სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გვინეაში ებოლას ეპიდემია გამოცხადდა - რამდენად საშიშია ახალი ეპიდაფეთქება, რომელსაც უკვე სამი ადამიანი ემსხვერპლა
გვინეაში ებოლას ეპიდემია გამოცხადდა - რამდენად საშიშია ახალი ეპიდაფეთქება, რომელსაც უკვე სამი ადამიანი ემსხვერპლა

გვი­ნე­ამ ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ა­ცხა­და ებო­ლას ეპი­დე­მია მას შემ­დეგ, რაც აღ­ნიშ­ნუ­ლი ვირუ­სით სულ მცი­რე სამი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. რო­გორც BBC წერს, გარ­დაც­ვლი­ლებს და კი­დევ ოთხ ინ­ფი­ცი­რე­ბულს აღე­ნიშ­ნე­ბო­დათ დი­ა­რეა, პირ­ღე­ბი­ნე­ბა და სის­ხლდე­ნა.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, გვი­ნე­ას ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია ებო­ლას სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ახ­ლად შექ­მნილ ვაქ­ცი­ნებს გა­დას­ცემს. "ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია სრულ მზად­ყოფ­ნა­შია და კონ­ტაქ­ტზეა ვაქ­ცი­ნის მწარ­მო­ე­ბელ­თან, რათა მაქ­სი­მა­ლუ­რად სწრა­ფად მი­ა­წო­დონ ვაქ­ცი­ნის სა­ჭი­რო დო­ზე­ბი და ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბა თა­ვი­დან აი­რი­დონ“, - ამ­ბობს ჯან­მოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გვი­ნე­ში, ჯორჯ კი ზებ­რო.

  • რო­გორ და­ი­წყო ამ­ჟა­მინ­დე­ლი ეპი­დე­მია?

25 წლის მედ­და, რო­მე­ლიც ჯან­მრთე­ლო­ბის ერთ-ერთ ცენ­ტრში მუ­შა­ობ­და, 28 იან­ვარს გარ­და­იც­ვა­ლა. გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 4 დღე­ში კი მისი დაკ­რძალ­ვის ცე­რე­მო­ნია გა­ი­მარ­თა. მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ებო­ლას გავ­რცე­ლე­ბის ძი­რი­თა­დი გზა იყო რი­ტუ­ა­ლი, რომ­ლის დრო­საც ადა­მი­ა­ნე­ბი ბა­ნენ და ასუფ­თა­ვე­ბენ მიც­ვა­ლე­ბულს. რო­გორც ცნო­ბი­ლია, თუ გარ­დაც­ვლი­ლი ებო­ლა­თი იყო ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, ცხე­და­რი გან­სა­კუთ­რე­ბით ტოქ­სი­კუ­რია და მის­გა­ნაც ვრცელ­დე­ბა ვირუ­სი. ებო­ლას ვირუ­სის ინ­კუ­ბა­ცი­ის პე­რი­ო­დი შე­იძ­ლე­ბა გაგ­რძელ­დეს ორი დღი­დან სამ კვი­რამ­დე.

ჯან­დაც­ვის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა თქმით, ებო­ლა­თი და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, ყვე­ლა­ნი არი­ან და­კავ­ში­რე­ბულ­ნი 25 წლის მედ­დის დაკ­რძალ­ვა­სა და დაკ­რძალ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბულ რი­ტუ­ა­ლებ­თან. გვი­ნე­ას ჯან­დაც­ვის სა­მის­ნიტ­რო­ში აცხა­დე­ბენ, რომ ყვე­ლა ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი იზო­ლი­რე­ბუ­ლია და მიმ­დი­ნა­რე­ობს კონ­ტაქ­ტე­ბის მო­ძი­ე­ბა.

  • რა არის ებო­ლა

ეს არის ვირუ­სი, რო­მე­ლიც თავ­და­პირ­ვე­ლად იწ­ვევს უე­ცარ ცხე­ლე­ბას, სი­სუს­ტეს, კუნ­თე­ბი­სა და ყე­ლის ტკი­ვილს. ვირუ­სის გან­ვი­თა­რე­ბის შემ­დგო­მი ეტა­პია დი­ა­რეა, ღე­ბი­ნე­ბა, რო­გორც გა­რე­გა­ნი, ისე ში­ნა­გა­ნი სის­ხლდე­ნა. ვირუ­სი გა­და­დის პირ­და­პი­რი შე­ხე­ბით კან­ზე, ასე­ვე პი­რის ღრუს სა­შუ­ა­ლე­ბით, და­ბინ­ძუ­რე­ბულ გა­რე­მო­ში ყოფ­ნის დროს. ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლის სიკ­ვდილს იწ­ვევს დე­ჰიდ­რა­ტა­ცია და სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნოს ფუნ­ქცი­ე­ბის და­კარ­გა­ვა.

ებო­ლა თავ­და­პირ­ვე­ლად ადა­მი­ან­ზე და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ცხო­ვე­ლე­ბის­გან, მა­გა­ლი­თად, შიმ­პან­ზეს­გან, ღა­მუ­რე­ბის­გან და სხვა გა­რე­უ­ლი ცხო­ვე­ლე­ბის­გან გავ­რცელ­და.

2013-2016 წლე­ბის პე­რი­ოდ­ში და­სავ­ლეთ აფ­რი­კა­ში ებო­ლას ეპი­დე­მი­ამ 11 000 ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა. ეპი­დე­მია გვი­ნე­ა­დან და­ი­წყო. ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ გვი­ნე­ა­ში და მის მე­ზო­ბელ ლი­ბე­რი­ა­სა და სი­ე­რა ლე­ო­ნე­ში რამ­დე­ნი­მე ვაქ­ცი­ნა გა­მოს­ცა­დეს, რომ­ლებ­საც მას შემ­დეგ წარ­მა­ტე­ბით იყე­ნებ­დნენ ამ ქვეყ­ნებ­ში და ასე­ვე კონ­გოს რეს­პუბ­ლი­კა­ში. ახ­ლაც მე­დი­კო­სებს იმე­დი აქვთ, რომ ვაქ­ცი­ნის სა­შუ­ა­ლე­ბით ვირუ­სის კი­დევ უფრო გავ­რცე­ლე­ბას თა­ვი­დან აი­რი­დე­ბენ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ აფ­რი­კა­ში 2016 წლის შემ­დეგ ებო­ლას ვირუ­სით გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი პირ­ვე­ლად და­ფიქ­სირ­და.

წყა­რო:BBC.com

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
yekaterinburg
3

ესღა გვაკლდა,გახსენით საზღვრები,ჩაკეტეთ აფრიკა :)

---
0

ჩაიკეტოს გვინეა და მორჩა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

გვინეაში ებოლას ეპიდემია გამოცხადდა - რამდენად საშიშია ახალი ეპიდაფეთქება, რომელსაც უკვე სამი ადამიანი ემსხვერპლა

გვინეაში ებოლას ეპიდემია გამოცხადდა - რამდენად საშიშია ახალი ეპიდაფეთქება, რომელსაც უკვე სამი ადამიანი ემსხვერპლა

გვინეამ ოფიციალურად გამოაცხადა ებოლას ეპიდემია მას შემდეგ, რაც აღნიშნული ვირუსით სულ მცირე სამი ადამიანი გარდაიცვალა. როგორც BBC წერს, გარდაცვლილებს და კიდევ ოთხ ინფიცირებულს აღენიშნებოდათ დიარეა, პირღებინება და სისხლდენა.

გამოცემის ცნობით, გვინეას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ებოლას საწინააღმდეგო ახლად შექმნილ ვაქცინებს გადასცემს. "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სრულ მზადყოფნაშია და კონტაქტზეა ვაქცინის მწარმოებელთან, რათა მაქსიმალურად სწრაფად მიაწოდონ ვაქცინის საჭირო დოზები და ვირუსის გავრცელება თავიდან აირიდონ“, - ამბობს ჯანმოს წარმომადგენელი გვინეში, ჯორჯ კი ზებრო.

  • როგორ დაიწყო ამჟამინდელი ეპიდემია?

25 წლის მედდა, რომელიც ჯანმრთელობის ერთ-ერთ ცენტრში მუშაობდა, 28 იანვარს გარდაიცვალა. გარდაცვალებიდან 4 დღეში კი მისი დაკრძალვის ცერემონია გაიმართა. მიიჩნევენ, რომ ებოლას გავრცელების ძირითადი გზა იყო რიტუალი, რომლის დროსაც ადამიანები ბანენ და ასუფთავებენ მიცვალებულს. როგორც ცნობილია, თუ გარდაცვლილი ებოლათი იყო ინფიცირებული, ცხედარი განსაკუთრებით ტოქსიკურია და მისგანაც ვრცელდება ვირუსი. ებოლას ვირუსის ინკუბაციის პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს ორი დღიდან სამ კვირამდე.

ჯანდაცვის წარმომადგენელთა თქმით, ებოლათი დაინფიცირებული ადამიანები, ყველანი არიან დაკავშირებულნი 25 წლის მედდის დაკრძალვასა და დაკრძალვასთან დაკავშირებულ რიტუალებთან. გვინეას ჯანდაცვის სამისნიტროში აცხადებენ, რომ ყველა ინფიცირებული იზოლირებულია და მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება.

  • რა არის ებოლა

ეს არის ვირუსი, რომელიც თავდაპირველად იწვევს უეცარ ცხელებას, სისუსტეს, კუნთებისა და ყელის ტკივილს. ვირუსის განვითარების შემდგომი ეტაპია დიარეა, ღებინება, როგორც გარეგანი, ისე შინაგანი სისხლდენა. ვირუსი გადადის პირდაპირი შეხებით კანზე, ასევე პირის ღრუს საშუალებით, დაბინძურებულ გარემოში ყოფნის დროს. ინფიცირებულის სიკვდილს იწვევს დეჰიდრატაცია და სხვადასხვა ორგანოს ფუნქციების დაკარგავა.

ებოლა თავდაპირველად ადამიანზე დაინფიცირებული ცხოველებისგან, მაგალითად, შიმპანზესგან, ღამურებისგან და სხვა გარეული ცხოველებისგან გავრცელდა.

2013-2016 წლების პერიოდში დასავლეთ აფრიკაში ებოლას ეპიდემიამ 11 000 ადამიანი იმსხვერპლა. ეპიდემია გვინეადან დაიწყო. ვირუსის საწინააღმდეგოდ გვინეაში და მის მეზობელ ლიბერიასა და სიერა ლეონეში რამდენიმე ვაქცინა გამოსცადეს, რომლებსაც მას შემდეგ წარმატებით იყენებდნენ ამ ქვეყნებში და ასევე კონგოს რესპუბლიკაში. ახლაც მედიკოსებს იმედი აქვთ, რომ ვაქცინის საშუალებით ვირუსის კიდევ უფრო გავრცელებას თავიდან აირიდებენ.

აღსანიშნავია, რომ აფრიკაში 2016 წლის შემდეგ ებოლას ვირუსით გარდაცვალების შემთხვევები პირველად დაფიქსირდა.

წყარო:BBC.com

თოვლით დაფარული აკროპოლისი და "ზამთრის საბანში" გახვეული ათენი - ულამაზესი ფოტოები საბერძნეთის დედაქალაქიდან

ამსტერდამში არხები და ტბები გაიყინა, ასობით მოქალაქე ქუჩებში სრიალებს - შთამბეჭდავი ფოტოები "გაყინული ქალაქიდან"

ჩინეთში "მომავლის ქალაქს" აშენებენ - ტექნოლოგიური ცენტრი მზის ბატარეებით განათდება და იქ ავტომობილები არ ივლიან