პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შემოსავლების სამსახურის თანამშრომელზე ფიზიკური ანგარიშსწორება ყოფილმა თანამშრომელმა განახორციელა - უწყების განცხადება
შემოსავლების სამსახურის თანამშრომელზე ფიზიკური ანგარიშსწორება ყოფილმა თანამშრომელმა განახორციელა - უწყების განცხადება

ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რი უწყე­ბის თა­ნამ­შრომ­ლის ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის ფაქტს გმობს და აღ­ნიშ­ნავს, რომ უწყე­ბის­თვის კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია ძა­ლა­დო­ბის ნე­ბის­მი­ე­რი ფაქ­ტის გა­მოვ­ლე­ნა.

ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რი მო­უ­წო­დებს ყვე­ლა მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბას, არ და­უშ­ვან პი­რა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ის შემ­ცვე­ლი კად­რე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა და თავი შე­ი­კა­ვონ და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის­გან.

"ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რი მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მი­ზან­შე­წო­ნი­ლად მი­იჩ­ნევს გა­ა­კე­თოს გან­ცხა­დე­ბა, იმ ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც მიმ­დი­ნა­რე წლის 12 თე­ბერ­ვალს, შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოხ­და და რომ­ლის შე­დე­გა­დაც, უწყე­ბის თა­ნამ­შრო­მელ­მა მი­ი­ღო ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი.

აღ­ვნიშ­ნავთ, რომ ინ­ცი­დენ­ტის დროს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის მოქ­მე­დი თა­ნამ­შრო­მე­ლია, ხოლო პირი, რო­მელ­მაც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ფი­ზი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბა, უწყე­ბის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლია.

მას პი­რა­დი გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, და­ტო­ვე­ბუ­ლი ჰქონ­და შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რი. ჩვენს ხელთ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­პი­რის­პი­რე­ბის მი­ზე­ზი პი­რა­დი უთან­ხმო­ე­ბა გახ­და.

ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რი გმობს მომ­ხდარ ფაქტს. უწყე­ბის­თვის კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია ძა­ლა­დო­ბის ნე­ბის­მი­ე­რი ფაქ­ტის გა­მოვ­ლე­ნა.

მომ­ხდარ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა.

მო­ვუ­წო­დებთ ყვე­ლა მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბას, არ და­უშ­ვან პი­რა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ის შემ­ცვე­ლი კად­რე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა და თავი შე­ი­კა­ვონ და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის­გან, რაც არის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი თავ­დას­ხმა უწყე­ბა­ზე და ემ­სა­ხუ­რე­ბა სამ­სა­ხუ­რის მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნდო­ბის შე­სუს­ტე­ბას და ღირ­სე­ბის შე­ლახ­ვას“,-აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ავტორი:

შემოსავლების სამსახურის თანამშრომელზე ფიზიკური ანგარიშსწორება ყოფილმა თანამშრომელმა განახორციელა - უწყების განცხადება

შემოსავლების სამსახურის თანამშრომელზე ფიზიკური ანგარიშსწორება ყოფილმა თანამშრომელმა განახორციელა - უწყების განცხადება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური უწყების თანამშრომლის ფიზიკური დაზიანების თაობაზე განცხადებას ავრცელებს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური დაპირისპირების ფაქტს გმობს და აღნიშნავს, რომ უწყებისთვის კატეგორიულად მიუღებელია ძალადობის ნებისმიერი ფაქტის გამოვლენა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოუწოდებს ყველა მედია საშუალებას, არ დაუშვან პირადი ინფორმაციის შემცველი კადრების გასაჯაროება და თავი შეიკავონ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.

"ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიიჩნევს გააკეთოს განცხადება, იმ ინციდენტთან დაკავშირებით, რომელიც მიმდინარე წლის 12 თებერვალს, შემოსავლების სამსახურის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა და რომლის შედეგადაც, უწყების თანამშრომელმა მიიღო ფიზიკური დაზიანებები.

აღვნიშნავთ, რომ ინციდენტის დროს დაზარალებული შემოსავლების სამსახურის მოქმედი თანამშრომელია, ხოლო პირი, რომელმაც განახორციელა ფიზიკური ანგარიშსწორება, უწყების ყოფილი თანამშრომელია.

მას პირადი განცხადების საფუძველზე, დატოვებული ჰქონდა შემოსავლების სამსახური. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, დაპირისპირების მიზეზი პირადი უთანხმოება გახდა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გმობს მომხდარ ფაქტს. უწყებისთვის კატეგორიულად მიუღებელია ძალადობის ნებისმიერი ფაქტის გამოვლენა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს გამოძიება.

მოვუწოდებთ ყველა მედია საშუალებას, არ დაუშვან პირადი ინფორმაციის შემცველი კადრების გასაჯაროება და თავი შეიკავონ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რაც არის მიზანმიმართული თავდასხმა უწყებაზე და ემსახურება სამსახურის მიმართ საზოგადოების ნდობის შესუსტებას და ღირსების შელახვას“,-აღნიშნულია განცხადებაში.

"ბავშვი მეხვეწება დედიკო მიშველეო... თავს მოვიკლავო" - "რეგინფო" აქვეყნებს მიმოწერას გარდაცვლილი 14 წლის გოგონას დედასა და სოციალურ მუშაკს შორის

"რაც შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ... თუ ვინმეს აქვს პრეტენზია, შეიტანოს საჩივარი" - შს მინისტრი 14 წლის გოგოს სუიციდის საქმეზე

შრომის ინსპექციამ ზურაბ ჯაფარიძის გარდა, გუშინ სოციალური ღონისძიების გამართვისთვის 4 ობიექტი დააჯარიმა