მსოფლიო
სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბიოტერორიზმი და კლიმატის ცვლილება სამომავლოდ მთავარი გამოწვევა იქნება" - ბილ გეითსი საზოგადოებას აფრთხილებს
"ბიოტერორიზმი და კლიმატის ცვლილება სამომავლოდ მთავარი გამოწვევა იქნება" - ბილ გეითსი საზოგადოებას აფრთხილებს

Microsoft-ის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, მი­ლი­არ­დე­რი ბილ გე­ით­სი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აფრ­თხი­ლებ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­სა­ლოდ­ნე­ლი პან­დე­მი­ის შე­სა­ხებ და ხე­ლი­სუფ­ლე­ბებს შე­სა­ბა­მი­სად მომ­ზა­დე­ბის­კენ მო­უ­წო­დებ­და. თუმ­ცა მა­შინ ბილს არა­ვინ მო­უს­მი­ნა.

ახლა კი ის უკვე მსოფ­ლი­ოს ახალ საფრ­თხე­ებ­ზე სა­უბ­რობს და სა­მო­მავ­ლოდ სა­ზო­გა­დო­ე­ბის მთა­ვარ გა­მოწ­ვე­ვად ბი­ო­ტე­რო­რიზ­მი­სა და კლი­მა­ტის ცვლი­ლებს ასა­ხე­ლებს.

გე­ით­სი დე­რეკ მი­უ­ლე­რის YouTube არხზე ვი­ხი­ლეთ, სა­დაც აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე ისა­უბ­რა. ბილს ჰკი­თხეს, თუ რა იქ­ნე­ბა შემ­დე­გი გა­მოწ­ვე­ვა, რომ­ლის წი­ნა­შეც კა­ცობ­რი­ო­ბა აღ­მოჩ­ნდე­ბო­და:

"ერთი ეს არის კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა. ყო­ველ წელს ამის გამო შე­იძ­ლე­ბა იმა­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლოს, ვიდ­რე ამ პან­დე­მი­ის დროს და­ი­ღუ­პა. ასე­ვე გა­მოწ­ვე­ვა იქ­ნე­ბა შემ­დგო­მი პან­დე­მი­ე­ბიც და ეს არის ის, რაზე სა­უ­ბა­რიც ადა­მი­ა­ნებს არ უყ­ვართ, ეს იქ­ნე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ბი­ო­ტე­რო­რიზ­მთან - ადა­მი­ანს ვი­საც სხვე­ბის­თვის ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბა სურს, შე­უძ­ლია შექ­მნას სა­ხი­ფა­თო ვირუ­სი. ასე­თი, ხე­ლოვ­ნუ­რად გა­მოწ­ვე­უ­ლი პან­დე­მი­ე­ბის შან­სი უფრო მეტი იქ­ნე­ბა, ვიდ­რე ბუ­ნებ­რი­ვი პან­დე­მი­ის, რო­გო­რიც დღეს გვაქვს“, - აღ­ნიშ­ნა ბილ გე­ითსმა.

  • რას ამ­ბობ­და ბილ გე­ით­სი გა­სულ წლებ­ში პან­დე­მი­ის საფრ­თხეს­თან და­კავ­ში­რე­ბით?

ის წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­უბ­რობ­და მო­სა­ლოდ­ნე­ლი ეპი­დე­მი­ე­ბი­სა და პან­დე­მი­ის შე­სა­ხებ და აფრ­თხი­ლებ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბას. ჯერ კი­დევ 2015 წელს TED Talk-ზე გა­მოს­ვლი­სას, გე­ითსმა თქვა, რომ მსოფ­ლიო მო­უმ­ზა­დე­ბე­ლია შემ­დე­გი ეპი­დე­მი­ის­თვის.

იმა­ვე საფრ­თხე­ებ­ზე სა­უბ­რობს მი­ლი­არ­დე­რი 2017 წელს businessinsider.com-ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ა­ში, რო­მელ­საც ასე­თი სა­თა­უ­რი აქვს: "ახა­ლი სა­ხის ტე­რო­რიზ­მმა, შე­საძ­ლოა, 30 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლოს და ჩვენ ამის­თვის მზად არ ვართ.“

სტა­ტი­ა­ში ბილ გე­ით­სი პან­დე­მი­ის საფრ­თხეს ისე­თი­ვე ჭრილ­ში გა­ნი­ხი­ლავს, რო­გორც ბირ­თვუ­ლი ომე­ბი­სა და კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის საფრ­თხეს. ის იმა­საც ამ­ბობს, თუ რა შე­იძ­ლე­ბა იყოს შემ­დე­გი ეპი­დე­მია. "შემ­დე­გი ეპი­დე­მია შე­იძ­ლე­ბა იყოს სუ­პერ გა­დამ­დე­ბი და გრი­პის სა­სიკ­ვდი­ლო შტა­მი“, - წერს ბილ გე­ით­სი.

ის აღ­ნიშ­ნავს, რომ ვაქ­ცი­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში ინ­ვეს­ტი­რე­ბა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია.

"პირ­ველ რიგ­ში, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ შევ­ქმნათ ახა­ლი ია­რა­ღე­ბის არ­სე­ნა­ლი - ვაქ­ცი­ნე­ბი, წამ­ლე­ბი და დი­აგ­ნოს­ტი­კის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი. ვაქ­ცი­ნე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ეპი­დე­მი­ე­ბის დროს, დღეს ახა­ლი ვაქ­ცი­ნის შექ­მნას, ლი­ცენ­ზი­რე­ბას 10 წლამ­დე სჭირ­დე­ბა და ეს პე­რი­ო­დი უნდა შემ­ცირ­დეს 90 დღემ­დე, ან უფრო ნაკ­ლებ დრომ­დე.

რო­დე­საც მო­რი­გი პან­დე­მი­ის წი­ნა­შე აღ­მოვ­ჩნდე­ბით, ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს კი­დევ ერთი კა­ტას­ტრო­ფა კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ა­ში. ჩვენ ვართ უდი­დე­სი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე და ეს გა­მოწ­ვე­ვა უსაფრ­თხო, ჯან­სა­ღი და სტა­ბი­ლუ­რი მსოფ­ლი­ოს შექ­მნაა“, - წერ­და ბილ გე­ით­სი.

პან­დე­მი­ის გარ­და­უ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა მი­ლი­არ­დერ­მა მე­ცე­ნატ­მა 2018 წელ­საც. ბილი მა­შინ პროგ­ნო­ზი­რებ­და, რომ ახა­ლი პან­დე­მია წარ­მო­იქ­მნე­ბა და გავ­რცელ­დე­ბა "მომ­დევ­ნო დე­კა­და­ში.“

"მსოფ­ლი­ოს სჭირ­დე­ბა რომ შემ­დე­გი პან­დე­მი­ის­თვის მო­ემ­ზა­დოს ისე, რო­გორც ემ­ზა­დე­ბი­ან ომე­ბის­თვის“, - აღ­ნიშ­ნა Microsoft-ის დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბეო
4

კორონაც ბიოტერორიზმია აბა რა არის

kh
15

da shen kacobriobis mkhsneli? cinizmis triumphi!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"ბიოტერორიზმი და კლიმატის ცვლილება სამომავლოდ მთავარი გამოწვევა იქნება" - ბილ გეითსი საზოგადოებას აფრთხილებს

"ბიოტერორიზმი და კლიმატის ცვლილება სამომავლოდ მთავარი გამოწვევა იქნება" - ბილ გეითსი საზოგადოებას აფრთხილებს

Microsoft-ის თანადამფუძნებელი, მილიარდერი ბილ გეითსი წლების განმავლობაში აფრთხილებდა საზოგადოებას მოსალოდნელი პანდემიის შესახებ და ხელისუფლებებს შესაბამისად მომზადებისკენ მოუწოდებდა. თუმცა მაშინ ბილს არავინ მოუსმინა.

ახლა კი ის უკვე მსოფლიოს ახალ საფრთხეებზე საუბრობს და სამომავლოდ საზოგადოების მთავარ გამოწვევად ბიოტერორიზმისა და კლიმატის ცვლილებს ასახელებს.

გეითსი დერეკ მიულერის YouTube არხზე ვიხილეთ, სადაც აღნიშნულ თემაზე ისაუბრა. ბილს ჰკითხეს, თუ რა იქნება შემდეგი გამოწვევა, რომლის წინაშეც კაცობრიობა აღმოჩნდებოდა:

"ერთი ეს არის კლიმატის ცვლილება. ყოველ წელს ამის გამო შეიძლება იმაზე მეტი ადამიანი გარდაიცვალოს, ვიდრე ამ პანდემიის დროს დაიღუპა. ასევე გამოწვევა იქნება შემდგომი პანდემიებიც და ეს არის ის, რაზე საუბარიც ადამიანებს არ უყვართ, ეს იქნება დაკავშირებული ბიოტერორიზმთან - ადამიანს ვისაც სხვებისთვის ზიანის მიყენება სურს, შეუძლია შექმნას სახიფათო ვირუსი. ასეთი, ხელოვნურად გამოწვეული პანდემიების შანსი უფრო მეტი იქნება, ვიდრე ბუნებრივი პანდემიის, როგორიც დღეს გვაქვს“, - აღნიშნა ბილ გეითსმა.

  • რას ამბობდა ბილ გეითსი გასულ წლებში პანდემიის საფრთხესთან დაკავშირებით?

ის წლების განმავლობაში საუბრობდა მოსალოდნელი ეპიდემიებისა და პანდემიის შესახებ და აფრთხილებდა საზოგადოებას. ჯერ კიდევ 2015 წელს TED Talk-ზე გამოსვლისას, გეითსმა თქვა, რომ მსოფლიო მოუმზადებელია შემდეგი ეპიდემიისთვის.

იმავე საფრთხეებზე საუბრობს მილიარდერი 2017 წელს businessinsider.com-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელსაც ასეთი სათაური აქვს: "ახალი სახის ტერორიზმმა, შესაძლოა, 30 მილიონი ადამიანი იმსხვერპლოს და ჩვენ ამისთვის მზად არ ვართ.“

სტატიაში ბილ გეითსი პანდემიის საფრთხეს ისეთივე ჭრილში განიხილავს, როგორც ბირთვული ომებისა და კლიმატის ცვლილების საფრთხეს. ის იმასაც ამბობს, თუ რა შეიძლება იყოს შემდეგი ეპიდემია. "შემდეგი ეპიდემია შეიძლება იყოს სუპერ გადამდები და გრიპის სასიკვდილო შტამი“, - წერს ბილ გეითსი.

ის აღნიშნავს, რომ ვაქცინების განვითარებაში ინვესტირება უმნიშვნელოვანესია.

"პირველ რიგში, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ შევქმნათ ახალი იარაღების არსენალი - ვაქცინები, წამლები და დიაგნოსტიკის საშუალებები. ვაქცინები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეპიდემიების დროს, დღეს ახალი ვაქცინის შექმნას, ლიცენზირებას 10 წლამდე სჭირდება და ეს პერიოდი უნდა შემცირდეს 90 დღემდე, ან უფრო ნაკლებ დრომდე.

როდესაც მორიგი პანდემიის წინაშე აღმოვჩნდებით, ეს შეიძლება იყოს კიდევ ერთი კატასტროფა კაცობრიობის ისტორიაში. ჩვენ ვართ უდიდესი გამოწვევის წინაშე და ეს გამოწვევა უსაფრთხო, ჯანსაღი და სტაბილური მსოფლიოს შექმნაა“, - წერდა ბილ გეითსი.

პანდემიის გარდაუვალობის შესახებ ისაუბრა მილიარდერმა მეცენატმა 2018 წელსაც. ბილი მაშინ პროგნოზირებდა, რომ ახალი პანდემია წარმოიქმნება და გავრცელდება "მომდევნო დეკადაში.“

"მსოფლიოს სჭირდება რომ შემდეგი პანდემიისთვის მოემზადოს ისე, როგორც ემზადებიან ომებისთვის“, - აღნიშნა Microsoft-ის დამფუძნებელმა.

"უკრაინელები და რუსები ერთი ხალხია" - პუტინი

"მოდერნას“ ვაქცინა კორონავირუსის "დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ ეფექტიანია - რა შედეგი აჩვენა ახალმა კვლევამ

რეკორდულად მაღალი ჰაერის ტემპერატურა კანადაში, რომელსაც ათობით ადამიანი ემსხვერპლა - "წარმოუდგენელი სიცხეა.. გარეთ ვერ გავდივართ"