პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მელიას განაჩენის აღსრულების ვადებზე გახარიას ჰქონდა განსხვავებული პოზიცია, თუმცა არგუმენტებით ვერ გაამყარა" - ირაკლი კობახიძე
"მელიას განაჩენის აღსრულების ვადებზე გახარიას ჰქონდა განსხვავებული პოზიცია, თუმცა არგუმენტებით ვერ გაამყარა" - ირაკლი კობახიძე

სამ­წუ­ხა­როდ, არ­გუ­მენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­ამ­ყა­რებ­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას პო­ზი­ცი­ას, ჩვენ ვერ მო­ვის­მი­ნეთ, - ამის შე­სა­ხებ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ პარ­ტი­ის ოფის­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე, ნიკა მე­ლი­ას საქ­მე­ზე გა­ნა­ცხა­და.

კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ქვე­ყა­ნა, სა­დაც არ არის უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი კა­ნო­ნის აღ­სრუ­ლე­ბა, მი­თუ­მე­ტეს, იმ პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც მას დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი ასე­თი უხე­ში გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე აყე­ნე­ბენ, ვერ შედ­გე­ბა რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო.

„რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გო­მის შე­სა­ხებ. გი­ორ­გი გა­ხა­რია იყო ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დის წევ­რი. სამ­წუ­ხა­როა, რომ მან მი­ი­ღო ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

ჩვენს პო­ლი­ტი­კურ გუნდში ნამ­დვი­ლად იყო დის­კუ­სია ნი­კა­ნორ მე­ლი­ას მი­მართ სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის აღ­სრუ­ლე­ბის ვა­დებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას ჰქონ­და გუნ­დის სხვა წევ­რე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცია ამ სა­კი­თხზე. თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, არ­გუ­მენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­ამ­ყა­რებ­და მის პო­ზი­ცი­ას, ჩვენ ვერ მო­ვის­მი­ნეთ. წყალ­გამ­ყო­ფი იყო სა­კი­თხი, სა­ხელ­მწი­ფომ უნდა აჩ­ვე­ნოს მყა­რად თა­ვი­სი სახე, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფომ, თუ არა. გუნ­დის და­ნარ­ჩე­ნი წევ­რე­ბის­თვის ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი იყო ერ­თმნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი.

ქვე­ყა­ნა, სა­დაც არ არის უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი კა­ნო­ნის აღ­სრუ­ლე­ბა, მი­თუ­მე­ტეს, იმ პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც მას დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი ასე­თი უხე­ში გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე აყე­ნე­ბენ, ვერ შედ­გე­ბა რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო. უფრო მე­ტიც, სწო­რედ კა­ნო­ნის სა­თა­ნა­დოდ არაღ­სრუ­ლე­ბაა ის, რაც ხელს უწყობს პო­ლი­ტი­კურ რა­დი­კა­ლი­ზა­ცი­ა­სა და პო­ლა­რი­ზა­ცი­ას ქვე­ყა­ნა­ში. ჩვე­ნი, რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, მყა­რად და მკაც­რად და­ვიც­ვათ სა­ხელ­მწი­ფოს ღირ­სე­ბა.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გა­დად­გო­მის ფონ­ზე, ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა მი­ი­ღო სრუ­ლი­ად ლო­გი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ნი­კა­ნორ მე­ლი­ას და­კა­ვე­ბის პრო­ცე­სის დრო­ე­ბით გა­და­დე­ბის შე­სა­ხებ.

ახლა ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დის ყუ­რა­დღე­ბა მთლი­ა­ნად იქ­ნე­ბა კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი ახა­ლი მთავ­რო­ბის ფორ­მი­რე­ბა­ზე.

მო­ვუ­წო­დებთ ნი­კა­ნორ მე­ლი­ას, და­ე­მორ­ჩი­ლოს კა­ნონს. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უზ­რუნ­ველ­ყოფს კა­ნო­ნის აღ­სრუ­ლე­ბას და მის და­პა­ტიმ­რე­ბას.

მთავ­რო­ბის ფორ­მი­რე­ბა და­ი­წყე­ბა და დას­რულ­დე­ბა კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ უმოკ­ლეს ვა­დებ­ში“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 41 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახო
40

შენს გაკრეჭვას მოვესწრები სავარაუდოდ. კოკროჭინავ

არჩი
5

მიხედეთ ქვეყანას, მიაღწიეთ სტაბილურობას, დაამარცხეთ კოვიდი, განავითარეთ ეკონომიკა, დააყენეთ ქვეყანა ფეხზე - ეს არის ქართველი ხალხის დავალება!!!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

"მელიას განაჩენის აღსრულების ვადებზე გახარიას ჰქონდა განსხვავებული პოზიცია, თუმცა არგუმენტებით ვერ გაამყარა" - ირაკლი კობახიძე

"მელიას განაჩენის აღსრულების ვადებზე გახარიას ჰქონდა განსხვავებული პოზიცია, თუმცა არგუმენტებით ვერ გაამყარა" - ირაკლი კობახიძე

სამწუხაროდ, არგუმენტები, რომლებიც გაამყარებდა გიორგი გახარიას პოზიციას, ჩვენ ვერ მოვისმინეთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, ნიკა მელიას საქმეზე განაცხადა.

კობახიძის განცხადებით, ქვეყანა, სადაც არ არის უზრუნველყოფილი კანონის აღსრულება, მითუმეტეს, იმ პირობებში, როდესაც მას დამნაშავეები ასეთი უხეში გამოწვევის წინაშე აყენებენ, ვერ შედგება როგორც სახელმწიფო.

„როგორც მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. გიორგი გახარია იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრი. სამწუხაროა, რომ მან მიიღო ასეთი გადაწყვეტილება.

ჩვენს პოლიტიკურ გუნდში ნამდვილად იყო დისკუსია ნიკანორ მელიას მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ვადებთან დაკავშირებით. გიორგი გახარიას ჰქონდა გუნდის სხვა წევრებისგან განსხვავებული პოზიცია ამ საკითხზე. თუმცა, სამწუხაროდ, არგუმენტები, რომლებიც გაამყარებდა მის პოზიციას, ჩვენ ვერ მოვისმინეთ. წყალგამყოფი იყო საკითხი, სახელმწიფომ უნდა აჩვენოს მყარად თავისი სახე, როგორც სახელმწიფომ, თუ არა. გუნდის დანარჩენი წევრებისთვის ამ კითხვაზე პასუხი იყო ერთმნიშვნელოვანი.

ქვეყანა, სადაც არ არის უზრუნველყოფილი კანონის აღსრულება, მითუმეტეს, იმ პირობებში, როდესაც მას დამნაშავეები ასეთი უხეში გამოწვევის წინაშე აყენებენ, ვერ შედგება როგორც სახელმწიფო. უფრო მეტიც, სწორედ კანონის სათანადოდ არაღსრულებაა ის, რაც ხელს უწყობს პოლიტიკურ რადიკალიზაციასა და პოლარიზაციას ქვეყანაში. ჩვენი, როგორც ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, მყარად და მკაცრად დავიცვათ სახელმწიფოს ღირსება.

პრემიერ-მინისტრის გადადგომის ფონზე, შინაგან საქმეთა მინისტრმა მიიღო სრულიად ლოგიკური გადაწყვეტილება ნიკანორ მელიას დაკავების პროცესის დროებით გადადების შესახებ.

ახლა ჩვენი პოლიტიკური გუნდის ყურადღება მთლიანად იქნება კონცენტრირებული ახალი მთავრობის ფორმირებაზე.

მოვუწოდებთ ნიკანორ მელიას, დაემორჩილოს კანონს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლება უზრუნველყოფს კანონის აღსრულებას და მის დაპატიმრებას.

მთავრობის ფორმირება დაიწყება და დასრულდება კანონით გათვალისწინებულ უმოკლეს ვადებში“, - განაცხადა კობახიძემ.

რას ამბობენ "ოცნების" ლიდერები კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ - "წითელი ხაზია სამართლიანობა, მეტი არაფერი"

"თითქოს რაღაც გავიტანე, შემოვიტანე, გავიქეცი... ვიყავი, ვარ და ყოველთვის ვიქნები ივანიშვილის შექმნილი მოძრაობის მხარდამჭერი"  - რას წერს ლაშა ნაცვლიშვილი "პოსტვიდან" წასვლაზე?

"რუსები ბიძინას ეუბნებიან, რომ დაულაგებენ ძალოვან სტრუქტურებს, მაგრამ მან უნდა დანიშნოს ძალოვანი მინისტრი, როგორც გახარია იყო" - მიხეილ სააკაშვილი