მსოფლიო
სამართალი

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
JCB-იმ, 55 კვტ სიმძლავრის ექსკავატორ-დამტვირთველის ახალი მოდელი, 3CX წარმოადგინა
JCB-იმ, 55 კვტ სიმძლავრის ექსკავატორ-დამტვირთველის ახალი მოდელი, 3CX წარმოადგინა

ექ­სკა­ვა­ტორ-დამ­ტვირ­თვე­ლე­ბის მსოფ­ლი­ო­ში უმ­სხვი­ლეს­მა მწარ­მო­ე­ბელ­მა, კომ­პა­ნია JCB-იმ, 55 კვტ სიმ­ძლავ­რის ექ­სკა­ვა­ტორ-დამ­ტვირ­თვე­ლის ახა­ლი მო­დე­ლი, 3CX წარ­მო­ად­გი­ნა, რო­მე­ლიც ევრო-5 სტან­დარ­ტის შე­სა­ბა­მი­სი ძრა­ვით არის აღ­ჭურ­ვი­ლი.

ახა­ლი მო­დე­ლი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი კომ­ფორ­ტით, გა­მო­ყე­ნე­ბის სი­მარ­ტი­ვით, გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი მწარ­მო­ებ­ლუ­რო­ბით და გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი სა­მუ­შაო პა­რა­მეტ­რე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. ასე­ვე შემ­ცი­რე­ბუ­ლია მისი ფლო­ბის ჯა­მუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა.

ტექ­ნი­კუ­რი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი:

  • გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი კა­ბი­ნა Command Plus
  • გაზ­რდი­ლი უსაფრ­თხო­ე­ბა, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს ინ­ტეგ­რი­რე­ბულ LED-ციმ­ცი­მას და სა­ფე­ხუ­რე­ბის სა­ნა­თებს.
  • გაზ­რდი­ლი სიმ­ძლავ­რე – 3.0-ლიტ­რი­ა­ნი ევრო-5 სტან­დარ­ტის ძრა­ვა უზ­რუნ­ველ­ყოფს მაბ­რუ­ნი მო­მენ­ტის 10%-ით ზრდას და საწ­ვა­ვის 7%-იან ეკო­ნო­მი­ას.
  • გაზ­რდი­ლი მწარ­მო­ებ­ლუ­რო­ბა, რო­მე­ლიც გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია ავ­ტო­მა­ტუ­რი ნი­ვე­ლი­რე­ბის ფუნ­ქცი­ით, ოპე­რა­ტო­რის სა­ვარ­ძლის მდგო­მა­რე­ო­ბის ავ­ტო­მა­ტუ­რი რე­გუ­ლი­რე­ბის ფუნ­ქცი­ით და ორი წამ­ყვა­ნი თვლით.

JCB-ს ექ­სკა­ვა­ტორ-დამ­ტვირ­თვე­ლის ახა­ლი მო­დე­ლი 3CX ახალ ათწლე­ულს გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი კა­ბი­ნით Command Plus-ით ხვდე­ბა. მო­დერ­ნი­ზე­ბუ­ლი კა­ბი­ნის ჭერ­ში ოთხი შუქ­დი­ო­დუ­რი ციმ­ცი­მა არის ჩა­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი, რო­გორც სა­ბა­ზო კომ­პლექ­ტა­ცი­ის ნა­წი­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, მაგ­ნი­ტუ­რი სა­მაგ­რით და­სა­მაგ­რე­ბე­ლი შუქ­დი­ო­დუ­რი ციმ­ცი­მე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა აღარ არ­სე­ბობს. ციმ­ცი­მე­ბი ნე­ბის­მი­ე­რი კუ­თხი­დან კარ­გად ჩანს, რაც ხელს უწყობს უსაფრ­თხო­ე­ბას სა­მუ­შაო ობი­ექ­ტზე, ხოლო ოპე­რა­ტორს არ უხ­დე­ბა ცივ და ნეს­ტი­ან ამინ­დში ექ­სკა­ვა­ტორ­ზე ას­ვლა და ციმ­ცი­მე­ბის მი­მაგ­რე­ბა სა­მუ­შაო დღის და­სა­წყის­ში.

კა­ბი­ნა Command Plus ასე­ვე აღ­ჭურ­ვი­ლია ყვი­თე­ლი ფე­რის მო­სა­ჭი­დე­ბე­ლი სა­კონ­ტაქ­ტო სა­ხე­ლუ­რე­ბით და უფრო დიდი ზო­მის სარ­კე­ე­ბით, რომ­ლე­ბიც აუმ­ჯო­ბე­სებს უკა­ნა ხედ­ვას, სამ­შე­ნებ­ლო ობი­ექ­ტზე მა­ნევ­რი­რე­ბის ან გზა­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას. კვად­რა­ტუ­ლი ფორ­მის სა­მუ­შაო გა­ნა­თე­ბის ფა­რე­ბი გა­მო­ირ­ჩე­ვა უფრო ზუს­ტი რე­გუ­ლი­რე­ბით, ხოლო შუქ­დი­ო­დუ­რი (LED) ოპცია გა­ნა­თე­ბის ათამ­დე რე­ჟიმს მო­ი­ცავს და სა­მუ­შაო სივ­რცის მაქ­სი­მა­ლურ ხილ­ვა­დო­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს.

კა­ბი­ნის ინ­ტე­რი­ე­რი კომ­ფორ­ტის და პრაქ­ტი­კუ­ლო­ბის სრუ­ლი­ად ახალ დო­ნეს გვთა­ვა­ზობს. სივ­რცის გამ­ყო­ფი ფე­რა­დი ზო­ლის მუქი რუხი ფერი კა­ბი­ნის ქვე­და, ხოლო ღია რუხი ფერი - მის ზედა ნა­ხე­ვარს აღ­ნიშ­ნავს. ეს ხელს უწყობს ტე­ვა­დი, ერ­გო­ნო­მი­უ­ლი სივ­რცის შეგ­რძნე­ბას და მშვიდ, კომ­ფორ­ტულ სა­მუ­შაო გა­რე­მოს უქ­მნის ოპე­რა­ტორს. მო­დე­ლი Advanced Easy Control (AEC) ასე­ვე გთა­ვა­ზობთ ახალ სა­ვარ­ძელს თავ­მი­სა­დე­ბით და ყვი­თე­ლი ძა­ფით მო­ქარ­გუ­ლი, მუქი ფე­რის ქსო­ვი­ლის გა­და­საკ­რა­ვით.

გა­ნახ­ლე­ბუ­ლი, კარ­გად და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი სამ­მა­ნი­ა­ნი სა­ჭის უკან გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სად ჩანს ახა­ლი ეკ­რა­ნი, რო­მე­ლიც 3CX-ის უახ­ლე­სი მო­დე­ლის სა­ბა­ზო კომ­პლექ­ტა­ცი­ა­ში შე­დის. ეკ­რან­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლია სპი­დო­მეტ­რი, გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი ინ­დი­კა­ტო­რე­ბი და არ­ჩე­უ­ლი სიჩ­ქა­რის რე­ჟი­მი Powershift-ის მო­დე­ლებ­ზე. JCB მომ­ხმა­რებ­ლებს პირ­ვე­ლად სთა­ვა­ზობს ბლუ­თუ­ზის სა­შუ­ა­ლე­ბით ტე­ლე­ფონ­თან თავ­სე­ბად ქარ­ხნულ რა­დი­ოს, რო­მე­ლიც ასე­ვე თავ­სე­ბა­დია USB, AUX და SD-ბა­რათ­თან. რა­დიო ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლია სა­ლო­ნის ჭე­რის სა­მოს­ში - თუმ­ცა, მისი მარ­თვა გვერ­დი­თა კონ­სოლ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი მბრუ­ნა­ვი გა­დამ­რთვე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. აუ­დიო და ტე­ლე­ფო­ნის ფუნ­ქცი­ე­ბის ინ­დი­კა­ტო­რე­ბი ასე­ვე გან­თავ­სე­ბუ­ლია გვერ­დი­თა ახალ ეკ­რან­ზე 7”.

გვერ­დი­თა ეკ­რა­ნი ასე­ვე უზ­რუნ­ველ­ყოფს ოპე­რა­ტორს მო­მა­ტე­ბუ­ლი ფუნ­ქცი­ო­ნა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით და ინ­ფორ­მა­ცი­ით. აღ­ნიშ­ნუ­ლი ეკ­რა­ნის მარ­თვა შე­საძ­ლე­ბე­ლია მბრუ­ნა­ვი გა­დამ­რთვე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა სა­ო­პე­რა­ციო მე­ნი­უ­ზე სწრაფ წვდო­მას უზ­რუნ­ველ­ყოფს.

გაზ­რდი­ლი მწარ­მო­ებ­ლუ­რო­ბა

55 კვტ სიმ­ძლავ­რის ევრო-5 სტან­დარ­ტის მო­დე­ლი 3CX მომ­ხმა­რე­ბელს მთელ რიგ ახალ ავ­ტო­მა­ტურ ფუნ­ქცი­ებს სთა­ვა­ზობს, რო­მელ­თა მი­ზანს ოპე­რა­ტო­რის დაღ­ლი­ლო­ბის შემ­ცი­რე­ბა და მწარ­მო­ებ­ლუ­რო­ბის გაზ­რდა წარ­მო­ად­გენს. მათ შო­რის არის ავტო-სტო­პის ფუნ­ქია, რო­მე­ლიც ავ­ტო­მა­ტუ­რად აფიქ­სი­რებს ექ­სკა­ვა­ტო­რის მუ­შა­ო­ბის შე­წყვე­ტის მო­მენტს და თი­შავს ძრავს. ავტო-სტო­პი გა­მო­რი­ცხავს ძრა­ვის უქმე სვლის რე­ჟიმ­ში მუ­შა­ო­ბას, ამ­ცი­რებს საწ­ვა­ვის მოხ­მა­რე­ბას და გა­მო­ნა­ბოლ­ქვს. გა­მორ­თვის და­ყოვ­ნე­ბის ფუნ­ქცი­ის წი­ნას­წარ და­ყე­ნე­ბა ან რე­გუ­ლი­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია ოპე­რა­ტო­რის მიერ კა­ბი­ნა­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი გვერ­დი­თი ეკ­რა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბით.

ოპე­რა­ტო­რის სა­ვარ­ძლის მდგო­მა­რე­ო­ბის ავ­ტო­მა­ტუ­რი რე­გუ­ლი­რე­ბის ფუნ­ქცია ხელ­მი­საწ­ვდო­მია სა­მარ­თა­ვი სერ­ვო­ბერ­კე­ტით აღ­ჭურ­ვილ მო­დე­ლებ­ზე. ფუნ­ქცია ავ­ტო­მა­ტუ­რად ახ­დენს სა­ვარ­ძლის მი­მარ­თუ­ლე­ბის ამოც­ნო­ბას. შე­სა­ბა­მი­სად, რო­დე­საც ოპე­რა­ტორს სა­ვარ­ძე­ლი წინა მდგო­მა­რე­ო­ბი­დან უკა­ნა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გა­დაჰ­ყავს, მას აღარ სჭირ­დე­ბა ფუნ­ქცი­ე­ბის არ­ჩე­ვა. სერ­ვო­მო­დე­ლებ­ზე ასე­ვე ხელ­მი­საწ­ვდო­მია ავ­ტო­მა­ტუ­რი საყ­რდე­ნი ფე­ხე­ბი (სტა­ბი­ლი­ზა­ტო­რე­ბი), რომ­ლე­ბიც არა მხო­ლოდ ავ­ტო­მა­ტუ­რი აწე­ვის, არა­მედ ავ­ტო­მა­ტუ­რი და­მაგ­რძე­ლე­ბე­ლის ფუნ­ქცი­ას ას­რუ­ლებს, და ავ­ტო­მა­ტუ­რად ითი­შე­ბა, რო­გორც კი მი­წას შე­ე­ხე­ბა. ავ­ტო­მა­ტუ­რი ნი­ვე­ლი­რე­ბის წყა­ლო­ბით ექ­სკა­ვა­ტო­რი სწრა­ფად ნა­ხუ­ლობს ჰო­რი­ზონ­ტა­ლურ სა­მუ­შაო პო­ზი­ცი­ას უს­წორ­მას­წო­რო მი­წის ზე­და­პირ­ზე.

ასე­ვე გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლია ავ­ტო­პი­ლო­ტის ფუნ­ქცია, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს ოპე­რა­ტორს ავ­ტო­მა­ტუ­რად აირ­ჩი­ოს ძრა­ვის სიჩ­ქა­რე გზა­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას. სა­მუ­შაო პრო­ცე­სი გა­ცი­ლე­ბით იოლი გახ­და ახა­ლი ბერ­კე­ტის წყა­ლო­ბით, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლე­ბის არ­ჩე­ვის ღი­ლა­კის ქვეშ არის გან­თავ­სე­ბუ­ლი.

სა­ბუ­რა­ვე­ბის ზედ­მე­ტი ცვე­თის და საწ­ვა­ვის მოხ­მა­რე­ბის შემ­ცი­რე­ბის მიზ­ნით 3CX მო­დე­ლი აღ­ჭურ­ვი­ლია ორი წამ­ყვა­ნი თვლით. აღ­ნიშ­ნუ­ლი ფუნ­ქცი­ის მეშ­ვე­ო­ბით ავ­ტო­მა­ტუ­რად ხდე­ბა ოთხთვლი­ა­ნი ტრან­სმი­სი­ის ორ­თვლი­ან სა­ვალ სის­ტე­მა­ზე გა­დას­ვლა, რო­დე­საც აღარ არის და­მა­ტე­ბი­თი წე­ვის სა­ჭი­რო­ე­ბა. ფუნ­ქცია ასე­ვე აძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას ოპე­რა­ტორს აირ­ჩი­ოს ტრან­სმი­სი­ის ტიპი ოთხი­ვე წამ­ყვა­ნი თვლით, ცი­ცხვის ნა­ყარ­ში ან მი­წის ზე­და­პირ­ში ჩაღ­რმა­ვე­ბი­სას, რო­დე­საც აუ­ცი­ლე­ბე­ლია მაქ­სი­მა­ლუ­რი წე­ვის ძალა. შემ­დეგ, რო­დე­საც ექ­სკა­ვა­ტო­რი უკან იხევს და მა­ღა­ლი სიჩ­ქა­რით იწყებს მოძ­რა­ო­ბას, ტრან­სმი­სია ავ­ტო­მა­ტუ­რად გა­და­დის ორ­თვლი­ან სა­ვალ სის­ტე­მა­ზე. აღ­ნიშ­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბის სის­წრა­ფის და­რე­გუ­ლი­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია ოპე­რა­ტო­რის მიერ გვერ­დი­თი ეკ­რა­ნის მე­ნი­უს სა­შუ­ა­ლე­ბით.

ახალ მო­დელს ასე­ვე და­ე­მა­ტა გა­ნა­თე­ბა კა­ბი­ნის ორი­ვე მხა­რეს. შე­დე­გად, ოპე­რა­ტო­რის­თვის უფრო იო­ლია ექ­სკა­ვა­ტორ­ზე წვდო­მა, ან მისი და­ტო­ვე­ბა სიბ­ნე­ლე­ში. შე­საძ­ლე­ბე­ლია ტა­ი­მე­რის ავ­ტო­მა­ტუ­რი და­ყე­ნე­ბა და ფა­რე­ბის ახლო სი­ნათ­ლე­ზე გა­დარ­თვა, რო­დე­საც ექ­სკა­ვა­ტო­რი არ მუ­შა­ობს და გა­მორ­თუ­ლია, ან ექ­სკა­ვა­ტო­რის კა­რის და­კეტვის­თა­ნა­ვე. 3CX ასე­ვე გა­მო­ირ­ჩე­ვა სტან­დარ­ტუ­ლი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის მთე­ლი სპექტრით, რო­გო­რიც არის უკა­ნა გა­ნა­თე­ბის ფა­რე­ბი, თხრის რე­ჟიმ­ში დაბ­რუ­ნე­ბის სის­ტე­მა, ცი­ცხვის დამ­ცა­ვი ცი­ლინ­დრუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა, სატ­ვირ­თვე­ლის მი­ლა­კი და სატ­ვირ­თვე­ლის რბი­ლი სვლის სის­ტე­მა.

