პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოში ამჟამად ​კორონავირუსით ინფიცირებული 70 ავადმყოფისთვის საკმარისი "ტოცილიზუმაბის" მარაგია" - თენგიზ ცერცვაძე ვახტანგ კალოიანს პასუხობს
"საქართველოში ამჟამად ​კორონავირუსით ინფიცირებული 70 ავადმყოფისთვის საკმარისი "ტოცილიზუმაბის" მარაგია" - თენგიზ ცერცვაძე ვახტანგ კალოიანს პასუხობს

არ­ცერ­თხელ არ­ცერ­თი COVID-19-თ ავად­მყო­ფი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლა ჟანგბა­დის ან სუნ­თქვის აპა­რა­ტე­ბის არა­საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბის გამო, - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მო­ყო­ფოს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს. ამით ის პა­სუ­ხობს ექიმ ვახ­ტანგ კა­ლო­ი­ანს.

რო­გორც თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე წერს, კა­ლო­ი­ანს მთე­ლი პან­დე­მი­ის მან­ძილ­ზე თი­თიც კი არ გა­უნ­ძრე­ვია, COVID-19-ს პან­დე­მი­ას­თან საბ­რძოლ­ვე­ლად და ავად­მყო­ფე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად.

ამას­თან მისი თქმით, ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბი ქვე­ყა­ნა­ში დიდი ხა­ნია ხელ­მი­საწ­ვდო­მია და სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ­ჟა­მად COVID-19-ით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი 70 ავად­მყო­ფის­თვის საკ­მა­რი­სი ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბის მა­რა­გია.

„ეს უკვე მე­ტის­მე­ტია.ბა­ტონ­მა ვახ­ტანგ კა­ლო­ი­ან­მა ა.წ. 12 თე­ბერ­ვალს გა­მო­აქ­ვეყ­ნა ფე­ის­ბუქ პოს­ტი ცი­ნი­კუ­რი სა­თა­უ­რით „COVID-19-ის მარ­თვის ქარ­თუ­ლი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი“, სა­დაც წერს, რომ „სა­ხელ­მწი­ფო ფუ­ლით, შე­მო­ვი­ტა­ნეთ ყვე­ლა­ზე სა­კა­მა­თო (რბი­ლად რომ ვთქვათ) ან­ტი­ვირუ­სუ­ლი პრე­პა­რა­ტი. არ შე­მოგ­ვაქვს და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ეფექ­ტუ­რო­ბის ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბი და ასე­ვე ახლა უკვე და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ეფექ­ტუ­რო­ბის ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბი“.

ბ-ნ კა­ლო­ი­ანს მთე­ლი პან­დე­მი­ის მან­ძილ­ზე თი­თიც კი არ გა­უნ­ძრე­ვია, აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­ფე­რი არ გა­უ­კე­თე­ბია COVID-19-ს პან­დე­მი­ას­თან საბ­რძოლ­ვე­ლად და ავად­მყო­ფე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად. მას ვე­რაფ­რით მო­უ­ნე­ლე­ბია ის, რომ ქვე­ყა­ნა მის გა­რე­შეც უდი­დე­სი წარ­მა­ტე­ბით უმკლავ­დე­ბა COVID-19-ის პან­დე­მი­ას და მუდ­მი­ვად ცდი­ლობს რა­ღაც სა­ზი­ზღრო­ბა თქვას და ხალ­ხი და­ზაფ­როს. ყო­ველ­დღი­უ­რი ბოღ­მა, ღვარ­ძლი და ქი­ლი­კი მისი სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თი გახ­და, მაგ­რამ რაც მან ახლა და­წე­რა, ეს უკვე მის­ნა­ი­რი „ჰე­ი­თე­რის­თვი­საც“ კი მე­ტის­მე­ტია.

ჯერ ერთი - რემ­დე­სი­ვი­რი ყვე­ლა­ზე სა­კა­მა­თო ან­ტი­ვირუ­სუ­ლი პრე­პა­რა­ტი კი არ არის, არა­მედ ამე­რი­კის FDA-ისა და მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა წამ­ყვა­ნი გა­იდ­ლა­ი­ნის მიერ რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი და მთელ მსოფ­ლი­ში ძა­ლი­ან ფარ­თოდ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სა­დღე­ი­სოდ ერ­თა­დერ­თი პირ­და­პი­რი მოქ­მე­დე­ბის ან­ტი­ვირუ­სუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტია, რო­მე­ლიც უკვე 2 თვეა სა­ქარ­თვე­ლო­შიც ძა­ლი­ან დიდი წარ­მა­ტე­ბით გა­მო­ი­ყე­ნე­ბა.

მე­ო­რეც - ბ-ნმა კა­ლო­ი­ან­მა ისიც კი არ იცის, რომ ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბი ქვე­ყა­ნა­ში დიდი ხა­ნია ხელ­მი­საწ­ვდო­მია და გა­მო­ი­ყე­ნე­ბა და მის ფარ­თოდ გა­მო­ყე­ნე­ბას აქამ­დე სწო­რედ ბ-ნი კა­ლო­ი­ა­ნი და მისი თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი „ქარ­თვე­ლი ექი­მე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ასო­ცი­ა­ცი­ი­დან“ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბოდ­ნენ.

ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბის მა­ღა­ლი (სი­ცო­ცხლის გა­დამ­რჩე­ნი) ეფექ­ტი­ა­ნო­ბის თა­ო­ბა­ზე კვლე­ვის შე­დე­გე­ბი პირ­ვე­ლად ა.წ. 7 იან­ვარს და 11 თე­ბერ­ვალს გა­მოქ­ვეყ­ნდა, მაგ­რამ ჩვენს მას უკვე ერთ წე­ლია დიდი წარ­მა­ტე­ბით ვი­ყე­ნებთ, კერ­ძოდ: ჯერ კი­დევ მა­შინ, რო­დე­საც ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბის ძა­ლი­ან ცო­ტას სჯე­რო­და, ჩვენ იმ დრო­ის­თვის არ­სე­ბუ­ლი მწი­რი მო­ნა­ცე­მე­ბის ანა­ლი­ზით და ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბის მოქ­მე­დე­ბის მე­ქა­ნიზ­მის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით მი­ვე­დით იმ დას­კვნამ­დე, რომ ეს მე­დი­კა­მენ­ტი შე­იძ­ლე­ბა ფას­და­უ­დე­ბე­ლი ყო­ფი­ლი­ყო ე.წ. ცი­ტო­კი­ნუ­რი შტორ­მის სამ­კურ­ნა­ლოდ, რაც COVID-19-ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ხში­რი და სა­სიკ­ვდი­ლო გარ­თუ­ლე­ბაა. უფრო მე­ტიც, ჩვენ ის პირ­ვე­ლად წარ­მა­ტე­ბით 2020 წლის მარ­ტში გა­მო­ვი­ყე­ნეთ და ამის შემ­დეგ ამ მე­დი­კა­მენ­ტით არა­ერ­თი უმ­ძი­მე­სი და სა­სიკ­ვდი­ლოდ გან­წი­რუ­ლი ავად­მყო­ფი გა­და­ვარ­ჩი­ნეთ. ამას სა­ქარ­თვე­ლოს ტე­ლე­ვი­ზი­ის პირ­ველ­მა არ­ხმა მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მიც კი მი­უ­ძღვნა. ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბი ჯერ კი­დევ 2020 წლის მარტსა და ივ­ლის­ში ჩვენს პირ­ველ და მე­ო­რე გა­იდ­ლა­ი­ნებ­შიც იყო შე­ტა­ნი­ლი და სწო­რედ ჩვე­ნი ოპო­ნენ­ტე­ბი - იგი­ვე ბ-ნი კა­ლო­ა­ი­ნი და გან­სა­კუთ­რე­ბით ბ-ნი გი­ორ­გი კან­დე­ლა­კი მუდ­მი­ვად და მწვა­ვედ გვაკ­რი­ტი­კებ­დნენ ამის­თვის და ამ­ტკი­ცებ­დნენ, რომ „ჩვენ ავად­მყო­ფებ­ზე ექ­სპე­რი­მენ­ტებს ვა­ტა­რებთ“?! და რომ თით­ქოს არ­ცერ­თი სე­რი­ო­ზუ­ლი კვლე­ვით არ დას­ტურ­დე­ბო­და ამ მე­დი­კა­მენ­ტის ეფექ­ტი­ა­ნო­ბა. ბ-ნმა კა­ლო­ი­ან­მა „შარ­ლა­ტა­ნე­ბიც“ კი გვი­წო­და. არ ვა­ჭარ­ბებ, სწო­რედ „შარ­ლა­ტა­ნე­ბი“ გვი­წო­და, რის­თვი­საც მას მკაც­რი პა­სუ­ხის­გე­ბა მო­უ­წევს. ახლა კი როცა ტო­ცი­ლი­ზუ­მაბ­ზე კვლე­ვის და­დე­ბი­თი შე­დე­გე­ბი და­ი­დო, ბ-ნ კა­ლო­ი­ანს ყოფ­ნის თავ­ხე­დო­ბა, რომ აქეთ დაგ­ვდოს ბრა­ლი იმა­ში, რომ ჩვენ ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბი არ შე­მოგ­ვაქვს?! არა­და, ეს კი­დევ ერთი დიდი, ამ­ჯე­რად ძა­ლი­ან დიდი ტყუ­ი­ლია. სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ­ჟა­მად 70 COVID-19-ით ავად­მყო­ფის­თვის საკ­მა­რი­სი ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბის მა­რა­გია.

