ავტორი:

"ნიკა მელიას ზედმეტები მოსდის, თუმცა ამას მძიმე ემოციურ ფონს მივაწერ" - ალეკო ელისაშვილი

"ნიკა მელიას ზედმეტები მოსდის, თუმცა ამას მძიმე ემოციურ ფონს მივაწერ" - ალეკო ელისაშვილი

"თუ გვინდა ნორმალურ ქვეყანაში ვიცხოვროთ, ოპოზიციური პარტიის არც წარმომადგენლებს და არც თავმჯდომარეებს იმუნიტეტს არ უნდა უხსნიდე" - ამის შესახებ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, კარგი იქნებოდა ქართველი პოლიტიკოსები, ემოციური და პირადი განწყობების გარეშე გადაწყვეტილების მიღებას მიჩვეოდნენ.

„მინდა, განსაკუთრებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს გთხოვოთ, არ გაიზიაროთ პროკურატურის შუამდგომლობა. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ თუ გვინდა ნორმალურ ქვეყანაში ვიცხოვროთ, ნორმალურ ქვეყანაში ოპოზიციური პარტიის არც წარმომადგენლებს და არც თავმჯდომარეებს იმუნიტეტს არ უნდა უხსნიდნენ. იმუნიტეტის არსი, შინაარსი და ფილოსოფია არის ის და ამიტომაც მოიგონეს სადეპუტატო იმუნიტეტი, რომ ოპოზიციურ დეპუტატებს ჰქონდეთ გამოხატვის თავისუფლებისას ხელები გახსნილი, არ ეშინოდეთ თავისი ქმედებების.

ვიღაცამ შეიძლება მითხრას, რას ექომაგები იმ კაცს, რომელიც დილიდან შენზე საძაგლობებს იძახისო. ფაქტია, ნიკა მელია ჩემთან მიმართებით ზღვარს გაცდა, სიტყვა გაექცა და ზედმეტები მოსდის, თუმცა, მძიმე ემოციური ფონი აქვს, მაინც ამას მივაწერ და ამით გავამართლებ მის ქმედებას. ამდენად გთხოვდით და მოგიწოდებდით, რომ თუ გვინდა ნორმალური ქვეყანა, რა დამოკიდებულებაც არ უნდა გქონდეთ ნიკა მელიას ან „ნაციონალური მოძრაობისადმი“ არ დაუჭიროთ მხარი მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს.

თქვენც აღმოჩნდებით ოპოზიციურ ადგილებზე და მაშინ აუცილებლად დაგვეთანხმებით, რომ ჩვენი ეს მოთხოვნა და თხოვნა სწორი იყო. ჩვენ ქართველი პოლიტიკოსები ემოციური და პირადი განწყობების გარეშე თუ მივეჩვევით გადაწყვეტილების მიღებას უკეთესი იქნებოდა“, - განაცხადა ელისაშვილმა.

"არ მომიყვანო მაგ პარლამენტში, ჩემი ხელით გამოგიყვან პარლამენტიდან" - შეგახსენებთ, ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ალეკო ელისაშვილის განცხადებას, რომლის თქმითაც, მზადაა თავისი ხელფასი მელიას გირაოს გადასახდელად გადაურიცხოს.

"უცნობები მოდიოდნენ, მკოცნიდნენ, მთხოვდნენ "სელფის" გადაღებას, მადლობას მიხდიდნენ, რომ ნიკა ასეთი გავზარდე" - ანზორ მელია

"ყურადღების მოდუნება დაუშვებელია" - მთავრობის ადმინისტრაცია, ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე, პრემიერის განცხადებას ავრცელებს

როგორ აპირებს ოპოზიცია მოქმედებას - რა გეგმა გააცნეს აქციის მონაწილეებს?