მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გზა თამბაქოდან სიგარეტის შემცვლელებამდე: სიგარეტის 6 000 წლიანი ისტორია
გზა თამბაქოდან სიგარეტის შემცვლელებამდე: სიგარეტის 6 000 წლიანი ისტორია

თამ­ბა­ქო თავ­და­პირ­ვე­ლად სამ­ხრეთ ამე­რი­კა­ში მცხოვ­რებ­მა მა­ი­ას ტო­მის ხალ­ხმა აღ­მო­ა­ჩი­ნა და და­ა­გე­მოვ­ნა. ის რე­ლი­გი­უ­რი რი­ტუ­ა­ლებ­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და და მხო­ლოდ შა­მა­ნე­ბი და ბე­ლა­დე­ბი ეწე­ოდ­ნენ. თამ­ბა­ქოს პირ­ვე­ლი გაც­ნო­ბა ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ას­თან 1492 წლის 15 ნო­ემ­ბერს შედ­გა, რო­დე­საც ქრის­ტე­ფო­რე კო­ლუმ­ბი კუნ­ძულ სან-სალ­ვა­დო­რის აბო­რი­გე­ნებს შეხ­ვდა. აბო­რი­გე­ნებ­მა მას სა­ჩუქ­რად უც­ნა­უ­რი მცე­ნა­რის ფოთ­ლე­ბი გა­დას­ცეს. კო­ლუმბმა არ იცო­და რა ექნა ამ ფოთ­ლე­ბის­თვის, გა­და­ეგ­დო თუ მო­ე­წია. ამ­გვა­რად, თამ­ბა­ქოს ფოთ­ლე­ბი ევ­რო­პულ კონ­ტი­ნენტზე მოხ­ვდა.

თამ­ბა­ქოს პირ­ვე­ლი მსხვერ­პლი ევ­რო­პა­ში კო­ლუმ­ბის ჯგუ­ფის წევ­რი - როდ­რი­გო დე ხე­რე­სი გახ­და. მან ეს­პა­ნე­ლებს და­უ­ფიქ­რებ­ლად გა­აც­ნო თამ­ბა­ქოს „უნა­რე­ბი“, მაგ­რამ ინ­კვი­ზი­ცი­ამ არ და­ა­ფა­სა ეს ინო­ვა­ცია. ისი­ნი ფიქ­რობ­დნენ, რომ ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც პი­რი­დან ბოლს უშ­ვებ­და, ბნელ ძა­ლებ­თან იყო კავ­შირ­ში. საბ­რა­ლო მე­ზღვა­უ­რი გი­სო­სებს მიღ­მა 7 წლით გა­მო­კე­ტეს.

ევ­რო­პუ­ლი კვა­ლი

ევ­რო­პა­ში, თამ­ბა­ქოს გავ­რცე­ლე­ბის პე­რი­ო­დად 1560 წელი ით­ვლე­ბა, რო­დე­საც ფრან­გმა დიპ­ლო­მატ­მა, ჟან ვილ­მან ნი­კომ თამ­ბა­ქო დე­დო­ფალ ეკა­ტე­რი­ნე მე­დი­ჩის - შა­კი­კის სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბად გა­დას­ცა. თა­ვი­დან, თამ­ბა­ქოს კულ­ტი­ვა­ცია სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ ხდე­ბო­და. პა­რიზ­ში თამ­ბა­ქომ დიდ პო­პუ­ლა­რო­ბას მი­აღ­წია. მას „ნი­კო­ტი­ნის ბა­ლა­ხი“ უწო­დეს, ჟან ნი­კოს პა­ტივ­სა­ცე­მად.

ჟან ნიკო აჩ­ვე­ნებს თამ­ბა­ქოს ეკა­ტე­რი­ნე მე­დი­ჩის

მე-16 სა­უ­კუ­ნე­ში, მკურ­ნა­ლი ნი­კო­ლას მონ­და­რე­სი ის­ტო­რი­ა­ში შე­ვი­და რო­ცგორც ექი­მი, რო­მელ­მაც პირ­ველ­მა გა­მო­ი­ყე­ნა თამ­ბა­ქო უნი­ვერ­სა­ლუ­რი წამ­ლის სა­ხით, დი­ა­რე­ის, კბი­ლის ტკი­ვი­ლი­სა და ან­თე­ბის დროს. ევ­რო­პა­ში სჯე­რო­დათ, რომ მო­წე­ვა სი­ფი­ლი­სის­გან და ბო­რო­ტი სუ­ლე­ბის­გან იცავ­და. ორი სა­უ­კუ­ნის შემ­დეგ, ექი­მე­ბი თამ­ბა­ქოს სტრე­სი­სა და დეპ­რე­სი­ის სამ­კურ­ნა­ლოდ იყე­ნებ­დნენ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ამ მკურ­ნა­ლო­ბის გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბიც გა­მო­ავ­ლი­ნეს: დრო­თა­გან­მავ­ლო­ბა­ში, ჰორ­მო­ნა­ლუ­რი სის­ტე­მა ირე­ო­და და სა­ჭი­რო ხდე­ბო­და ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი­უ­რი სის­ტე­მის მკურ­ნა­ლო­ბაც.

ევ­რო­პე­ლებს თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბა­ზე, ამე­რი­კე­ლებ­თან შე­და­რე­ბით ძა­ლი­ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბა ჰქონ­დათ. ისი­ნი თამ­ბა­ქოს მარ­ტო კი არ ეწე­ოდ­ნენ, არა­მედ ღე­ჭავ­დნენ, ისუნ­თქავ­დნენ, უმა­ტებ­დნენ წამ­ლებ­სა და საჭ­მელ­ში. თამ­ბა­ქო ნელ-ნელა ადა­მი­ა­ნე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი ხდე­ბო­და.

მე-17 სა­უ­კუ­ნი­დან თამ­ბა­ქოს აქ­ტი­უ­რად იყე­ნებ­დნენ. ეს­პა­ნე­ლებ­მა, რო­გორც მისი აღ­მო­ჩე­ნის ავ­ტო­რებ­მა, თამ­ბა­ქოს მოყ­ვა­ნის მო­ნო­პო­ლია შექ­მნეს, სამ­ხრეთ ამე­რი­კის კო­ლო­ნი­ებ­ში. 1636 წელს და­ფუძნ­და პირ­ვე­ლი სა­ხელ­მწი­ფო თამ­ბა­ქოს კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც სი­გა­რე­ტებს აწარ­მო­ებ­და.

სი­გა­რე­ტის კო­ლო­ფის გა­ჩე­ნა და მისი ევო­ლუ­ცია

სი­გა­რე­ტე­ბის გა­მო­ჩე­ნას­თან ერ­თად, მისი შე­ფუთ­ვის და შე­ნახ­ვის პრობ­ლე­მა­მაც იჩი­ნა თავი. სი­გა­რე­ბი სპე­ცი­ა­ლურ ხის ყუ­თებ­ში იდე­ბო­და, რო­მე­ლიც მის ტე­ნი­ა­ნო­ბას იცავ­და. პირ­ვე­ლი შე­ფუთ­ვა ძა­ლი­ან მო­უ­ხერ­ხე­ბე­ლი იყო. მე­ო­რე - ძა­ლი­ან ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი. ასე გაჩ­ნდა პირ­ვე­ლი რბი­ლი კო­ლო­ფი, რო­მელ­ზეც გა­მო­სა­ხუ­ლი იყო ბრენ­დი და სი­გა­რე­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, და­მა­ტე­ბით გაჩ­ნდა ალუ­მი­ნის ქა­ღალ­დი (იგი­ვე „ფოლ­გა“). ამის­და მი­უ­ხე­და­ვად, შე­ფუთ­ვა მა­ინც მო­უ­ხერ­ხე­ბე­ლი იყო. ის მალე იკუ­ჭე­ბო­და და ზი­ან­დე­ბო­და ჯი­ბე­ში. ამი­ტომ, რბი­ლი კო­ლო­ფი მუ­ყა­ოს მა­გარ­მა კო­ლოფ­მა ჩა­ა­ნაც­ვლა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში თამ­ბა­ქო XVII სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს და XVIII სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში შე­მო­ი­ტა­ნეს. ეს იყო და­ბა­ლი ხა­რის­ხის წეკო. მა­ღალ­ხა­რის­ხო­ვა­ნი სა­პა­პი­რო­სე თამ­ბა­ქოს კულ­ტუ­რა კი ჩვენ­ში XIX სა­უ­კუ­ნის I ნა­ხე­ვარ­ში გავ­რცელ­და. პირ­ვე­ლად იგი აფხა­ზეთ­ში გა­ა­შე­ნეს, შემ­დეგ - აჭა­რა­ში და ბო­ლოს - აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს რა­ი­ო­ნებ­ში (მარ­ნე­უ­ლი, ბოლ­ნი­სი, ყვა­რე­ლი, ლა­გო­დე­ხი და სხვა).

რო­გორ გაჩ­ნდა ფილტრი

სი­გა­რე­ტის ფილტრი და­ახ­ლო­ე­ბით 100 წლის წი­ნათ გა­მო­ი­გო­ნეს. მისი მი­ზა­ნი იყო პირ­ში თამ­ბა­ქოს ნა­წი­ლე­ბის მოხ­ვედ­რის თა­ვი­დან არი­დე­ბა. ფილტრი ქა­ღალ­დის­გან იყო და მას სი­გა­რეტ­ში თა­ვად მწე­ვე­ლე­ბი ათავ­სებ­დნენ. 10 წლის შემ­დეგ, გა­მო­უშ­ვეს ფილტრი­ა­ნი მთლი­ა­ნი ღე­რე­ბი, რაც ბო­ლის ფილტრა­ცი­ა­საც ახ­დენ­და.

1845 წელს, ფი­ლიპ მო­რის­მა სი­გა­რე­ტე­ბის გა­მოშ­ვე­ბა ინ­გლის­ში და­ი­წყო, ხოლო 1864წელს, სი­გა­რე­ტის პირ­ვე­ლი ქარ­ხა­ნა აშშ-ში გა­იხ­სნა. 1881 წელს, ჯ. ბონ­საკ­მა გა­მო­ი­გო­ნა სი­გა­რე­ტე­ბის შეხ­ვე­ვის მან­ქა­ნა, რა­მაც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ზარ­და წარ­მო­ე­ბის მო­ცუ­ლო­ბა. გა­ყიდ­ვე­ბით, სი­გა­რე­ტებ­მა გა­და­უს­წრეს სი­გა­რებს. ყვე­ლა­ზე დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით კი ის ომის პე­რი­ოდ­ში სარ­გებ­ლობ­და. „ჯა­რის­კა­ცის მო­სა­წე­ვი“ - ასე უწო­დებ­დნენ სი­გა­რე­ტებს, რომ­ლებ­საც მუ­ყა­ოს კო­ლო­ფით, ფილტრის და მუნდშტუ­კის გა­რე­შე უშ­ვებ­დნენ. მას „პა­პი­რო­სი“ უწო­დეს.

ბრძო­ლა თამ­ბა­ქოს წი­ნა­აღ­მდეგ

60-იან წლებ­ში პირ­ვე­ლად და­ი­წყო თამ­ბა­ქოს სა­წი­ნა­აღ­მდე­გო კამ­პა­ნი­ე­ბი. 1968 წელს გა­მო­უშ­ვეს სი­გა­რე­ტი, რო­მე­ლიც თამ­ბა­ქოს ნაც­ვლად სა­ლა­თის ფოთ­ლებს შე­ი­ცავ­და, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ამ ექ­სპე­რი­მენ­ტმა არ გა­ა­მარ­თლა.

დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში თამ­ბა­ქოს სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ბრძო­ლის ახა­ლი მე­თო­დე­ბი ჩნდე­ბო­და. სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე ამოქ­მედ­და მისი მოხ­მა­რე­ბის შემ­ცი­რე­ბის და აღ­მო­ფხვრის მე­თო­დე­ბი.

1848 წელს მი­ი­ღეს კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც თამ­ბა­ქოს მო­წე­ვას ქუ­ჩა­ში და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში კრძა­ლავ­და. ჯა­რი­მა საკ­მა­ოდ სო­ლი­დუ­რი იყო. პო­ლი­ცი­ე­ლის და­ნახ­ვი­სას, ხალ­ხი სი­გა­რე­ტის ნამ­წვა­ვებს ქუ­ჩა­ში ყრი­და, რის გა­მოც მკვეთ­რად მო­ი­მა­ტა ხან­ძრე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ. პრობ­ლე­მის მო­საგ­ვა­რებ­ლად ქუ­ჩებ­ში და­იდ­გა სპე­ცი­ა­ლუ­რი ურ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ქვის­გან და ბრინ­ჯა­ოს­გან მზად­დე­ბო­და.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ბა­ზარ­ზე ელექტრო სი­გა­რე­ტე­ბი გა­მოჩ­ნდა. პირ­ვე­ლი პა­ტენ­ტი 1963 წლით თა­რიღ­დე­ბა, თუმ­ცა პირ­ვე­ლი ელექტრო სი­გა­რე­ტი 2004 წლის 8 თე­ბერ­ვალს ჰონგკონ­გში გა­მო­ი­გო­ნეს. ელექტრო სი­გა­რე­ტებ­მა და თამ­ბა­ქოს გა­ცხე­ლე­ბის გა­ჯე­ტებ­მა სწრა­ფად მო­ი­პო­ვეს პო­პუ­ლა­რო­ბა. სი­გა­რე­ტის შე­და­რე­ბით უსაფრ­თხო ალ­ტერ­ნა­ტი­ვებ­ზე, მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი გა­და­ვი­და. მრა­ვალ­მა კვლე­ვებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ ჩვე­უ­ლებ­რივ სი­გა­რეტ­ში, წვის შე­დე­გად ათა­სო­ბით მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის გა­მო­ყო­ფა ხდე­ბა, რაც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ზრდის მრა­ვა­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის რისკს და ამ­ცი­რებს ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის ხან­გრძლი­ვო­ბას. ახლა, მო­წე­ვა აღარ ით­ვლე­ბა ტრენ­დად. ეს არის მავ­ნე ჩვე­ვა, რომ­ლის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა ყო­ველ­დღი­უ­რად სულ უფრო მეტ ადა­მი­ანს სურს.

1988 წელს, გა­მა­ცხე­ლე­ბე­ლი გა­ჯე­ტი შექ­მნეს, მაგ­რამ მისი ის­ტო­რია არ გაგ­რძელ­და. თუმ­ცა, ახლა ისი­ნი ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რულ პრო­დუქ­ტად იქცა. თუ ჯერ არ იცით, გა­მა­ცხე­ლე­ბე­ლი გა­ჯე­ტი სპა­ცი­ა­ლუ­რი მო­წყო­ბი­ლო­ბაა, რო­მელ­შიც იდე­ბა მოკ­ლე სი­გა­რე­ტის ღერი. გა­ჯე­ტი აცხე­ლებს მას და წარ­მოქ­მნის ორ­თქლს, რო­მელ­საც ჩა­ი­სუნ­თქავს ადა­მი­ა­ნი.

ია­პო­ნი­ურ­მა კომ­პა­ნი­ამ გა­მა­ცხე­ლე­ბე­ლი გა­ჯე­ტის ჯან­სა­ღი ვერ­სია წა­რუდ­გი­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბას. პრო­ფე­სი­ო­ნალ­მა მეც­ნი­ე­რებ­მა და მკვლე­ვა­რებ­მა სრუ­ლად გარ­დაქ­მნეს თამ­ბა­ქოს ფორ­მუ­ლა და მის ნაც­ვლად, ახა­ლი პრო­დუქ­ტი - „ჰელ­სი­ე­რი“ შექ­მნეს, „ჰელ­სი­ე­რის“ შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ჩაი და კო­ფე­ი­ნია. მოკ­ლე ჰითს-სტი­კე­ბის გათ­ბო­ბა­დი ჩხი­რე­ბი რამ­დე­ნი­მე არო­მა­ტი­თაა: კლა­სი­კუ­რი თამ­ბა­ქოს გემო, ყავა, მო­ცხა­რი, ციტ­რუ­სი და მენ­თო­ლი. ჩე­უ­ლებ­რი­ვი ჰით­სე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, „ჰელ­სი­ე­რი“ არ შე­ი­ცავს ნი­კო­ტინს და ყვე­ლა­ზე უსაფრ­თხო, ჯან­საღ „სი­გა­რე­ტად“ მი­იჩ­ნე­ვა.

„ჰელ­სი­ე­რით“ გა­ცი­ლე­ბით ად­ვი­ლია სი­გა­რე­ტის­ვის თა­ვის და­ნე­ბე­ბა. ადა­მი­ანს შე­უძ­ლია თამ­ბა­ქო „ჰელ­სი­ე­რით“ ჩა­ა­ნაც­ვლოს და მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სა­ერ­თო­დაც და­ა­ნე­ბოს თავი მო­წე­ვას. სა­ქარ­თვე­ლო­ში, მის შე­ძე­ნას SPAR-ის სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბის ქსელ­ში შეძ­ლებთ, ან პირ­და­პი­რი მი­წო­დე­ბის სერ­ვი­სით Facebook-ში „ჰელ­სი­ე­რი“-ს ოფი­ცი­ა­ლუ­რი გვერ­დი­დან.

აი, ასე­თი სა­ინ­ტე­რე­სო და გრძე­ლი გზა გა­მო­ი­ა­რეს სი­გა­რე­ტებ­მა და ახლა, რო­დე­საც თამ­ბა­ქო­ზე სრულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ვფლობთ, გა­ცი­ლე­ბით ად­ვი­ლია მის მოხ­მა­რე­ბა­ზე უა­რის თქმა და სწო­რი არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თედო
6

ღირდა რაღაცის რეკლამის გულისათვის ამდენის წერა,,,,თანამედროვე საქართველო ირჩევს თუთუნს,,,(ძლივს არ გვეღირსა....)

მკითხველი
7

ძალიან საინტერესო სტატია იყო. ვისიამოვნე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

გზა თამბაქოდან სიგარეტის შემცვლელებამდე: სიგარეტის 6 000 წლიანი ისტორია

გზა თამბაქოდან სიგარეტის შემცვლელებამდე: სიგარეტის 6 000 წლიანი ისტორია

თამბაქო თავდაპირველად სამხრეთ ამერიკაში მცხოვრებმა მაიას ტომის ხალხმა აღმოაჩინა და დააგემოვნა. ის რელიგიური რიტუალებში გამოიყენებოდა და მხოლოდ შამანები და ბელადები ეწეოდნენ. თამბაქოს პირველი გაცნობა ცივილიზაციასთან 1492 წლის 15 ნოემბერს შედგა, როდესაც ქრისტეფორე კოლუმბი კუნძულ სან-სალვადორის აბორიგენებს შეხვდა. აბორიგენებმა მას საჩუქრად უცნაური მცენარის ფოთლები გადასცეს. კოლუმბმა არ იცოდა რა ექნა ამ ფოთლებისთვის, გადაეგდო თუ მოეწია. ამგვარად, თამბაქოს ფოთლები ევროპულ კონტინენტზე მოხვდა.

თამბაქოს პირველი მსხვერპლი ევროპაში კოლუმბის ჯგუფის წევრი - როდრიგო დე ხერესი გახდა. მან ესპანელებს დაუფიქრებლად გააცნო თამბაქოს „უნარები“, მაგრამ ინკვიზიციამ არ დააფასა ეს ინოვაცია. ისინი ფიქრობდნენ, რომ ადამიანი, რომელიც პირიდან ბოლს უშვებდა, ბნელ ძალებთან იყო კავშირში. საბრალო მეზღვაური გისოსებს მიღმა 7 წლით გამოკეტეს.

ევროპული კვალი

ევროპაში, თამბაქოს გავრცელების პერიოდად 1560 წელი ითვლება, როდესაც ფრანგმა დიპლომატმა, ჟან ვილმან ნიკომ თამბაქო დედოფალ ეკატერინე მედიჩის - შაკიკის სამკურნალო საშუალებად გადასცა. თავიდან, თამბაქოს კულტივაცია სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ ხდებოდა. პარიზში თამბაქომ დიდ პოპულარობას მიაღწია. მას „ნიკოტინის ბალახი“ უწოდეს, ჟან ნიკოს პატივსაცემად.

ჟან ნიკო აჩვენებს თამბაქოს ეკატერინე მედიჩის

მე-16 საუკუნეში, მკურნალი ნიკოლას მონდარესი ისტორიაში შევიდა როცგორც ექიმი, რომელმაც პირველმა გამოიყენა თამბაქო უნივერსალური წამლის სახით, დიარეის, კბილის ტკივილისა და ანთების დროს. ევროპაში სჯეროდათ, რომ მოწევა სიფილისისგან და ბოროტი სულებისგან იცავდა. ორი საუკუნის შემდეგ, ექიმები თამბაქოს სტრესისა და დეპრესიის სამკურნალოდ იყენებდნენ. მოგვიანებით, ამ მკურნალობის გვერდითი ეფექტებიც გამოავლინეს: დროთაგანმავლობაში, ჰორმონალური სისტემა ირეოდა და საჭირო ხდებოდა ენდოკრინოლოგიური სისტემის მკურნალობაც.

