საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მსოფლიო
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გორში 91 წლისა და 87 წლის ცოლ-ქმარმა კოვიდი დაამარცხა - "ქალი ინსულტგადატანილია, აწუხებდა გულის უკმარისობა, არითმია"
გორში 91 წლისა და 87 წლის ცოლ-ქმარმა კოვიდი დაამარცხა - "ქალი ინსულტგადატანილია,  აწუხებდა გულის უკმარისობა, არითმია"

სა­მე­დი­ცი­ნო ქსელ "გორ­მე­დის" გო­რის კო­ვიდკ­ლი­ნი­კა და­ტო­ვა ასა­კო­ვან­მა ცოლ-ქმარ­მა. კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბულ ცოლ-ქმარს - 91 წლის ვა­ლე­რი­ან შა­კი­აშ­ვილს და მის მე­უღ­ლეს, 87 წლის ნუნუ შა­კი­აშვლს მკურ­ნა­ლო­ბა 27 იან­ვრი­დან უტარ­დე­ბო­დათ.

ნუნუ შა­კი­აშ­ვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მე იყო, კლი­ნი­კა­ში შეყ­ვა­ნი­სას მას ფილ­ტვე­ბის 70%-იანი და­ზი­ა­ნე­ბა აღე­ნიშ­ნე­ბო­და.

"ორი­ვე პა­ცი­ენტს 27 იან­ვრი­დან უტარ­დე­ბა მკურ­ნა­ლო­ბა ჩვენს კლი­ნი­კა­ში, ქალ­ბა­ტო­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა იყო მძი­მე, ფიქ­სირ­დე­ბო­და ფილ­ტვის ქსო­ვი­ლის 70%-იანი და­ზი­ა­ნე­ბა, მო­თავ­სე­ბუ­ლი იყო ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის ბლოკ­ში და მკურ­ნა­ლო­ბის შე­დე­გად მდგო­მა­რე­ო­ბა დას­ტა­ბი­ლურ­და, პნევ­მო­ნია გა­წო­ვის ფა­ზა­შია და პა­რა­მეტ­რე­ბი და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია. ამავდრო­უ­ლად, აღ­ნიშ­ნუ­ლი პა­ცი­ენ­ტი ინ­სულტგა­და­ტა­ნი­ლია, იყო გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბა, მო­ციმ­ცი­მე არით­მია, თუმ­ცა გა­დარ­ჩე­ნა შევ­ძე­ლით და ამ­ჟა­მად ორი­ვეს მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია. ასა­კო­ვან­მა პა­ცი­ენ­ტებ­მა კლი­ნი­კა და­ტო­ვეს", - გა­ნა­ცხა­და "გორ­მე­დის" კო­ვიდკ­ლი­ნი­კის ექიმ­მა თე­რა­პევტმა მაია წი­ქა­რი­ძემ.

ვა­ლე­რი­ან შა­კი­აშ­ვი­ლი მშე­ნე­ბე­ლი ინ­ჟი­ნე­რი იყო, ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, გორ­ში, კას­პში, ბორ­ჯომ­სა და ცხინ­ვალ­ში მისი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით არა­ერ­თი შე­ნო­ბაა აშე­ნე­ბუ­ლი.

მისი მე­უღ­ლე, ნუნუ შა­კი­აშ­ვი­ლი კი ქი­მი­კო­სია, რომ­ლის ერთ-ერთი სა­მეც­ნი­ე­რო გა­მო­გო­ნე­ბა ავი­ა­ცი­ა­შია და­ნერ­გი­ლი. ამ ეტაპ­ზე, "გორ­მე­დის" ქსე­ლის გო­რის კო­ვიდკ­ლი­ნი­კა­ში 28 პა­ცი­ენ­ტი რჩე­ბა, მათ­გან ორი ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი და მარ­თვით სუნ­თქვა­ზე იმ­ყო­ფე­ბა.

ავ­ტო­რი: ია თი­ნი­კაშ­ვი­ლი

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სანო
0

27-იანვრიდან 31 იანვრამდე მკურნალობდნენო,ეტყობა გორში წამალს მიაგნეს

0

დიდხანს იცოცხლეთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

გორში 91 წლისა და 87 წლის ცოლ-ქმარმა კოვიდი დაამარცხა - "ქალი ინსულტგადატანილია, აწუხებდა გულის უკმარისობა, არითმია"

გორში 91 წლისა და 87 წლის ცოლ-ქმარმა კოვიდი დაამარცხა - "ქალი ინსულტგადატანილია,  აწუხებდა გულის უკმარისობა, არითმია"

სამედიცინო ქსელ "გორმედის" გორის კოვიდკლინიკა დატოვა ასაკოვანმა ცოლ-ქმარმა. კოვიდინფიცირებულ ცოლ-ქმარს - 91 წლის ვალერიან შაკიაშვილს და მის მეუღლეს, 87 წლის ნუნუ შაკიაშვლს მკურნალობა 27 იანვრიდან უტარდებოდათ.

ნუნუ შაკიაშვილის მდგომარეობა მძიმე იყო, კლინიკაში შეყვანისას მას ფილტვების 70%-იანი დაზიანება აღენიშნებოდა.

"ორივე პაციენტს 27 იანვრიდან უტარდება მკურნალობა ჩვენს კლინიკაში, ქალბატონის მდგომარეობა იყო მძიმე, ფიქსირდებოდა ფილტვის ქსოვილის 70%-იანი დაზიანება, მოთავსებული იყო ინტენსიური თერაპიის ბლოკში და მკურნალობის შედეგად მდგომარეობა დასტაბილურდა, პნევმონია გაწოვის ფაზაშია და პარამეტრები დამაკმაყოფილებელია. ამავდროულად, აღნიშნული პაციენტი ინსულტგადატანილია, იყო გულის უკმარისობა, მოციმციმე არითმია, თუმცა გადარჩენა შევძელით და ამჟამად ორივეს მდგომარეობა სტაბილურია. ასაკოვანმა პაციენტებმა კლინიკა დატოვეს", - განაცხადა "გორმედის" კოვიდკლინიკის ექიმმა თერაპევტმა მაია წიქარიძემ.

ვალერიან შაკიაშვილი მშენებელი ინჟინერი იყო, ათწლეულების განმავლობაში, გორში, კასპში, ბორჯომსა და ცხინვალში მისი ხელმძღვანელობით არაერთი შენობაა აშენებული.

მისი მეუღლე, ნუნუ შაკიაშვილი კი ქიმიკოსია, რომლის ერთ-ერთი სამეცნიერო გამოგონება ავიაციაშია დანერგილი. ამ ეტაპზე, "გორმედის" ქსელის გორის კოვიდკლინიკაში 28 პაციენტი რჩება, მათგან ორი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ავტორი: ია თინიკაშვილი