Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რემბო ვარ და დაგშლითთქო, ტყუილია, მაგრამ რაც შემეძლება, შევებრძოლები" - გოგი წულაიას თქმით, მელიას დასაცავად ყველაფერს გააკეთებს
"რემბო ვარ და დაგშლითთქო, ტყუილია, მაგრამ რაც შემეძლება, შევებრძოლები" - გოგი წულაიას თქმით, მელიას დასაცავად ყველაფერს გააკეთებს

"თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" წევ­რის გოგი წუ­ლა­ი­ას თქმით, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რის, ნიკა მე­ლი­ას და­სა­ცა­ვად ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს.

"ყვე­ლა­ნა­ი­რი მე­თო­დით, რა მე­თო­დი­თაც წომა ის, რომ დუ­ბინ­კით, ომო­ნით და რა ვიცი, მე ახლა რაც შე­მეძ­ლე­ბა, რემ­ბო ვარ და ვუ-ს და­ვუ­ძა­ხებ ახლა დაგშლითთ­ქო, ტყუ­ი­ლია, მაგ­რამ რაც შე­მეძ­ლე­ბა, შე­ვებ­რძო­ლე­ბი", - თქვა გოგი წუ­ლა­ი­ამ "მთა­ვარ არხთან" სა­უბ­რი­სას.

ცნო­ბის­თვის, 20 ივ­ნი­სის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ ნიკა მე­ლი­ას პრო­ცე­სი სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ამ წუ­თებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. მო­სა­მარ­თლემ პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა.

სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი ად­ვო­კა­ტე­ბის მო­თხოვ­ნით პირ­და­პი­რი ტრანსლა­ცი­ის რე­ჟიმ­ში ტარ­დე­ბა. პრო­ცესს თა­ვად ნიკა მე­ლია არ ეს­წრე­ბა.

ნიკა მე­ლი­ას ბრა­ლი 20 ივ­ნი­სის საქ­მე­ზე ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბი­სა და მისი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 225-ე მუხ­ლის 1-ელი და მე-2 ნა­წი­ლე­ბით აქვს წარ­დგე­ნი­ლი. 2019 წლის 27 ივ­ნისს, მას თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 30 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­უ­ფარ­და. ასე­ვე, სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მას და­მა­ტე­ბით შემ­ზღუ­დავ ღო­ნის­ძი­ე­ბად ელექტრო­ნუ­ლი მო­ნი­ტო­რინ­გი და­უ­წეს­და და სა­მა­ჯუ­რი გა­უ­კეთ­და, თუმ­ცა, ნიკა მე­ლი­ამ აღ­ნიშ­ნუ­ლი ელექტრო­ნუ­ლი სა­მა­ჯუ­რი 2020 წლის 1-ელ ნო­ემ­ბერს, სა­ჯა­როდ, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე მო­იხ­სნა.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შეც­ვლის და 100 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს გა­მო­ყე­ნე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თა. 2020 წლის 3 ნო­ემ­ბერს, სა­ა­მარ­თლომ უწყე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა ნა­წი­ლობ­რივ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა და მე­ლი­ას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 70 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­უ­ფარ­და. სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით­ვე, ნიკა მე­ლი­ას და­მა­ტე­ბი­თი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაც და­ე­კის­რა - მას ბრალ­დე­ბის მხა­რის წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მი­რე­ბი­სა და თან­ხმო­ბის გა­რე­შე, შე­ე­ზღუ­და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრის კვე­თაც.

ნიკა მე­ლი­ამ სა­სა­მარ­თლოს მიერ შე­ფარ­დე­ბუ­ლი გი­რაო არ გა­და­ი­ხა­და, რის გა­მოც, სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ნიკა მე­ლია გა­აფრ­თხი­ლა და გი­რა­ოს გა­და­სახ­დე­ლად ერ­თკვი­რი­ა­ნი ვადა მის­ცა, თუმ­ცა, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რემ გი­რა­ოს გა­დახ­და­ზე უარი გა­ნა­ცხა­და. პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­სა­მარ­თლოს მე­ლი­ას­თვის პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით გუ­შინ მი­მარ­თა. უწყე­ბას „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის­თვის პა­ტიმ­რო­ბის მო­თხოვ­ნა­ზე ნე­ბარ­თვა პარ­ლა­მენ­ტმა მის­ცა, რო­მელ­მაც ოპო­ზი­ცი­ო­ნერ დე­პუ­ტატს იმუ­ნი­ტე­ტი გუ­შინ, 88 ხმით მო­უხ­სნა.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
უბრალო
6

რატო ბიჯო რატოოოოო?????

გელა
49

დასრულდა "ოცნება", დღეს საბოლოოდ დასამარდა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

"რემბო ვარ და დაგშლითთქო, ტყუილია, მაგრამ რაც შემეძლება, შევებრძოლები" - გოგი წულაიას თქმით, მელიას დასაცავად ყველაფერს გააკეთებს

"რემბო ვარ და დაგშლითთქო, ტყუილია, მაგრამ რაც შემეძლება, შევებრძოლები" - გოგი წულაიას თქმით, მელიას დასაცავად ყველაფერს გააკეთებს

"თავისუფალი საქართველოს" წევრის გოგი წულაიას თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დასაცავად ყველაფერს გააკეთებს.

"ყველანაირი მეთოდით, რა მეთოდითაც წომა ის, რომ დუბინკით, ომონით და რა ვიცი, მე ახლა რაც შემეძლება, რემბო ვარ და ვუ-ს დავუძახებ ახლა დაგშლითთქო, ტყუილია, მაგრამ რაც შემეძლება, შევებრძოლები", - თქვა გოგი წულაიამ "მთავარ არხთან" საუბრისას.

ცნობისთვის, 20 ივნისის საქმეზე ბრალდებულ ნიკა მელიას პროცესი საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს. მოსამართლემ პატიმრობა მიუსაჯა.

სასამართლო პროცესი ადვოკატების მოთხოვნით პირდაპირი ტრანსლაციის რეჟიმში ტარდება. პროცესს თავად ნიკა მელია არ ესწრება.

ნიკა მელიას ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით აქვს წარდგენილი. 2019 წლის 27 ივნისს, მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას დამატებით შემზღუდავ ღონისძიებად ელექტრონული მონიტორინგი დაუწესდა და სამაჯური გაუკეთდა, თუმცა, ნიკა მელიამ აღნიშნული ელექტრონული სამაჯური 2020 წლის 1-ელ ნოემბერს, საჯაროდ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მოიხსნა.

აღნიშნულთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიების შეცვლის და 100 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობით პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს მიმართა. 2020 წლის 3 ნოემბერს, საამართლომ უწყების შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 70 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილებითვე, ნიკა მელიას დამატებითი ვალდებულებაც დაეკისრა - მას ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე, შეეზღუდა საქართველოს საზღვრის კვეთაც.

ნიკა მელიამ სასამართლოს მიერ შეფარდებული გირაო არ გადაიხადა, რის გამოც, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ რამდენიმე დღის წინ, ნიკა მელია გააფრთხილა და გირაოს გადასახდელად ერთკვირიანი ვადა მისცა, თუმცა, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა. პროკურატურამ სასამართლოს მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით გუშინ მიმართა. უწყებას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის პატიმრობის მოთხოვნაზე ნებართვა პარლამენტმა მისცა, რომელმაც ოპოზიციონერ დეპუტატს იმუნიტეტი გუშინ, 88 ხმით მოუხსნა.

"ვიმედოვნებ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და მომავალი მთავრობა შეძლებს მძიმე პროცესების შეჩერებას" - სალომე ზურაბიშვილი

"ქართული ოცნება“ ჰაერშია, ბოლო ბურჯი, რაზეც იდგა, ეს გახარია იყო" - გია ხუხაშვილი

LIVE: ეთერშია "360 გრადუსი" - ვახტანგ კალოიანი; მიხეილ სარჯველაძე