ევროპელებს თამბაქოს მოხმარებაზე, ამერიკელებთან შედარებით ძალიან განსხვავებული შეხედულება ჰქონდათ. ისინი თამბაქოს მარტო კი არ ეწეოდნენ, არამედ ღეჭავდნენ, ისუნთქავდნენ, უმატებდნენ წამლებსა და საჭმელში. თამბაქო ნელ-ნელა ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდებოდა.

მე-17 საუკუნიდან თამბაქოს აქტიურად იყენებდნენ. ესპანელებმა, როგორც მისი აღმოჩენის ავტორებმა, თამბაქოს მოყვანის მონოპოლია შექმნეს, სამხრეთ ამერიკის კოლონიებში. 1636 წელს დაფუძნდა პირველი სახელმწიფო თამბაქოს კომპანია, რომელიც სიგარეტებს აწარმოებდა.

სიგარეტის კოლოფის გაჩენა და მისი ევოლუცია

სიგარეტების გამოჩენასთან ერთად, მისი შეფუთვის და შენახვის პრობლემამაც იჩინა თავი. სიგარები სპეციალურ ხის ყუთებში იდებოდა, რომელიც მის ტენიანობას იცავდა. პირველი შეფუთვა ძალიან მოუხერხებელი იყო. მეორე - ძალიან ძვირადღირებული. ასე გაჩნდა პირველი რბილი კოლოფი, რომელზეც გამოსახული იყო ბრენდი და სიგარეტების რაოდენობა. მოგვიანებით, დამატებით გაჩნდა ალუმინის ქაღალდი (იგივე „ფოლგა“). ამისდა მიუხედავად, შეფუთვა მაინც მოუხერხებელი იყო. ის მალე იკუჭებოდა და ზიანდებოდა ჯიბეში. ამიტომ, რბილი კოლოფი მუყაოს მაგარმა კოლოფმა ჩაანაცვლა.

საქართველოში თამბაქო XVII საუკუნის ბოლოს და XVIII საუკუნის დასაწყისში შემოიტანეს. ეს იყო დაბალი ხარისხის წეკო. მაღალხარისხოვანი საპაპიროსე თამბაქოს კულტურა კი ჩვენში XIX საუკუნის I ნახევარში გავრცელდა. პირველად იგი აფხაზეთში გააშენეს, შემდეგ - აჭარაში და ბოლოს - აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებში (მარნეული, ბოლნისი, ყვარელი, ლაგოდეხი და სხვა).

როგორ გაჩნდა ფილტრი

სიგარეტის ფილტრი დაახლოებით 100 წლის წინათ გამოიგონეს. მისი მიზანი იყო პირში თამბაქოს ნაწილების მოხვედრის თავიდან არიდება. ფილტრი ქაღალდისგან იყო და მას სიგარეტში თავად მწეველები ათავსებდნენ. 10 წლის შემდეგ, გამოუშვეს ფილტრიანი მთლიანი ღერები, რაც ბოლის ფილტრაციასაც ახდენდა.

1845 წელს, ფილიპ მორისმა სიგარეტების გამოშვება ინგლისში დაიწყო, ხოლო 1864წელს, სიგარეტის პირველი ქარხანა აშშ-ში გაიხსნა. 1881 წელს, ჯ. ბონსაკმა გამოიგონა სიგარეტების შეხვევის მანქანა, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა წარმოების მოცულობა. გაყიდვებით, სიგარეტებმა გადაუსწრეს სიგარებს. ყველაზე დიდი პოპულარობით კი ის ომის პერიოდში სარგებლობდა. „ჯარისკაცის მოსაწევი“ - ასე უწოდებდნენ სიგარეტებს, რომლებსაც მუყაოს კოლოფით, ფილტრის და მუნდშტუკის გარეშე უშვებდნენ. მას „პაპიროსი“ უწოდეს.

ბრძოლა თამბაქოს წინააღმდეგ

60-იან წლებში პირველად დაიწყო თამბაქოს საწინააღმდეგო კამპანიები. 1968 წელს გამოუშვეს სიგარეტი, რომელიც თამბაქოს ნაცვლად სალათის ფოთლებს შეიცავდა, მაგრამ სამწუხაროდ, ამ ექსპერიმენტმა არ გაამართლა.

დროთა განმავლობაში თამბაქოს საწინააღმდეგოდ ბრძოლის ახალი მეთოდები ჩნდებოდა. საერთაშორისო დონეზე ამოქმედდა მისი მოხმარების შემცირების და აღმოფხვრის მეთოდები.

