ავტორი:

"დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი ძალადობის მცდელობის ნებისმიერი ფაქტი" - შსს მოუწოდებს ყველას, ხელი არ შეუშალონ პოლიციას გადაწყვეტილების  აღსრულებაში

"დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი ძალადობის მცდელობის ნებისმიერი ფაქტი" - შსს მოუწოდებს ყველას, ხელი არ შეუშალონ პოლიციას გადაწყვეტილების  აღსრულებაში

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს, ხელი არ შეუშალონ პოლიციის წარმომადგენლებს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში.

აღნიშნულთან დაკავშირებით უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის - ნინო ჩახნაშვილის მიერ 17 თებერვალს გამოტანილი გადაწყვეტილება ნიკანორ მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების შესახებ, რომლის აღსრულება დაევალა შინაგან საქმეთა სამინისტროს.კონსტიტუციის შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულება სავალდებულოა ყველა მოქალაქისთვის.

სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა ისჯება კანონით. მოვუწოდებთ როგორც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს, ასევე, მათ მხარდამჭერებს, პროტესტი გამოხატონ მშვიდობიანი ფორმით, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან და ხელი არ შეუშალონ პოლიციის წარმომადგენლებს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში.

პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი ძალადობის მცდელობის ნებისმიერი ფაქტი, ხოლო საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი ნებისმიერი პირი პასუხს აგებს კანონის სრული სიმკაცრით" - ნათქვამია განცხადებაში.

კახეთში ოჯახში ძალადობის, მუქარის და 10 წლის ბავშვის მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

პოლიციამ ცოლის მიმართვის შემდეგ დაწყებული გამოძიებისას 5 დღეში დააკავა მამაკაცი, რომელმაც ახლობელი არასრულწლოვანი გოგოს მიმართ სქესობრივი დანაშაული ჩაიდინა

შსს "მთავარ არხზე" გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს