ავტორი:

"ეს გაამწვავებს ისედაც დაძაბულ ვითარებას... მთავრობამ უნდა განმუხტოს სიტუაცია" - რას წერს იან კელი მელიას განაჩენზე?

"ეს გაამწვავებს ისედაც დაძაბულ ვითარებას... მთავრობამ უნდა განმუხტოს სიტუაცია" - რას წერს იან კელი მელიას განაჩენზე?

საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი სოციალურ ქსელში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობის შეფარდებას ეხმაურება.

როგორც იან კელი "ტვიტერზე" წერს, მთავრობამ უნდა განმუხტოს სიტუაცია.

"მელიას დაპატიმრება და დაკავება გაამწვავებს ისედაც დაძაბულ ვითარებას და კიდევ უფრო შეაყოვნებს მრავალპარტიული პარლამენტს შესახებ მოლაპარაკებებს, მთავრობამ უნდა განმუხტოს სიტუაცია და განაახლოს მოლაპარაკებები", - წერს იან კელი.

20 ივნისის საქმეზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა მიიღო. პროცესი 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას ბრალდებული, ნიკა მელია არ დასწრებია.