ევრო-5 სტან­დარ­ტის სიმ­ძლავ­რე

55 კვტ სიმ­ძლავ­რის ექ­სკა­ვა­ტორ-დამ­ტვირ­თვე­ლის ახა­ლი მო­დე­ლი 3CX , კომ­პა­ნია JCB-ის უახ­ლე­სი ევრო-5 სტან­დარ­ტის შე­სა­ბა­მი­სი 3.0-ლიტ­რი­ა­ნი დი­ზე­ლის ძრა­ვით იკ­ვე­ბე­ბა, რო­მელ­მაც წინა თა­ო­ბის 4.4-ლ ძრა­ვა შეც­ვა­ლა. აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პაქ­ტუ­რი ძრა­ვა უზ­რუნ­ველ­ყოფს 55 კვტ სიმ­ძლავ­რეს და 440 ნმ მაბ­რუნ მო­მენტს, რაც წინა მო­დელ­თან შე­და­რე­ბით 10%-იან ზრდას წარ­მო­ად­გენს. მისი უფრო მცი­რე მო­ცუ­ლო­ბა და გაზ­რდი­ლი მარ­გი ქმე­დე­ბის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი გა­ნა­პი­რო­ბებს საწ­ვა­ვის ხარ­ჯის 7%-ით შემ­ცი­რე­ბას მე-4 თა­ო­ბის 55 კვტ ძრა­ვას­თან შე­და­რე­ბით. 3.0-ლიტ­რი­ა­ნი JCB-ის ძრა­ვა აღ­წევს ევრო-5 სტან­დარ­ტის შე­სა­ბა­მის ემი­სი­ას ისე, რომ სა­ჭი­რო არ არის დი­ზე­ლის გა­მო­ნა­ბოლ­ქვის გამ­წმენ­დი სი­თხე, ან გა­მო­ნა­ბოლ­ქვის რა­ი­მე შე­სამ­ცი­რე­ბე­ლი და­ნა­მა­ტი.

ძრა­ვა აღ­ჭურ­ვი­ლია კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი დი­ზე­ლის და­ჟან­გვის კა­ტა­ლი­ზა­ტო­რით (DOC) და დი­ზე­ლის ნა­წი­ლა­კე­ბის ფილტრის აღ­მდგე­ნით (DPF) 8 000-სა­თი­ა­ნი სა­სი­ცო­ცხლო ციკ­ლით. რე­გე­ნე­რა­ცი­ის პრო­ცე­სი ავ­ტო­მა­ტუ­რად ხორ­ცი­ელ­დე­ბა, ხოლო მისი მო­ნი­ტო­რინ­გი შე­საძ­ლე­ბე­ლია JCB-ის სტან­დარ­ტუ­ლი ტე­ლე­მა­ტი­კუ­რი სის­ტე­მის სა­შუ­ა­ლე­ბით. ძრა­ვა აღ­ჭურ­ვი­ლია კარ­ტე­რის ვენ­ტი­ლა­ცი­ის ჰერ­მე­ტუ­ლი სარ­ქვე­ლით და ჰიდ­რავ­ლი­კუ­რი სა­ბიძ­გე­ბე­ლე­ბით, რაც გა­მო­რი­ცხავს მე­ქა­ნი­კუ­რი და­რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბას. ეს ხელს უწყობს ტექ­ნი­კუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის ხარ­ჯე­ბის შემ­ცი­რე­ბას და ამ­ცი­რებს ფლო­ბის ჯა­მურ ღი­რე­ბუ­ლე­ბას მომ­ხმა­რებ­ლი­სათ­ვის.

ბრი­ტა­ნუ­ლი #1 სამ­შე­ნებ­ლო ტექ­ნი­კის ბრენდ JCB-ის ოფი­ცი­ა­ლურ დი­ლერს სა­ქარ­თვე­ლო­ში წარ­მო­ად­გენს კომ­პა­ნია„ "თე­გე­ტა ქონსთრაქ­შენ ექ­ვიფ­მენ­თი“.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

JCB-იმ, 55 კვტ სიმძლავრის ექსკავატორ-დამტვირთველის ახალი მოდელი, 3CX წარმოადგინა

JCB-იმ, 55 კვტ სიმძლავრის ექსკავატორ-დამტვირთველის ახალი მოდელი, 3CX წარმოადგინა

ექსკავატორ-დამტვირთველების მსოფლიოში უმსხვილესმა მწარმოებელმა, კომპანია JCB-იმ, 55 კვტ სიმძლავრის ექსკავატორ-დამტვირთველის ახალი მოდელი, 3CX წარმოადგინა, რომელიც ევრო-5 სტანდარტის შესაბამისი ძრავით არის აღჭურვილი.

ახალი მოდელი გაუმჯობესებული კომფორტით, გამოყენების სიმარტივით, გაძლიერებული მწარმოებლურობით და გაუმჯობესებული სამუშაო პარამეტრებით გამოირჩევა. ასევე შემცირებულია მისი ფლობის ჯამური ღირებულება.

ტექნიკური მახასიათებლები:

  • გაუმჯობესებული კაბინა Command Plus
  • გაზრდილი უსაფრთხოება, რომელიც მოიცავს ინტეგრირებულ LED-ციმციმას და საფეხურების სანათებს.
  • გაზრდილი სიმძლავრე – 3.0-ლიტრიანი ევრო-5 სტანდარტის ძრავა უზრუნველყოფს მაბრუნი მომენტის 10%-ით ზრდას და საწვავის 7%-იან ეკონომიას.
  • გაზრდილი მწარმოებლურობა, რომელიც განპირობებულია ავტომატური ნიველირების ფუნქციით, ოპერატორის სავარძლის მდგომარეობის ავტომატური რეგულირების ფუნქციით და ორი წამყვანი თვლით.

JCB-ს ექსკავატორ-დამტვირთველის ახალი მოდელი 3CX ახალ ათწლეულს გაუმჯობესებული კაბინით Command Plus-ით ხვდება. მოდერნიზებული კაბინის ჭერში ოთხი შუქდიოდური ციმციმა არის ჩამონტაჟებული, როგორც საბაზო კომპლექტაციის ნაწილი. შესაბამისად, მაგნიტური სამაგრით დასამაგრებელი შუქდიოდური ციმციმების საჭიროება აღარ არსებობს. ციმციმები ნებისმიერი კუთხიდან კარგად ჩანს, რაც ხელს უწყობს უსაფრთხოებას სამუშაო ობიექტზე, ხოლო ოპერატორს არ უხდება ცივ და ნესტიან ამინდში ექსკავატორზე ასვლა და ციმციმების მიმაგრება სამუშაო დღის დასაწყისში.

კაბინა Command Plus ასევე აღჭურვილია ყვითელი ფერის მოსაჭიდებელი საკონტაქტო სახელურებით და უფრო დიდი ზომის სარკეებით, რომლებიც აუმჯობესებს უკანა ხედვას, სამშენებლო ობიექტზე მანევრირების ან გზაზე გადაადგილებისას. კვადრატული ფორმის სამუშაო განათების ფარები გამოირჩევა უფრო ზუსტი რეგულირებით, ხოლო შუქდიოდური (LED) ოპცია განათების ათამდე რეჟიმს მოიცავს და სამუშაო სივრცის მაქსიმალურ ხილვადობას უზრუნველყოფს.

კაბინის ინტერიერი კომფორტის და პრაქტიკულობის სრულიად ახალ დონეს გვთავაზობს. სივრცის გამყოფი ფერადი ზოლის მუქი რუხი ფერი კაბინის ქვედა, ხოლო ღია რუხი ფერი - მის ზედა ნახევარს აღნიშნავს. ეს ხელს უწყობს ტევადი, ერგონომიული სივრცის შეგრძნებას და მშვიდ, კომფორტულ სამუშაო გარემოს უქმნის ოპერატორს. მოდელი Advanced Easy Control (AEC) ასევე გთავაზობთ ახალ სავარძელს თავმისადებით და ყვითელი ძაფით მოქარგული, მუქი ფერის ქსოვილის გადასაკრავით.

განახლებული, კარგად დაბალანსებული სამმანიანი საჭის უკან გაცილებით უკეთესად ჩანს ახალი ეკრანი, რომელიც 3CX-ის უახლესი მოდელის საბაზო კომპლექტაციაში შედის. ეკრანზე განთავსებულია სპიდომეტრი, გამაფრთხილებელი ინდიკატორები და არჩეული სიჩქარის რეჟიმი Powershift-ის მოდელებზე. JCB მომხმარებლებს პირველად სთავაზობს ბლუთუზის საშუალებით ტელეფონთან თავსებად ქარხნულ რადიოს, რომელიც ასევე თავსებადია USB, AUX და SD-ბარათთან. რადიო ინტეგრირებულია სალონის ჭერის სამოსში - თუმცა, მისი მართვა გვერდითა კონსოლზე განთავსებული მბრუნავი გადამრთველის საშუალებით არის შესაძლებელი. აუდიო და ტელეფონის ფუნქციების ინდიკატორები ასევე განთავსებულია გვერდითა ახალ ეკრანზე 7”.

გვერდითა ეკრანი ასევე უზრუნველყოფს ოპერატორს მომატებული ფუნქციონალური შესაძლებლობებით და ინფორმაციით. აღნიშნული ეკრანის მართვა შესაძლებელია მბრუნავი გადამრთველის საშუალებით, რომელიც სხვადასხვა საოპერაციო მენიუზე სწრაფ წვდომას უზრუნველყოფს.

გაზრდილი მწარმოებლურობა

55 კვტ სიმძლავრის ევრო-5 სტანდარტის მოდელი 3CX მომხმარებელს მთელ რიგ ახალ ავტომატურ ფუნქციებს სთავაზობს, რომელთა მიზანს ოპერატორის დაღლილობის შემცირება და მწარმოებლურობის გაზრდა წარმოადგენს. მათ შორის არის ავტო-სტოპის ფუნქია, რომელიც ავტომატურად აფიქსირებს ექსკავატორის მუშაობის შეწყვეტის მომენტს და თიშავს ძრავს. ავტო-სტოპი გამორიცხავს ძრავის უქმე სვლის რეჟიმში მუშაობას, ამცირებს საწვავის მოხმარებას და გამონაბოლქვს. გამორთვის დაყოვნების ფუნქციის წინასწარ დაყენება ან რეგულირება შესაძლებელია ოპერატორის მიერ კაბინაში განთავსებული გვერდითი ეკრანის საშუალებით.

ოპერატორის სავარძლის მდგომარეობის ავტომატური რეგულირების ფუნქცია ხელმისაწვდომია სამართავი სერვობერკეტით აღჭურვილ მოდელებზე. ფუნქცია ავტომატურად ახდენს სავარძლის მიმართულების ამოცნობას. შესაბამისად, როდესაც ოპერატორს სავარძელი წინა მდგომარეობიდან უკანა მდგომარეობაში გადაჰყავს, მას აღარ სჭირდება ფუნქციების არჩევა. სერვომოდელებზე ასევე ხელმისაწვდომია ავტომატური საყრდენი ფეხები (სტაბილიზატორები), რომლებიც არა მხოლოდ ავტომატური აწევის, არამედ ავტომატური დამაგრძელებელის ფუნქციას ასრულებს, და ავტომატურად ითიშება, როგორც კი მიწას შეეხება. ავტომატური ნიველირების წყალობით ექსკავატორი სწრაფად ნახულობს ჰორიზონტალურ სამუშაო პოზიციას უსწორმასწორო მიწის ზედაპირზე.

ასევე გაუმჯობესებულია ავტოპილოტის ფუნქცია, რომელიც საშუალებას აძლევს ოპერატორს ავტომატურად აირჩიოს ძრავის სიჩქარე გზაზე გადაადგილებისას. სამუშაო პროცესი გაცილებით იოლი გახდა ახალი ბერკეტის წყალობით, რომელიც მიმართულების არჩევის ღილაკის ქვეშ არის განთავსებული.

საბურავების ზედმეტი ცვეთის და საწვავის მოხმარების შემცირების მიზნით 3CX მოდელი აღჭურვილია ორი წამყვანი თვლით. აღნიშნული ფუნქციის მეშვეობით ავტომატურად ხდება ოთხთვლიანი ტრანსმისიის ორთვლიან სავალ სისტემაზე გადასვლა, როდესაც აღარ არის დამატებითი წევის საჭიროება. ფუნქცია ასევე აძლევს საშუალებას ოპერატორს აირჩიოს ტრანსმისიის ტიპი ოთხივე წამყვანი თვლით, ციცხვის ნაყარში ან მიწის ზედაპირში ჩაღრმავებისას, როდესაც აუცილებელია მაქსიმალური წევის ძალა. შემდეგ, როდესაც ექსკავატორი უკან იხევს და მაღალი სიჩქარით იწყებს მოძრაობას, ტრანსმისია ავტომატურად გადადის ორთვლიან სავალ სისტემაზე. აღნიშნული ცვლილების სისწრაფის დარეგულირება შესაძლებელია ოპერატორის მიერ გვერდითი ეკრანის მენიუს საშუალებით.

