მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე თავი არსად "მიდრუზია", სადაც გადავწყვიტე შესვლა, იქ შევედი - აბსურდია, თითქოს დავურეკე, რომ მეთქვა, მხარს გიჭერ და ჩემი იმედი გქონდეს-თქო" - ვასილ ჩიგოგიძე ნიკა მელიას პასუხობს
"მე თავი არსად "მიდრუზია", სადაც გადავწყვიტე შესვლა, იქ შევედი - აბსურდია, თითქოს დავურეკე, რომ მეთქვა, მხარს გიჭერ და ჩემი იმედი გქონდეს-თქო" - ვასილ ჩიგოგიძე ნიკა მელიას პასუხობს

მე თავი არ­სად "მიდ­რუ­ზია", სა­დაც გა­დავ­წყვი­ტე შეს­ვლა, იქ შე­ვე­დი, - ამის შე­სა­ხებ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა ვა­სილ ჩი­გო­გი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და, რი­თაც ნიკა მე­ლი­ას გუ­შინ­დელ გან­ცხა­დე­ბას უპა­სუ­ხა.

ამას­თან, ჩი­გო­გი­ძე ასე­ვე აბ­სურ­დს უწო­დებს მე­ლი­ას გან­ცხა­დე­ბას იმის თა­ო­ბა­ზე, რომ ჩი­გო­გი­ძე მას და­პირ­და, მის­თვის სა­დე­პუ­ტა­ტო იმუ­ნი­ტე­ტის შე­ჩე­რე­ბას ხმას არ მის­ცემ­და.

„მე თავი არ­სად მიდ­რუ­ზია, სა­დაც გა­დავ­წყვი­ტე შეს­ვლა იქ შე­ვე­დი, „ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი­დან“ იყო შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, რომ გამ­სვლელ სი­ა­ში ჩა­ვე­წე­რე და მე­ყა­რა კენ­ჭი, მაგ­რამ უარი ვუ­თხა­რი ნი­კას. ვუ­თხა­რი, ნიკა, ჩემო კარ­გო, მე „ნა­ცი­ო­ნა­ლებ­თან“ ვერ შე­მო­ვალ და კარ­გად ბრძან­დე­ბო­დეთ, და­ვემ­შვი­დო­ბე. ორ­ჯერ და­მი­ჭი­რეს „ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა“. დიდი გან­სხვა­ვე­ბაა მე სა­დაც ვარ იმ პარ­ტი­ას და ნიკა სა­დაც იმ­ყო­ფე­ბა, იმ პარ­ტი­ას შო­რის," - გა­ნა­ცხა­და ჩი­გო­გი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ნიკა მე­ლი­ას გან­ცხა­დე­ბა, რომ მხარ­და­ჭე­რის გა­მო­სა­ხა­ტად ურე­კავ­და, გა­უკ­ვირ­და და სწო­რედ ამის გამო ურე­კავ­და.

„ნიკა მე­ლი­ას ექ­ვსჯერ და­ვუ­რე­კე იმის­თვის, რომ მეთ­ქვა, მხარს გი­ჭერ და ჩემი იმე­დი გქონ­დეს­თქო - ეს არის აბ­სურ­დი. მას მხო­ლოდ იმის გამო ვუ­რე­კავ­დი, რომ კვი­რას, გვა­რა­მი­ას გა­და­ცე­მა­ში იყო, სა­დაც მახ­სე­ნა და მომ­მარ­თა, რომ ვა­სი­კო ჩი­გო­გი­ძე გუ­რი­ა­ში იმი­ტომ არის და სპე­ცი­ა­ლუ­რად არ ჩა­მო­დის, რომ კენ­ჭისყრა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­ი­ღო­სო. ეს მის­გან გა­მიკ­ვირ­და. ჩემ­თვის ეს გან­ცხა­დე­ბა მი­უ­ღე­ბე­ლი იყო და მისი მო­ძებ­ნა და­ვი­წყე. მისი ტე­ლე­ფო­ნი არ ვი­ცო­დი, მო­ვი­ძიე. ჩემს ტე­ლე­ფონს არ იღებ­და, მივ­წე­რე, ვა­სი­კო ვარ ჩი­გო­გი­ძე და პა­სუ­ხი გა­მე­ცი-თქო. პა­სუ­ხი მა­ინც არ გამ­ცა. მის ად­ვო­კატს, კონ­და­ხაშ­ვილს მივ­მარ­თე, რო­მე­ლიც ჩემი მე­გო­ბა­რია და ვუ­თხა­რი, გა­მა­გე­ბი­ნე, რა საქ­ცი­ე­ლია, რა უნდა-თქო. მის­მა ად­ვო­კატ­მა მი­თხრა, რომ არ სურს, სა­უ­ბა­რი და მერე შეგ­ხვდე­ბაო. კი­დევ მივ­წე­რე, და­მე­ლა­პა­რა­კეთ­ქო. და­მი­რე­კა და ატე­ხა პა­ნი­კა, რო­გორც სჩ­ვე­ვია გა­მოს­ვლე­ბი, რა­ტომ მა­წუ­ხე­ბო. ტე­ლე­ფო­ნი გა­მი­თი­შა, მას­თან მეტი სა­უ­ბა­რი არ მქო­ნია. ვუ­თხა­რი, შეხ­ვედ­რა მინ­და­თქო, რა­ზეო და რა ვალ­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს შენი მხარ­და­ჭე­რის­თქო. მას­თან პი­რა­დი ნაც­ნო­ბო­ბა მა­კავ­ში­რებს, ბავ­შვო­ბის ძმა­კა­ცე­ბი არ ვართ, მაგ­რამ ჩემ­თა­ნაც ნამ­ყო­ფია და მას­თა­ნაც ნამ­ყო­ფი ვარ. მას­თან შეხ­ვედ­რა იმის გამო მინ­დო­და, რომ მისი პო­ზი­ცია არას­წო­რად ჩავ­თვა­ლე, გვა­რა­მია იჯდა და ხმას მის­ცემ­სო, ეს პა­სუ­ხობ­და, არ მის­ცემ­სო," - გა­ნა­ცხა­და ჩი­გო­გი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, მას რა­ი­მე დის­კომ­ფორ­ტი არ აქვს, რომ მე­ლი­ას­თვის იმუ­ნი­ტე­ტის შე­ჩე­რე­ბას მხა­რი და­უ­ჭი­რა.

