მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
Faceამბები
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მომსახურების სააგენტოში 17 თებერვლიდან ყველა სახის სერვისი განახლდება
მომსახურების სააგენტოში 17 თებერვლიდან ყველა სახის სერვისი განახლდება

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­ში 17 თე­ბერ­ვლი­დან, სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, COVID-19-ის პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გამო შე­ზღუ­დუ­ლი ყვე­ლა სა­ხის სერ­ვი­სი გა­ნახ­ლდე­ბა.

შსს-ს მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 17 თე­ბერ­ვლი­დან შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა მარ­თვის უფ­ლე­ბის მი­სა­ღებ თე­ო­რი­ულ და პრაქ­ტი­კულ გა­მოც­დებ­ზე გას­ვლა. მომ­ხმა­რებ­ლებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ, 16 თე­ბერ­ვალს, 24:00 სა­ა­თი­დან ელექტრო­ნუ­ლად და­ჯავ­შნონ თე­ო­რი­უ­ლი გა­მოც­დის რიგი.

ასე­ვე, სრუ­ლად აღ­დგე­ბა ია­რა­ღის რე­გის­ტრა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბი. და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბი შეძ­ლე­ბენ ია­რა­ღის რე­გის­ტრა­ცი­ის ნე­ბარ­თვის გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბას.

სერ­ვი­სე­ბის მი­წო­დე­ბა გა­ნახ­ლდე­ბა თბი­ლის­ში, ჯ. ბა­ლან­ჩი­ნის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე მომ­სა­ხუ­რე­ბის ცენ­ტრში, ახალ­ქა­ლა­ქი­სა და ამ­ბრო­ლა­უ­რის სტრუქ­ტუ­რულ ერ­თე­უ­ლებ­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მიერ გა­სა­ცემ ცნო­ბებს, გა­ნა­ცხა­დის მი­ღე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ად­გილ­ზე, მომ­სა­ხუ­რე­ბის ცენ­ტრებ­ში, ასე­ვე ელექტრო­ნუ­ლი წე­სით, მო­ნა­ცემ­თა სუ­ბი­ექ­ტის მიერ, მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ვებგ­ვერ­დის სა­შუ­ა­ლე­ბით (sa.gov.ge). ელექტრო­ნუ­ლი მო­თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე დამ­ზა­დე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი გა­ი­ცე­მა შევ­სე­ბი­სას მი­თი­თე­ბულ სტრუქტრულ ერ­თე­ულ­ში.

რო­გორც ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო, მო­ქა­ლა­ქე­თა უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით, სრუ­ლად ით­ვა­ლის­წი­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის უწყე­ბათ­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს რე­კო­მენ­და­ცი­ებს. სა­ა­გენ­ტო მო­ქა­ლა­ქე­ებს მო­უ­წო­დებს, რომ ად­გილ­ზე სერ­ვი­სე­ბის მი­სა­ღე­ბად გა­მო­ცხად­დნენ პირ­ბა­დით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

მომსახურების სააგენტოში 17 თებერვლიდან ყველა სახის სერვისი განახლდება

მომსახურების სააგენტოში 17 თებერვლიდან ყველა სახის სერვისი განახლდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში 17 თებერვლიდან, საქართველოს მასშტაბით, COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების გამო შეზღუდული ყველა სახის სერვისი განახლდება.

შსს-ს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 17 თებერვლიდან შესაძლებელი იქნება მართვის უფლების მისაღებ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდებზე გასვლა. მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, 16 თებერვალს, 24:00 საათიდან ელექტრონულად დაჯავშნონ თეორიული გამოცდის რიგი.

ასევე, სრულად აღდგება იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები. დაინტერესებული პირები შეძლებენ იარაღის რეგისტრაციის ნებართვის გამოცდის ჩაბარებას.

სერვისების მიწოდება განახლდება თბილისში, ჯ. ბალანჩინის ქუჩაზე მდებარე მომსახურების ცენტრში, ახალქალაქისა და ამბროლაურის სტრუქტურულ ერთეულებში.

რაც შეეხება მომსახურების სააგენტოს მიერ გასაცემ ცნობებს, განაცხადის მიღება შესაძლებელი იქნება ადგილზე, მომსახურების ცენტრებში, ასევე ელექტრონული წესით, მონაცემთა სუბიექტის მიერ, მომსახურების სააგენტოს ვებგვერდის საშუალებით (sa.gov.ge). ელექტრონული მოთხოვნის საფუძველზე დამზადებული დოკუმენტები გაიცემა შევსებისას მითითებულ სტრუქტრულ ერთეულში.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მომსახურების სააგენტო, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სრულად ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს. სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ადგილზე სერვისების მისაღებად გამოცხადდნენ პირბადით.

ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის გოგონას ბაბუას ბრალი წარედგინა - სასამართლო პროცესი 17 თებერვალს გაიმართება

"როცა ჰაერზე ამბობ, თურმე, ჩვენი ტერიტორიის გადაცემა მოხდაო, სულ მცირე დილეტანტიზმია..." - რა თქვა დღეს სასამართლოში ივერი მელაშვილმა

ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით პროკურატურა საქალაქო სასამართლოს დღესვე მიმართავს - რა განაცხადა პროკურორმა