პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზურა დოიჯაშვილს საქართველოში 22 თებერვალს ჩამოასვენებენ - "არასდროს, არასდროს დამავიწყდება შენი ბოლო სიტყვა..."
ზურა დოიჯაშვილს საქართველოში 22 თებერვალს ჩამოასვენებენ - "არასდროს, არასდროს დამავიწყდება შენი ბოლო სიტყვა..."

ზურა დო­ი­ჯაშ­ვილს ის­რა­ე­ლი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში 22 თე­ბერ­ვალს ჩა­მო­ას­ვე­ნე­ბენ. რო­გორც მომ­ღერ­ლის მე­უღ­ლემ, ქეთი ვა­და­ჭ­კო­რი­ამ AMBEBI.GE-ს გა­ნუ­ცხა­და, რე­ი­სი თბი­ლი­სის­კენ სწო­რედ 22-შია და­ნიშ­ნუ­ლი და გარ­დაც­ვლი­ლის გად­მოს­ვე­ნე­ბა ამ რე­ი­სით მოხ­დე­ბა.

დო­ი­ჯაშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხის მე­გო­ბა­რი მაია მარ­ხვაშ­ვი­ლი მომ­ღერ­ლის უკა­ნას­კნელ დღე­ებს იხ­სე­ნებს და რო­გორც "ფე­ის­ბუქ­ზე" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ პოს­ტში წერს, ზურა ბო­ლოს უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო, ფაქ­ტობ­რი­ვად, სა­უ­ბა­რიც აღარ შე­ეძ­ლო. მარ­ხვაშ­ვი­ლი ასე­ვე წერს, რომ მომ­ღერ­ლის მე­უღ­ლემ, ქეთი ვა­და­ჭ­კო­რი­ამ შე­უძ­ლე­ბე­ლი შეძ­ლო და ურ­თუ­ლეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ მე­უღ­ლეს, ბო­ლომ­დე არ მო­შო­რე­ბია გვერ­დი­დან:

"მე­რამ­დე­ნე დღეა ჩაქ­რა შუქი და შენს სიმ­ღე­რას ვუც­დით... ხე­ლე­ბი არ მე­მორ­ჩი­ლე­ბა შენი სამ­ძიმ­რის და­სა­წე­რად, ყვე­ლა­ზე თბი­ლო ბიჭო, რო­გორ გვატ­კი­ნე ყვე­ლას გული... აწი ქე­თის მო­ვე­ფე­რე­ბი შენს მა­გივ­რა­დაც... არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა შენი და მა­მუ­კას ბოლო სა­უ­ბა­რი გე­ლას­თან, მა­შინ ჩა­მეგლი­ჯა გული, მა­მუ­კამ რომ გკი­თხა ვერ ლა­პა­რა­კო­ბო? მაგ დროს კი­დევ იმე­დის თვა­ლით ვუცქერ­დი შენს ჯან­მრთე­ლო­ბას და არას­დროს, არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა შენი ბოლო სი­ტყვა - ვე­რაა... შო­რი­დან ვუცქერ­დი თქვენს სა­ხე­ებს და ახ­ლოც ვე­ღარ მო­გე­კა­რეთ მაგ ვე­რას მერე...

ღმერ­თო, წერა მა­ინც ვი­ცო­დე, რამ­დენ შენ­გან მო­ნი­ჭე­ბულ ბედ­ნი­ერ წუ­თებს და დღე­ებს გა­ვიხ­სე­ნებ­დი... შე­უძ­ლე­ბე­ლი აკე­თა ქე­თიმ, ვე­ნაც­ვა­ლე მას! ნა­თე­ლი გე­ფი­ნოს მუ­დამ თბი­ლო და კე­თი­ლო, ნი­ჭი­ე­რო ვარ­სკვლა­ვო" - წერს მაია მარ­ხვაშ­ვი­ლი.

მომ­ღე­რა­ლი ზურა დო­ი­ჯაშ­ვი­ლი ხან­გრძლი­ვი ავად­მყო­ფო­ბის შემ­დეგ, 14 თე­ბერ­ვალს, 58 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ის 11 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ის­რა­ე­ლის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლობ­და. მომ­ღე­რა­ლი მარ­თვით სუნ­თქვა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და. დი­აგ­ნო­ზი გახ­ლდათ ამი­ოტრო­ფუ­ლი გვერ­დი­თი სკლე­რო­ზი. რო­გორც მე­უღ­ლე წერ­და, ორი კვი­რის წინ, იან­ვრის ბო­ლოს მომ­ღერ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა უკი­დუ­რე­სად დამ­ძიმ­და.

ზუ­რაბ დო­ი­ჯაშ­ვი­ლი ის­რა­ელ­ში სა­ცხოვ­რებ­ლად ორი წლის წინ ოჯახ­თან ერ­თად წა­ვი­და და ერთ წე­ლი­წად­ში მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უ­ა­რეს­და.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tngh
2

გაანათლოს უფალმა მისი სული...

Ng
9

ეხლა ნებისმიერი ჩვენი ვითომ ვარსკვლავების ქონება რომ გაასაჯაროო შეიძლება პირი დააღო ადამიანმა და გაიფიქრო მართლა კაცია ადამიანი??? ჩამოგეყვანათ ეს კარგი კაცი ცოცხალი თქვე ვითომ მეგობრებო, რა იქნებოდა. სულ წუწუნში და ტირილში რომ ხართ :((

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

ზურა დოიჯაშვილს საქართველოში 22 თებერვალს ჩამოასვენებენ - "არასდროს, არასდროს დამავიწყდება შენი ბოლო სიტყვა..."

ზურა დოიჯაშვილს საქართველოში 22 თებერვალს ჩამოასვენებენ - "არასდროს, არასდროს დამავიწყდება შენი ბოლო სიტყვა..."

ზურა დოიჯაშვილს ისრაელიდან საქართველოში 22 თებერვალს ჩამოასვენებენ. როგორც მომღერლის მეუღლემ, ქეთი ვადაჭკორიამ AMBEBI.GE-ს განუცხადა, რეისი თბილისისკენ სწორედ 22-შია დანიშნული და გარდაცვლილის გადმოსვენება ამ რეისით მოხდება.

დოიჯაშვილების ოჯახის მეგობარი მაია მარხვაშვილი მომღერლის უკანასკნელ დღეებს იხსენებს და როგორც "ფეისბუქზე" გამოქვეყნებულ პოსტში წერს, ზურა ბოლოს უმძიმეს მდგომარეობაში იყო, ფაქტობრივად, საუბარიც აღარ შეეძლო. მარხვაშვილი ასევე წერს, რომ მომღერლის მეუღლემ, ქეთი ვადაჭკორიამ შეუძლებელი შეძლო და ურთულეს მდგომარეობაში მყოფ მეუღლეს, ბოლომდე არ მოშორებია გვერდიდან:

"მერამდენე დღეა ჩაქრა შუქი და შენს სიმღერას ვუცდით... ხელები არ მემორჩილება შენი სამძიმრის დასაწერად, ყველაზე თბილო ბიჭო, როგორ გვატკინე ყველას გული... აწი ქეთის მოვეფერები შენს მაგივრადაც... არასდროს დამავიწყდება შენი და მამუკას ბოლო საუბარი გელასთან, მაშინ ჩამეგლიჯა გული, მამუკამ რომ გკითხა ვერ ლაპარაკობო? მაგ დროს კიდევ იმედის თვალით ვუცქერდი შენს ჯანმრთელობას და არასდროს, არასდროს დამავიწყდება შენი ბოლო სიტყვა - ვერაა... შორიდან ვუცქერდი თქვენს სახეებს და ახლოც ვეღარ მოგეკარეთ მაგ ვერას მერე...

ღმერთო, წერა მაინც ვიცოდე, რამდენ შენგან მონიჭებულ ბედნიერ წუთებს და დღეებს გავიხსენებდი... შეუძლებელი აკეთა ქეთიმ, ვენაცვალე მას! ნათელი გეფინოს მუდამ თბილო და კეთილო, ნიჭიერო ვარსკვლავო" - წერს მაია მარხვაშვილი.

მომღერალი ზურა დოიჯაშვილი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 14 თებერვალს, 58 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის 11 თვის განმავლობაში ისრაელის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა. მომღერალი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. დიაგნოზი გახლდათ ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი. როგორც მეუღლე წერდა, ორი კვირის წინ, იანვრის ბოლოს მომღერლის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა.

ზურაბ დოიჯაშვილი ისრაელში საცხოვრებლად ორი წლის წინ ოჯახთან ერთად წავიდა და ერთ წელიწადში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

42 წლის სოფიკო შევარდნაძე პირველ შვილს ელოდება

"მამაჩემი ცოტა ხანს არ მელაპარაკებოდა" - ურთიერთობა მშობლებთან და თანატოლებთან: როგორ ცხოვრობს თინეიჯერების ფავორიტი რუსკა ქარქაშაძე

როგორია კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა - მსახიობის ძმის კომენტარი