ავტორი:

რა ვადაში უნდა მოხდეს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება და მელიას დაკავება? - რას პასუხობს პროკურორი

რა ვადაში უნდა მოხდეს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება და მელიას დაკავება? - რას პასუხობს პროკურორი

ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმის პროკურორის, მიხეილ სადრაძის განცხადებით, მოსამართლემ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შესაბამის ორგანოს დაავალა.

რაც შეეხება დროს, რა ვადაში უნდა აღსრულდეს სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, გამომდინარე იქიდან, რომ ეს სხვა უწყებას ეხება, კითხვაზე კონკრეტულ პასუხს ვერ გასცემს, თუმცა მელიას დაკავება „გონივრულ ვადაში მოხდება“.

"რაც შეეხება აღსრულების ნაწილს, სასამართლომ ამ გადაწყვეტილების აღსრულება შესაბამის ორგანოს დაავალა. აქედან გამომდინარე, ამ გადაწყვეტილებას შეასრულებს შესაბამისი ორგანო მაქსიმალურად გონივრულ ვადაში. გამომდინარე იქიდან, რომ ამას სხვა უწყება ასრულებს, მე კონკრეტულ პასუხს ვერ გეტყვით, თუმცა, კანონმდებლობაში კონკრეტული ვადა არ არსებობს

. იმედს გამოვთქვათ, რომ განსხვავებით სასამართლოში არ გამოცხადებისა, ბრალდებული ამ შემთხვევაში მაინც გამოცხადდება შესაბამის ორგანოში და მოახდენს სათანადო ქმედებას“, - განაცხადა მიხეილ სადრაძემ.

ცნობისთვის, სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ტრაგედია მარნეულში - ახალგაზრდა ცოლ-ქმარი და მათი მცირეწლოვანი შვილი, სავარაუდოდ, გაზით გაიგუდნენ

"ბანკომატიდან თანხის გამოსატანად გავუშვით და გაუჩინარდნენ" - სამტრედიაში 11 და 13 წლის ბავშვებს ეძებენ

გიორგი გაბუნიას საქმეზე დაკავებულ რუსეთის მოქალაქეს 4 წლით პატიმრობა შეეფარდა