სპორტი
სამართალი
პოლიტიკა

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმ პირობით, რომ ცოლად შეირთავდა, სექსუალური კავშირი დაამყარა და გოგონასთან კონტაქტი გაწყვიტა" - რა წერია ქობულეთში დაკავებულის ბრალდებაში?
"იმ პირობით, რომ ცოლად შეირთავდა, სექსუალური კავშირი დაამყარა და გოგონასთან კონტაქტი გაწყვიტა" - რა წერია ქობულეთში დაკავებულის ბრალდებაში?

პრო­კუ­რა­ტუ­რამ ქო­ბუ­ლე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მომ­ხდა­რი თექ­ვსმე­ტი წლის ასაკს მი­უღ­წე­ველ­თან სექ­სუ­ა­ლუ­რი კავ­ში­რის დამ­ყა­რე­ბი­სა და თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის ფაქ­ტზე ნ.ტ.-ს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა.

რო­გორც უწყე­ბა­ში აცხა­დე­ბენ, სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ნ.ტ.-მ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იცო­და ნ.ც. თექ­ვსმე­ტი წლის ასაკს მი­უღ­წე­ვე­ლი იყო, 2020 წლის ივ­ნის­ში და დე­კემ­ბერ­ში, მო­ტყუ­ე­ბით, იმ პი­რო­ბით, რომ მო­მა­ვალ­ში ცო­ლად შე­ირ­თავ­და, სექ­სუ­ა­ლუ­რი კავ­ში­რი და­ამ­ყა­რა, რის შემ­დე­გაც მას­თან გა­წყვი­ტა კონ­ტაქ­ტი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი გო­გო­ნას გა­ნუ­ცხა­და, რომ მას­ზე და­ქორ­წი­ნე­ბას არ აპი­რებ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლით და­ამ­ცი­რა მისი ღირ­სე­ბა. ნ.ც.-მ, 2021 წლის 09 თე­ბერ­ვალს თვით­მკვლე­ლო­ბა ჩა­ი­დი­ნა.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ნ.ტ. მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, 2021 წლის 10 თე­ბერ­ვალს და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 140-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (სრულ­წლო­ვა­ნის სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის შეღ­წე­ვა დამ­ნა­შა­ვის­თვის წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით თექ­ვსმე­ტი წლის ასაკს მი­უღ­წე­ვე­ლის სხე­ულ­ში, (ორი ეპი­ზო­დი)) და 115-ე მუხ­ლით (თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნა) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 7-დან 9 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით ბა­თუ­მის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს უკვე მი­მარ­თა.

სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა გარ­დაც­ვლი­ლი ნ.ც.-ს მი­მართ შე­საძ­ლო სხვა ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტებ­ზეც.

ამას­თან, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა სამ­ძი­მარს უცხა­დებს ქო­ბუ­ლე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას ოჯახს და მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის გამო.

ნინო
7

მერე ალბათ ამ საწყალმა ბავშვმა ოჯახი მოატყუა რომ გამაუოატიურაო,ოჯახმაც შეავიწროვა და იფიქრა ექსპერტიზა დაადგენს რომ არ იყო ძალადობაო და სულ მომკლავენო,შეეშინდა და ეს ჩაიდინა,უნდა დაისაჯოს,ის ბიჭი ც და ბაბუამისიც,მასწავლებლებიც,რომლებსაც არ ინტერესდებოდნენ რატომ არ ესწრებოდა ბავშვი გაკვეთილებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა
ავტორი:

"იმ პირობით, რომ ცოლად შეირთავდა, სექსუალური კავშირი დაამყარა და გოგონასთან კონტაქტი გაწყვიტა" - რა წერია ქობულეთში დაკავებულის ბრალდებაში?

"იმ პირობით, რომ ცოლად შეირთავდა, სექსუალური კავშირი დაამყარა და გოგონასთან კონტაქტი გაწყვიტა" - რა წერია ქობულეთში დაკავებულის ბრალდებაში?

პროკურატურამ ქობულეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალური კავშირის დამყარებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე ნ.ტ.-ს ბრალდება წარუდგინა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.ტ.-მ მიუხედავად იმისა, რომ იცოდა ნ.ც. თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი იყო, 2020 წლის ივნისში და დეკემბერში, მოტყუებით, იმ პირობით, რომ მომავალში ცოლად შეირთავდა, სექსუალური კავშირი დაამყარა, რის შემდეგაც მასთან გაწყვიტა კონტაქტი. მოგვიანებით კი გოგონას განუცხადა, რომ მასზე დაქორწინებას არ აპირებდა. აღნიშნულით დაამცირა მისი ღირსება. ნ.ც.-მ, 2021 წლის 09 თებერვალს თვითმკვლელობა ჩაიდინა.

სამართალდამცავებმა ნ.ტ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 2021 წლის 10 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით (სრულწლოვანის სექსუალური ხასიათის შეღწევა დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველის სხეულში, (ორი ეპიზოდი)) და 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება გარდაცვლილი ნ.ც.-ს მიმართ შესაძლო სხვა ძალადობის ფაქტებზეც.

ამასთან, საქართველოს პროკურატურა სამძიმარს უცხადებს ქობულეთის მუნიციპალიტეტში გარდაცვლილი გოგონას ოჯახს და მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგედიის გამო.

"რაც შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ... თუ ვინმეს აქვს პრეტენზია, შეიტანოს საჩივარი" - შს მინისტრი 14 წლის გოგოს სუიციდის საქმეზე

შრომის ინსპექციამ ზურაბ ჯაფარიძის გარდა, გუშინ სოციალური ღონისძიების გამართვისთვის 4 ობიექტი დააჯარიმა

ინფორმაცია, რომ პატიმრებს შორის დაპირისპირება მოხდა და სამი მათგანი გარდაიცვალა, სიცრუეა - პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს