მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოცნებაში" ნამდვილად არის დაჯგუფებები, თუმცა... ვფიქრობ, ივანიშვილი არ დაუშვებს ლიდერებმა ერთმანეთთან ხმალამოღებული ბრძოლა დაიწყონ" - ექსპერტი
"ოცნებაში" ნამდვილად არის დაჯგუფებები, თუმცა... ვფიქრობ, ივანიშვილი არ დაუშვებს ლიდერებმა ერთმანეთთან ხმალამოღებული ბრძოლა დაიწყონ" - ექსპერტი

პო­ლი­ტი­კი­დან ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის წას­ვლის შემ­დეგ გაჩ­ნდა ვა­რა­უ­დი, რომ "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში", შე­საძ­ლოა, და­პი­რის­პი­რე­ბა და­ი­წყოს. კუ­ლუ­ა­რუ­ლად ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ პარ­ტი­უ­ლი აქ­ტი­ვი ზო­გი­ერ­თი ლი­დე­რის გარ­შე­მო ცდი­ლობს გა­და­წყო­ბას. რამ­დე­ნად მო­სა­ლოდ­ნე­ლია მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის წი­აღ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან და­პი­რის­პი­რე­ბა, რის შე­დე­გა­დაც შე­იძ­ლე­ბა იმგვა­რი ახა­ლი ძალა გაჩ­ნდეს პო­ლი­ტი­კურ არე­ნა­ზე, რო­მე­ლიც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მთა­ვარ ოპო­ნენ­ტად იქ­ცე­ვა? - ამ თე­მა­ზე გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ექ­სპერ­ტი მა­მუ­კა არე­ში­ძე სა­უბ­რობს. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რიდს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

- ჩვენს ქვე­ყა­ნას ამ­გვა­რი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს. გვახ­სოვს, თა­ვის დრო­ზე სწო­რედ "მო­ქა­ლა­ქე­თა კავ­ში­რის" წი­აღ­ში გაჩ­ნდა ჯგუ­ფი, რო­მელ­მაც, ფაქ­ტობ­რი­ვად, და­ან­გრია იმ­ჟა­მინ­დე­ლი მმარ­თვე­ლი ძალა.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" კი არა, ნა­ხეთ, აშშ-ში, ტრა­დი­ცი­ულ დე­მოკ­რა­ტი­ულ პარ­ტი­ებ­ში რა ხდე­ბა - ტრამ­პის წი­ნა­აღ­მდეგ იმ­პიჩ­მენტს მისი პარ­ტი­ის ხუთი წევ­რი უჭერს მხარს! პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დის ერ­თი­ა­ნო­ბა არის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი რამ, მაგ­რამ ჩვენ ხომ პო­ლი­ტი­კუ­რი კულ­ტუ­რის სე­რი­ო­ზუ­ლი დე­ფი­ცი­ტის პი­რო­ბებ­ში ვცხოვ­რობთ, ამი­ტომ არა­ფე­რი უნდა გაგ­ვიკ­ვირ­დეს. "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" ნამ­დვი­ლად არის დაჯ­გუ­ფე­ბე­ბი, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით მათ შო­რის მშვი­დო­ბაა. რაც შე­ე­ხე­ბა გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გა­და­ყე­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე, მე ვერ ვხე­დავ "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" ადა­მი­ანს, რო­მელ­საც სუ­ლით და გუ­ლით უნდა პრე­მი­ე­რის სა­ვარ­ძე­ლი, ისეთ რთულ ვი­თა­რე­ბა­შია ახლა ქვე­ყა­ნაც და პრე­მი­ე­რი გა­ხა­რი­აც - ვგუ­ლის­ხმობ პან­დე­მი­ას, მძი­მე ეკო­ნო­მი­კურ ვი­თა­რე­ბას, ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნილ უმ­ძი­მეს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ფონს. ამას­თა­ნა­ვე, ქვე­ყა­ნა დგას სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე, რა­საც ჰქვია სა­გა­რეო ვა­ლე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბა. გარ­და ამის, კი­დევ ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ფაქ­ტო­რია გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბა, რო­მე­ლიც აბ­სო­ლუ­ტუ­რად შეც­ვლი­ლია. რე­გი­ონ­ში ბოლო ხანს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი პრო­ცე­სე­ბის შე­დე­გად გაჩ­ნდა ახა­ლი საფრ­თხე­ე­ბი. ამ ყვე­ლა­ფერს ფეხი უნდა ავუ­წყოთ და ამ ვი­თა­რე­ბა­ში, არა მგო­ნია, ვინ­მეს გან­სა­კუთ­რე­ბით ხიბ­ლავ­დეს პრე­მი­ე­რო­ბის პერ­სპექ­ტი­ვა...

რაც შე­ე­ხე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს, მარ­თა­ლია, ის ღიად არც შიდა და არც გარე პო­ლი­ტი­კა­ში აღარ ერე­ვა, მაგ­რამ ის, რო­გორც ფი­გუ­რა და ფაქ­ტო­რი, ისევ აქ­ტუ­ა­ლუ­რია - ბო­ლოს და ბო­ლოს, ეს პარ­ტია ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის შექ­მნი­ლია. თა­ვის შერ­ჩე­ულ-და­ტო­ვე­ბულ ხალ­ხს ივა­ნიშ­ვი­ლი აუ­ცი­ლებ­ლად გა­უ­წევს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას, თუ მათ პარ­ტი­ის შიგ­ნი­დან აფეთ­ქე­ბა მო­ინ­დო­მეს - ამა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ. თუ სა­ჭი­რო გახ­და, ის ჩა­ე­რე­ვა არა რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რა, არა­მედ რო­გორც ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც პარ­ტი­ის სა­თა­ვე­ებ­თან იდგა. მას იმ­დე­ნი ავ­ტო­რი­ტე­ტი და წონა ჯერ კი­დევ აქვს, რომ შე­უძ­ლია ად­ვი­ლად მო­ა­ხერ­ხოს ნე­ბის­მი­ე­რი კონ­ფლიქ­ტის ჩახ­შო­ბა. თუ სა­ჭი­რო გახ­და, ჩემი აზ­რით, ის არ და­უშ­ვებს, რომ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს გა­მოწ­ვე­ვებ­თან ბრძო­ლის ნაც­ვლად პარ­ტი­ის დღე­ვან­დელ­მა ლი­დე­რებ­მა ერ­თმა­ნეთ­თან ხმა­ლა­მო­ღე­ბუ­ლი ბრძო­ლა და­ი­წყონ. იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
yekaterinburg
111

ამათ რასაც ვუყურებ გახარია ყველას ჯობია

grisha
39

ამ ექსპერტმა ვერ შეიგნო რომ ბატონი ბიძინა წავიდა და პოლიტიკაში არ ერევა. და მან დატოვა გუნდი რომელთაც ერთმანეთი უზომოდ უყვართ და ასევე უყვართ საქართველო და სულ მალე ყველა პრობლემას მოაგვარებენ

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ოცნებაში" ნამდვილად არის დაჯგუფებები, თუმცა... ვფიქრობ, ივანიშვილი არ დაუშვებს ლიდერებმა ერთმანეთთან ხმალამოღებული ბრძოლა დაიწყონ" - ექსპერტი

"ოცნებაში" ნამდვილად არის დაჯგუფებები, თუმცა... ვფიქრობ, ივანიშვილი არ დაუშვებს ლიდერებმა ერთმანეთთან ხმალამოღებული ბრძოლა დაიწყონ" - ექსპერტი

პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის წასვლის შემდეგ გაჩნდა ვარაუდი, რომ "ქართულ ოცნებაში", შესაძლოა, დაპირისპირება დაიწყოს. კულუარულად ვრცელდება ინფორმაცია, რომ პარტიული აქტივი ზოგიერთი ლიდერის გარშემო ცდილობს გადაწყობას. რამდენად მოსალოდნელია მმართველი პარტიის წიაღში მნიშვნელოვან დაპირისპირება, რის შედეგადაც შეიძლება იმგვარი ახალი ძალა გაჩნდეს პოლიტიკურ არენაზე, რომელიც "ქართული ოცნების" მთავარ ოპონენტად იქცევა? - ამ თემაზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსპერტი მამუკა არეშიძე საუბრობს. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- ჩვენს ქვეყანას ამგვარი გამოცდილება აქვს. გვახსოვს, თავის დროზე სწორედ "მოქალაქეთა კავშირის" წიაღში გაჩნდა ჯგუფი, რომელმაც, ფაქტობრივად, დაანგრია იმჟამინდელი მმართველი ძალა.

"ქართული ოცნება" კი არა, ნახეთ, აშშ-ში, ტრადიციულ დემოკრატიულ პარტიებში რა ხდება - ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტს მისი პარტიის ხუთი წევრი უჭერს მხარს! პოლიტიკური გუნდის ერთიანობა არის უმნიშვნელოვანესი რამ, მაგრამ ჩვენ ხომ პოლიტიკური კულტურის სერიოზული დეფიციტის პირობებში ვცხოვრობთ, ამიტომ არაფერი უნდა გაგვიკვირდეს. "ქართულ ოცნებაში" ნამდვილად არის დაჯგუფებები, თუმცა ჯერჯერობით მათ შორის მშვიდობაა. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას გიორგი გახარიას გადაყენების თაობაზე, მე ვერ ვხედავ "ქართულ ოცნებაში" ადამიანს, რომელსაც სულით და გულით უნდა პრემიერის სავარძელი, ისეთ რთულ ვითარებაშია ახლა ქვეყანაც და პრემიერი გახარიაც - ვგულისხმობ პანდემიას, მძიმე ეკონომიკურ ვითარებას, ქვეყანაში შექმნილ უმძიმეს ფსიქოლოგიური ფონს. ამასთანავე, ქვეყანა დგას სერიოზული გამოწვევის წინაშე, რასაც ჰქვია საგარეო ვალების მომსახურება. გარდა ამის, კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია გეოპოლიტიკური ვითარება, რომელიც აბსოლუტურად შეცვლილია. რეგიონში ბოლო ხანს განვითარებული პროცესების შედეგად გაჩნდა ახალი საფრთხეები. ამ ყველაფერს ფეხი უნდა ავუწყოთ და ამ ვითარებაში, არა მგონია, ვინმეს განსაკუთრებით ხიბლავდეს პრემიერობის პერსპექტივა...

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მართალია, ის ღიად არც შიდა და არც გარე პოლიტიკაში აღარ ერევა, მაგრამ ის, როგორც ფიგურა და ფაქტორი, ისევ აქტუალურია - ბოლოს და ბოლოს, ეს პარტია ბიძინა ივანიშვილის შექმნილია. თავის შერჩეულ-დატოვებულ ხალხს ივანიშვილი აუცილებლად გაუწევს წინააღმდეგობას, თუ მათ პარტიის შიგნიდან აფეთქება მოინდომეს - ამაში დარწმუნებული ვარ. თუ საჭირო გახდა, ის ჩაერევა არა როგორც პოლიტიკური ფიგურა, არამედ როგორც ადამიანი, რომელიც პარტიის სათავეებთან იდგა. მას იმდენი ავტორიტეტი და წონა ჯერ კიდევ აქვს, რომ შეუძლია ადვილად მოახერხოს ნებისმიერი კონფლიქტის ჩახშობა. თუ საჭირო გახდა, ჩემი აზრით, ის არ დაუშვებს, რომ უმნიშვნელოვანეს გამოწვევებთან ბრძოლის ნაცვლად პარტიის დღევანდელმა ლიდერებმა ერთმანეთთან ხმალამოღებული ბრძოლა დაიწყონ. იხილეთ სტატია სრულად

"გაერთიანდით - რუსეთს ტანკი არ სჭირდება, თავად ებრძვით ერთმანეთს, ეს დიდი საჩუქარია პუტინისთვის" - ლიეტუვის პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე

"ღარიბაშვილს გაუჭირდება მოლიპულ გზაზე გამართულად სიარული... არ გამოვრიცხავ, რომ დაეცეს - მელიას "ქეისი" მისთის ტესტი იქნება" - სოციოლოგი

"ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებას საბარგულს უმოწმებენ... ისე არ გავალ ამ შენობიდან, რომ საბარგულში მოვთავსდე" - ნიკა მელია