"ახლა არის ის მომენტი, როცა უნდა ვაჩვენოთ, რომ არ ვართ ფარჩაკები" - ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნიკა მელიას საქმეზე გამოცხადებული განაჩენის შემდეგ განაცხადა.
როგორც ის ამბობს, ახლა დროა, რომ საქართველოს პოლიცია და სპეცრაზმელები სიმართლის მხარეს გადაიყვანოს.
"დღეს შეიძლება ჩვენი ქვეყანა დასრულდეს. ჩვენ გარდა იმისა, რომ ვიკრიბებით ოფისში, ვინც არ არის ოფისში, იმან უნდა იმუშაოს და უნდა აღმოვაჩინოთ ყველა სპეცრაზმელის დედების და მამების, ძმების, დების, შვილების, მეუღლეების მისამართები და დაველაპარაკოთ. ვუთხრათ, დაელაპარაკონ, თავის ოჯახის წევრებს, რომ ამ შავ საქმეში მონაწილეობას ნუ მიიღებენ.
პოლიციელებში, ვინც დარჩა თავისი ქვეყნის და ფიცის ერთგული ის უნდა გაემიჯნონ ამას და ასეთი ძალიან ბევრია. პროკურატურის და სასამართლო სისტემის იმედი არ მაქვს, მაგრამ ისინი ხო პროკურორებზე და მოსამართლეებზე არ დგანან? პროკურორებიც, მოსამართლეებიც და ივანიშვილის დგანან სპეცრაზმელებზე და პატრულზე, ასევე კრიმპოლზე.
ისინი უნდა გადმოვიყვანოთ სიმართლი მხარეს. ეს არ არის სახელმწიფო. სახელმწიფო, რომელიც მხოლოდ სპეცრაზმელის მუშტს ეფუძვნება, ეს სახელმწიფო არ არის. ეს არის სახლემწიფოს კარიკატურა. მივედით იმ ეტაპზე, რომ საჭიროა ძალმომრეობი შეკავება. ახლა არის ის მომენტი, როცა უნდა ვაჩვფენოთ, რომ არ ვართ% ფარჩაკები" - აღნიშნა სააკაშვილმა "ფორმულას" ეთერში.
ცნობისთვის, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლო პროცესი ადვოკატების მოთხოვნით პირდაპირი ტრანსლაციის რეჟიმში მიმდინარეობდა. პროცესს თავად ნიკა მელია არ დასწრებია. ის "ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალური ოფისიდან ადევნებდა თვალ-ყურს სასამართლო პროცესებს და გადაწყვეტილებაც პირდაპირ ეთერში მოისმინა.