ახალ მოდელს ასევე დაემატა განათება კაბინის ორივე მხარეს. შედეგად, ოპერატორისთვის უფრო იოლია ექსკავატორზე წვდომა, ან მისი დატოვება სიბნელეში. შესაძლებელია ტაიმერის ავტომატური დაყენება და ფარების ახლო სინათლეზე გადართვა, როდესაც ექსკავატორი არ მუშაობს და გამორთულია, ან ექსკავატორის კარის დაკეტვისთანავე. 3CX ასევე გამოირჩევა სტანდარტული მახასიათებლების მთელი სპექტრით, როგორიც არის უკანა განათების ფარები, თხრის რეჟიმში დაბრუნების სისტემა, ციცხვის დამცავი ცილინდრული მოწყობილობა, სატვირთველის მილაკი და სატვირთველის რბილი სვლის სისტემა.

ევრო-5 სტანდარტის სიმძლავრე

55 კვტ სიმძლავრის ექსკავატორ-დამტვირთველის ახალი მოდელი 3CX , კომპანია JCB-ის უახლესი ევრო-5 სტანდარტის შესაბამისი 3.0-ლიტრიანი დიზელის ძრავით იკვებება, რომელმაც წინა თაობის 4.4-ლ ძრავა შეცვალა. აღნიშნული კომპაქტური ძრავა უზრუნველყოფს 55 კვტ სიმძლავრეს და 440 ნმ მაბრუნ მომენტს, რაც წინა მოდელთან შედარებით 10%-იან ზრდას წარმოადგენს. მისი უფრო მცირე მოცულობა და გაზრდილი მარგი ქმედების კოეფიციენტი განაპირობებს საწვავის ხარჯის 7%-ით შემცირებას მე-4 თაობის 55 კვტ ძრავასთან შედარებით. 3.0-ლიტრიანი JCB-ის ძრავა აღწევს ევრო-5 სტანდარტის შესაბამის ემისიას ისე, რომ საჭირო არ არის დიზელის გამონაბოლქვის გამწმენდი სითხე, ან გამონაბოლქვის რაიმე შესამცირებელი დანამატი.

ძრავა აღჭურვილია კომბინირებული დიზელის დაჟანგვის კატალიზატორით (DOC) და დიზელის ნაწილაკების ფილტრის აღმდგენით (DPF) 8 000-სათიანი სასიცოცხლო ციკლით. რეგენერაციის პროცესი ავტომატურად ხორციელდება, ხოლო მისი მონიტორინგი შესაძლებელია JCB-ის სტანდარტული ტელემატიკური სისტემის საშუალებით. ძრავა აღჭურვილია კარტერის ვენტილაციის ჰერმეტული სარქველით და ჰიდრავლიკური საბიძგებელებით, რაც გამორიცხავს მექანიკური დარეგულირების საჭიროებას. ეს ხელს უწყობს ტექნიკური მომსახურების ხარჯების შემცირებას და ამცირებს ფლობის ჯამურ ღირებულებას მომხმარებლისათვის.

ბრიტანული #1 სამშენებლო ტექნიკის ბრენდ JCB-ის ოფიციალურ დილერს საქართველოში წარმოადგენს კომპანია„ "თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთი“.

NS

"ვოლვო ქარ საქართველო“ მომხმარებელს საჩუქრად 1 ტონა საწვავს გადასცემს

გავრილოვის მედლები და მავთულხლართები - რა ხდება პარლამენტის გარეთ, სანამ დეპუტატები ნიკა მელიას საკითხზე მსჯელობენ

კორონავირუსის 740 ახალი შემთხვევა და 14 გარდაცვლილი - რამდენი ტესტი ჩატარდა ბოლო 24 საათში