საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვრცელდება ინფორმაცია, რომ სპეცრაზმი შეიძლება დაიძრას - მოვლენ, დავხვდებით" - გიგი უგულავა
"ვრცელდება ინფორმაცია, რომ სპეცრაზმი შეიძლება დაიძრას - მოვლენ, დავხვდებით" - გიგი უგულავა

ახლა ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ სპეც­რაზ­მი შე­იძ­ლე­ბა და­იძ­რას. მოვ­ლენ, დავ­ხვდე­ბით. არც ნიკა მე­ლია და არ­ცერ­თი ჩვენ­გა­ნი მათ არ და­ნებ­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა გიგი უგუ­ლა­ვამ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ოფის­ში გა­ნა­ცხა­და, სა­დაც ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რე­ბი არი­ან შეკ­რე­ბი­ლი.

გიგი უგუ­ლა­ვას გან­ცხა­დე­ბით, დღე­ვან­დე­ლი დღე ნიკა მე­ლი­ას და­სას­რუ­ლი არაა და ახა­ლი ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბა იბა­დე­ბა.

"დღე მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ივა­ნიშ­ვი­ლის ტე­ლე­ვი­ზი­ებს ჰედ­ლა­ი­ნად ჰქონ­დათ გა­მო­ტა­ნი­ლი „ნიკა მე­ლი­ას და­სას­რუ­ლი“. მე­გობ­რე­ბო, დღე­ვან­დე­ლი დღე არ არის ნიკა მე­ლი­ას და­სას­რუ­ლი. ჩვენს თვალ­წინ ახა­ლი ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბა იბა­დე­ბა.

სამ­წუ­ხა­როდ, იბა­დე­ბა ბრძო­ლით, იბა­დე­ბა შრო­მით, და­პი­რის­პი­რე­ბა­ში, მაგ­რამ იბა­დე­ბა იმი­ტომ, რომ მთა­ვა­რი, რაც სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნის ქვეყ­ნე­ბის­გან გა­მო­არ­ჩევს, არის თა­ვი­სუ­ფა­ლი ხალ­ხის თა­ვი­სუფ­ლე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი. ახლა ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ სპეც­რაზ­მი შე­იძ­ლე­ბა და­იძ­რას, რა­ზეც ჩვე­ნი ერ­თობ­ლი­ვი პა­სუ­ხია სი­ტყვე­ბი ფსალ­მუ­ნი­დან: "ისი­ნი ეტ­ლე­ბი­თა და ჰუ­ნე­ბი­თა, ხოლო ჩვენ სა­ხე­ლი­თა უფ­ლი­სა­თა ვე­რე­ო­დით მათ".

მოვ­ლენ, დავ­ხვდე­ბით. არც ნიკა და არც სხვა ჩვენ­გა­ნი მათ არ და­ნებ­დე­ბა, ჩვენ ვიქ­ნე­ბით მტკი­ცე, გა­ვუ­წევთ პრო­პორ­ცი­ულ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას იმი­ტომ, რომ ჩვენს მხა­რე­საა სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა. მათ ხელ­შია სა­მარ­თა­ლი, ჩვენ­სკე­ნაა სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის გან­ცდა. სა­ხელ­მწი­ფოდ ვერ ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დე­ბით სა­ნამ სა­მარ­თა­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა ერ­თმა­ნეთ­საა აც­დე­ნი­ლი. ჩვენ არ მი­ვი­ღებთ მათ სა­მარ­თალს, ამ მონა მო­სა­მარ­თლის სა­მარ­თალს, შა­რი­კო­ვი შო­თა­ძის სა­მარ­თალს, არ მი­ვი­ღებთ ივა­ნიშ­ვი­ლის სა­მარ­თალს. ეს ყვე­ლამ და პირ­ველ რიგ­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უნდა იცო­დეს, არ იცის და გა­ვა­გე­ბი­ნებთ. ვიქ­ნე­ბით მშვი­დი და მტკი­ცე, რო­გორც არას­დროს“,-აღ­ნიშ­ნა უგუ­ლა­ვამ.

ცნო­ბის­თვის, 20 ივ­ნი­სის საქ­მე­ზე “ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რეს, ნიკა მე­ლი­ას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ, ნინო ჩახ­ნაშ­ვილ­მა მი­ი­ღო. პრო­ცე­სი 6 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და მას ბრალ­დე­ბუ­ლი, ნიკა მე­ლია არ დას­წრე­ბია.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სოხუმელი ვეტერანი
199

უტიფარ მორდებს უყურეთ მელიას უკან. ამათ შემხედვარე საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ადამიანის უტიფრობას საზღვარი არა აქვს. ყველაზე ამაზრზენი ისაა, რომ რაც ამათ პირდაპირ ეთერებში სხვადასხვა დროს ერთმანეთზე ნალაპარაკები აქვთ, ეს ზიზღი ქვას დაადნობს. ფუ ეგ უნამუსო არარაობები ესენი!!!

ანა
199

კარგი ნუ დაფეთდით, არავინ არ აპირებს იერიშს თქვენც ფეოდალურ სამფლობელოზე ხომ ხედავთ. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"ვრცელდება ინფორმაცია, რომ სპეცრაზმი შეიძლება დაიძრას - მოვლენ, დავხვდებით" - გიგი უგულავა

"ვრცელდება ინფორმაცია, რომ სპეცრაზმი შეიძლება დაიძრას - მოვლენ, დავხვდებით" - გიგი უგულავა

ახლა ვრცელდება ინფორმაცია, რომ სპეცრაზმი შეიძლება დაიძრას. მოვლენ, დავხვდებით. არც ნიკა მელია და არცერთი ჩვენგანი მათ არ დანებდება, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში განაცხადა, სადაც ოპოზიციის ლიდერები არიან შეკრებილი.

გიგი უგულავას განცხადებით, დღევანდელი დღე ნიკა მელიას დასასრული არაა და ახალი ეროვნული მოძრაობა იბადება.

"დღე მთელი დღის განმავლობაში ივანიშვილის ტელევიზიებს ჰედლაინად ჰქონდათ გამოტანილი „ნიკა მელიას დასასრული“. მეგობრებო, დღევანდელი დღე არ არის ნიკა მელიას დასასრული. ჩვენს თვალწინ ახალი ეროვნული მოძრაობა იბადება.

სამწუხაროდ, იბადება ბრძოლით, იბადება შრომით, დაპირისპირებაში, მაგრამ იბადება იმიტომ, რომ მთავარი, რაც საქართველოს რეგიონის ქვეყნებისგან გამოარჩევს, არის თავისუფალი ხალხის თავისუფლების სიყვარული. ახლა ვრცელდება ინფორმაცია, რომ სპეცრაზმი შეიძლება დაიძრას, რაზეც ჩვენი ერთობლივი პასუხია სიტყვები ფსალმუნიდან: "ისინი ეტლებითა და ჰუნებითა, ხოლო ჩვენ სახელითა უფლისათა ვერეოდით მათ".

მოვლენ, დავხვდებით. არც ნიკა და არც სხვა ჩვენგანი მათ არ დანებდება, ჩვენ ვიქნებით მტკიცე, გავუწევთ პროპორციულ წინააღმდეგობას იმიტომ, რომ ჩვენს მხარესაა სამართლიანობა. მათ ხელშია სამართალი, ჩვენსკენაა სამართლიანობის განცდა. სახელმწიფოდ ვერ ჩამოვყალიბდებით სანამ სამართალი და სამართლიანობა ერთმანეთსაა აცდენილი. ჩვენ არ მივიღებთ მათ სამართალს, ამ მონა მოსამართლის სამართალს, შარიკოვი შოთაძის სამართალს, არ მივიღებთ ივანიშვილის სამართალს. ეს ყველამ და პირველ რიგში ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, არ იცის და გავაგებინებთ. ვიქნებით მშვიდი და მტკიცე, როგორც არასდროს“,-აღნიშნა უგულავამ.

ცნობისთვის, 20 ივნისის საქმეზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა მიიღო. პროცესი 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას ბრალდებული, ნიკა მელია არ დასწრებია.

ვასილ მაღლაფერიძე "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან მიდის - რას წერს ის "ფეისბუქში"?

"მოლაპარაკებები რამე სასიყვარულო სცენაა? - არჩევნების თემაზეა და ვინც გინდა ის დაჯდეს" - ელენე ხოშტარია

"ნაციონალური მოძრაობა" ვერ იშლის თავისას...ჩემი პატივისცემა ღირსეულ პრემიერს და ღირსეული ოჯახის ღირსეულ შვილს, ბერას" - ირაკლი კობახიძე