მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინფორმაცია, რომ გლდანის ციხეში პატიმარი ჯაჭვით არის დაბმული და თავში ნემსებს უკეთებენ, სიცრუეა - პენიტენციური სამსახურის განცხადება
ინფორმაცია, რომ გლდანის ციხეში პატიმარი ჯაჭვით არის დაბმული და თავში ნემსებს უკეთებენ, სიცრუეა - პენიტენციური სამსახურის განცხადება

სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი ეხ­მი­ა­ნე­ბა ტე­ლე­კომ­პა­ნია "მთა­ვა­რი არ­ხის" მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თით­ქოს გლ­და­ნის N8 პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში პა­ტი­მა­რი სა­მარ­ტოო სა­კან­ში ჯაჭ­ვით არის დაბ­მუ­ლი, პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მას თავ­ში ნემ­სებს უკე­თე­ბენ და გა­ურ­კვე­ველ წამ­ლებს ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით ას­მე­ვენ, რის გა­მოც პა­ტი­მარს სუ­ი­ცი­დის მცდე­ლო­ბაც ჰქონ­და.

სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი აცხა­დებს, რომ ეს არის სრუ­ლი სიც­რუე. ამას­თან, აღ­ნიშ­ნულ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით სი­მარ­თლის დად­გე­ნის მიზ­ნით, სამ­სა­ხუ­რი მო­უ­წო­დებს სა­ხალ­ხო დამ­ცველს, შე­ის­წავ­ლოს მო­ცე­მუ­ლი შემ­თხვე­ვა და და­ინ­ტე­რე­სე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი უზ­რუნ­ველ­ყოფს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტის­თვის ვი­ზუ­ა­ლუ­რი ვი­დე­ო­მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის შე­დე­გად მო­პო­ვე­ბულ მა­სა­ლის გაც­ნო­ბას.

"მსჯავ­რდე­ბუ­ლი თ.ე. (დაბ. 1992 წ.), რო­მელ­საც სა­ვა­რა­უ­დოდ გუ­ლის­ხმობს სი­უ­ჟე­ტის ავ­ტო­რი (ვი­ნა­ი­დან სწო­რედ მო­ცე­მუ­ლი მსჯავ­რდე­ბუ­ლის დედა და ად­ვო­კა­ტი იყ­ვნენ სი­უ­ჟე­ტის რეს­პო­დენ­ტე­ბი), გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს სსკ 236-ე მუხ­ლის მე­ო­თხე (ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის, საბ­რძო­ლო მა­სა­ლის, ფეთ­ქე­ბა­დი ნივ­თი­ე­რე­ბის ან ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო ტა­რე­ბა) და 237-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლე­ბით (ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის (გარ­და სა­ნა­დი­რო გლუვ­ლუ­ლი­ა­ნი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­სა (თო­ფი­სა)), მისი მა­კომ­პლექ­ტე­ბე­ლი დე­ტა­ლის, საბ­რძო­ლო მა­სა­ლის, ფეთ­ქე­ბა­დი ნივ­თი­ე­რე­ბის ან ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო და­უფ­ლე­ბა მი­სა­კუთ­რე­ბის მიზ­ნით ან გა­მო­ძალ­ვა) და N8 პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა 2020 წლის 24 იან­ვრი­დან ელექტრო­ნულ-ვი­ზუ­ა­ლუ­რი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ. და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში მსჯავ­რდე­ბუ­ლი თ.ე. ავ­ლენ­და აგ­რე­სი­ას სხვა მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბის მი­სა­მარ­თით, რამ­დენ­ჯერ­მე მი­ი­ყე­ნა თვით­და­ზი­ა­ნე­ბა და ხშირ შემ­თხვე­ვა­ში უარს აცხა­დებ­და სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­ღე­ბა­ზე, ასე­ვე არა­სო­დეს გან­მარ­ტავ­და, რა გახ­და თვით­და­ზი­ა­ნე­ბის მი­ყე­ნე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი.

2020 წლის 4 თე­ბერ­ვალს ჩა­უ­ტარ­და ნარ­კო­ლო­გის კონ­სულ­ტა­ცია და და­ეს­ვა დი­აგ­ნო­ზი: სხვა­დას­ხვა სა­ხის ნივ­თი­ე­რე­ბის ერ­თდრო­უ­ლი მოხ­მა­რე­ბით და სხვა ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის მი­ღე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ფსი­ქი­კუ­რი და ქცე­ვი­თი აშ­ლი­ლო­ბა­ნი; ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის სინ­დრო­მი. ამას­თან, და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში მსჯავ­რდე­ბულს არა­ერ­თხელ აქვს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ფსი­ქი­ატ­რის კონ­სულ­ტა­ცია, დას­მუ­ლი აქვს დი­აგ­ნო­ზი: პერ­სო­ნო­ლო­გი­უ­რი აშ­ლი­ლო­ბა და ჩა­უ­ტარ­და შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა.ვი­ნა­ი­დან სას­ჯე­ლის მოხ­დის პე­რი­ოდ­ში თ.ე.-ს არა­ერ­თხელ მო­უ­ვი­და და­პი­რის­პი­რე­ბა თა­ნა­მე­საკ­ნე­ებ­თან, სხვა მსაჯვრდე­ბუ­ლებ­თან და­პი­რის­პი­რე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით ამ­ჟა­მად თ.ე. მო­თავ­სე­ბუ­ლია მარ­ტო 2-კა­ცი­ან სა­კან­ში, რო­მელ­ზეც ხორ­ცი­ელ­დე­ბა 24-სა­ა­თი­ა­ნი ელექტრო­ნულ-ვი­ზუ­ა­ლუ­რი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა.