იგი­ვე ბ-ნი კა­ლო­ი­ა­ნი „TV-1”-ის ა.წ. 8 თე­ბერ­ვლის გა­და­ცე­მა „პირ­ვე­ლებ­ში“ ამ­ტკი­ცებ­და, რომ პან­დე­მი­ის პი­კის დროს ქვე­ყა­ნას ჟანგბა­დის საკ­მა­რი­სი მა­რა­გი არ ჰქონ­და?! კი­დევ ერთი დიდი ტყუ­ი­ლი. არ­ცერ­თხელ არ­ცერ­თი COVID-19-თ ავად­მყო­ფი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლა ჟანგბა­დის ან სუნ­თქვის აპა­რა­ტე­ბის არა­საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბის გამო. ეს მით უფრო და­სა­ფა­სე­ბე­ლია, თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ სულ ახ­ლა­ხანს ამე­რი­კის და ინ­გლი­სის ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტრუქ­ტუ­რე­ბის მიერ გა­ცე­მუ­ლი იყო გან­კარ­გუ­ლე­ბა, რომ ამ ქვეყ­ნებ­ში ჟანგბა­დის არა­საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბის გამო?! ქ. ლოს ან­ჯე­ლეს­სა და ქ. ლონ­დონ­ში ჟანგბა­დი მი­ე­წო­დე­ბი­ნათ მხო­ლოდ იმ პა­ცი­ენ­ტე­ბი­სათ­ვის, ვისი ჟანგბა­დის სა­ტუ­რა­ცია 90%-ზე და­ბა­ლია?! ასე­თი რამ ხომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­სოდ­როს მომ­ხდა­რა, ამას და­ფა­სე­ბა სჭირ­დე­ბა და არა ბ-ნი კა­ლო­ი­ა­ნის ღვარ­ძლი და ქი­ლი­კი.

აი, ასე­თია ბ-ნი კა­ლო­ი­ა­ნის და სხვა მისი თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბის მო­რა­ლი და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი და ისი­ნი ყვე­ლა­ფერს კად­რუ­ლო­ბენ, რის გა­მოც ეს ადა­მი­ა­ნე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­ში­ში არი­ან.

რა ვქნათ, „ენას ძვა­ლი არა აქვს“ და ლა­პა­რაკს ვე­რა­ვის აუკ­რძა­ლავ. უბ­რა­ლოდ, ალ­ბათ, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უნდა ის­წავ­ლოს გარ­ჩე­ვა, თუ ვის შე­იძ­ლე­ბა და­უ­ჯე­რო და ვის არა. ისე, ნი­შან­დობ­ლი­ვია, რომ ბ-ნი კა­ლო­ი­ა­ნი თა­ვის მშობ­ლი­ურ ბა­თუმ­ში აჭა­რის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს დე­პუ­ტა­ტად იყ­რი­და კენ­ჭს და სულ ხმე­ბის 3% მი­ი­ღო (ახლა, ალ­ბათ, ამ­დენ­საც ვერ მი­ი­ღებს), რო­გორც ჩანს, სა­ზო­გა­დო­ე­ბას უკვე აღარ ეშ­ლე­ბა, თუ ვინ ვინ არის.

სამ­წუ­ხა­როა, რომ ერთ დროს ნორ­მა­ლუ­რი ექი­მი და რე­ნი­მა­ტო­ლო­გი ბ-ნი კა­ლო­ი­ა­ნი ასეთ დო­ნე­ზე და­ეშ­ვა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ.დ.
25

ბათუმი სომხებისთვისაა მშობლიური თუ თურქებისთვის. ჯერ ეს საკითხი გავარკვიოთ და მერე კალოიანსაც მოვუკითხოთ კეთილები!!!

Zura
2

Batono tengiz gadadeqi nu dagvgale ra agar gvjera sheni..

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"საქართველოში ამჟამად ​კორონავირუსით ინფიცირებული 70 ავადმყოფისთვის საკმარისი "ტოცილიზუმაბის" მარაგია" - თენგიზ ცერცვაძე ვახტანგ კალოიანს პასუხობს

"საქართველოში ამჟამად ​კორონავირუსით ინფიცირებული 70 ავადმყოფისთვის საკმარისი "ტოცილიზუმაბის" მარაგია" - თენგიზ ცერცვაძე ვახტანგ კალოიანს პასუხობს

არცერთხელ არცერთი COVID-19-თ ავადმყოფი საქართველოში არ დაზარალებულა ჟანგბადის ან სუნთქვის აპარატების არასაკმარისი რაოდენობის გამო, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმოყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს. ამით ის პასუხობს ექიმ ვახტანგ კალოიანს.

როგორც თენგიზ ცერცვაძე წერს, კალოიანს მთელი პანდემიის მანძილზე თითიც კი არ გაუნძრევია, COVID-19-ს პანდემიასთან საბრძოლველად და ავადმყოფების დასახმარებლად.

ამასთან მისი თქმით, ტოცილიზუმაბი ქვეყანაში დიდი ხანია ხელმისაწვდომია და საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირებული 70 ავადმყოფისთვის საკმარისი ტოცილიზუმაბის მარაგია.

„ეს უკვე მეტისმეტია.ბატონმა ვახტანგ კალოიანმა ა.წ. 12 თებერვალს გამოაქვეყნა ფეისბუქ პოსტი ცინიკური სათაურით „COVID-19-ის მართვის ქართული თავისებურებები“, სადაც წერს, რომ „სახელმწიფო ფულით, შემოვიტანეთ ყველაზე საკამათო (რბილად რომ ვთქვათ) ანტივირუსული პრეპარატი. არ შემოგვაქვს დადასტურებული ეფექტურობის ანტიბიოტიკები და ასევე ახლა უკვე დადასტურებული ეფექტურობის ტოცილიზუმაბი“.

ბ-ნ კალოიანს მთელი პანდემიის მანძილზე თითიც კი არ გაუნძრევია, აბსოლუტურად არაფერი არ გაუკეთებია COVID-19-ს პანდემიასთან საბრძოლველად და ავადმყოფების დასახმარებლად. მას ვერაფრით მოუნელებია ის, რომ ქვეყანა მის გარეშეც უდიდესი წარმატებით უმკლავდება COVID-19-ის პანდემიას და მუდმივად ცდილობს რაღაც საზიზღრობა თქვას და ხალხი დაზაფროს. ყოველდღიური ბოღმა, ღვარძლი და ქილიკი მისი სავიზიტო ბარათი გახდა, მაგრამ რაც მან ახლა დაწერა, ეს უკვე მისნაირი „ჰეითერისთვისაც“ კი მეტისმეტია.

ჯერ ერთი - რემდესივირი ყველაზე საკამათო ანტივირუსული პრეპარატი კი არ არის, არამედ ამერიკის FDA-ისა და მსოფლიოს ყველა წამყვანი გაიდლაინის მიერ რეკომენდებული და მთელ მსოფლიში ძალიან ფართოდ გამოყენებული სადღეისოდ ერთადერთი პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული მედიკამენტია, რომელიც უკვე 2 თვეა საქართველოშიც ძალიან დიდი წარმატებით გამოიყენება.

მეორეც - ბ-ნმა კალოიანმა ისიც კი არ იცის, რომ ტოცილიზუმაბი ქვეყანაში დიდი ხანია ხელმისაწვდომია და გამოიყენება და მის ფართოდ გამოყენებას აქამდე სწორედ ბ-ნი კალოიანი და მისი თანამოაზრეები „ქართველი ექიმების საერთაშორისო ასოციაციიდან“ ეწინააღმდეგებოდნენ.

ტოცილიზუმაბის მაღალი (სიცოცხლის გადამრჩენი) ეფექტიანობის თაობაზე კვლევის შედეგები პირველად ა.წ. 7 იანვარს და 11 თებერვალს გამოქვეყნდა, მაგრამ ჩვენს მას უკვე ერთ წელია დიდი წარმატებით ვიყენებთ, კერძოდ: ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ტოცილიზუმაბის ეფექტიანობის ძალიან ცოტას სჯეროდა, ჩვენ იმ დროისთვის არსებული მწირი მონაცემების ანალიზით და ტოცილიზუმაბის მოქმედების მექანიზმის გათვალისწინებით მივედით იმ დასკვნამდე, რომ ეს მედიკამენტი შეიძლება ფასდაუდებელი ყოფილიყო ე.წ. ციტოკინური შტორმის სამკურნალოდ, რაც COVID-19-ის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი და სასიკვდილო გართულებაა. უფრო მეტიც, ჩვენ ის პირველად წარმატებით 2020 წლის მარტში გამოვიყენეთ და ამის შემდეგ ამ მედიკამენტით არაერთი უმძიმესი და სასიკვდილოდ განწირული ავადმყოფი გადავარჩინეთ. ამას საქართველოს ტელევიზიის პირველმა არხმა მოკლემეტრაჟიანი ფილმიც კი მიუძღვნა. ტოცილიზუმაბი ჯერ კიდევ 2020 წლის მარტსა და ივლისში ჩვენს პირველ და მეორე გაიდლაინებშიც იყო შეტანილი და სწორედ ჩვენი ოპონენტები - იგივე ბ-ნი კალოაინი და განსაკუთრებით ბ-ნი გიორგი კანდელაკი მუდმივად და მწვავედ გვაკრიტიკებდნენ ამისთვის და ამტკიცებდნენ, რომ „ჩვენ ავადმყოფებზე ექსპერიმენტებს ვატარებთ“?! და რომ თითქოს არცერთი სერიოზული კვლევით არ დასტურდებოდა ამ მედიკამენტის ეფექტიანობა. ბ-ნმა კალოიანმა „შარლატანებიც“ კი გვიწოდა. არ ვაჭარბებ, სწორედ „შარლატანები“ გვიწოდა, რისთვისაც მას მკაცრი პასუხისგება მოუწევს. ახლა კი როცა ტოცილიზუმაბზე კვლევის დადებითი შედეგები დაიდო, ბ-ნ კალოიანს ყოფნის თავხედობა, რომ აქეთ დაგვდოს ბრალი იმაში, რომ ჩვენ ტოცილიზუმაბი არ შემოგვაქვს?! არადა, ეს კიდევ ერთი დიდი, ამჯერად ძალიან დიდი ტყუილია. საქართველოში ამჟამად 70 COVID-19-ით ავადმყოფისთვის საკმარისი ტოცილიზუმაბის მარაგია.

იგივე ბ-ნი კალოიანი „TV-1”-ის ა.წ. 8 თებერვლის გადაცემა „პირველებში“ ამტკიცებდა, რომ პანდემიის პიკის დროს ქვეყანას ჟანგბადის საკმარისი მარაგი არ ჰქონდა?! კიდევ ერთი დიდი ტყუილი. არცერთხელ არცერთი COVID-19-თ ავადმყოფი საქართველოში არ დაზარალებულა ჟანგბადის ან სუნთქვის აპარატების არასაკმარისი რაოდენობის გამო. ეს მით უფრო დასაფასებელია, თუ გავითვალისწინებთ, რომ სულ ახლახანს ამერიკის და ინგლისის ოფიციალური სტრუქტურების მიერ გაცემული იყო განკარგულება, რომ ამ ქვეყნებში ჟანგბადის არასაკმარისი რაოდენობის გამო?! ქ. ლოს ანჯელესსა და ქ. ლონდონში ჟანგბადი მიეწოდებინათ მხოლოდ იმ პაციენტებისათვის, ვისი ჟანგბადის სატურაცია 90%-ზე დაბალია?! ასეთი რამ ხომ საქართველოში არასოდროს მომხდარა, ამას დაფასება სჭირდება და არა ბ-ნი კალოიანის ღვარძლი და ქილიკი.

აი, ასეთია ბ-ნი კალოიანის და სხვა მისი თანამოაზრეების მორალი და პროფესიონალიზმი და ისინი ყველაფერს კადრულობენ, რის გამოც ეს ადამიანები საზოგადოებისთვის საშიში არიან.

რა ვქნათ, „ენას ძვალი არა აქვს“ და ლაპარაკს ვერავის აუკრძალავ. უბრალოდ, ალბათ, საზოგადოებამ უნდა ისწავლოს გარჩევა, თუ ვის შეიძლება დაუჯერო და ვის არა. ისე, ნიშანდობლივია, რომ ბ-ნი კალოიანი თავის მშობლიურ ბათუმში აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად იყრიდა კენჭს და სულ ხმების 3% მიიღო (ახლა, ალბათ, ამდენსაც ვერ მიიღებს), როგორც ჩანს, საზოგადოებას უკვე აღარ ეშლება, თუ ვინ ვინ არის.

სამწუხაროა, რომ ერთ დროს ნორმალური ექიმი და რენიმატოლოგი ბ-ნი კალოიანი ასეთ დონეზე დაეშვა.

ინფორმაცია, რომ გლდანის ციხეში პატიმარი ჯაჭვით არის დაბმული და თავში ნემსებს უკეთებენ, სიცრუეა - პენიტენციური სამსახურის განცხადება

"თეთრი ჟილეტები" და ჯვართამაღლების ტაძრის მრევლის უნიკალური სოციალური დახმარება მოსახლეობისადმი პანდემიის დროს

თბილისის მუნციპალური ინსპექციის წარმომადგენლებმა ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობა გააჩერეს - რა ვითარებაა ადგილზე?