საზოგადოება
პოლიტიკა

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ერთი კვირა ვარჩევდი კაფელს, სახლის საერთო ფერებს შევუხამე და მოვიდა რა?“ - როგორია რემონტი პანდემიის პირობებში
“ერთი კვირა ვარჩევდი კაფელს, სახლის საერთო ფერებს შევუხამე და მოვიდა რა?“ - როგორია რემონტი პანდემიის პირობებში

პან­დე­მი­ამ მთე­ლი მსოფ­ლი­ოს ცხოვ­რე­ბა შეც­ვა­ლა და უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ბევ­რი ადა­მი­ა­ნის­თვის გარ­კვე­ულ­წი­ლად პო­ზი­ტი­უ­რა­დაც­კი. მოხ­და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­და­ფა­სე­ბა და ახა­ლი მიზ­ნე­ბის და­სახ­ვა. ბევ­რი აღ­მოჩ­ნდა ისე­თიც, ვინც პან­დე­მი­ით გა­მოწ­ვე­უ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი და ზედ­მე­ტი თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო დიდი ხნის ოც­ნე­ბე­ბის ასახ­დე­ნად გა­მო­ი­ყე­ნა.უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა, მათ შო­რის, ცნო­ბილ­მა სა­ხე­ებ­მა ქა­ლაქ­გა­რეთ ცხოვ­რე­ბა გა­და­წყვი­ტეს და ძვე­ლი მი­ტო­ვე­ბუ­ლი სახ­ლე­ბი სა­კუ­თა­რი ხე­ლი­თაც კი გა­ა­რე­მონ­ტეს.

რე­მონ­ტე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბის მი­ზე­ზი მარ­ტი­ვია. ამ პე­რი­ოდ­ში სახ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის არა მხო­ლოდ და­სა­ძი­ნე­ბე­ლი ად­გი­ლია, არა­მედ სა­მუ­შა­ოც, გა­სარ­თო­ბიც, და­სას­ვე­ნე­ბე­ლიც, საკ­ვე­ბიც და ფაქ­ტობ­რი­ვად, ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც აქამ­დე გა­რეთ აკე­თებ­დნენ, ახლა სახ­ლით ჩა­ნაც­ვლდა. რე­მონ­ტე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბის ტენ­დენ­ცია მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა. ეს აღ­მოჩ­ნდა მსოფ­ლიო ტრენ­დი, რად­გან ადა­მი­ა­ნებს ისე­დაც რთულ და სტრე­სულ ვი­თა­რე­ბა­ში სურ­დათ მაქ­სი­მა­ლუ­რი კომ­ფორ­ტი მო­ე­წყოთ იქ, სა­დაც მთელ დროს ატა­რებ­დნენ, ან უბ­რა­ლოდ გა­ე­ახ­ლე­ბი­ნათ ეს სივ­რცე­ე­ბი და ახა­ლი ემო­ცი­ე­ბი შე­ე­ტა­ნათ მათ ერ­თფე­რო­ვან ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში.

გა­სუ­ლი თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სამ­შე­ნებ­ლო და სა­რე­მონ­ტო მა­სა­ლე­ბის მა­ღა­ზი­ე­ბი, ისე­ვე რო­გორც ბევ­რი სხვა, და­კე­ტი­ლი იყო. ამი­ტომ მომ­ხმა­რებ­ლებს პრო­დუქ­ცი­ის შე­ძე­ნა ონ­ლა­ინ უწევ­და. ეს კი ბევრ პრობ­ლე­მა­სა­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, რად­გან ონ­ლა­ინ გა­ყიდ­ვებ­ზე გა­დას­ვლა მა­ღა­ზი­ე­ბის­თვის მარ­ტი­ვი ნამ­დვი­ლად არ ყო­ფი­ლა. ამ მი­ზე­ზით იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი ის, რომ ინ­ტერ­ნეტ სივ­რცე­ში სხვა­დას­ხვა ჯგუ­ფებ­ში ხში­რად შეხ­ვდე­ბო­დით უკ­მა­ყო­ფი­ლო მომ­ხმა­რებ­ლის პოს­ტებს.

„რე­მონ­ტი, რო­მელ­ზეც ასე ვოც­ნე­ბობ­დი, ჩამშხამ­და. ერთი კვი­რა ვარ­ჩევ­დი კა­ფელს, ყვე­ლას ვა­ნა­ხე, ყვე­ლას რჩე­ვა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნე, სახ­ლის სა­ერ­თო ფე­რებს შე­ვუ­ხა­მე კა­ფე­ლის ფე­რე­ბი და მო­ვი­და რა? სულ სხვა ფე­რე­ბი. ჩემი კაშ­კა­შა ფე­რე­ბი სულ ჩამ­ქრა­ლი და ერ­თნა­ი­რი პას­ტე­ლუ­რი ტო­ნა­ლო­ბე­ბი აღ­მოჩ­ნდა..“ – ეს ერთ–ერთი პოს­ტია, რო­მელ­საც საკ­მა­ოდ დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა და მის კო­მენ­ტა­რებ­ში სხვა ადა­მი­ა­ნე­ბი წერ­დნენ, რომ მი­ტა­ნი­ლი პრო­დუქ­ცია არ შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და ონ­ლა­ინ ნა­ყიდს, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გან­სხვავ­დე­ბო­და ფე­რე­ბი, ან შპა­ლე­რი არ მო­უხ­და შერ­ჩე­ულ ლა­მი­ნატს მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ფო­ტოს მი­ხედ­ვით ფიქ­რობ­დნენ, მო­უხ­დე­ბო­და.

ეს ყვე­ლა­ფე­რი კი ონ­ლა­ინ გა­ყიდ­ვებ­ზე ადაპ­ტა­ცი­ის პრო­ცე­სის შე­დე­გი იყო. ეს სა­კი­თხი დღემ­დე აქ­ტუ­ა­ლუ­რია. მარ­თა­ლია, ახ­ლა­ხანს სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­ზღუდ­ვე­ბის ნა­წი­ლი მო­იხ­სნა, მაგ­რამ სამ­შე­ნებ­ლო და სა­რე­მონ­ტო მა­სა­ლე­ბის მა­ღა­ზი­ე­ბი თუ ბაზ­რო­ბე­ბი მხო­ლოდ 7 სა­ა­თამ­დე მუ­შა­ო­ბენ და შა­ბათ–კვი­რაც დას­ვე­ნე­ბის დღეა. ამი­ტომ მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის სა­რე­მონ­ტო მა­სა­ლე­ბის შერ­ჩე­ვა და შე­ძე­ნა კვლავ დი­ლე­მად რჩე­ბა. შპა­ლე­რის თუ კა­ფე­ლის, გა­ნა­თე­ბი­სა თუ აბა­ზა­ნის მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის, სა­ო­ჯა­ხო აქ­სე­სუ­ა­რე­ბი­სა თუ დე­კო­რა­ცი­ის შერ­ჩე­ვა, ოპ­ტი­მა­ლუ­რი ფა­სის დათ­ვლა, სა­სურ­ვე­ლი დი­ზა­ი­ნის შერ­ჩე­ვა ისე­თი მარ­ტი­ვი ნამ­დვი­ლად არ არის, რომ სამ­სა­ხუ­რის მერე 1 სა­ათ­ში მო­ა­ხერ­ხონ მომ­ხმა­რებ­ლებ­მა.

მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აღ­მოჩ­ნდა ერთი სი­ახ­ლე – მობ­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცია„მი­ჰა­უ­სის­გან“ რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფუნ­ქცი­ით, რო­მელ­თა სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ზუს­ტად შე­არ­ჩევთ თქვენ­თვის სა­სურ­ველ პრო­დუქტს და მაქ­სი­მა­ლურ ფას­დაკ­ლე­ბას მარ­ტი­ვად მი­ი­ღებთ. აპ­ლი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით, თქვენ შეძ­ლებთ სა­რე­მონ­ტო და სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლე­ბი ერთ კა­ლა­თა­ში მო­ა­თავ­სოთ და მათი ღი­რე­ბუ­ლე­ბა წი­ნას­წარ გა­მო­ი­ან­გა­რი­შოთ. ეს და­გეხ­მა­რე­ბათ, რომ სა­ერ­თო ბი­უ­ჯეტს არ გა­და­ა­ჭარ­ბოთ და წი­ნას­წარ გან­სა­ზღვრუ­ლი თან­ხით ოპ­ტი­მა­ლუ­რად იყი­დოთ სა­რე­მონ­ტო მა­სა­ლე­ბი. ფას­ზე სა­უბ­რის დროს აუც­ლე­ბე­ლია, აღი­ნიშ­ნოს ისიც, რომ „მი­ჰა­უ­სის“ აპ­ლი­კა­ცი­ა­ში შე­გიძ­ლი­ათ ცალ­კე და­ათ­ვა­ლი­ე­როთ ფას­დაკ­ლე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცია, რაც და­გეხ­მა­რე­ბათ, და­ზო­გოთ დრო და 12 000 კვ.მ. სივ­რცე­ში სა­თი­თა­ოდ არ ეძე­ბოთ სხვა­დას­ხვა კა­ტე­გო­რი­ის ფას­დაკ­ლე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცია. სა­ბო­ლო­ოდ ეს ფუნ­ქცია შე­საძ­ლებ­ლო­ბას გაძ­ლევთ, რომ უფრო მეტი ფას­დაკ­ლე­ბით უფრო მარ­ტი­ვად ისარ­გებ­ლოთ.

სა­რე­მონ­ტო მა­სა­ლე­ბის შერ­ჩე­ვი­სას, მე­გობ­რე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბი­სა და ოჯა­ხის წევ­რე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. აპ­ლი­კა­ცია ამის სა­შუ­ა­ლე­ბა­საც გაძ­ლევთ. შე­გიძ­ლი­ათ პრო­დუქ­ცია წი­ნას­წარ შე­არ­ჩი­ოთ და ამ პრო­ცეს­ში თქვენ­მა ახ­ლობ­ლებ­მაც მი­ი­ღონ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, სა­ბო­ლო­ოდ კი მა­ღა­ზი­ა­ში სა­ყიდ­ლად ერთ ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია წას­ვლა წი­ნას­წარ გამ­ზა­დე­ბუ­ლი კა­ლა­თით.

თუ თქვენ წი­ნას­წარ შერ­ჩე­ულ პრო­დუქტზე კონ­სულ­ტან­ტის რჩე­ვა მა­ინც დაგ­ჭირ­დე­ბათ, მის გა­მო­ძა­ხე­ბას აპ­ლი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით შეძ­ლებთ. მი­უ­თი­თეთ, რო­მელ პრო­დუქტთან გჭირ­დე­ბათ დახ­მა­რე­ბა და აპ­ლი­კა­ცია მი­თი­თე­ბუ­ლი კა­ტე­გო­რი­ის სა­უ­კე­თე­სო კონ­სულ­ტანტს ავ­ტო­მა­ტუ­რად იპო­ვის. პრო­დუქტზე დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად კი შე­გიძ­ლი­ათ პრო­დუქ­ტის კოდი და­ას­კა­ნე­როთ აპ­ლი­კა­ცი­ა­ში ჩა­შე­ნე­ბუ­ლი QR სკა­ნე­რით და მი­ი­ღოთ დე­ტა­ლუ­რი აღ­წე­რი­ლო­ბა, ზო­მე­ბი, გა­მო­ყე­ნე­ბის წე­სე­ბი.

და ბო­ლოს, დრო­ის და­სა­ზო­გად შე­გიძ­ლი­ათ შეკ­ვე­თა წი­ნას­წარ გა­ა­ფორ­მოთ აპ­ლი­კა­ცი­ი­დან­ვე და შე­ნა­ძე­ნი კი­დევ უფრო კომ­ფორ­ტუ­ლი გა­ხა­დოთ.

მო­ბი­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცია არ არის ერ­თა­დერ­თი ინო­ვა­ცი­უ­რი პრო­დუქ­ტი, რო­მე­ლიც „მი­ჰა­უს­მა“ მომ­ხმა­რე­ბელს შეს­თა­ვა­ზა. ჰი­პერ­მარ­კე­ტის სხვა შე­თა­ვა­ზე­ბებს შო­რი­საა: „მი­ჰა­უ­სის“ წარ­მო­მად­გენ­ლის დის­ტან­ცი­უ­რი კონ­სულ­ტა­ცია, ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ი­ნის მომ­ზა­დე­ბა დის­ტან­ცი­უ­რად, რე­მონ­ტის გზამ­კვლვე­ვი და სა­რე­მონ­ტო და სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლე­ბის სახ­ლის კა­რამ­დე მი­ტა­ნის სერ­ვი­სი.

თი­თო­ე­უ­ლი ამ მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით თქვე­ნი რე­მონ­ტი კომ­ფორ­ტუ­ლი პრო­ცე­სი გახ­დე­ბა რო­გორც პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში, ისე ზო­გა­დად. თქვე­ნი გა­რე­მონ­ტე­ბუ­ლი და გა­ახ­ლე­ბუ­ლი სახ­ლი თუ ოთა­ხი კი გან­სა­კუთ­რე­ბულ სი­ა­მოვ­ნე­ბას მო­გა­ნი­ჭებთ და სახ­ლში ყოფ­ნას გა­გი­ხა­ლი­სებთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

“ერთი კვირა ვარჩევდი კაფელს, სახლის საერთო ფერებს შევუხამე და მოვიდა რა?“ - როგორია რემონტი პანდემიის პირობებში

“ერთი კვირა ვარჩევდი კაფელს, სახლის საერთო ფერებს შევუხამე და მოვიდა რა?“ - როგორია რემონტი პანდემიის პირობებში

პანდემიამ მთელი მსოფლიოს ცხოვრება შეცვალა და უნდა აღინიშნოს, რომ ბევრი ადამიანისთვის გარკვეულწილად პოზიტიურადაცკი. მოხდა ღირებულებების გადაფასება და ახალი მიზნების დასახვა. ბევრი აღმოჩნდა ისეთიც, ვინც პანდემიით გამოწვეული შეზღუდვები და ზედმეტი თავისუფალი დრო დიდი ხნის ოცნებების ასახდენად გამოიყენა.უამრავმა ადამიანმა, მათ შორის, ცნობილმა სახეებმა ქალაქგარეთ ცხოვრება გადაწყვიტეს და ძველი მიტოვებული სახლები საკუთარი ხელითაც კი გაარემონტეს.

რემონტების გააქტიურების მიზეზი მარტივია. ამ პერიოდში სახლი ადამიანებისთვის არა მხოლოდ დასაძინებელი ადგილია, არამედ სამუშაოც, გასართობიც, დასასვენებელიც, საკვებიც და ფაქტობრივად, ყველაფერი, რასაც აქამდე გარეთ აკეთებდნენ, ახლა სახლით ჩანაცვლდა. რემონტების გააქტიურების ტენდენცია მხოლოდ საქართველოში არ დაფიქსირებულა. ეს აღმოჩნდა მსოფლიო ტრენდი, რადგან ადამიანებს ისედაც რთულ და სტრესულ ვითარებაში სურდათ მაქსიმალური კომფორტი მოეწყოთ იქ, სადაც მთელ დროს ატარებდნენ, ან უბრალოდ გაეახლებინათ ეს სივრცეები და ახალი ემოციები შეეტანათ მათ ერთფეროვან ყოველდღიურობაში.

გასული თვეების განმავლობაში სამშენებლო და სარემონტო მასალების მაღაზიები, ისევე როგორც ბევრი სხვა, დაკეტილი იყო. ამიტომ მომხმარებლებს პროდუქციის შეძენა ონლაინ უწევდა. ეს კი ბევრ პრობლემასათან იყო დაკავშირებული, რადგან ონლაინ გაყიდვებზე გადასვლა მაღაზიებისთვის მარტივი ნამდვილად არ ყოფილა. ამ მიზეზით იყო გამოწვეული ის, რომ ინტერნეტ სივრცეში სხვადასხვა ჯგუფებში ხშირად შეხვდებოდით უკმაყოფილო მომხმარებლის პოსტებს.

„რემონტი, რომელზეც ასე ვოცნებობდი, ჩამშხამდა. ერთი კვირა ვარჩევდი კაფელს, ყველას ვანახე, ყველას რჩევა გავითვალისწინე, სახლის საერთო ფერებს შევუხამე კაფელის ფერები და მოვიდა რა? სულ სხვა ფერები. ჩემი კაშკაშა ფერები სულ ჩამქრალი და ერთნაირი პასტელური ტონალობები აღმოჩნდა..“ – ეს ერთ–ერთი პოსტია, რომელსაც საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მის კომენტარებში სხვა ადამიანები წერდნენ, რომ მიტანილი პროდუქცია არ შეესაბამებოდა ონლაინ ნაყიდს, მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ფერები, ან შპალერი არ მოუხდა შერჩეულ ლამინატს მიუხედავად იმისა, რომ ფოტოს მიხედვით ფიქრობდნენ, მოუხდებოდა.

ეს ყველაფერი კი ონლაინ გაყიდვებზე ადაპტაციის პროცესის შედეგი იყო. ეს საკითხი დღემდე აქტუალურია. მართალია, ახლახანს საქართველოში შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა, მაგრამ სამშენებლო და სარემონტო მასალების მაღაზიები თუ ბაზრობები მხოლოდ 7 საათამდე მუშაობენ და შაბათ–კვირაც დასვენების დღეა. ამიტომ მომხმარებლებისთვის სარემონტო მასალების შერჩევა და შეძენა კვლავ დილემად რჩება. შპალერის თუ კაფელის, განათებისა თუ აბაზანის მოწყობილობების, საოჯახო აქსესუარებისა თუ დეკორაციის შერჩევა, ოპტიმალური ფასის დათვლა, სასურველი დიზაინის შერჩევა ისეთი მარტივი ნამდვილად არ არის, რომ სამსახურის მერე 1 საათში მოახერხონ მომხმარებლებმა.

მიმდინარე პროცესებში მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ერთი სიახლე – მობლური აპლიკაცია„მიჰაუსისგან“ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფუნქციით, რომელთა საშუალებითაც ზუსტად შეარჩევთ თქვენთვის სასურველ პროდუქტს და მაქსიმალურ ფასდაკლებას მარტივად მიიღებთ. აპლიკაციის საშუალებით, თქვენ შეძლებთ სარემონტო და სამშენებლო მასალები ერთ კალათაში მოათავსოთ და მათი ღირებულება წინასწარ გამოიანგარიშოთ. ეს დაგეხმარებათ, რომ საერთო ბიუჯეტს არ გადააჭარბოთ და წინასწარ განსაზღვრული თანხით ოპტიმალურად იყიდოთ სარემონტო მასალები. ფასზე საუბრის დროს აუცლებელია, აღინიშნოს ისიც, რომ „მიჰაუსის“ აპლიკაციაში შეგიძლიათ ცალკე დაათვალიეროთ ფასდაკლებული პროდუქცია, რაც დაგეხმარებათ, დაზოგოთ დრო და 12 000 კვ.მ. სივრცეში სათითაოდ არ ეძებოთ სხვადასხვა კატეგორიის ფასდაკლებული პროდუქცია. საბოლოოდ ეს ფუნქცია შესაძლებლობას გაძლევთ, რომ უფრო მეტი ფასდაკლებით უფრო მარტივად ისარგებლოთ.

სარემონტო მასალების შერჩევისას, მეგობრების გამოცდილებისა და ოჯახის წევრების რეკომენდაციების გათვალისწინება ძალიან მნიშვნელოვანია. აპლიკაცია ამის საშუალებასაც გაძლევთ. შეგიძლიათ პროდუქცია წინასწარ შეარჩიოთ და ამ პროცესში თქვენმა ახლობლებმაც მიიღონ მონაწილეობა, საბოლოოდ კი მაღაზიაში საყიდლად ერთ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია წასვლა წინასწარ გამზადებული კალათით.

თუ თქვენ წინასწარ შერჩეულ პროდუქტზე კონსულტანტის რჩევა მაინც დაგჭირდებათ, მის გამოძახებას აპლიკაციის საშუალებით შეძლებთ. მიუთითეთ, რომელ პროდუქტთან გჭირდებათ დახმარება და აპლიკაცია მითითებული კატეგორიის საუკეთესო კონსულტანტს ავტომატურად იპოვის. პროდუქტზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად კი შეგიძლიათ პროდუქტის კოდი დაასკანეროთ აპლიკაციაში ჩაშენებული QR სკანერით და მიიღოთ დეტალური აღწერილობა, ზომები, გამოყენების წესები.

და ბოლოს, დროის დასაზოგად შეგიძლიათ შეკვეთა წინასწარ გააფორმოთ აპლიკაციიდანვე და შენაძენი კიდევ უფრო კომფორტული გახადოთ.

მობილური აპლიკაცია არ არის ერთადერთი ინოვაციური პროდუქტი, რომელიც „მიჰაუსმა“ მომხმარებელს შესთავაზა. ჰიპერმარკეტის სხვა შეთავაზებებს შორისაა: „მიჰაუსის“ წარმომადგენლის დისტანციური კონსულტაცია, ინტერიერის დიზაინის მომზადება დისტანციურად, რემონტის გზამკვლვევი და სარემონტო და სამშენებლო მასალების სახლის კარამდე მიტანის სერვისი.

თითოეული ამ მომსახურების საშუალებით თქვენი რემონტი კომფორტული პროცესი გახდება როგორც პანდემიის პერიოდში, ისე ზოგადად. თქვენი გარემონტებული და გაახლებული სახლი თუ ოთახი კი განსაკუთრებულ სიამოვნებას მოგანიჭებთ და სახლში ყოფნას გაგიხალისებთ.

სიახლე თიბისი ფეიში - გადაიხადე უცხოური ბარათით

გზა თამბაქოდან სიგარეტის შემცვლელებამდე: სიგარეტის 6 000 წლიანი ისტორია

umlaut - გლობალური საკონსულტაციო კომპანია და მსოფლიო ლიდერი მობილური ქსელების ტესტირებაში, საქართველოში საუკეთესოდ მაგთიკომის ქსელს აღიარებს