საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:28-ზე, მთვარე ტყუპშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. კარგი დღეა ქორწინების, ნიშნობისა და სექსუალურისთვის. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გუშინ "ოცნების" დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე შეხვედრას მთხოვდა, ექვსჯერ დამირეკა, თითს არ მივაჭერო და დღეს ისეთი მისცა ხმა, მგონი, ღილაკიც ჩაამტვრია" - ნიკა მელია
"გუშინ "ოცნების" დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე შეხვედრას მთხოვდა, ექვსჯერ დამირეკა, თითს არ მივაჭერო და დღეს ისეთი მისცა ხმა, მგონი, ღილაკიც ჩაამტვრია" - ნიკა მელია

„ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის, ნიკა მე­ლი­ას გან­ცხა­დე­ბით, მას გუ­შინ, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტი, ვა­სილ ჩი­გო­გი­ძე და­უ­კავ­შირ­და და შეხ­ვედ­რა სთხო­ვა.

რო­გორც მე­ლი­ამ გა­ნა­ცხა­და, ვა­სილ ჩი­გო­გი­ძე მას პირ­დე­ბო­და, რომ დღე­ვან­დელ კენ­ჭისყრა­ზე მისი იმუ­ნი­ტე­ტის შე­ჩე­რე­ბას ხმას არ მის­ცემ­და.

ამას­თან, რო­გორც მე­ლია აცხდებს, ვა­სილ ჩი­გო­გი­ძეს 2020 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ რი­გე­ბი­დან უნდა ეყა­რა კენ­ჭი, თუმ­ცა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შეც­ვა­ლა.

„გუ­შინ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ერთი მოქ­მე­დი დე­პუ­ტა­ტი მეხ­მი­ა­ნე­ბო­და, შეხ­ვედ­რას მთხოვ­და. ძა­ლი­ან ცუდი სა­უ­ბა­რი მქონ­და და ვუ­თხა­რი, რომ შენ­თან სა­ლა­პა­რა­კო არა­ფე­რი არ მაქვს, ხვალ ჩა­ტარ­დე­ბა კენ­ჭისყრა. იქ­ნე­ბა შენი ხმა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ჩემი და­ჭე­რის სა­სარ­გებ­ლოდ და და­ნარ­ჩენს მერე მო­გახ­სე­ნებთქო. ვუ­თხა­რი, არ იქ­ნე­ბა ასე და და­გი­რე­კავ, მე თვი­თონ გნა­ხავთქო. ექ­ვსჯერ და­მი­რე­კა და დღეს ისე­თი მის­ცა ხმა, მემ­გო­ნი ღი­ლა­კიც ჩა­ამ­ტვრია. ეს იყო ვა­სილ ჩი­გო­გი­ძე. ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც რომ ჰკი­თხო ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნია. რო­დე­საც უკად­რე­ბელს იკად­რებ და ყელ­ში ამო­უყ­ვან ხალ­ხს და შეც­დო­მას შეც­დო­მა­ზე და­უშ­ვებ, მერე ნა­თე­ლის მო­ფე­ნას უნდა ელო­დო. „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ რი­გე­ბი­დან აპი­რებ­და კენ­ჭისყრას... ბა­ტო­ნი ჩი­გო­გი­ძე გა­ვი­ცა­ნი სა­სა­მარ­თლო­ში, ორი­ვე ვი­ყა­ვით ბრალ­დე­ბუ­ლი „ქარ­თუ ბან­კის“ საქ­მე­ზე. ამ საქ­მის ფარ­გლებ­ში მე გა­მო­მაგ­დეს პარ­ლა­მენ­ტი­დან ოფი­ცი­ა­ლუ­რად, და­მა­ჯა­რი­მეს. იმ­დე­ნად აბ­სურ­დუ­ლი საქ­მე იყო, რომ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მა­ტე­ბის მუხ­ლი­თაც ვერ გა­მა­სა­მარ­თლეს, მაგ­რამ ეს ადა­მი­ა­ნი დღეს არის იქ, სა­დაც არის. ეს ადა­მი­ა­ნი გუ­რი­ა­ში კენ­ჭს იყ­რი­და „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ რი­გე­ბი­დან, შემ­დეგ სამი დღე ტე­ლე­ფონს არ პა­სუ­ხობ­და, გა­ვი­ხე­დე და დაჯ­და და წა­რად­გი­ნეს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტად. ამ არ­ჩევ­ნებ­ზე შე­თან­ხმე­ბუ­ლი იყო ყვე­ლა­ფე­რი. მე ვი­ყა­ვი მო­ლა­პა­რა­კე­ბა­ზე მას­თან, მე გა­ვუ­წიე პარ­ტი­ა­ში რე­კო­მენ­და­ცია, და­ი­წყო სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია, დრუ­ზა თავი და წა­ვი­და „ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში“. ამ ადა­მი­ანს რა უნდა ვე­ლა­პა­რა­კო? გუ­შინ მე­უბ­ნე­ბა, მე თითს არ მი­ვა­ჭე­რო და და­გიმ­ტკი­ცებ, რომ მარ­თა­ლი ვარო. სი­მარ­თლე გი­თხრათ, ჩემ­თვის ვი­ფიქ­რე, ეს ადა­მი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა გა­ა­კე­თებს ამას და ვა­პი­რებ­დი კი­დეც სა­ჯა­როდ იმის თქმას, რომ ყო­ჩაღ ვა­სილ ჩი­გო­გი­ძეს, რომ თითი არ მი­ა­ჭი­რა­თქო, მაგ­რამ კი ვნა­ხეთ, რა გა­ა­კე­თა. მორ­ჩი­ლე­ბა­ცაა და მორ­ჩი­ლე­ბაც, მო­ნო­ბა­ცაა და მო­ნო­ბაც“, - გა­ნა­ცხა­და მე­ლი­ამ ტე­ლე­კომ­პა­ნია „პირ­ვე­ლის“ ეთერ­ში.

