ავტორი:

"ბეჭი არ ამოიგდოთ, ბატონო ალეკო, დავბრუნდები და აგიხსნით, რას ნიშნავს, იყო შერცხვენილი, თუ მანამდე მელიამ არ გაგიტანათ" - თეა წულუკიანი

"ბეჭი არ ამოიგდოთ, ბატონო ალეკო, დავბრუნდები და აგიხსნით, რას ნიშნავს, იყო შერცხვენილი, თუ მანამდე მელიამ არ გაგიტანათ" - თეა წულუკიანი

"ბეჭი არ ამოიგდოთ, ბატონო ალეკო, მე დავბრუნდები და აგიხსნით, რას ნიშნავს, იყო შერცხვენილი", - ასე გამოეხმაურა დეპუტატი თეა წულუკიანი ალეკო ელისაშვილის მიერ პარლამენტში მის შესახებ გაკეთებულ განცხადებას.

წულუკიანმა ელისაშვილის საპასუხოდ პოსტი "ფეისბუქის" პირად გვერდზე გამოაქვეყნა.

"ბეჭი არ ამოიგდოთ (ჰმ, ამის თარგმნა ვინძლო გაჭირდეს), ბატონო ალეკო. მე დავბრუნდები და აგიხსნით, თუ რას ნიშნავს, იყო შერცხვენილი, თუ მანამდე მელიამ არ გაგიტანათ. დილეტანტი ეს!” - წერს წულუკიანი.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას წულუკიანის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ მან მართლმსაჯულება "ჩააფლავა."

"სამართლიანობის აღდგენის კუთხით, ყველაზე მეტად, ბიძინა ივანიშვილზე მეტად, ერთი ქალი მეიმედებოდა, რომელიც სტრასბურგის სასამართლოზე მუშაობდა, რომელსაც ლამის ხოტბას აღვუვლენდი ხოლმე. იმ ადამიანს "ქართულმა ოცნებამ“ სწორედ იუსტიციის სამინისტრო ჩააბარა. ლათინურიდან თარგმნით "სამართლიანობის სამინისტრო“ და ყველაზე დიდხანს მინისტრად მან გაძლო და რა მივიღეთ? სამარცხვინო მართლმსაჯულება, სამარცხვინო პროკურატურა, სამარცხვინო სასამართლო, რომლის შედეგებზეც ახლა ვმსჯელობთ.

ჯანმრთელობას ვუსურვებ თეა წულუკიანს, მაგრამ დღეს დღის წესრიგში კიდევ ერთი გამაოგნებელი რამ ხდება. ადამიანს, რომელმაც მართლმსაჯულება ჩააფლავა, რომელმაც მურუსიძის უვადოდ დანიშვნაში წვლილი შეიტანა, ახლა ცალკე სამინისტროს ვუქმნით. ამ გაღატაკებულ, გასაცოდავებულ ქვეყანაში რას ვაკეთებთ? კიდევ ცალკე სამინისტროს ვქმნით. ამ შენობის მიღმა, როგორც ჩანს, რეალობას ვერ აღიქვამთ. კორონავირუსმა კიდევ უფრო გააღატაკა ქვეყანა და წულუკიანისთვის, სამართლიანობის დამსამარებლისთვის კიდევ ცალკე სამინისტროს შექმნა იქნებოდა? კიდევ ცალკე კომიტეტი უნდა შევქმნათ?“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

"პოზნერი იმსახურებს ამ სახის პროტესტს? არ მომწონს ის რაც ხდება, ადამიანი ჩამოვიდა და უნდა მივუვარდით" - მეგრელიშვილი

"არ მგონია, რომ ივანე მაჭავარიანი გიორგი გახარიას გუნდში ვიხილოთ" - არჩილ თალაკვაძე

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"