ამას­თან, სხვა პა­ტიმ­რებ­თან თ.ე.-ს და­პი­რის­პი­რე­ბის ფაქ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით დად­გე­ნი­ლი წე­სით გაგ­ზავ­ნი­ლია შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს გე­ნე­რა­ლურ ინ­სპექ­ცი­ა­ში. მიმ­დი­ნა­რე წლის 14 თე­ბერ­ვალს N8 პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ჯგუ­ფი. სა­ვა­რა­უ­დოა, რომ მსჯავ­რდე­ბულ­მა მო­სა­ლოდ­ნე­ლი სას­ჯე­ლის თა­ვი­დან არი­დე­ბის მიზ­ნით ოჯა­ხის წევ­რებს მი­ა­წო­და ცრუ ინ­ფორ­მა­ცია, რომ მას­ზე პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ხდე­ბო­და ძა­ლა­დო­ბა, რათა ამ გზით ზე­წო­ლა მო­ახ­დი­ნოს სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა­ზე" - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
11

ნაცები კიდევ ბევრს მოიგონებენ, რადგან თვითონ აქვთ ასეთი პრაქტიკა ციხეებში.

დ გ
1

ნემსების არ ვიცი მე მაგრამ მანდ ზომბები გამოყავთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

ინფორმაცია, რომ გლდანის ციხეში პატიმარი ჯაჭვით არის დაბმული და თავში ნემსებს უკეთებენ, სიცრუეა - პენიტენციური სამსახურის განცხადება

ინფორმაცია, რომ გლდანის ციხეში პატიმარი ჯაჭვით არის დაბმული და თავში ნემსებს უკეთებენ, სიცრუეა - პენიტენციური სამსახურის განცხადება

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ტელეკომპანია "მთავარი არხის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი სამარტოო საკანში ჯაჭვით არის დაბმული, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები მას თავში ნემსებს უკეთებენ და გაურკვეველ წამლებს ძალის გამოყენებით ასმევენ, რის გამოც პატიმარს სუიციდის მცდელობაც ჰქონდა.

სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ეს არის სრული სიცრუე. ამასთან, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სიმართლის დადგენის მიზნით, სამსახური მოუწოდებს სახალხო დამცველს, შეისწავლოს მოცემული შემთხვევა და დაინტერესების შემთხვევაში, სპეციალური პენიტენციური სამსახური უზრუნველყოფს სახალხო დამცველის აპარატისთვის ვიზუალური ვიდეომეთვალყურეობის შედეგად მოპოვებულ მასალის გაცნობას.

"მსჯავრდებული თ.ე. (დაბ. 1992 წ.), რომელსაც სავარაუდოდ გულისხმობს სიუჟეტის ავტორი (ვინაიდან სწორედ მოცემული მსჯავრდებულის დედა და ადვოკატი იყვნენ სიუჟეტის რესპოდენტები), გასამართლებულია საქართველოს სსკ 236-ე მუხლის მეოთხე (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარება) და 237-ე მუხლის პირველი ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა (თოფისა)), მისი მაკომპლექტებელი დეტალის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით ან გამოძალვა) და N8 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება 2020 წლის 24 იანვრიდან ელექტრონულ-ვიზუალური მეთვალყურეობის ქვეშ. დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მსჯავრდებული თ.ე. ავლენდა აგრესიას სხვა მსჯავრდებულების მისამართით, რამდენჯერმე მიიყენა თვითდაზიანება და ხშირ შემთხვევაში უარს აცხადებდა სამედიცინო მომსახურების მიღებაზე, ასევე არასოდეს განმარტავდა, რა გახდა თვითდაზიანების მიყენების საფუძველი.

2020 წლის 4 თებერვალს ჩაუტარდა ნარკოლოგის კონსულტაცია და დაესვა დიაგნოზი: სხვადასხვა სახის ნივთიერების ერთდროული მოხმარებით და სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობანი; ფსიქოაქტიური ნივთიერებებისადმი დამოკიდებულების სინდრომი. ამასთან, დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მსჯავრდებულს არაერთხელ აქვს ჩატარებული ფსიქიატრის კონსულტაცია, დასმული აქვს დიაგნოზი: პერსონოლოგიური აშლილობა და ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობა.ვინაიდან სასჯელის მოხდის პერიოდში თ.ე.-ს არაერთხელ მოუვიდა დაპირისპირება თანამესაკნეებთან, სხვა მსაჯვრდებულებთან დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით ამჟამად თ.ე. მოთავსებულია მარტო 2-კაციან საკანში, რომელზეც ხორციელდება 24-საათიანი ელექტრონულ-ვიზუალური მეთვალყურეობა.

ამასთან, სხვა პატიმრებთან თ.ე.-ს დაპირისპირების ფაქტებთან დაკავშირებით დადგენილი წესით გაგზავნილია შეტყობინებები საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში. მიმდინარე წლის 14 თებერვალს N8 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა საგამოძიებო ჯგუფი. სავარაუდოა, რომ მსჯავრდებულმა მოსალოდნელი სასჯელის თავიდან არიდების მიზნით ოჯახის წევრებს მიაწოდა ცრუ ინფორმაცია, რომ მასზე პენიტენციურ დაწესებულებაში ხდებოდა ძალადობა, რათა ამ გზით ზეწოლა მოახდინოს საგამოძიებო უწყებაზე" - ნათქვამია განცხადებაში.

დღეს ამინდი უარესდება - სად იქნება ძლიერი ქარი და სად იწვიმებს?

"კლინიკაში ცოლთან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად ვნახე... ყველა მას უყურებდა" - რას წერენ "ფეისბუქზე" მას შემდეგ, რაც კახა კალაძის დიაგნოზი გაიგეს

ექნებათ თუ არა ვაქცინირებულ მოქალაქეებს უპირატესობები - რას პასუხობს ამირან გამყრელიძე კითხვას?