„არა­ფე­რი დის­კომ­ფორ­ტი არ არის, ორ­ჯერ მაქვს საპ­რო­ცე­სო „ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის“ დროს, თან არა­ვი­თა­რი და­ნა­შა­უ­ლი არ მქონ­და, როცა გე­უბ­ნე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რომ გე­კუთ­ვნის გა­დახ­და, უნდა გა­და­ი­ხა­დო, თუ აქამ­დე გა­და­ი­ხა­და, ახ­ლაც გა­და­ი­ხა­დოს და არ იქ­ნე­ბო­და ამ­ხე­ლა შან­ტა­ჟი და არე­უ­ლო­ბა," - გა­ნა­ცხა­და ჩი­გო­გი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის, ნიკა მე­ლი­ას გან­ცხა­დე­ბით, მას „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტი, ვა­სილ ჩი­გო­გი­ძე და­უ­კავ­შირ­და და შეხ­ვედ­რა სთხო­ვა.

რო­გორც მე­ლი­ამ გა­ნა­ცხა­და, ვა­სილ ჩი­გო­გი­ძე მას პირ­დე­ბო­და, რომ კენ­ჭისყრა­ზე მისი იმუ­ნი­ტე­ტის შე­ჩე­რე­ბას ხმას არ მის­ცემ­და.

ამას­თან, რო­გორც მე­ლია აცხდებს, ვა­სილ ჩი­გო­გი­ძეს 2020 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ რი­გე­ბი­დან უნდა ეყა­რა კენ­ჭი, თუმ­ცა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შეც­ვა­ლა.

„ეს ადა­მი­ა­ნი გუ­რი­ა­ში კენ­ჭს იყ­რი­და „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ რი­გე­ბი­დან, შემ­დეგ სამი დღე ტე­ლე­ფონს არ პა­სუ­ხობ­და, გა­ვი­ხე­დე და წა­რად­გი­ნეს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტად. ამ არ­ჩევ­ნებ­ზე შე­თან­ხმე­ბუ­ლი იყო ყვე­ლა­ფე­რი. მე ვი­ყა­ვი მო­ლა­პა­რა­კე­ბა­ზე მას­თან, მე გა­ვუ­წიე პარ­ტი­ა­ში რე­კო­მენ­და­ცია, და­ი­წყო სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია, დრუ­ზა თავი და წა­ვი­და „ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში“, - გა­ნა­ცხა­და მე­ლი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კუკარაჩა
0

რა მადლია თქვენ ყველასთვის იოსებ ბესარიონოვიჩი.

თინათინი
11

აუ ვისი ვიოლინო ვის როიალშია ვერ გაიგებ, რას მიედ მოედებიან! გურუს თუ შეუთანხმდით ერთმანეთთან დარეკვაზე??

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

"მე თავი არსად "მიდრუზია", სადაც გადავწყვიტე შესვლა, იქ შევედი - აბსურდია, თითქოს დავურეკე, რომ მეთქვა, მხარს გიჭერ და ჩემი იმედი გქონდეს-თქო" - ვასილ ჩიგოგიძე ნიკა მელიას პასუხობს

"მე თავი არსად "მიდრუზია", სადაც გადავწყვიტე შესვლა, იქ შევედი - აბსურდია, თითქოს დავურეკე, რომ მეთქვა, მხარს გიჭერ და ჩემი იმედი გქონდეს-თქო" - ვასილ ჩიგოგიძე ნიკა მელიას პასუხობს

მე თავი არსად "მიდრუზია", სადაც გადავწყვიტე შესვლა, იქ შევედი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვასილ ჩიგოგიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ნიკა მელიას გუშინდელ განცხადებას უპასუხა.

ამასთან, ჩიგოგიძე ასევე აბსურდს უწოდებს მელიას განცხადებას იმის თაობაზე, რომ ჩიგოგიძე მას დაპირდა, მისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას ხმას არ მისცემდა.

„მე თავი არსად მიდრუზია, სადაც გადავწყვიტე შესვლა იქ შევედი, „ნაციონალებიდან“ იყო შემოთავაზება, რომ გამსვლელ სიაში ჩავეწერე და მეყარა კენჭი, მაგრამ უარი ვუთხარი ნიკას. ვუთხარი, ნიკა, ჩემო კარგო, მე „ნაციონალებთან“ ვერ შემოვალ და კარგად ბრძანდებოდეთ, დავემშვიდობე. ორჯერ დამიჭირეს „ნაციონალებმა“. დიდი განსხვავებაა მე სადაც ვარ იმ პარტიას და ნიკა სადაც იმყოფება, იმ პარტიას შორის," - განაცხადა ჩიგოგიძემ.

მისივე თქმით, ნიკა მელიას განცხადება, რომ მხარდაჭერის გამოსახატად ურეკავდა, გაუკვირდა და სწორედ ამის გამო ურეკავდა.

„ნიკა მელიას ექვსჯერ დავურეკე იმისთვის, რომ მეთქვა, მხარს გიჭერ და ჩემი იმედი გქონდესთქო - ეს არის აბსურდი. მას მხოლოდ იმის გამო ვურეკავდი, რომ კვირას, გვარამიას გადაცემაში იყო, სადაც მახსენა და მომმართა, რომ ვასიკო ჩიგოგიძე გურიაში იმიტომ არის და სპეციალურად არ ჩამოდის, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღოსო. ეს მისგან გამიკვირდა. ჩემთვის ეს განცხადება მიუღებელი იყო და მისი მოძებნა დავიწყე. მისი ტელეფონი არ ვიცოდი, მოვიძიე. ჩემს ტელეფონს არ იღებდა, მივწერე, ვასიკო ვარ ჩიგოგიძე და პასუხი გამეცი-თქო. პასუხი მაინც არ გამცა. მის ადვოკატს, კონდახაშვილს მივმართე, რომელიც ჩემი მეგობარია და ვუთხარი, გამაგებინე, რა საქციელია, რა უნდა-თქო. მისმა ადვოკატმა მითხრა, რომ არ სურს, საუბარი და მერე შეგხვდებაო. კიდევ მივწერე, დამელაპარაკეთქო. დამირეკა და ატეხა პანიკა, როგორც სჩვევია გამოსვლები, რატომ მაწუხებო. ტელეფონი გამითიშა, მასთან მეტი საუბარი არ მქონია. ვუთხარი, შეხვედრა მინდათქო, რაზეო და რა ვალდებულება მაქვს შენი მხარდაჭერისთქო. მასთან პირადი ნაცნობობა მაკავშირებს, ბავშვობის ძმაკაცები არ ვართ, მაგრამ ჩემთანაც ნამყოფია და მასთანაც ნამყოფი ვარ. მასთან შეხვედრა იმის გამო მინდოდა, რომ მისი პოზიცია არასწორად ჩავთვალე, გვარამია იჯდა და ხმას მისცემსო, ეს პასუხობდა, არ მისცემსო," - განაცხადა ჩიგოგიძემ.

მისივე თქმით, მას რაიმე დისკომფორტი არ აქვს, რომ მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირა.

„არაფერი დისკომფორტი არ არის, ორჯერ მაქვს საპროცესო „ნაციონალების“ დროს, თან არავითარი დანაშაული არ მქონდა, როცა გეუბნება ხელისუფლება, რომ გეკუთვნის გადახდა, უნდა გადაიხადო, თუ აქამდე გადაიხადა, ახლაც გადაიხადოს და არ იქნებოდა ამხელა შანტაჟი და არეულობა," - განაცხადა ჩიგოგიძემ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, მას „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ვასილ ჩიგოგიძე დაუკავშირდა და შეხვედრა სთხოვა.

როგორც მელიამ განაცხადა, ვასილ ჩიგოგიძე მას პირდებოდა, რომ კენჭისყრაზე მისი იმუნიტეტის შეჩერებას ხმას არ მისცემდა.

ამასთან, როგორც მელია აცხდებს, ვასილ ჩიგოგიძეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებიდან უნდა ეყარა კენჭი, თუმცა გადაწყვეტილება შეცვალა.

„ეს ადამიანი გურიაში კენჭს იყრიდა „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებიდან, შემდეგ სამი დღე ტელეფონს არ პასუხობდა, გავიხედე და წარადგინეს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატად. ამ არჩევნებზე შეთანხმებული იყო ყველაფერი. მე ვიყავი მოლაპარაკებაზე მასთან, მე გავუწიე პარტიაში რეკომენდაცია, დაიწყო საარჩევნო კამპანია, დრუზა თავი და წავიდა „ქართულ ოცნებაში“, - განაცხადა მელიამ.