1848 წელს მიიღეს კანონი, რომელიც თამბაქოს მოწევას ქუჩაში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში კრძალავდა. ჯარიმა საკმაოდ სოლიდური იყო. პოლიციელის დანახვისას, ხალხი სიგარეტის ნამწვავებს ქუჩაში ყრიდა, რის გამოც მკვეთრად მოიმატა ხანძრების რაოდენობამ. პრობლემის მოსაგვარებლად ქუჩებში დაიდგა სპეციალური ურნები, რომლებიც ქვისგან და ბრინჯაოსგან მზადდებოდა.

მოგვიანებით, ბაზარზე ელექტრო სიგარეტები გამოჩნდა. პირველი პატენტი 1963 წლით თარიღდება, თუმცა პირველი ელექტრო სიგარეტი 2004 წლის 8 თებერვალს ჰონგკონგში გამოიგონეს. ელექტრო სიგარეტებმა და თამბაქოს გაცხელების გაჯეტებმა სწრაფად მოიპოვეს პოპულარობა. სიგარეტის შედარებით უსაფრთხო ალტერნატივებზე, მსოფლიოს მასშტაბით ძალიან ბევრი ადამიანი გადავიდა. მრავალმა კვლევებმა აჩვენა, რომ ჩვეულებრივ სიგარეტში, წვის შედეგად ათასობით მავნე ნივთიერებების გამოყოფა ხდება, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მრავალი დაავადებების რისკს და ამცირებს ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას. ახლა, მოწევა აღარ ითვლება ტრენდად. ეს არის მავნე ჩვევა, რომლისგან გათავისუფლება ყოველდღიურად სულ უფრო მეტ ადამიანს სურს.

1988 წელს, გამაცხელებელი გაჯეტი შექმნეს, მაგრამ მისი ისტორია არ გაგრძელდა. თუმცა, ახლა ისინი ძალიან პოპულარულ პროდუქტად იქცა. თუ ჯერ არ იცით, გამაცხელებელი გაჯეტი სპაციალური მოწყობილობაა, რომელშიც იდება მოკლე სიგარეტის ღერი. გაჯეტი აცხელებს მას და წარმოქმნის ორთქლს, რომელსაც ჩაისუნთქავს ადამიანი.

იაპონიურმა კომპანიამ გამაცხელებელი გაჯეტის ჯანსაღი ვერსია წარუდგინა საზოგადოებას. პროფესიონალმა მეცნიერებმა და მკვლევარებმა სრულად გარდაქმნეს თამბაქოს ფორმულა და მის ნაცვლად, ახალი პროდუქტი - „ჰელსიერი“ შექმნეს, „ჰელსიერის“ შემადგენლობაში ჩაი და კოფეინია. მოკლე ჰითს-სტიკების გათბობადი ჩხირები რამდენიმე არომატითაა: კლასიკური თამბაქოს გემო, ყავა, მოცხარი, ციტრუსი და მენთოლი. ჩეულებრივი ჰითსებისგან განსხვავებით, „ჰელსიერი“ არ შეიცავს ნიკოტინს და ყველაზე უსაფრთხო, ჯანსაღ „სიგარეტად“ მიიჩნევა.

„ჰელსიერით“ გაცილებით ადვილია სიგარეტისვის თავის დანებება. ადამიანს შეუძლია თამბაქო „ჰელსიერით“ ჩაანაცვლოს და მოგვიანებით, საერთოდაც დაანებოს თავი მოწევას. საქართველოში, მის შეძენას SPAR-ის სუპერმარკეტების ქსელში შეძლებთ, ან პირდაპირი მიწოდების სერვისით Facebook-ში „ჰელსიერი“-ს ოფიციალური გვერდიდან.

აი, ასეთი საინტერესო და გრძელი გზა გამოიარეს სიგარეტებმა და ახლა, როდესაც თამბაქოზე სრულ ინფორმაციას ვფლობთ, გაცილებით ადვილია მის მოხმარებაზე უარის თქმა და სწორი არჩევანის გაკეთება.

როგორ დავისვენოთ ნებისმიერი კლასის სასტუმროში დანაზოგითა და განვადებით

ბლუმბერგის ჩარევა განვითარებადი ქვეყნების კანონმდებლობაში და თამბაქოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებები

"თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტში“ კონფერენცია „კურორტოლოგიის როლი მედიცინაში“ გაიმართა