ცნო­ბის­თვის, პარ­ლა­მენ­ტმა "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რის, ნიკა მე­ლი­ას სა­დე­პუ­ტა­ტო იმუ­ნი­ტე­ტის შე­ჩე­რე­ბას მხა­რი და­უ­ჭი­რა. სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს ნიკა მე­ლი­ას მი­მართ შე­ფარ­დე­ბუ­ლი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შეც­ვლის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით უკვე მი­მარ­თა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
URO
24

რატომ გეგონა რომ არდაჭერას მისცემდნენ ხმას? შენი სულელური პოზიციით არჩევანი არ დატოვე 

izi
1

მაშინ მიაყოლეთ ჩიგოგიძეც

 

ავტორი:

"გუშინ "ოცნების" დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე შეხვედრას მთხოვდა, ექვსჯერ დამირეკა, თითს არ მივაჭერო და დღეს ისეთი მისცა ხმა, მგონი, ღილაკიც ჩაამტვრია" - ნიკა მელია

"გუშინ "ოცნების" დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე შეხვედრას მთხოვდა, ექვსჯერ დამირეკა, თითს არ მივაჭერო და დღეს ისეთი მისცა ხმა, მგონი, ღილაკიც ჩაამტვრია" - ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, მას გუშინ, „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ვასილ ჩიგოგიძე დაუკავშირდა და შეხვედრა სთხოვა.

როგორც მელიამ განაცხადა, ვასილ ჩიგოგიძე მას პირდებოდა, რომ დღევანდელ კენჭისყრაზე მისი იმუნიტეტის შეჩერებას ხმას არ მისცემდა.

ამასთან, როგორც მელია აცხდებს, ვასილ ჩიგოგიძეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებიდან უნდა ეყარა კენჭი, თუმცა გადაწყვეტილება შეცვალა.

„გუშინ „ქართული ოცნების“ ერთი მოქმედი დეპუტატი მეხმიანებოდა, შეხვედრას მთხოვდა. ძალიან ცუდი საუბარი მქონდა და ვუთხარი, რომ შენთან სალაპარაკო არაფერი არ მაქვს, ხვალ ჩატარდება კენჭისყრა. იქნება შენი ხმა დაფიქსირებული ჩემი დაჭერის სასარგებლოდ და დანარჩენს მერე მოგახსენებთქო. ვუთხარი, არ იქნება ასე და დაგირეკავ, მე თვითონ გნახავთქო. ექვსჯერ დამირეკა და დღეს ისეთი მისცა ხმა, მემგონი ღილაკიც ჩაამტვრია. ეს იყო ვასილ ჩიგოგიძე. ადამიანი, რომელსაც რომ ჰკითხო ღირსეული ადამიანია. როდესაც უკადრებელს იკადრებ და ყელში ამოუყვან ხალხს და შეცდომას შეცდომაზე დაუშვებ, მერე ნათელის მოფენას უნდა ელოდო. „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებიდან აპირებდა კენჭისყრას... ბატონი ჩიგოგიძე გავიცანი სასამართლოში, ორივე ვიყავით ბრალდებული „ქართუ ბანკის“ საქმეზე. ამ საქმის ფარგლებში მე გამომაგდეს პარლამენტიდან ოფიციალურად, დამაჯარიმეს. იმდენად აბსურდული საქმე იყო, რომ უფლებამოსილების გადამატების მუხლითაც ვერ გამასამართლეს, მაგრამ ეს ადამიანი დღეს არის იქ, სადაც არის. ეს ადამიანი გურიაში კენჭს იყრიდა „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებიდან, შემდეგ სამი დღე ტელეფონს არ პასუხობდა, გავიხედე და დაჯდა და წარადგინეს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატად. ამ არჩევნებზე შეთანხმებული იყო ყველაფერი. მე ვიყავი მოლაპარაკებაზე მასთან, მე გავუწიე პარტიაში რეკომენდაცია, დაიწყო საარჩევნო კამპანია, დრუზა თავი და წავიდა „ქართულ ოცნებაში“. ამ ადამიანს რა უნდა ველაპარაკო? გუშინ მეუბნება, მე თითს არ მივაჭერო და დაგიმტკიცებ, რომ მართალი ვარო. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ვიფიქრე, ეს ადამიანი შეიძლება გააკეთებს ამას და ვაპირებდი კიდეც საჯაროდ იმის თქმას, რომ ყოჩაღ ვასილ ჩიგოგიძეს, რომ თითი არ მიაჭირათქო, მაგრამ კი ვნახეთ, რა გააკეთა. მორჩილებაცაა და მორჩილებაც, მონობაცაა და მონობაც“, - განაცხადა მელიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

ცნობისთვის, პარლამენტმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირა. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით უკვე მიმართა.

"ეს უნდა გადაწყდეს მშვიდობიანად" - აშშ-ის საელჩო ნიკა მელიას საქმეზე გამოტანილ განაჩენზე განცხადებას ავრცელებს

"ვრცელდება ინფორმაცია, რომ სპეცრაზმი შეიძლება დაიძრას - მოვლენ, დავხვდებით" - გიგი უგულავა

"უნდა აღმოვაჩინოთ სპეცრაზმელების დედების და მამების, შვილების მისამართები და დაველაპარაკოთ..." - რას ამბობს სააკაშვილი მელიას განაჩენის შემდეგ?

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"