიც მთავრობამ დაუშვა, გადამწყვეტი აღმოჩნდა იმ კრიზისში, რომელშიც დღეს სახელმწიფო იმყოფება და ამ შემთხვევაში პრემიერის პოზიცია გასაგებია, როდესაც მან პოლიტიკური გადაწყვეტილება აიღო საკუთარ თავზე. აქ უკვე კითხვა ჩნდება, თუ როგორ გაგრძელდება მოვლენები საბოლოო ჯამში - მივალთ ჩვენ ვადამდელ არჩევნებამდე თუ გავაგრძელებთ ამ პოლიტიკური კრიზისის კიდევ უფრო გაღრმავებას.

ნებისმიერ შემთხვევაში, შეიძლება, ქვეყნის შიგნით საზოგადოებას ნაკლებად აინტერესებს, ვინ იჯდება მმართველის სკამში, გამომდინარე იქიდან, რომ უფრო მეტი პრობლემაა, მაგრამ საერთაშორისო არენაზე სწორად რა უნდა გაიგონ? არ ჩანს ორდინალურად ის, რაც დღეს ჩვენთან ხდება და იგივე, კომუნიკაციაც მაქვს ჩემს უცხოელ კოლეგებთან - მათ უჭირთ იმის გარკვევა, თუ რა ჯანდაბა ხდება საერთოდ ქართულ პოლიტიკაში. ამ შემთხვევაში ვსაუბრობ დასავლური დემოკრატიული სახელმწიფოების წარმომადგენლებზე, რომლებიც უბრალოდ, ვერ ხვდებიან, ეს რა არის, რაც ახლა ჩვენთან ხდება და გაოცებულები არიან, რაღაც ახსნას ითხოვენ, თუ რასთან გვაქვს საბოლოო ჯამში საქმე. როგორც აკადემიური სექტორში და საექსპერტო წრეებში, დარწმუნებული ვარ, ისევე უჭირთ ამ ყველაფრის გაგება და გააზრება პოლიტიკურ წრეებშიც - ამ შემთხვევაში ჩვენს ძირითად პარტნიორებზე ვსაუბრობთ. თუ ჩვენი ძირითადი პარტნიორები ჩათვლიან, რომ ჩვენთან რაღაც გაუგებრობა ხდება, რომლის ახსნაც რაციონალურად შეუძლებელია, მაშინ პრაქტიკულად რა გამოდის? რომ ჩვენ მათთვის არა საიმედო, პროგნოზირებადი და სანდო პარტნიორი, არამედ აუხსნელი პარტნიორი ვართ. ჩანს, რომ გაუგებარი ქვეყანა ვართ, რომელსაც რაციონალურად ვერ ხსნიან“, - აღნიშნავს გობრონიძე.

საერთაშორისო ექსპერტის თქმით, ვინ რა ფორმით მუშაობს საქართველოს შიგნით რუსეთზე, ეს არაა მთავარი - არამედ მთავარია, როგორ რეაგირებს ქვეყანა საფრთხეებსა და სირთულეებზე.

"ქვეყნის შიგნიდან რომ რუსეთზე ვინმე კი არა, ძალიან ბევრიც მუშაობს, ამას დიდი მიგნებები არ სჭირდება. ეს შეგვიძლია, ძალიან მარტივად ავხსნათ - თქვენ რომ რუსული რომელიმე სერიოზული სპეცსამსახურის ხელმძღვანელი იყოთ, ისურვებდით თუ არა, რომ ქვეყნის შიგნიდან თქვენთვის ვინმეს ემუშავა? ბევრ სხვა ქვეყანაში აქვს რუსეთის სპეცსმსახურს საკმაოდ მყარი პოზიცია და რა თქმა უნდა, რუსული გავლენები არსებობს. მაგრამ მოდით, ასე შევხედოთ, რომ არის ორი მოცემულობა - ერთი, როგორია ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხე და მეორე, როგორია საფრთხესთან გამკლავების გზები. იმ პირობებში, როდესაც რუსეთის ფედერაცია მუშაობს არა მარტო საქართველოს, არამედ სხვა ქვეყნების წინააღმდეგაც და ისინი მეტ-ნაკლებად ახერხებენ, გაუმკლავდნენ კრიზისებს, ჩვენ ვხედავთ, რომ პრობლემა იმაში კი არაა, რომ საფრთხე არსებობს, არამედ პრობლემა იმაშია, რომ ჩვენ საფრთხეებზე ვერ ვრეაგირებთ. საფრთხე ყოველთვის იარსებებს, მაგრამ რამდენად სწორად ვახერხებთ, რომ საფრთხეს გავუმკლავდეთ, რამდენად ზუსტია ჩვენი მოქმედებები ამ კუთხით?“ - სვამს კითხვას სპეციალისტი.

შესაძლოა თუ არა, მსგავსმა დაძაბულმა სიტუაციამ გზა გაუკვალოს თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ თაიფ ერდოღანის ინიციატივას სამხრეთ კავკასიის რეგიონში ე.წ. კავკასიური სამშვიდობო პლატფორმის ჩამოყალიბების თაობაზე? ამაზე გიორგი გობრონიძე პასუხობს, რომ ამაზე საუბარი ნაადრევია და ჯერ უნდა გამოჩნდეს, თუ როგორ განვითარება შემდგომი მოვლენები.

"ერდოღანის ეს ინიციატივა, რომელიც რუსეთის მხრიდანაც იქნა გაზიარებული და ირანის მხრიდანაც, რეალურად შევხედოთ, სამივესთვის მისაღები სცენარია, რაც დასავლეთისთვის კიდევ ერთი საინტერესო რეგიონიდან დასავლეთის გამოდევნას ემსახურება. აქ უკვე ძალიან ბევრია დამოკიდებული იმაზე, თუ რა მოხდება ამ ყველაფრის შემდეგ. თუ ვითარება ჩაწყნარებისკენ წავა და პრემიერის გადადგომა იმ დეკლარირებულ მიზანს მოემსახურება, რაზეც მან ისაუბრა, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიტუაცია მთლად ასე საგანგაშო არ იქნება. მაგრამ თუ ამ ყველაფერს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის კიდევ უფრო გაღრმავება მოჰყვა, რისი ალბათობაც ასევე არსებობს, რა თქმა უნდა, მაშინ შეიძლება, არათუ ეს ფორმატი, არამედ ბევრი სხვა რამე დაგვირჩეს სახვეწარი. არ მინდა აპოკალიპტური სცენარები დავხატო, მაგრამ საკმაოდ სერიოზულად დაგვასუსტებს საერთაშორისო ასპარეზზე აღნიშნული სიტუაცია“, - აღნიშნავს გობრონიძე.

რა მესიჯია თავად რუსეთისთვის ის გრძელვადიანი პოლიტიკური კრიზისი, რომლის სათავეც, შეიძლება ითქვას, რომ 2019 წლის 20 ივნისს გამართული ანტისაოკუპაციო აქცია იყო? ექსპერტის თქმით, ეს რუსეთისთვისაც იგივე მესიჯია, რაც მთელი მსოფლიოსთვის...

"ესაა გზავნილი, რომ ეს სახელმწიფო ვერ უმკლავდება ელემენტარულ კრიზისებს; რომ ეს არის სუსტი ქვეყანა, სუსტი ქვეყანა კი პარტნიორებისთვის თავის ტკივილია და მტრისთვის გემრიელი ლუკმა.

ერთ მარტივ მოვლენას და შეცდომას შეუძლია, ქვეყანაში ამხელა პოლიტიკური კრიზისი გამოიწვიოს. ელემენტარულად, ამის ნიშნები ჯერ კიდევ მაშინ ჩანდა, როდესაც ქართველი ჟურნალისტის გინების გამო საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო საზოგადოებას სთხოვდა ამ საქციელის შეფასებასა და დაგმობას, - გაბუნიას ინციდენტი რომ გავიხსენოთ, რაც ჩემთვის ერთგვარი პარადოქსი იყო.

ცალკე თემაა, მე მსიამოვნებს თუ არ მსიამოვნებს ტელევიზიიდან გინების მოსმენა, კიდევ ცალკე თემაა ის, რომ თავად რუსეთში შეიძლება, ბევრი ადგილობრივი ადამიანი უარესად ამკობდეს საკუთარ პრეზიდენტს, მაგრამ ამაზე საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს პრეზიდენტი რომ საუბრობენ, ეს უკვე საკმაოდ სახიფათო ნიშანი და ინდიკატორი იყო, ისევე, როგორც ამან შემდგომში თავისი გაგრძელება რუსეთის ფედერაციაში, შიგნითაც ჰპოვა.

ვნახეთ, რომ რუსეთმა მოიცალა, მიუხედავად იმისა, რომ მას იმ პერიოდში ამხელა პრობლემები ჰქონდა - აღმოსავლეთით წყალდიდობა, დასავლეთით ატომური ძრავის მქონე რაკეტის აფეთქება და მაინც სამი თვე განიხილავდა გაბუნიას გინებას. შესაბამისად, აქ რა შეიძლება ითქვას? ცოტა არაადეკვატურ ნაბიჯებს ვდგამთ ხოლმე საგარეო პოლიტიკაშიც და შიდა პოლიტიკაშიც რაც ხდება, ესეც, როგორც ვთქვი, აუხსნელია ჩემთვის იმ გაგებით, რომ არანაირ ნორმალურ ჩარჩოში არ ჯდება.

არ შეიძლება, ქვეყანა ყველა არჩევნების დროს აპოკალიფსის მოლოდინში იყოს; არ შეიძლება, ყველა პოლიტიკური აქტორი არჩევნებს ისე უყურებდეს, რომ ჩვენ თუ არ მოვედით ხელისუფლებაში, მერე მოდი, ამის მერე ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა; არ შეიძლება ის, რომ ერთი დეპუტატის ჩამოყვანამ რუსეთის ფედერაციიდან ქვეყანა შეიყვანოს ამხელა კრიზისში და ასეთ შეცდომებს არ უნდა უშვებდეს ქვეყანაში მყოფი პოლიტიკური კლასი - არც პირველ რიგში, სამთავრობო და არც ოპოზიციური. რაც არ უნდა იძახონ, პროვოკაცია მოგვიწყესო, ეს შეიძლება ყოველთვის მოხდეს, მაგრამ მმართველი ჯგუფის სიბრძნე იმაში მდგომარეობს, რომ ის პროვოცირებული არ აღმოჩნდეს, რადგან თუ ყველას შეუძლია, პროვოკაცია მოუწყოს და ყველა თითის დაქნევაზე ქვეყანაში ასეთი ამბავი უნდა მოხდეს, მაშინ საერთოდ, რას აკეთებენ და რისთვის აკეთებენ? მათ ქვეყანა პროვოკაციისგან, რისკებისგან და საფრთხეებისგან უნდა დაიცვან და ისინი პირველ რიგში არიან პროვოცირებადები...“, - დასძენს გიორგი გობრონიძე.

გია გაჩეჩილაძის თქმით, 9 აპრილს მდუმარე აქცია გაიმართება და "საქართველოს მარადისობის დღე" დაფუძნდება

"IRI-ის შეფასებით, საპარლამენტო არჩევნები და წინასაარჩევნო პერიოდი, ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული იყო" - მამუკა მდინარაძე

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"