ავტორი:

უსუფაშვილების ოჯახს კორონავირუსი დაუდგინდა - "მდგომარეობა რთული არაა, მაგრამ არც სახარბიელო"

უსუფაშვილების ოჯახს კორონავირუსი დაუდგინდა - "მდგომარეობა რთული არაა, მაგრამ არც სახარბიელო"

"ლელოს" ერთ-ერთ ლიდერს დავით უსუფაშვილს და მის მეუღლეს თინა ხიდაშელს კორონავირუსი დაუდგინდათ. ინფორმაცია ხიდაშელის ოფიციალურ "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელდა.

როგორც ცნობილი ხდება, ინფიცირებულია უსუფაშვილების მთელი ოჯახი.

"მოგესალმებით მეგობრებო, თინას თხოვნით ვაქვეყნებთ სტატუსს, ჟურნალისტებს გვინდა გამცნოთ, რომ სამწუხაროდ თინა ხიდაშელს, დავით უსუფაშვილს და მთელს ოჯახს ორშაბათს კოვიდი დაუდასტურდათ.

მდგომარეობა რთული არაა, მაგრამ არც სახარბიელო. ბოდიშს გიხდით, მაგრამ მინიმუმ ერთი კვირა, ვერ იქნებიან კონტაქტზე"- ნათქვამია ინფორმაციაში.

"ოჯახის საყრდენი გამოგვეცალა" - რას წერს თინათინ ხიდაშელი "ფეისბუქზე"

"სინამდვილეში გახარია არც ანგელოზია და არც ნაძირალა, უბრალოდ პროცესმა დატვირთა ცოდვებით და წარმატებებით" - ხუხაშვილი

გახარიას გამოსამშვიდობებელი "სელფი" "ფეისბუქზე" რეკორდს ხსნის