მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
14 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე მოზარდის ბაბუა დააკავეს
14 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე მოზარდის ბაბუა დააკავეს

ქო­ბუ­ლე­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ქა­ქუთ­ში, 14 წლის გო­გოს გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე მო­ზარ­დის ბა­ბუა და­ა­კა­ვეს. ინ­ფორ­მა­ცი­ას შსს ავ­რცე­ლებს.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს აჭა­რის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, ქო­ბუ­ლე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში გარ­დაც­ვლი­ლი 14 წლის ბავ­შვის ოჯა­ხის წევ­რი - 1945 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ს.ც. მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­ა­კა­ვეს. მას ბრა­ლად ედე­ბა წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით ოჯა­ხის არას­რულ­წლო­ვა­ნი წევ­რის მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი მუ­ქა­რა და ძა­ლა­დო­ბა.

და­ნა­შა­უ­ლი 3 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა თა­ვი­სი არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლიშ­ვი­ლის მი­მართ მუ­ქა­რა და ძა­ლა­დო­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. 2006 წელს და­ბა­დე­ბულ­მა მო­ზარ­დმა მიმ­დი­ნა­რე წლის 9 თე­ბერ­ვალს თავი მო­იკ­ლა.

ოჯა­ხუ­რი ნიშ­ნით, წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ ჩა­დე­ნილ მუ­ქა­რის და ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა-151-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "გ" და "დ" ქვე­პუნ­ქტე­ბით, ასე­ვე, 126-ე პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ა" ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ კი­დევ ერთი პირი და­ა­კა­ვა. თექ­ვსმე­ტი წლის ასაკს მი­უღ­წე­ველ არას­რულ­წლო­ვან­თან სექ­სუ­ა­ლუ­რი კავ­ში­რის დამ­ყა­რე­ბი­სა და თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულ, 1997 წელს და­ბა­დე­ბულ მა­მა­კაცს წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ცნო­ბის­თვის, გო­გო­ნას გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია 10 თე­ბერ­ვალს გავ­რცელ­და. ამის შემ­დეგ შსს-მ ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლა, რომ­ლის თა­ნახ­მად, პო­ლი­ცი­ამ ქო­ბუ­ლეთ­ში 16 წლის ასაკს მი­უღ­წევ­ლის სხე­ულ­ში სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის შეღ­წე­ვის ბრალ­დე­ბით, 1997 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი და­ა­კა­ვა.

ბა­თუ­მის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ მას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
212121
16

ძლივს დააკავეს ყველაზე დიდი დამნაშავე, მაგრამ 3 წელი ცოტაა.

ინნა
3

მოძალადე ბიძებიც დასაჭერები არიან, ფეხქვეშ რომ გაუგდიათ ცემაში საწყალი მოზარდი

ავტორი:

14 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე მოზარდის ბაბუა დააკავეს

14 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე მოზარდის ბაბუა დააკავეს

ქობულეთის რაიონის სოფელ ქაქუთში, 14 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე მოზარდის ბაბუა დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ქობულეთის მუნიციპალიტეტში გარდაცვლილი 14 წლის ბავშვის ოჯახის წევრი - 1945 წელს დაბადებული ს.ც. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალად ედება წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი მუქარა და ძალადობა.

დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თავისი არასრულწლოვანი შვილიშვილის მიმართ მუქარა და ძალადობა განახორციელა. 2006 წელს დაბადებულმა მოზარდმა მიმდინარე წლის 9 თებერვალს თავი მოიკლა.

ოჯახური ნიშნით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ მუქარის და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" და "დ" ქვეპუნქტებით, ასევე, 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ამ თემასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთი პირი დააკავა. თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველ არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დამყარებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულ, 1997 წელს დაბადებულ მამაკაცს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული" - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, გოგონას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 10 თებერვალს გავრცელდა. ამის შემდეგ შსს-მ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმად, პოლიციამ ქობულეთში 16 წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ბრალდებით, 1997 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას საქმეზე პროცესი ჩაინიშნა

მომსახურების სააგენტოში 17 თებერვლიდან ყველა სახის სერვისი განახლდება

ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის გოგონას ბაბუას ბრალი წარედგინა - სასამართლო პროცესი 17 თებერვალს გაიმართება