კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვთქვათ, გინდათ ხელისუფლებაში მოსვლა, მოგიშვებთ? ჩვენ გარეშე რას გააკეთებთ?" - მეუფე იაკობი ოპოზიციაზე
"ვთქვათ, გინდათ ხელისუფლებაში მოსვლა, მოგიშვებთ? ჩვენ გარეშე რას გააკეთებთ?" - მეუფე იაკობი ოპოზიციაზე

ვთქვათ, გინ­დათ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლა, მო­გიშ­ვებთ? ჩვენ გა­რე­შე რას გა­ა­კე­თებთ? ავ­ტო­რი­ტე­ტი აქვს რო­მე­ლი­მეს, ხალ­ხს უყ­ვარს, თუ რა? ცი­ხე­ში არა­ვის და­ჭე­რა მინ­და, მაგ­რამ ძა­ლი­ან ცუ­დად იქ­ცე­ვი­ან,- ამის შე­სა­ხებ ბოდ­ბელ­მა ეპის­კო­პოს­მა ია­კობ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის ნიკა მე­ლი­ას საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც მე­უ­ფე ია­კო­ბი აღ­ნიშ­ნავს, თუ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი არ­ჩევ­ნებ­ზე მხარს რო­მე­ლი­მე კონ­კრე­ტულ ძა­ლას და­უ­ჭე­რენ, "დღეს არ­სე­ბუ­ლი მე­ო­რე ძალა მთა­ვა­რი ოპო­ზი­ცია აღარ იქ­ნე­ბა". მი­სი­ვე თქმით, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ხდე­ბა, ქვეყ­ნის მტრო­ბაა და "არც პარ­ლა­მენ­ტი გვაქვს, არც არა­ფე­რი".

"ოპო­ზი­ცი­ას პო­ლი­ტი­კო­სო­ბის ვე­რა­ფერს ვა­ტყობ. ხე­ლა­ხა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი რომ ჩა­ტარ­დეს, მარ­ტო ამ ძა­ლებს დავ­ტო­ვებთ? ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ყო­ველ­თვის იღებს ხოლ­მე ხმე­ბის რა­ღაც რა­ო­დე­ნო­ბას, სა­დღაც 30%-მდე შე­უძ­ლია აი­ღოს. გა­და­ხე­დეთ კარ­გად, რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი დაგ­ვი­ჭერს მხარს, თუ კონ­კრე­ტულ ძა­ლა­ზე ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დე­ბით. ეს მე­ო­რე ძა­ლაა, რო­მე­ლიც ახლა მთა­ვა­რი ოპო­ზი­ცი­აა, აღარ იქ­ნე­ბა მთა­ვა­რი ოპო­ზი­ცია. თუ მხარს და­ვუ­ჭერთ ვინ­მეს, დღეს მოქ­მედს არა­ვის. როცა სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს ასე უფსკრულ­ში არა­ვის გა­და­ვა­ჩე­ხი­ნებთ.

ხალ­ხის გა­მომ­ყვა­ნი ოპო­ზი­ცია არაა. რამ­დე­ნი ხა­ნია წვა­ლო­ბენ, ჯა­ხი­რო­ბენ. 20 ივ­ნი­სის ღამე რომ ავი­ღოთ, ოპო­ზი­ცი­ას პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა იმა­ზე, რომ ბავ­შვებს, უფ­რო­სებ­საც თვა­ლე­ბი და­ე­თხა­რათ და არ­ცერთ პო­ლი­ტი­კოსს არა­ფე­რი მოს­ვლია. ყვე­ლას პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა. „ოც­ნე­ბას“ რო­გორც ელა­პა­რა­კე­ბი­ან, მასე გა­ვა­ბე­დი­ნებთ იმათ ლა­პა­რაკს? თა­ვი­ანთ ად­გილს ვა­ნა­ხებთ ყვე­ლას“,- გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ია­კობ­მა.

ამას­თან, მე­უ­ფე ია­კო­ბის თქმით, „სა­უბ­რო­ბენ, რომ პატ­რი­არ­ქი პრო­რუ­სულ­მა მღვდელმთავ­რებ­მა უნდა გა­და­ა­ყე­ნონ“.

"ეჭვი ვის­ზე აქვთ? უკვე რამ­დე­ნი სი­ნო­დია, ერ­თი­ა­ნო­ბას გა­მოვ­ხა­ტავთ, ვის­ზე ამ­ბო­ბენ? პრო­რუ­სუ­ლე­ბი კი არა, რუ­სე­ბიც არი­ან და თუ ვინ­მე მტე­რი გვყავს, თვი­თონ არი­ან“,- გა­ნა­ცხა­და ბოდ­ბელ­მა მთა­ვა­რე­პის­კო­პოს­მა ია­კობ­მა.

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახო
34

მიდი რა სადმე ჩაიცუცქე და ანაშა წიე რა. არ გამოტენეს ეკლესიები ძალით ბლატნოი ბიჭებით

grisha
30

ამან თუ არ მისცა დასტური როგორ მოვა. ღმერთი რომ ღმერთია ამის დანიშნულია ისიც უეჭველი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"ვთქვათ, გინდათ ხელისუფლებაში მოსვლა, მოგიშვებთ? ჩვენ გარეშე რას გააკეთებთ?" - მეუფე იაკობი ოპოზიციაზე

"ვთქვათ, გინდათ ხელისუფლებაში მოსვლა, მოგიშვებთ? ჩვენ გარეშე რას გააკეთებთ?" - მეუფე იაკობი ოპოზიციაზე

ვთქვათ, გინდათ ხელისუფლებაში მოსვლა, მოგიშვებთ? ჩვენ გარეშე რას გააკეთებთ? ავტორიტეტი აქვს რომელიმეს, ხალხს უყვარს, თუ რა? ციხეში არავის დაჭერა მინდა, მაგრამ ძალიან ცუდად იქცევიან,- ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით განუცხადა.

როგორც მეუფე იაკობი აღნიშნავს, თუ სასულიერო პირები არჩევნებზე მხარს რომელიმე კონკრეტულ ძალას დაუჭერენ, "დღეს არსებული მეორე ძალა მთავარი ოპოზიცია აღარ იქნება". მისივე თქმით, რაც საქართველოში ხდება, ქვეყნის მტრობაა და "არც პარლამენტი გვაქვს, არც არაფერი".

"ოპოზიციას პოლიტიკოსობის ვერაფერს ვატყობ. ხელახალი არჩევნები რომ ჩატარდეს, მარტო ამ ძალებს დავტოვებთ? ხელისუფლება ყოველთვის იღებს ხოლმე ხმების რაღაც რაოდენობას, სადღაც 30%-მდე შეუძლია აიღოს. გადახედეთ კარგად, რამდენი ადამიანი დაგვიჭერს მხარს, თუ კონკრეტულ ძალაზე ჩამოვყალიბდებით. ეს მეორე ძალაა, რომელიც ახლა მთავარი ოპოზიციაა, აღარ იქნება მთავარი ოპოზიცია. თუ მხარს დავუჭერთ ვინმეს, დღეს მოქმედს არავის. როცა საჭირო იქნება, საქართველოს ასე უფსკრულში არავის გადავაჩეხინებთ.

ხალხის გამომყვანი ოპოზიცია არაა. რამდენი ხანია წვალობენ, ჯახირობენ. 20 ივნისის ღამე რომ ავიღოთ, ოპოზიციას პასუხისმგებლობა ეკისრება იმაზე, რომ ბავშვებს, უფროსებსაც თვალები დაეთხარათ და არცერთ პოლიტიკოსს არაფერი მოსვლია. ყველას პასუხისმგებლობაა. „ოცნებას“ როგორც ელაპარაკებიან, მასე გავაბედინებთ იმათ ლაპარაკს? თავიანთ ადგილს ვანახებთ ყველას“,- განაცხადა მეუფე იაკობმა.

ამასთან, მეუფე იაკობის თქმით, „საუბრობენ, რომ პატრიარქი პრორუსულმა მღვდელმთავრებმა უნდა გადააყენონ“.

"ეჭვი ვისზე აქვთ? უკვე რამდენი სინოდია, ერთიანობას გამოვხატავთ, ვისზე ამბობენ? პრორუსულები კი არა, რუსებიც არიან და თუ ვინმე მტერი გვყავს, თვითონ არიან“,- განაცხადა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა.

საქართველოში კორონავირუსის 395 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - რამდენი ტესტი ჩატარდა გასულ 24 საათში

"ოჯახი რომ დავტოვე, ეს ყველაზე მეტად მეუღლეზე აისახა... სამი გოგოს მამა ვარ" - უცნობი ფაქტები მეუფე ნიკოლოზის შესახებ

"ეტყობა ამ პარტიებს ყველას ნახმარი ჰყავს მეუფე იაკობი..." - პეტრე ცაავა ბოდბელ ეპისკოპოსს პასუხობს