საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შორენა თეთრუაშვილს შეფარებული ჰყავს ორი ტერორისტი და დაიჭირეთო, დაჟინებით ითხოვდა" - გოგაშვილის თქმით, ოხანაშვილმა "საქმის შეკერვა" სთხოვა
"შორენა თეთრუაშვილს შეფარებული ჰყავს ორი ტერორისტი და დაიჭირეთო, დაჟინებით ითხოვდა" - გოგაშვილის თქმით, ოხანაშვილმა "საქმის შეკერვა" სთხოვა

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის, სოსო გო­გაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სა­პატ­რი­არ­ქოს დაც­ვის უფ­როს­მა სოსო ოხა­ნაშ­ვილ­მა შო­რე­ნა თეთ­რუ­აშ­ვი­ლის შე­სა­ხებ უთხრა, რომ ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რე­ბი ჰყავ­და შე­ფა­რე­ბუ­ლი და უნდა და­ე­ჭი­რათ.

რო­გორც გო­გაშ­ვილ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია "პირ­ვე­ლის" გა­და­ცე­მა "ნო­დარ მე­ლა­ძის შა­ბა­თის“ ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და, ოხა­ნაშ­ვილს უარი უთხრა, რად­გან „შო­რე­ნა თეთ­რუ­აშ­ვი­ლი უდა­ნა­შა­უ­ლო იყო“.

გო­გაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, ეთ­ნი­კუ­რად ქარ­თვე­ლი ორი ადა­მი­ა­ნი სა­პატ­რი­არ­ქოს კუთ­ვნილ სახ­ლში შო­რე­ნა თეთ­რუ­აშ­ვი­ლის დახ­მა­რე­ბით ნამ­დვი­ლად ცხოვ­რობ­და, თუმ­ცა მხო­ლოდ მა­ნამ­დე, სა­ნამ ცნო­ბი­ლი გახ­დე­ბო­და, რომ ისი­ნი ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რე­ბი იყ­ვნენ.

"მი­თხრა, რომ შო­რე­ნა თეთ­რუ­აშ­ვილს შე­ფა­რე­ბუ­ლი ჰყავს ორი ტე­რო­რის­ტი - ამა­ზე საქ­მე უნდა აღიძ­რას და ის და­ი­ჭი­რეთ. ამას და­ჟი­ნე­ბით ითხოვ­და. მე მას ავუხ­სე­ნი, რომ ეს ასე მარ­ტი­ვი არაა. თურ­ქეთ­ში ერ­დო­ღა­ნის მთა­ვა­რო­ბამ რამ­დე­ნი­მე ორ­გა­ნი­ზა­ცია აღი­ა­რა ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ად. იყო ორი ადა­მი­ა­ნი იყო, ეთ­ნი­კუ­რი ქარ­თვე­ლე­ბი, ლა­ზე­ბი. ესე­ნი იყ­ვნენ ერთ-ერთი იმ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რე­ბი, რო­მე­ლიც ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ად აღი­ა­რეს. მათ ამის შემ­დეგ და­ტო­ვეს ქვე­ყა­ნა და აქ ეძებ­დნენ თავ­შე­სა­ფარს. ეს ორი ადა­მი­ა­ნი ჩა­მო­ვი­და, რო­მელ­თაც რე­კო­მენ­და­ცია გა­უ­წი­ეს, რომ იუ­რის­ტი სჭირ­დე­ბო­დათ. ამავდრო­უ­ლად თურ­ქეთ­ში ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­სა და მის წევ­რებ­ზე საქ­მის წარ­მო­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. მათ სა­ზღვა­რი ოფი­ცი­ა­ლუ­რად ჰქონ­დათ გად­მოკ­ვე­თი­ლი და რად­გან თურ­ქებ­მა ნა­ხეს, რომ ცხოვ­რობ­დნენ ერთ-ერთ სახ­ლში, რო­მე­ლიც იყო სა­პატ­რი­არ­ქოს ბა­ლანსზე. შო­რე­ნას სთხო­ვეს, რომ ცოტა ხნით გა­ჩერ­დე­ბოდ­ნენ“,- გა­ნა­ცხა­და გო­გაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, სოსო ოხა­ნაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცია აბ­სურ­დი იყო და თხოვ­ნა­ზე სუს-ის უა­რის შემ­დეგ მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა გა­წყვი­ტა. ამას­თან, გო­გაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­კვე­ულ ჯგუფს სა­პატ­რი­არ­ქო­ში რო­გორც შო­რე­ნა თეთ­რუ­აშ­ვი­ლი, ასე­ვე მე­უ­ფე­ე­ბი სა­მიზ­ნე­ე­ბად ჰყავ­და.

„მე მას ავუხ­სე­ნი, რომ არ შე­იძ­ლე­ბა „შევ­კე­როთ“ საქ­მე პატ­რი­არ­ქის მდი­ვან-რე­ფე­რენტზე და და­ვი­ჭი­როთ, რო­დე­საც ის უდა­ნა­შა­უ­ლოა. არ შე­იძ­ლე­ბა მას ინ­ფორ­მა­ცია ჰქო­ნო­და. ჩვენ ეს სა­კი­თხი პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან ერ­თად გა­ვი­ა­რეთ და აბ­სურ­დი იყო. სამ­სა­ხუ­რე­ბი გახ­დე­ბო­და სა­სა­ცი­ლო, თუ ამას გა­ა­კე­თებ­დნენ. პლუს ამას, ეკ­ლე­სი­ის პირ­და­პი­რი დის­კრე­დი­ტა­ცია იყო, შე­იძ­ლე­ბა სა­მა­სა­ხუ­რებს რა­ღაც თე­მე­ბის „შე­კერ­ვა“ ეხერ­ხე­ბო­დეს, მაგ­რამ ვის­ზე „კე­რავ საქ­მეს“, უდა­ნა­შა­უ­ლო და პატ­რი­არ­ქის უერ­თგუ­ლეს ადა­მი­ან­ზე?

გა­ნა­წყენ­და სოსო, რომ ეს ასე გა­ვა­კე­თეთ. ამ უა­რის შემ­დეგ ურ­თი­ერ­თო­ბა გა­წყვი­ტა. ეს საქ­მე დამ­თავ­რდა, ამ ორი ადა­მი­ა­ნის ექ­სტრა­დი­რე­ბა მოხ­და, გა­და­ვე­ცით თურ­ქეთს. პი­რა­დად მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა აღარ მქონ­და. ტე­ლე­ფონ­ზე ვე­ცა­დე და ვერ და­ვუ­კავ­შირ­დი მას შემ­დეგ. სა­ვა­რა­უ­დოდ, დამ­ბლო­კა. მერე ისევ მოხ­სნა ბლო­კი, იმი­ტომ, რომ შე­ვუთ­ვა­ლე, რომ სი­სუ­ლე­ლეს აკე­თებ­და. ემო­ცი­უ­რი ადა­მი­ა­ნია, ზო­გა­დად, და ამ ემო­ცი­ებ­ში გა­ეხ­ვა იმი­ტომ, რომ ჩვე­ნი სამ­სა­ხუ­რის­გან ასეთ და­მო­უ­კი­დე­ბუ­ლე­ბას არ მო­ე­ლო­და. რა­ღაც პე­რი­ო­დი ურ­თი­ერ­თო­ბა გა­წყვი­ტა, გა­ი­ბუ­ტა. შო­რე­ნა თეთ­რუ­აშ­ვი­ლი სა­მიზ­ნედ ჰყავ­დათ და არა მარ­ტო თეთ­რუ­აშ­ვი­ლი, არა­მედ მე­უ­ფე­ე­ბი, ქო­რე­პის­კო­პო­სე­ბი. მათ ჰქონ­დათ ძა­ლი­ან დიდი გავ­ლე­ნა სა­პატ­რი­არ­ქო­ში, შემ­დეგ ამ ჯგუფ­მა და­ი­წყო მოქ­მე­დე­ბე­ბი, რო­გორც შო­რე­ნას, ისე მე­უ­ფე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. ჰქონ­დათ შექ­მნი­ლი მი­თე­ბი, თით­ქოს შო­რე­ნა პე­დეს­ტალ­ზე იდგა და მე­უ­ფე­ებს მი­თი­თე­ბებს აძ­ლევ­და“,- გა­ნა­ცხა­და გო­გაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
?
33

შენც შორენას ბიჭი ხარ?

ვახო
2
უშიშროებაში მუშაობდი მაღალ თანამდებობაზე... თუ სადმე ყვითელი პრესის რედაქტორი იყავი. როგოც წესი არ საუბრიბენ და ტიკტიკებენ ესე )))))
რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"შორენა თეთრუაშვილს შეფარებული ჰყავს ორი ტერორისტი და დაიჭირეთო, დაჟინებით ითხოვდა" - გოგაშვილის თქმით, ოხანაშვილმა "საქმის შეკერვა" სთხოვა

"შორენა თეთრუაშვილს შეფარებული ჰყავს ორი ტერორისტი და დაიჭირეთო, დაჟინებით ითხოვდა" - გოგაშვილის თქმით, ოხანაშვილმა "საქმის შეკერვა" სთხოვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის განცხადებით, საპატრიარქოს დაცვის უფროსმა სოსო ოხანაშვილმა შორენა თეთრუაშვილის შესახებ უთხრა, რომ ტერორისტული ორგანიზაციის წევრები ჰყავდა შეფარებული და უნდა დაეჭირათ.

როგორც გოგაშვილმა ტელეკომპანია "პირველის" გადაცემა "ნოდარ მელაძის შაბათის“ ეთერში განაცხადა, ოხანაშვილს უარი უთხრა, რადგან „შორენა თეთრუაშვილი უდანაშაულო იყო“.

გოგაშვილის განმარტებით, ეთნიკურად ქართველი ორი ადამიანი საპატრიარქოს კუთვნილ სახლში შორენა თეთრუაშვილის დახმარებით ნამდვილად ცხოვრობდა, თუმცა მხოლოდ მანამდე, სანამ ცნობილი გახდებოდა, რომ ისინი ტერორისტული ორგანიზაციის წევრები იყვნენ.

"მითხრა, რომ შორენა თეთრუაშვილს შეფარებული ჰყავს ორი ტერორისტი - ამაზე საქმე უნდა აღიძრას და ის დაიჭირეთ. ამას დაჟინებით ითხოვდა. მე მას ავუხსენი, რომ ეს ასე მარტივი არაა. თურქეთში ერდოღანის მთავარობამ რამდენიმე ორგანიზაცია აღიარა ტერორისტულ ორგანიზაციად. იყო ორი ადამიანი იყო, ეთნიკური ქართველები, ლაზები. ესენი იყვნენ ერთ-ერთი იმ ორგანიზაციის წევრები, რომელიც ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარეს. მათ ამის შემდეგ დატოვეს ქვეყანა და აქ ეძებდნენ თავშესაფარს. ეს ორი ადამიანი ჩამოვიდა, რომელთაც რეკომენდაცია გაუწიეს, რომ იურისტი სჭირდებოდათ. ამავდროულად თურქეთში ამ ორგანიზაციებსა და მის წევრებზე საქმის წარმოება მიმდინარეობდა. მათ საზღვარი ოფიციალურად ჰქონდათ გადმოკვეთილი და რადგან თურქებმა ნახეს, რომ ცხოვრობდნენ ერთ-ერთ სახლში, რომელიც იყო საპატრიარქოს ბალანსზე. შორენას სთხოვეს, რომ ცოტა ხნით გაჩერდებოდნენ“,- განაცხადა გოგაშვილმა.

მისივე თქმით, სოსო ოხანაშვილის ინფორმაცია აბსურდი იყო და თხოვნაზე სუს-ის უარის შემდეგ მასთან ურთიერთობა გაწყვიტა. ამასთან, გოგაშვილის ინფორმაციით, გარკვეულ ჯგუფს საპატრიარქოში როგორც შორენა თეთრუაშვილი, ასევე მეუფეები სამიზნეებად ჰყავდა.

„მე მას ავუხსენი, რომ არ შეიძლება „შევკეროთ“ საქმე პატრიარქის მდივან-რეფერენტზე და დავიჭიროთ, როდესაც ის უდანაშაულოა. არ შეიძლება მას ინფორმაცია ჰქონოდა. ჩვენ ეს საკითხი პროკურატურასთან ერთად გავიარეთ და აბსურდი იყო. სამსახურები გახდებოდა სასაცილო, თუ ამას გააკეთებდნენ. პლუს ამას, ეკლესიის პირდაპირი დისკრედიტაცია იყო, შეიძლება სამასახურებს რაღაც თემების „შეკერვა“ ეხერხებოდეს, მაგრამ ვისზე „კერავ საქმეს“, უდანაშაულო და პატრიარქის უერთგულეს ადამიანზე?

განაწყენდა სოსო, რომ ეს ასე გავაკეთეთ. ამ უარის შემდეგ ურთიერთობა გაწყვიტა. ეს საქმე დამთავრდა, ამ ორი ადამიანის ექსტრადირება მოხდა, გადავეცით თურქეთს. პირადად მასთან ურთიერთობა აღარ მქონდა. ტელეფონზე ვეცადე და ვერ დავუკავშირდი მას შემდეგ. სავარაუდოდ, დამბლოკა. მერე ისევ მოხსნა ბლოკი, იმიტომ, რომ შევუთვალე, რომ სისულელეს აკეთებდა. ემოციური ადამიანია, ზოგადად, და ამ ემოციებში გაეხვა იმიტომ, რომ ჩვენი სამსახურისგან ასეთ დამოუკიდებულებას არ მოელოდა. რაღაც პერიოდი ურთიერთობა გაწყვიტა, გაიბუტა. შორენა თეთრუაშვილი სამიზნედ ჰყავდათ და არა მარტო თეთრუაშვილი, არამედ მეუფეები, ქორეპისკოპოსები. მათ ჰქონდათ ძალიან დიდი გავლენა საპატრიარქოში, შემდეგ ამ ჯგუფმა დაიწყო მოქმედებები, როგორც შორენას, ისე მეუფეების წინააღმდეგ. ჰქონდათ შექმნილი მითები, თითქოს შორენა პედესტალზე იდგა და მეუფეებს მითითებებს აძლევდა“,- განაცხადა გოგაშვილმა.

რა შეზღუდვები იხსნება დღეიდან და რაზე მკაცრდება სანქცია - დეტალური ინფორმაცია

"საქართველოში ამჟამად ​კორონავირუსით ინფიცირებული 70 ავადმყოფისთვის საკმარისი "ტოცილიზუმაბის" მარაგია" - თენგიზ ცერცვაძე ვახტანგ კალოიანს პასუხობს

"მეუღლისთვის ეს უსიამოვნო მოულოდნელობა აღმოჩდა, ახლაც მსაყვედურობს... შვილებისთვის მეგობარი უფრო ვარ, ვიდრე მამა" - ლევან იოსელიანის ოჯახური ცხოვრება