სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კორონავირუსისგან ეფექტურად დასაცავად, შესაძლოა ორი პირბადის ტარება დაგვჭირდეს
კორონავირუსისგან ეფექტურად დასაცავად, შესაძლოა ორი პირბადის ტარება დაგვჭირდეს

კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლი­სა და ვირუ­სის­გან თავ­დაც­ვის ერთ-ერთ მთა­ვარ ია­რა­ღად კვლავ პირ­ბა­დე მი­იჩ­ნე­ვა. ის ჩვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბის ნა­წი­ლი გახ­და, რომ­ლის გა­რე­შეც ცხოვ­რე­ბა ახლა უბ­რა­ლოდ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია.

თუმ­ცა, მეც­ნი­ე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ პირ­ბა­დე არ წარ­მო­ად­გენს 100%-იან დაც­ვას და არ­სე­ბობს შან­სი იმი­სა, რომ მა­ინც და­ინ­ფი­ცირ­დეთ მა­ში­ნაც კი, თუ ის მუ­დამ გი­კე­თი­ათ. აშშ-ის და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრმა პირ­ბა­დის ეფექ­ტი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით კვლე­ვა ჩა­ა­ტა­რა და გა­მო­აქ­ვეყ­ნა შე­დე­გი, რო­მელ­შიც აღ­წე­რი­ლია, თუ რო­გორ უნდა გა­ი­კე­თოთ პირ­ბა­დე მაქ­სი­მა­ლუ­რი ეფექ­ტის მი­სა­ღე­ბად.

კვლე­ვის მი­ხედ­ვით, ეფექ­ტი­ა­ნო­ბა ორ­მა­გად იზ­რდე­ბა იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ორი პირ­ბა­დე, ან ორ­მა­გი პირ­ბა­დე გი­კე­თი­ათ. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში და­ცუ­ლო­ბა 92,5%-ია, ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ისიც, თუ რო­გორ გი­კე­თი­ათ პირ­ბა­დე.

შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრში პირ­ბა­დის გა­კე­თე­ბის ორ ეფექ­ტი­ან გზას გა­მო­ყო­ფენ:

  • ორ­მა­გი სა­მე­დი­ცი­ნო პირ­ბა­დის გა­კე­თე­ბა, ასე­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლია იგი­ვე ეფექ­ტის მი­ღე­ბა, თუ სა­მე­დი­ცი­ნო პირ­ბა­დე­ზე ჩვე­უ­ლებ­რივ ნაჭ­რის პირ­ბა­დეს გა­ი­კე­თებთ.
  • პირ­ბა­დის იმგვა­რად გა­კე­თე­ბა, რომ ცა­რი­ე­ლი ად­გი­ლი ფაქ­ტობ­რი­ვად არ რჩე­ბო­დეს, სა­ხე­ზე ის კარ­გად უნდა იყოს მო­ჭე­რი­ლი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრში სა­უბ­რო­ბენ ორი პირ­ბა­დის ტა­რე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბა­ზე, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით მისი აუ­ცი­ლებ­ლად გა­კე­თე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ას არ გას­ცე­მენ. ენ­ტო­ნი ფა­უ­ჩის თქმით, სა­ჭი­როა და­მა­ტე­ბით კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბა ორი პირ­ბა­დის ტა­რე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

მეც­ნი­ერ­თა თქმით, რაც უფრო მეტი შრე აქვს პირ­ბა­დეს, მით უფრო მე­ტად გი­ცავთ ის. რად­გა­ნაც ამ შემ­თხვე­ვა­ში, ვირუ­სი მას­ში ვე­ღარ აღ­წევს.

წყა­რო: nbcnews.com

მკითხველის კომენტარები / 33 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
keti
39

ormagi pirbadis xmareba martlac kargia daxurul sivrceshi mgzavrobis dros metroshi avtobushi aseve super marketebshi 

ლია
8

ერთ პირბადეში ვკვდები ჰაერის უკმარისობისაგან. ორი პირბადე სიკვდილის ტოლფასია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

კორონავირუსისგან ეფექტურად დასაცავად, შესაძლოა ორი პირბადის ტარება დაგვჭირდეს

კორონავირუსისგან ეფექტურად დასაცავად, შესაძლოა ორი პირბადის ტარება დაგვჭირდეს

კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლისა და ვირუსისგან თავდაცვის ერთ-ერთ მთავარ იარაღად კვლავ პირბადე მიიჩნევა. ის ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა, რომლის გარეშეც ცხოვრება ახლა უბრალოდ წარმოუდგენელია.

თუმცა, მეცნიერები ამბობენ, რომ პირბადე არ წარმოადგენს 100%-იან დაცვას და არსებობს შანსი იმისა, რომ მაინც დაინფიცირდეთ მაშინაც კი, თუ ის მუდამ გიკეთიათ. აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა პირბადის ეფექტიანობასთან დაკავშირებით კვლევა ჩაატარა და გამოაქვეყნა შედეგი, რომელშიც აღწერილია, თუ როგორ უნდა გაიკეთოთ პირბადე მაქსიმალური ეფექტის მისაღებად.

კვლევის მიხედვით, ეფექტიანობა ორმაგად იზრდება იმ შემთხვევაში, თუ ორი პირბადე, ან ორმაგი პირბადე გიკეთიათ. ასეთ შემთხვევაში დაცულობა 92,5%-ია, ასევე მნიშვნელოვანია ისიც, თუ როგორ გიკეთიათ პირბადე.

შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრში პირბადის გაკეთების ორ ეფექტიან გზას გამოყოფენ:

  • ორმაგი სამედიცინო პირბადის გაკეთება, ასევე შესაძლებელია იგივე ეფექტის მიღება, თუ სამედიცინო პირბადეზე ჩვეულებრივ ნაჭრის პირბადეს გაიკეთებთ.
  • პირბადის იმგვარად გაკეთება, რომ ცარიელი ადგილი ფაქტობრივად არ რჩებოდეს, სახეზე ის კარგად უნდა იყოს მოჭერილი.

აღსანიშნავია, რომ შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრში საუბრობენ ორი პირბადის ტარების ეფექტურობაზე, თუმცა ჯერჯერობით მისი აუცილებლად გაკეთების რეკომენდაციას არ გასცემენ. ენტონი ფაუჩის თქმით, საჭიროა დამატებით კვლევების ჩატარება ორი პირბადის ტარების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

მეცნიერთა თქმით, რაც უფრო მეტი შრე აქვს პირბადეს, მით უფრო მეტად გიცავთ ის. რადგანაც ამ შემთხვევაში, ვირუსი მასში ვეღარ აღწევს.

წყარო: nbcnews.com

ტეხასში გამყინვარებაა: მილიონობით ადამიანი უშუქოდ დარჩა, ხალხი გაზის რიგში დგას - უჩვეულო ფოტოები აშშ-დან

"შიშველი თაფლობისთვე" - ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს საუნაში მყოფ წყვილს ქუჩიდან გამვლელები ათვალიერებდნენ

Pfizer-ის ვაქცინა პირველი დოზის მიღების შემდეგ 85%-ით ეფექტურია - რა შედეგები აჩვენა ახალმა კვლევებმა