მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნიკა მელიას დაკავებაზე იქნება სრული წინააღმდეგობა - მოვა სპეცრაზმი, დამარტყამს? - დავარტყამ!" - გიგი უგულავა
"ნიკა მელიას დაკავებაზე იქნება სრული წინააღმდეგობა - მოვა სპეცრაზმი, დამარტყამს? - დავარტყამ!" - გიგი უგულავა

ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ იცო­დეს, რომ ოპო­ზი­ცი­ის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა იქ­ნე­ბა სრუ­ლი და პრო­პორ­ცი­უ­ლი. მოვა სპეც­რაზ­მი, და­მარ­ტყამს? და­ვარ­ტყამ! პირ­და­პირ გე­უბ­ნე­ბით! - ამის შე­სა­ხებ „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა გიგი უგუ­ლა­ვამ ჟურ­ნა­ლის­ტებს „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის ნიკა მე­ლი­ას საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ნიკა მე­ლი­ას და­პა­ტიმ­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო, ოპო­ზი­ცია ამ ფაქტს შე­ე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბა.

„ორი ძი­რი­თა­დი სა­კი­თხია, რო­მელ­ზეც დღეს უნდა ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დეთ. თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ბო­ლომ­დე გა­ვი­და გონს, გა­ვი­და რა­ცი­ო­ნა­ლიზ­მის სა­ზღვრე­ბი­დან და ნიკა მე­ლი­ას და­პა­ტიმ­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო, მისი პო­ზი­ცია სა­ზო­გა­დო­ე­ბამ იცის და პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ზი­ცი­ის პო­ზი­ცი­აც ასე­თია - ჩვენ არ ვა­პი­რებთ გავ­რი­ლო­ვის ხარ­კის გა­დახ­დას. თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ძა­ლას გა­მო­ი­ყე­ნებს, მას მო­უ­წევს ფი­ზი­კუ­რად ბევ­რი ადა­მი­ა­ნის და­პა­ტიმ­რე­ბა, სა­ნამ ამ უგუ­ნურ სა­წა­დელს მი­აღ­წევს. ასე­ვე, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ იცო­დეს, რომ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა იქ­ნე­ბა სრუ­ლი და პრო­პორ­ცი­უ­ლი. მოვა სპეც­რაზ­მი, და­მარ­ტყამს? და­ვარ­ტყამ! პირ­და­პირ გე­უბ­ნე­ბით. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კა­ნო­ნის ფარ­გლე­ბი­დან გა­ვი­და, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გვე­ლა­პა­რა­კე­ბა, რომ უნდა და­გაჩ­მო­რო­თო, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გვე­უბ­ნე­ბა, მე მო­ვალ სპეც­რაზ­მით და ყვე­ლა­ნა­ირ უკა­ნო­ნო­ბას ჩა­ვი­დენ. მე, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე გიგი უგუ­ლა­ვას მაქვს კონ­სტი­ტუ­ცი­ით მო­ნი­ჭე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა, რო­დე­საც მო­ძა­ლა­დე მო­დის და ძა­ლა­დობს, რო­დე­საც სა­ხელ­მწი­ფო არ მი­ცავს და არ ახორ­ცი­ე­ლებს თა­ვის კა­ნო­ნი­ერ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას, რო­დე­საც სა­ხელ­მწი­ფო იქ­ცე­ვა მო­ძა­ლა­დედ, მო­ქა­ლა­ქემ თავი უნდა და­იც­ვას“, - გა­ნა­ცხა­და გიგი უგუ­ლა­ვამ.

მი­სი­ვე თქმით, ამ­გვა­რი ქცე­ვა კა­ნო­ნი­ე­რია.

„ეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად კა­ნო­ნი­ე­რია, ეფუძ­ნე­ბა კონ­სტი­ტუ­ცი­ას, უკა­ნო­ნო არის გავ­რი­ლო­ვის ხარ­კის გა­დახ­და, გი­რა­ოს და­წე­სე­ბა, 20 ივ­ნი­სის გა­მო­ძი­ე­ბა, იმი­ტომ, რომ გა­მო­სა­ძი­ე­ბე­ლი არის ივა­ნიშ­ვი­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, გა­ხა­რი­ას მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, მათი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ვინც ადა­მი­ა­ნებს თვა­ლე­ბი და­თხა­რა და ამ ფონ­ზე ჩვენ გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ გავ­რი­ლოვს გა­და­უ­ხა­დეთ ხარ­კიო. გავ­რი­ლოვს ქარ­თვე­ლი, თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა მხარს არ და­უ­ჭერს და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას გა­უ­წევს. ვინც ასე ფიქ­რობს, რომ გავ­რი­ლოვს ხარ­კი არ უნდა გა­და­ვუ­ხა­დოთ, დავ­დგე­ბით ერ­თად და ვიბ­რძო­ლებთ“, - გა­ნა­ცხა­და უგუ­ლა­ვამ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ნიკა მე­ლი­ას­თვის სა­დე­პუ­ტა­ტო იმუ­ნი­ტე­ტის შე­ჩე­რე­ბის სა­კითხს პარ­ლა­მენ­ტი მიმ­დი­ნა­რე კვი­რას გა­ნი­ხი­ლავს. პრო­კუ­რა­ტუ­რა ნიკა მე­ლი­ას­თვის გი­რა­ოს პა­ტიმ­რო­ბით შეც­ვლას ითხოვს. სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბამ თან­ხმო­ბის მი­სა­ღე­ბად პარ­ლა­მენტს შუ­ამ­დგომ­ლო­ბით უკვე მი­მარ­თა. ფრაქ­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რის მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, უმ­რავ­ლე­სო­ბა ნიკა მე­ლი­ას­თვის სა­დე­პუ­ტა­ტო იმუ­ნი­ტე­ტის მოხ­სნის სა­კითხს მხარს და­უ­ჭერს.

მკითხველის კომენტარები / 36 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
უგულავას
249

შენ ვინ მოგცა უფლება რომ სპეც რაზმს თუ პოლიციას ხელი დაარტყა?!....

შენ ხომ თავს თვლი სახელმწიფო მოხელედ, ხომ გინდა რომ იყო, და შენ ხომ ვალდებული ხარ ხალხს მაგალითი უჩვენო თუ როგორ უნა მოიქცეს მოქალაქე პოლიციის თუ სპეცრაზმის მიმართ?

ეს არის შენი აზროვნება?!.....

ხალხს შენი და შენნაირების იმედი უნდა გვქონდეს?!.....

ბადრი
180

აშკარად მიშამ დაქოქა და ეს სულელიც უჯერებს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"ნიკა მელიას დაკავებაზე იქნება სრული წინააღმდეგობა - მოვა სპეცრაზმი, დამარტყამს? - დავარტყამ!" - გიგი უგულავა

"ნიკა მელიას დაკავებაზე იქნება სრული წინააღმდეგობა - მოვა სპეცრაზმი, დამარტყამს? - დავარტყამ!" - გიგი უგულავა

ხელისუფლებამ იცოდეს, რომ ოპოზიციის წინააღმდეგობა იქნება სრული და პროპორციული. მოვა სპეცრაზმი, დამარტყამს? დავარტყამ! პირდაპირ გეუბნებით! - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე თქმით, თუ ხელისუფლებამ ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო, ოპოზიცია ამ ფაქტს შეეწინააღმდეგება.

„ორი ძირითადი საკითხია, რომელზეც დღეს უნდა ჩამოვყალიბდეთ. თუ ხელისუფლება ბოლომდე გავიდა გონს, გავიდა რაციონალიზმის საზღვრებიდან და ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო, მისი პოზიცია საზოგადოებამ იცის და პოლიტიკური ოპოზიციის პოზიციაც ასეთია - ჩვენ არ ვაპირებთ გავრილოვის ხარკის გადახდას. თუ ხელისუფლება ძალას გამოიყენებს, მას მოუწევს ფიზიკურად ბევრი ადამიანის დაპატიმრება, სანამ ამ უგუნურ საწადელს მიაღწევს. ასევე, ხელისუფლებამ იცოდეს, რომ წინააღმდეგობა იქნება სრული და პროპორციული. მოვა სპეცრაზმი, დამარტყამს? დავარტყამ! პირდაპირ გეუბნებით. ხელისუფლება კანონის ფარგლებიდან გავიდა, ხელისუფლება გველაპარაკება, რომ უნდა დაგაჩმოროთო, ხელისუფლება გვეუბნება, მე მოვალ სპეცრაზმით და ყველანაირ უკანონობას ჩავიდენ. მე, საქართველოს მოქალაქე გიგი უგულავას მაქვს კონსტიტუციით მონიჭებული უფლება, როდესაც მოძალადე მოდის და ძალადობს, როდესაც სახელმწიფო არ მიცავს და არ ახორციელებს თავის კანონიერ უფლებამოსილებას, როდესაც სახელმწიფო იქცევა მოძალადედ, მოქალაქემ თავი უნდა დაიცვას“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

მისივე თქმით, ამგვარი ქცევა კანონიერია.

„ეს აბსოლუტურად კანონიერია, ეფუძნება კონსტიტუციას, უკანონო არის გავრილოვის ხარკის გადახდა, გირაოს დაწესება, 20 ივნისის გამოძიება, იმიტომ, რომ გამოსაძიებელი არის ივანიშვილის მონაწილეობა, გახარიას მონაწილეობა, მათი მონაწილეობა, ვინც ადამიანებს თვალები დათხარა და ამ ფონზე ჩვენ გვეუბნებიან, რომ გავრილოვს გადაუხადეთ ხარკიო. გავრილოვს ქართველი, თავისუფალი საზოგადოება მხარს არ დაუჭერს და წინააღმდეგობას გაუწევს. ვინც ასე ფიქრობს, რომ გავრილოვს ხარკი არ უნდა გადავუხადოთ, დავდგებით ერთად და ვიბრძოლებთ“, - განაცხადა უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხს პარლამენტი მიმდინარე კვირას განიხილავს. პროკურატურა ნიკა მელიასთვის გირაოს პატიმრობით შეცვლას ითხოვს. საგამოძიებო უწყებამ თანხმობის მისაღებად პარლამენტს შუამდგომლობით უკვე მიმართა. ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, უმრავლესობა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს მხარს დაუჭერს.

"მოგიწევს ბორია მელიას უპირობო გაშვება და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა!" - მიხეილ სააკაშვილი პროკურატურის განცხადებას ეხმაურება

"არც ჟურნალისტების მხრიდან გვაკლია სიძულვილის ენა" - "ოცნების" დეპუტატი ვახო სანაიაზე თავდასხმას ეხმაურება

ირაკლი ღარიბაშვილი ვახო სანაიაზე და მის ოჯახზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება