მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურა ნიკა მელიას პატიმრობას ითხოვს და პარლამენტს მიმართავს
პროკურატურა ნიკა მელიას პატიმრობას ითხოვს და პარლამენტს მიმართავს

სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა ნიკა მე­ლი­ას მი­მართ პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი თან­ხმო­ბის მი­სა­ღე­ბად პარ­ლა­მენტს მი­მარ­თავს. ნიკა მე­ლი­ას საქ­მე­ზე გან­ცხა­დე­ბას თა­ვად პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

„სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბრალ­დე­ბულ ნი­კა­ნორ მე­ლი­ას მი­მართ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის - გი­რა­ოს უფრო მკაც­რი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბით - პა­ტიმ­რო­ბით შეც­ვლის შე­სა­ხებ სა­სა­მარ­თლოს­თვის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით მი­მარ­თვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თან­ხმო­ბის გა­ცე­მის თა­ო­ბა­ზე პარ­ლა­მენტს მი­მარ­თა.

რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის, 2019 წლის 25 ივ­ნისს, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 225-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი და მე­ო­რე ნა­წი­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის­თვის, სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ე­ცა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი ნი­კა­ნორ მე­ლია.

წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბის თა­ნახ­მად, 2019 წლის 20 ივ­ნისს, თბი­ლის­ში, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის წინ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის და სხვა მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის გა­დად­გო­მის მო­თხოვ­ნით მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე, და­ახ­ლო­ე­ბით 21:00 სა­ათ­ზე, ად­გილ­ზე შეკ­რე­ბილ მო­ქა­ლა­ქე­ებს სი­ტყვით მი­მარ­თა პარ­ლა­მენ­ტის წევ­რმა ნი­კა­ნორ მე­ლი­ამ და მო­უ­წო­და პარ­ლა­მენ­ტში შეჭ­რის­კენ, თუ მომ­დევ­ნო ერთი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­თხოვ­ნე­ბი არ დაკ­მა­ყო­ფილ­დე­ბო­და. ვი­ნა­ი­დან, ულ­ტი­მა­ტუ­მი არ შეს­რულ­და, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის სა­სახ­ლე­ში შეჭ­რის მიზ­ნით, მი­ტინგზე შეკ­რე­ბი­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ნა­წი­ლი, ნი­კა­ნორ მე­ლი­ას ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბი­თა და უშუ­ა­ლო მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, თავს და­ეს­ხა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის სა­სახ­ლის წინ შე­ნო­ბის და­სა­ცა­ვად გან­ლა­გე­ბულ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს. გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, სხვა­დას­ხვა სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღეს რო­გორც სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა, ასე­ვე პრო­ტეს­ტის მშვი­დო­ბი­ა­ნად გა­მო­ხატ­ვის მიზ­ნით შეკ­რე­ბილ­მა მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა, და­ზი­ან­და და გა­ნად­გურ­და სა­ხელ­მწი­ფოს და კერ­ძო პირ­თა კუთ­ვნი­ლი ქო­ნე­ბა.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს 2019 წლის 27 ივ­ნი­სის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ბრალ­დე­ბულ ნი­კა­ნორ მე­ლი­ას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბად შე­ე­ფარ­და გი­რაო. თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს 2019 წლის 2 ივ­ლი­სის გან­ჩი­ნე­ბით, ნი­კა­ნორ მე­ლი­ას მი­მართ და­მა­ტე­ბით გა­მო­ყე­ნე­ბულ იქნა ელექტრო­ნუ­ლი მო­ნი­ტო­რინ­გი.

ნი­კა­ნორ მე­ლი­ას მი­მართ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის - გი­რა­ოს თან­ხა, 2019 წლის 15 ივ­ლისს (სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბით გან­სა­ზღვრულ ვა­და­ში), სრუ­ლად იქნა შე­ტა­ნი­ლი შე­სა­ბა­მის ან­გა­რიშ­ზე.

2020 წლის 1 ნო­ემ­ბერს, ნი­კა­ნორ მე­ლი­ამ, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლას სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბი­სას, დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლად მო­იხ­სნა ელექტრო­ნუ­ლი მო­ნი­ტო­რინ­გის სა­მა­ჯუ­რი, რი­თაც და­არ­ღვია მის მი­მართ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის პი­რო­ბე­ბი.

აღ­ნიშ­ნუ­ლის გამო, 2020 წლის 3 ნო­ემ­ბერს, ბრალ­დე­ბის მხა­რემ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს შუ­ამ­დგომ­ლო­ბით მი­მარ­თა და მო­ი­თხო­ვა ნი­კა­ნორ მე­ლი­ას­თვის შე­ფარ­დე­ბუ­ლი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გამ­კაც­რე­ბა, კერ­ძოდ 100 000 (ასი ათა­სი) ლა­რის ოდე­ნო­ბით გი­რა­ოს შე­ფარ­დე­ბა, ამავდრო­უ­ლად, მის­თვის ბრალ­დე­ბის მხა­რის წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მი­რე­ბის და თან­ხმო­ბის გა­რე­შე სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის და­ტო­ვე­ბის აკ­რძალ­ვა.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს 2020 წლის 3 ნო­ემ­ბრის გან­ჩი­ნე­ბით, ბრალ­დე­ბის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა დაკ­მა­ყო­ფილ­და ნა­წი­ლობ­რივ, ნი­კა­ნორ მე­ლი­ას მი­მართ მა­ნამ­დე გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა - გი­რაო გამ­კაცრ­და და გა­ი­ზარ­და 40 000 (ორ­მო­ცი ათა­სი) ლა­რით, კერ­ძოდ, 70 000 (სა­მოც­და­ა­თი ათა­სი) ლა­რამ­დე. გი­რა­ოს გაზ­რდი­ლი ოდე­ნო­ბის გა­დახ­დის ვა­დად გა­ნი­სა­ზღვრა 50 (ორ­მოც­და­ა­თი) დღე. მას­ვე აეკ­რძა­ლა სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის და­ტო­ვე­ბა ბრალ­დე­ბის მხა­რის წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მი­რე­ბის და თან­ხმო­ბის გა­რე­შე.

სა­სა­მარ­თლოს მიერ გან­სა­ზღვრუ­ლი გი­რა­ოს გა­დახ­დის ვა­დის გას­ვლის შემ­დეგ ბრალ­დე­ბულ ნი­კა­ნორ მე­ლი­ას მი­ე­ცა და­მა­ტე­ბი­თი ვადა გი­რა­ოს უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად, თუმ­ცა ბრალ­დე­ბულ­მა არც და­მა­ტე­ბით მი­ცე­მულ ვა­და­ში არ შე­ას­რუ­ლა სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბით და­კის­რე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და გი­რა­ოს თან­ხა არ გა­და­ი­ხა­და.

სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის საპ­რო­ცე­სო კო­დექ­სის მე-200 მუხ­ლის მე-5 ნა­წი­ლის თა­ნახ­მად, თუ ბრალ­დე­ბულ­მა დად­გე­ნილ ვა­და­ში არ უზ­რუნ­ველ­ყო სა­სა­მარ­თლოს მიერ გი­რა­ოს სა­ხით შე­ფარ­დე­ბუ­ლი ფუ­ლა­დი თან­ხის სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს მმარ­თვე­ლო­ბის სფე­რო­ში შე­მა­ვა­ლი სა­ჯა­რო სა­მარ­თლის იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის – აღ­სრუ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­როს სა­დე­პო­ზი­ტო ან­გა­რიშ­ზე შე­ტა­ნა ან უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შე­ტა­ნა, პრო­კუ­რო­რი სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თავს შუ­ამ­დგომ­ლო­ბით უფრო მკაც­რი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე.

კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად გან­სა­ზღვრავს გი­რა­ოს გა­და­უხ­დე­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში პრო­კუ­რო­რის ვალ­დე­ბუ­ლე­ბას მი­მარ­თოს სა­სა­მარ­თლოს შუ­ამ­დგომ­ლო­ბით უფრო მკაც­რი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე.

რო­გორც აღი­ნიშ­ნა, 2020 წლის 1 ნო­ემ­ბერს ნი­კა­ნორ მე­ლი­ამ სა­ჯა­როდ გა­მოს­ვლი­სას, დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლად და­არ­ღვია გი­რა­ოს გა­მო­ყე­ნე­ბის პი­რო­ბა, რა­მაც წარ­მოშ­ვა პრო­კუ­რო­რის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა უფრო მკაც­რი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის მო­თხოვ­ნით სა­სა­მარ­თლოს­თვის მი­მარ­თვის თა­ო­ბა­ზე. კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში, მო­თხოვ­ნილ იქნა უკვე გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი გი­რა­ოს ოდე­ნო­ბის გაზ­რდა.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, უფრო მკაცრ­მა აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბამ, რომ­ლის მი­ზა­ნი იყო ბრალ­დე­ბულს და­ეც­ვა სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის და სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მო­თხოვ­ნე­ბი, ვერ უზ­რუნ­ველ­ყო აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის მიზ­ნე­ბი - ბრალ­დე­ბულ­მა ნი­კა­ნორ მე­ლი­ამ სა­ჯა­როდ უარი გა­ნა­ცხა­და გი­რა­ოს გა­დახ­და­ზე. ამ ვი­თა­რე­ბა­ში, გი­რა­ოს შემ­დგო­მი გა­მო­ყე­ნე­ბა ყო­ველ­გვარ სა­მარ­თლებ­რივ სა­ფუძ­ველს მოკ­ლე­ბუ­ლია.

იმ დროს, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის მე-200 მუხ­ლის მე-5 ნა­წი­ლი გან­სა­ზღვრავს უფრო მკაც­რი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გა­ნი­სა­ზღვროს მო­ცე­მუ­ლი შემ­თხვე­ვი­სათ­ვის რე­ლე­ვან­ტუ­რი, უფრო მკაც­რი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა, რო­მე­ლიც გი­რა­ოს­გან გან­სხვა­ვე­ბით შეძ­ლებს უზ­რუნ­ველ­ყოს ნი­კა­ნორ მე­ლი­ას სა­თა­ნა­დო ქცე­ვა. სა­სა­მარ­თლო­სათ­ვის გი­რა­ოს კი­დევ უფრო გაზ­რდი­ლი ოდე­ნო­ბით მი­მარ­თვა ყო­ველ­გვარ სა­მარ­თლებ­რივ სა­ფუძ­ველს მოკ­ლე­ბუ­ლია - გი­რა­ოს გაზ­რდი­ლი ოდე­ნო­ბის გა­დახ­და­ზე უა­რის თქმა, ბუ­ნებ­რი­ვად აჩენს მო­ლო­დინს, რომ გი­რა­ოს კი­დევ უფრო გაზ­რდი­ლი ოდე­ნო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა ვერ ჩა­ით­ვლე­ბა ადეკ­ვა­ტურ, ლო­გი­კურ და პრო­პორ­ცი­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბად. შე­სა­ბა­მი­სად, ერ­თა­დერ­თი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ალ­ტერ­ნა­ტი­ვა, რო­მე­ლიც მო­ცე­მულ შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს უფრო მკაცრ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბად, არის პა­ტიმ­რო­ბა.

იმი­სათ­ვის, რათა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იქ­ნას სის­ხლის სა­მარ­თლის საპ­რო­ცე­სო კო­დექ­სით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის მიზ­ნე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რორ­მა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის და პარ­ლა­მენ­ტის რეგ­ლა­მენ­ტის მო­თხოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტს მი­მარ­თა ნი­კა­ნორ მე­ლი­ას მი­მართ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის - გი­რა­ოს უფრო მკაც­რი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბით - პა­ტიმ­რო­ბით შეც­ვლის შე­სა­ხებ სა­სა­მარ­თლო­სათ­ვის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით მი­მარ­თვას­თან და­კავ­ში­რე­ბით თან­ხმო­ბის გა­ცე­მის თა­ო­ბა­ზე.

აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხმო­ბის მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ბრალ­დე­ბის მხა­რე მი­მარ­თავს სა­სა­მარ­თლოს ბრალ­დე­ბულ ნი­კა­ნორ მე­ლი­ას მი­მართ შე­ფარ­დე­ბუ­ლი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის - გი­რა­ოს, უფრო მკაც­რი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბით - პა­ტიმ­რო­ბით შეც­ვლის თა­ო­ბა­ზე“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
GVF
6

ძალიანაც კარგი აქამდეც უნდა დაგეჭირათ

სიმართლე
9

დაუშვათ ხალხი შესულიყო პარლამენტში, როგორ მოხდებოდა სახელმწიფო გადატრიალება! ამას უნდა ჯარი,პოლიციასპეცრაზმი! ამის უმისოდ ისეტია მე შევიდე პარლამენტში ვთქვა მოვახდინე სახელმწიფო გადატრიალება მარტო!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

პროკურატურა ნიკა მელიას პატიმრობას ითხოვს და პარლამენტს მიმართავს

პროკურატურა ნიკა მელიას პატიმრობას ითხოვს და პარლამენტს მიმართავს

საქართველოს გენერალური პროკურატურა ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობასთან დაკავშირებული თანხმობის მისაღებად პარლამენტს მიმართავს. ნიკა მელიას საქმეზე განცხადებას თავად პროკურატურა ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - პატიმრობით შეცვლის შესახებ სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვასთან დაკავშირებით, თანხმობის გაცემის თაობაზე პარლამენტს მიმართა.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის, 2019 წლის 25 ივნისს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა საქართველოს პარლამენტის წევრი ნიკანორ მელია.

წარდგენილი ბრალდების თანახმად, 2019 წლის 20 ივნისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის და სხვა მაღალი თანამდებობის პირების გადადგომის მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, დაახლოებით 21:00 საათზე, ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართა პარლამენტის წევრმა ნიკანორ მელიამ და მოუწოდა პარლამენტში შეჭრისკენ, თუ მომდევნო ერთი საათის განმავლობაში მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებოდა. ვინაიდან, ულტიმატუმი არ შესრულდა, საქართველოს პარლამენტის სასახლეში შეჭრის მიზნით, მიტინგზე შეკრებილი მოქალაქეების ნაწილი, ნიკანორ მელიას ხელმძღვანელობითა და უშუალო მონაწილეობით, თავს დაესხა საქართველოს პარლამენტის სასახლის წინ შენობის დასაცავად განლაგებულ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს. განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად, სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს როგორც სამართალდამცავებმა, ასევე პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვის მიზნით შეკრებილმა მოქალაქეებმა, დაზიანდა და განადგურდა სახელმწიფოს და კერძო პირთა კუთვნილი ქონება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით, ბრალდებულ ნიკანორ მელიას აღკვეთის ღონისძიებად შეეფარდა გირაო. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 2 ივლისის განჩინებით, ნიკანორ მელიას მიმართ დამატებით გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგი.

ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს თანხა, 2019 წლის 15 ივლისს (სასამართლოს განჩინებით განსაზღვრულ ვადაში), სრულად იქნა შეტანილი შესაბამის ანგარიშზე.

2020 წლის 1 ნოემბერს, ნიკანორ მელიამ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადების გაკეთებისას, დემონსტრაციულად მოიხსნა ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური, რითაც დაარღვია მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების პირობები.

აღნიშნულის გამო, 2020 წლის 3 ნოემბერს, ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა და მოითხოვა ნიკანორ მელიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გამკაცრება, კერძოდ 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობით გირაოს შეფარდება, ამავდროულად, მისთვის ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირების და თანხმობის გარეშე სახელმწიფო საზღვრის დატოვების აკრძალვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ბრალდების მხარის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნიკანორ მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გამკაცრდა და გაიზარდა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარით, კერძოდ, 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარამდე. გირაოს გაზრდილი ოდენობის გადახდის ვადად განისაზღვრა 50 (ორმოცდაათი) დღე. მასვე აეკრძალა სახელმწიფო საზღვრის დატოვება ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირების და თანხმობის გარეშე.

სასამართლოს მიერ განსაზღვრული გირაოს გადახდის ვადის გასვლის შემდეგ ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიეცა დამატებითი ვადა გირაოს უზრუნველსაყოფად, თუმცა ბრალდებულმა არც დამატებით მიცემულ ვადაში არ შეასრულა სასამართლოს განჩინებით დაკისრებული ვალდებულება და გირაოს თანხა არ გადაიხადა.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ ბრალდებულმა დადგენილ ვადაში არ უზრუნველყო სასამართლოს მიერ გირაოს სახით შეფარდებული ფულადი თანხის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანა ან უძრავი ქონების შეტანა, პროკურორი სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე.

კანონმდებლობა ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრავს გირაოს გადაუხდელობის შემთხვევაში პროკურორის ვალდებულებას მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე.

როგორც აღინიშნა, 2020 წლის 1 ნოემბერს ნიკანორ მელიამ საჯაროდ გამოსვლისას, დემონსტრაციულად დაარღვია გირაოს გამოყენების პირობა, რამაც წარმოშვა პროკურორის ვალდებულება უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის თაობაზე. კონკრეტულ შემთხვევაში, მოთხოვნილ იქნა უკვე გამოყენებული გირაოს ოდენობის გაზრდა.

მიუხედავად ამისა, უფრო მკაცრმა აღკვეთის ღონისძიებამ, რომლის მიზანი იყო ბრალდებულს დაეცვა საქართველოს კანონმდებლობის და სასამართლოს გადაწყვეტილების მოთხოვნები, ვერ უზრუნველყო აღკვეთის ღონისძიების მიზნები - ბრალდებულმა ნიკანორ მელიამ საჯაროდ უარი განაცხადა გირაოს გადახდაზე. ამ ვითარებაში, გირაოს შემდგომი გამოყენება ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.

იმ დროს, როდესაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-5 ნაწილი განსაზღვრავს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობას, მნიშვნელოვანია განისაზღვროს მოცემული შემთხვევისათვის რელევანტური, უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება, რომელიც გირაოსგან განსხვავებით შეძლებს უზრუნველყოს ნიკანორ მელიას სათანადო ქცევა. სასამართლოსათვის გირაოს კიდევ უფრო გაზრდილი ოდენობით მიმართვა ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია - გირაოს გაზრდილი ოდენობის გადახდაზე უარის თქმა, ბუნებრივად აჩენს მოლოდინს, რომ გირაოს კიდევ უფრო გაზრდილი ოდენობის გამოყენება ვერ ჩაითვლება ადეკვატურ, ლოგიკურ და პროპორციულ ღონისძიებად. შესაბამისად, ერთადერთი საკანონმდებლო ალტერნატივა, რომელიც მოცემულ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს უფრო მკაცრ აღკვეთის ღონისძიებად, არის პატიმრობა.

იმისათვის, რათა უზრუნველყოფილი იქნას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზნები, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა საქართველოს კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს მიმართა ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - პატიმრობით შეცვლის შესახებ სასამართლოსათვის შუამდგომლობით მიმართვასთან დაკავშირებით თანხმობის გაცემის თაობაზე.

აღნიშნული თანხმობის მიღების შემთხვევაში, ბრალდების მხარე მიმართავს სასამართლოს ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს, უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - პატიმრობით შეცვლის თაობაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

"მითხრეს, განმეორებითი შემთხვევაა და ყველა მასალას გადავუგზავნით შს სამინისტროსო" - ზურაბ ჯაფარიძე

"ჩემი ბავშვობის მეგობარი მორალზე მიმითითებს და მთხოვს, რომ მელია სახელმწიფოზე და კანონებზე მაღლა დავაყენო" - ქეთევან დუმბაძე თაკო ჩარკვიანზე

"ცდიან მელიას დაჭერას, ვუი მაგათ პატრონს და თუ ვერ დაიჭერენ - ვაი მაგათ" - მიხეილ სააკაშვილი "ქართულ ოცნებაზე"