ავტორი:

"გახარია აღმოჩნდა ერთადერთი პრემიერი, რომელიც თვითონ გადადგა და ვინც ივანიშვილის ბრძანება არ გაახმოვანა" - როგორ ეხმაურებიან პრემიერის გადადგომას "ფეისბუქში"

"გახარია აღმოჩნდა ერთადერთი პრემიერი, რომელიც თვითონ გადადგა და ვინც ივანიშვილის ბრძანება არ გაახმოვანა" - როგორ ეხმაურებიან პრემიერის გადადგომას "ფეისბუქში"

დღეს გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა. როგორც გახარიამ განმარტა, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე. გახარიას თქმით, გადადგომის მიზეზია ის, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.

პრემიერის გადადგომას გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებში. გადავხედოთ საზოგადოების ნაწილის რეაქციას:

ელენე ხოშტარია, პოლიტიკოსი:

"ძალიან სწორი და დასაფასებელი გადაწყვეტილება!"

არჩილ გამზარდია, ექსპერტი:

"მელიას ქეისი კობახიძის მხრიდან გახარიას წინააღმდეგ მოწყობილი პროცესი იყო. გახარია ამ ქეისით ყველა ვარიანტში კუთხეში იყო მიმწყვდეული კობახიძის მიერ. გახარიამ დაასწრო და წინასწარვე გადადგა, რითიც აირიდა თავიდან ის პროცესები, რაზეც თავად გახდებოდა პასუხისმგებელი. ახლა გავაცნობიეროთ, რომ კობახიძეს აქვს ძალაუფლება სასამართლოზე, პარლამენტზე, აღმასრულებელზე, ძალოვანებზეც კი და ა.შ.

"ნაციონალური მოძრაობა" საკუთარ გამარჯვებად ნუ მიიწერს, ეს მხოლოდ კობახიძის გამარჯვებაა გახარიაზე. ვადამდელი არჩევნები დღეს აწყობს ორად ორ პარტიას - "ქართულ ოცნებას" და "ნაციონალურ მოძრაობას", ამას თუ გააცნობიერებენ სხვა პარტიები, კარგია. ამ წუთისათვის, ერთადერთი რაც მკაფიოდ ჩანს, კობახიძის დიქტატურაა და ოპოზიციის ამოცანა არა ვადამდელი არჩევნები, არამედ კობახიძის ჩამოშორება უნდა გახდეს პოლიტიკიდან".

ეკა კვესიტაძე, ტელეწამყვანი:

"უნდა ვთქვათ, რომ გახარია იყო ქოცების ერთადერთი პრემიერი, რომელსაც თავისი რეიტინგი ჰქონდა, გახარია ასევე აღმოჩნდა ერთადერთი პრემიერი, რომელიც თვითონ გადადგა და რაც მთავარია, ერთადერთი, ვინც ივანიშვილის ბრძანება არ გაახმოვანა".

ბუკა პეტრიაშვილი, დიპლომატი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში:

"მე მგონი აწი ოცნების ამომრჩევლის უმრავლესობამ უნდა მოითხოვოს ვადამდელი არჩევნები".

დავით ზურაბიშვილი, ექსპერტი:

"ახლა იტყვიან, აგიც "ნაციონალი" ყოფილაო. ისე კი კიდევ კარგა ხანს გაძლო და 20 ივნისიც ტყუილად შეიტენა".

მამუკა ღლონტი. ტელეპროდიუსერი:

"გინდა ასე, გინდა ისე, გახარია ყოფილა ჯიგარი!"

ლაშა ნაცვლიშვილი  POST TV-ს ხელმძღვანელად ბრუნდება

ხანძარი თბილისში - ხუდადოვის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

პარლამენტთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა