სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა უნდა ვიცოდეთ ანდერძის შედგენის ეტაპზე და რა უფლებები აქვთ კანონით მემკვიდრეებს ანდერძის არსებობის პირობებში? – ადვოკატი დავით მუმლაძე ანდერძთან დაკავშირებულ საინტერესო საკითხებზე
რა უნდა ვიცოდეთ ანდერძის შედგენის ეტაპზე და რა უფლებები აქვთ კანონით მემკვიდრეებს ანდერძის არსებობის პირობებში? – ადვოკატი დავით მუმლაძე ანდერძთან დაკავშირებულ საინტერესო საკითხებზე

სამ­კვიდ­რო ქო­ნე­ბის მი­ღე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია გან­ხორ­ცი­ელ­დეს რო­გორც კა­ნო­ნით მემ­კვიდ­რე­ე­ბის, ასე­ვე ან­დერ­ძით მემ­კვიდ­რე­თა მიერ. ან­დერ­ძით მემ­კვიდ­რე შე­საძ­ლე­ბე­ლია იყოს რო­გორც კა­ნო­ნით მემ­კვიდ­რე, ასე­ვე ნე­ბის­მი­ე­რი პირი. ან­დერ­ძის არ­სე­ბო­ბის მი­უ­ხე­და­ვად კა­ნო­ნით მემ­კვიდ­რის სა­სარ­გებ­ლოდ კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებს სამ­კვიდ­როს მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას სა­ვალ­დე­ბუ­ლო წი­ლის სა­ხით.

OK&CG–ის ად­ვო­კა­ტი და­ვით მუმ­ლა­ძე გან­მარ­ტავს, რომ ან­დერ­ძის არ­სე­ბო­ბის მი­უ­ხე­და­ვად მო­ან­დერ­ძის შვი­ლებს, მშობ­ლებს და მე­უღ­ლეს­გა­აჩ­ნი­ათ უფ­ლე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო წი­ლის მი­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც წარ­მო­ად­გენს იმ წი­ლის ნა­ხე­ვარს, რა­საც კა­ნო­ნით მემ­კვიდ­რე მი­ი­ღებ­და ან­დერ­ძის არარ­სე­ბო­ბის პი­რო­ბებ­ში. ად­ვო­კა­ტი მემ­კვიდ­რე­ო­ბა­სა და ან­დერძთან და­კავ­ში­რე­ბულ სხვა სა­ინ­ტე­რე­სო სა­კი­თხებ­ზეც გვე­სა­უბ­რე­ბა.

რას ნიშ­ნავს ან­დერ­ძით მემ­კვიდ­რე­ო­ბა და ვინ შე­იძ­ლე­ბა იყოს ან­დერ­ძით მემ­კვიდ­რე?

სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მი­ხედ­ვით ან­დერ­ძით მემ­კვიდ­რე­ო­ბა წარ­მო­ად­გენს სამ­კვიდ­როს მი­ღე­ბის ერთ-ერთ ფორ­მას, რაც ნიშ­ნავს იმას, რომ ფი­ზი­კურ პირს შე­უძ­ლია ჯერ კი­დევ სი­ცო­ცხლის პე­რი­ოდ­ში გან­სა­ზღვროს იმ პირ­თა წრე, ვინც მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მი­ი­ღებს მის და­ნაშთ ქო­ნე­ბას. ან­დერ­ძით მემ­კვიდ­რე შე­იძ­ლე­ბა იყოს რო­გორც კა­ნო­ნით მემ­კვიდ­რე, ასე­ვე ნე­ბის­მი­ე­რი პირი. შე­სა­ბა­მი­სად, მო­ან­დერ­ძეს შე­უძ­ლია თა­ვი­სუფ­ლად ყო­ველ­გვა­რი შე­ზღუდ­ვის გა­რე­შე სა­კუ­თა­რი ნება-სურ­ვი­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით გან­სა­ზღვროს ან­დერ­ძით მემ­კვიდ­რის ვი­ნა­ო­ბა. ან­დერ­ძით შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­ნი­კარ­გოს რო­გორც მემ­კვიდ­რებ­ლის სრუ­ლი, ასე­ვე ნა­წი­ლი ქო­ნე­ბა.

რა ფორ­მით დგე­ბა ან­დერ­ძი?

აუ­ცი­ლებ­ლო­ბას წარ­მო­ად­გენს ან­დერ­ძის შედ­გე­ნა პი­რის მიერ გან­ხორ­ცი­ელ­დეს წე­რი­ლო­ბი­თი ფორ­მით. ან­დერ­ძის შედ­გე­ნის ზე­პირ ფორ­მას კა­ნონ­მდებ­ლო­ბა არ ით­ვა­ლის­წი­ნებს. შე­სა­ბა­მი­სად, ფი­ზი­კუ­რი პი­რის მიერ მის სი­ცო­ცხლე­ში ზე­პი­რი ფორ­მით გა­მოვ­ლე­ნი­ლი ნება სამ­კვიდ­როს გა­ნა­წი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ვერ იქ­ნე­ბა სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­დე­გის მომ­ტა­ნი და არ წარ­მო­შობს პი­რის მემ­კვიდ­რედ ცნო­ბის სა­ფუძ­ველს. ან­დერ­ძი შე­საძ­ლე­ბე­ლია შედ­გეს რო­გორც სა­ნო­ტა­რო ფორ­მით, ასე­ვე მის გა­რე­შეც, თუმ­ცა გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ სხვა­დას­ხვა ფორ­მით შედ­გე­ნი­ლი ან­დერ­ძის პი­რო­ბებ­ში უპი­რა­ტე­სო­ბა ენი­ჭე­ბა სა­ნო­ტა­რო ფორ­მით შედ­გე­ნილ ან­დერძს.კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ასე­ვე ით­ვა­ლის­წი­ნებს ან­დერ­ძის შედ­გე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბას ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, თუმ­ცა ასეთ შემ­თხვე­ვა­ში მო­ან­დერ­ძის სი­ტყვე­ბის ჩა­წე­რა უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს ნო­ტა­რი­უ­სის მიერ. ან­დერ­ძის შედ­გე­ნი­სას მოწ­მის დას­წრე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა და მოწ­მე­თა რა­ო­დე­ნო­ბის გან­სა­ზღვრა და­მო­კი­დე­ბუ­ლია ან­დერ­ძის ფორ­მა­ზე.

და­საშ­ვე­ბია თუ არა ან­დერ­ძის შედ­გე­ნა წარ­მო­მად­გენ­ლის მეშ­ვე­ო­ბით?

მო­ან­დერ­ძის მიერ ან­დერ­ძი შედ­გე­ნი­ლი უნდა იქ­ნეს პი­რა­დად და წარ­მო­მად­გენ­ლის მეშ­ვე­ო­ბით ან­დერ­ძის შედ­გე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბას კა­ნონ­მდებ­ლო­ბა არ ით­ვა­ლის­წი­ნებს. ობი­ექ­ტუ­რი გა­რე­მო­ე­ბის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, რო­დე­საც მო­ან­დერ­ძე მოკ­ლე­ბუ­ლია შე­საძ­ლებ­ლო­ბას პი­რა­დად მო­ა­წე­როს ხელი ან­დერძზე, შე­საძ­ლე­ბე­ლია ან­დერძზე ხელ­მო­წე­რა გან­ხორ­ცი­ელ­დეს სხვა პი­რის მიერ. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში სა­ვალ­დე­ბუ­ლოა ან­დერ­ძში მი­ე­თი­თოს მი­ზე­ზი, რის გა­მოც მო­ან­დერ­ძემ ვერ შეძ­ლო ან­დერძზე ხელ­მო­წე­რა, რაც, რა თქმა უნდა, გა­თა­ნაბ­რე­ბუ­ლი არ არის წარ­მო­მად­გენ­ლის მეშ­ვე­ო­ბით ან­დერ­ძის შედ­გე­ნას­თან. იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ მო­ამ­დერ­ძე ყრუ-მუნ­ჯია ან ყრუ-მუნ­ჯი წერა-კი­თხვის უცო­დი­ნა­რია, ბრმაა ან არ შე­უძ­ლია წერა-კი­თხვა სა­ან­დერ­ძო გან­კარ­გუ­ლე­ბის შედ­გე­ნი­სას სა­ვალ­დე­ბუ­ლოა მოწ­მე­თა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

და­საშ­ვე­ბია თუ არა ან­დერ­ძის შეც­ვლა ან გა­უქ­მე­ბა და რა ფორ­მით?

მო­ან­დერ­ძე არ არის შე­ზღუ­დუ­ლი ან­დერ­ძის შედ­გე­ნის შემ­დგომ მო­ახ­დი­ნოს რო­გორც მისი მოშ­ლა, ასე­ვე შეც­ვლა. ან­დერ­ძის შეც­ვლა ან მოშ­ლა მო­ან­დერ­ძეს შე­უძ­ლია ახა­ლი ან­დერ­ძის შედ­გე­ნით, ან­დერ­ძის ყვე­ლა ეგ­ზემპლა­რის გა­ნად­გუ­რე­ბით ან სა­ნო­ტა­რო ორ­გა­ნო­სათ­ვის შე­სა­ბა­მი­სი ში­ნა­არ­სის შემ­ცვე­ლი გან­ცხა­დე­ბით მი­მარ­თვის გზით. თუ მო­ან­დერ­ძემ რამ­დე­ნი­მე ან­დერ­ძი შე­ად­გი­ნა, მაგ­რამ ისი­ნი ავ­სე­ბენ და მთლი­ა­ნად არ ცვლი­ან ერ­თმა­ნეთს, მა­შინ ყვე­ლა ან­დერ­ძი ინარ­ჩუ­ნებს ძა­ლას. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ სა­ნო­ტა­რო ფორ­მით შედ­გე­ნი­ლი ან­დერ­ძი არ შე­იძ­ლე­ბა მო­ი­შა­ლოს სხვა ფორ­მით. კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ასე­ვე ით­ვა­ლის­წი­ნებს ან­დერ­ძის ძა­ლა­და­კარ­გუ­ლად გა­მო­ცხა­დე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას და ეს ხორ­ცი­ელ­დე­ბა იმ შემ­თხვე­ვა­ში, რო­დე­საც პირი, რომ­ლის სა­სარ­გებ­ლო­დაც შედ­გე­ნი­ლია ან­დერ­ძი გარ­და­იც­ვლე­ბა მო­ან­დერ­ძე­ზე ადრე, ნა­ა­დერ­ძე­ბი ქო­ნე­ბა გას­ხვის­დე­ბა, აღარ იარ­სე­ბებს ან/და ერ­თა­დერ­თი მემ­კვიდ­რე უარს იტყვის სამ­კვიდ­რო­ზე. კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მი­ხედ­ვით ასე­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლია ან­დერ­ძის ბა­თი­ლად ცნო­ბა.

ან­დერ­ძის არ­სე­ბო­ბა უკარ­გავს თუ არა სხვა მემ­კვიდ­რე­ებს სამ­კვიდ­როს მი­ღე­ბის უფ­ლე­ბას?

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პირ­მა შე­საძ­ლოა მთე­ლი ქო­ნე­ბა გან­კარ­გოს ან­დერ­ძის სა­ფუძ­ველ­ზე, მო­ან­დერ­ძის პირ­ვე­ლი რი­გის კა­ნო­ნით მემ­კვიდ­რე­ე­ბი -შვი­ლე­ბი, მშობ­ლე­ბი და მე­უღ­ლე, ან­დერ­ძის ში­ნა­არ­სის მი­უ­ხე­და­ვად, უფ­ლე­ბა­მო­სილ­ნი არი­ან მი­ი­ღონ სამ­კვიდ­რო, რა­საც ეწო­დე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო წილი. ამ შემ­თხვე­ვა­ში კა­ნო­ნით მემ­კვიდ­რე სა­ვალ­დე­ბუ­ლო წი­ლის სა­ხით იღებს იმ წი­ლის ნა­ხე­ვარს, რა­საც კა­ნო­ნით მემ­კვიდ­რე­ო­ბის დროს მი­ი­ღებ­და ან­დერ­ძის არარ­სე­ბო­ბის პი­რო­ბებ­ში. თუ მამ­კვიდ­რე­ბელ­მა სი­ცო­ცხლის პე­რი­ოდ­ში კა­ნო­ნით მემ­კვიდ­რეს გა­დას­ცა გარ­კვე­უ­ლი აქ­ტი­ვი იმა­ზე მი­თი­თე­ბით, რომ ეს აქ­ტი­ვი უნდა ჩათ­ვლი­ლი­ყო სა­ვალ­დე­ბუ­ლო წილ­ში, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში მი­ღე­ბუ­ლი ქო­ნე­ბა ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო წილ­ში ჩათ­ვლას.მხედ­ვე­ლო­ბა­შია მი­სა­ღე­ბი ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ სა­ვალ­დე­ბუ­ლო წი­ლის მო­თხოვ­ნის უფ­ლე­ბის გა­დას­ვლა და­საშ­ვე­ბია მემ­კვიდ­რე­ო­ბით.კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ასე­ვე ით­ვა­ლის­წი­ნებს სა­ვალ­დე­ბუ­ლო წი­ლის მი­ღე­ბის უფ­ლე­ბის ჩა­მორ­თმე­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. იმ მემ­კვიდ­რის წილი, რო­მელ­საც სა­ვალ­დე­ბუ­ლო წი­ლის მი­ღე­ბის უფ­ლე­ბა ჩა­მო­ერ­თვა, გა­და­დის ან­დერ­ძით მემ­კვიდ­რე­ებ­ზე.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

რა უნდა ვიცოდეთ ანდერძის შედგენის ეტაპზე და რა უფლებები აქვთ კანონით მემკვიდრეებს ანდერძის არსებობის პირობებში? – ადვოკატი დავით მუმლაძე ანდერძთან დაკავშირებულ საინტერესო საკითხებზე

რა უნდა ვიცოდეთ ანდერძის შედგენის ეტაპზე და რა უფლებები აქვთ კანონით მემკვიდრეებს ანდერძის არსებობის პირობებში? – ადვოკატი დავით მუმლაძე ანდერძთან დაკავშირებულ საინტერესო საკითხებზე

სამკვიდრო ქონების მიღება შესაძლებელია განხორციელდეს როგორც კანონით მემკვიდრეების, ასევე ანდერძით მემკვიდრეთა მიერ. ანდერძით მემკვიდრე შესაძლებელია იყოს როგორც კანონით მემკვიდრე, ასევე ნებისმიერი პირი. ანდერძის არსებობის მიუხედავად კანონით მემკვიდრის სასარგებლოდ კანონმდებლობა ითვალისწინებს სამკვიდროს მიღების შესაძლებლობას სავალდებულო წილის სახით.

OK&CG–ის ადვოკატი დავით მუმლაძე განმარტავს, რომ ანდერძის არსებობის მიუხედავად მოანდერძის შვილებს, მშობლებს და მეუღლესგააჩნიათ უფლება სავალდებულო წილის მიღებასთან დაკავშირებით, რომელიც წარმოადგენს იმ წილის ნახევარს, რასაც კანონით მემკვიდრე მიიღებდა ანდერძის არარსებობის პირობებში. ადვოკატი მემკვიდრეობასა და ანდერძთან დაკავშირებულ სხვა საინტერესო საკითხებზეც გვესაუბრება.

რას ნიშნავს ანდერძით მემკვიდრეობა და ვინ შეიძლება იყოს ანდერძით მემკვიდრე?

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით ანდერძით მემკვიდრეობა წარმოადგენს სამკვიდროს მიღების ერთ-ერთ ფორმას, რაც ნიშნავს იმას, რომ ფიზიკურ პირს შეუძლია ჯერ კიდევ სიცოცხლის პერიოდში განსაზღვროს იმ პირთა წრე, ვინც მისი გარდაცვალების შემთხვევაში მიიღებს მის დანაშთ ქონებას. ანდერძით მემკვიდრე შეიძლება იყოს როგორც კანონით მემკვიდრე, ასევე ნებისმიერი პირი. შესაბამისად, მოანდერძეს შეუძლია თავისუფლად ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე საკუთარი ნება-სურვილის გათვალისწინებით განსაზღვროს ანდერძით მემკვიდრის ვინაობა. ანდერძით შესაძლებელია განიკარგოს როგორც მემკვიდრებლის სრული, ასევე ნაწილი ქონება.

რა ფორმით დგება ანდერძი?

აუცილებლობას წარმოადგენს ანდერძის შედგენა პირის მიერ განხორციელდეს წერილობითი ფორმით. ანდერძის შედგენის ზეპირ ფორმას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. შესაბამისად, ფიზიკური პირის მიერ მის სიცოცხლეში ზეპირი ფორმით გამოვლენილი ნება სამკვიდროს განაწილებასთან დაკავშირებით ვერ იქნება სამართლებრივი შედეგის მომტანი და არ წარმოშობს პირის მემკვიდრედ ცნობის საფუძველს. ანდერძი შესაძლებელია შედგეს როგორც სანოტარო ფორმით, ასევე მის გარეშეც, თუმცა გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ სხვადასხვა ფორმით შედგენილი ანდერძის პირობებში უპირატესობა ენიჭება სანოტარო ფორმით შედგენილ ანდერძს.კანონმდებლობა ასევე ითვალისწინებს ანდერძის შედგენის შესაძლებლობას ტექნიკური საშუალების გამოყენებით, თუმცა ასეთ შემთხვევაში მოანდერძის სიტყვების ჩაწერა უნდა განხორციელდეს ნოტარიუსის მიერ. ანდერძის შედგენისას მოწმის დასწრების აუცილებლობა და მოწმეთა რაოდენობის განსაზღვრა დამოკიდებულია ანდერძის ფორმაზე.

დასაშვებია თუ არა ანდერძის შედგენა წარმომადგენლის მეშვეობით?

მოანდერძის მიერ ანდერძი შედგენილი უნდა იქნეს პირადად და წარმომადგენლის მეშვეობით ანდერძის შედგენის შესაძლებლობას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. ობიექტური გარემოების არსებობის შემთხვევაში, როდესაც მოანდერძე მოკლებულია შესაძლებლობას პირადად მოაწეროს ხელი ანდერძზე, შესაძლებელია ანდერძზე ხელმოწერა განხორციელდეს სხვა პირის მიერ. ასეთ შემთხვევაში სავალდებულოა ანდერძში მიეთითოს მიზეზი, რის გამოც მოანდერძემ ვერ შეძლო ანდერძზე ხელმოწერა, რაც, რა თქმა უნდა, გათანაბრებული არ არის წარმომადგენლის მეშვეობით ანდერძის შედგენასთან. იმ შემთხვევაში თუ მოამდერძე ყრუ-მუნჯია ან ყრუ-მუნჯი წერა-კითხვის უცოდინარია, ბრმაა ან არ შეუძლია წერა-კითხვა საანდერძო განკარგულების შედგენისას სავალდებულოა მოწმეთა მონაწილეობა.

დასაშვებია თუ არა ანდერძის შეცვლა ან გაუქმება და რა ფორმით?

მოანდერძე არ არის შეზღუდული ანდერძის შედგენის შემდგომ მოახდინოს როგორც მისი მოშლა, ასევე შეცვლა. ანდერძის შეცვლა ან მოშლა მოანდერძეს შეუძლია ახალი ანდერძის შედგენით, ანდერძის ყველა ეგზემპლარის განადგურებით ან სანოტარო ორგანოსათვის შესაბამისი შინაარსის შემცველი განცხადებით მიმართვის გზით. თუ მოანდერძემ რამდენიმე ანდერძი შეადგინა, მაგრამ ისინი ავსებენ და მთლიანად არ ცვლიან ერთმანეთს, მაშინ ყველა ანდერძი ინარჩუნებს ძალას. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ სანოტარო ფორმით შედგენილი ანდერძი არ შეიძლება მოიშალოს სხვა ფორმით. კანონმდებლობა ასევე ითვალისწინებს ანდერძის ძალადაკარგულად გამოცხადების შესაძლებლობას და ეს ხორციელდება იმ შემთხვევაში, როდესაც პირი, რომლის სასარგებლოდაც შედგენილია ანდერძი გარდაიცვლება მოანდერძეზე ადრე, ნაადერძები ქონება გასხვისდება, აღარ იარსებებს ან/და ერთადერთი მემკვიდრე უარს იტყვის სამკვიდროზე. კანონმდებლობის მიხედვით ასევე შესაძლებელია ანდერძის ბათილად ცნობა.

ანდერძის არსებობა უკარგავს თუ არა სხვა მემკვიდრეებს სამკვიდროს მიღების უფლებას?

მიუხედავად იმისა, რომ პირმა შესაძლოა მთელი ქონება განკარგოს ანდერძის საფუძველზე, მოანდერძის პირველი რიგის კანონით მემკვიდრეები -შვილები, მშობლები და მეუღლე, ანდერძის შინაარსის მიუხედავად, უფლებამოსილნი არიან მიიღონ სამკვიდრო, რასაც ეწოდება სავალდებულო წილი. ამ შემთხვევაში კანონით მემკვიდრე სავალდებულო წილის სახით იღებს იმ წილის ნახევარს, რასაც კანონით მემკვიდრეობის დროს მიიღებდა ანდერძის არარსებობის პირობებში. თუ მამკვიდრებელმა სიცოცხლის პერიოდში კანონით მემკვიდრეს გადასცა გარკვეული აქტივი იმაზე მითითებით, რომ ეს აქტივი უნდა ჩათვლილიყო სავალდებულო წილში, ასეთ შემთხვევაში მიღებული ქონება ექვემდებარება სავალდებულო წილში ჩათვლას.მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლების გადასვლა დასაშვებია მემკვიდრეობით.კანონმდებლობა ასევე ითვალისწინებს სავალდებულო წილის მიღების უფლების ჩამორთმევის შესაძლებლობას. იმ მემკვიდრის წილი, რომელსაც სავალდებულო წილის მიღების უფლება ჩამოერთვა, გადადის ანდერძით მემკვიდრეებზე.

Buongiorno იტალიიდან: ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი ყველის – „მოცარელას“ ისტორია (+ შემწვარი ყველის სენდვიჩის რეცეპტი)

მათთვის, ვისაც რეიტინგულ უნივერსიტეტში ჩაბარება სურს

პირველად საქართველოში ფერმერებს დაზიანებული მოსავლის საწყისი ინვესტიციის უკან დაბრუნების შანსი ეძლევათ