პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ აღმოაჩინეს პირველი და ერთადერთი თიხის მუმია სხვის სარკოფაგში - კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ აჩვენა, რომ რაღაც წესრიგში არ იყო
როგორ აღმოაჩინეს პირველი და ერთადერთი თიხის მუმია სხვის სარკოფაგში - კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ აჩვენა, რომ რაღაც წესრიგში არ იყო

ძველ ეგ­ვიპ­ტე­ლებს თა­ვი­ან­თი გარ­დაც­ვლი­ლე­ბი უყ­ვარ­დათ და ცდი­ლობ­დნენ ისე გა­ე­კე­თე­ბი­ნათ, რომ სა­ი­ქი­ო­ში ისი­ნი კარ­გად ყო­ფი­ლიყ­ვნენ, ამი­ტო­მაც რჩე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის მათ მუ­მი­ფი­ცი­რე­ბის ძა­ლი­ან რთუ­ლი და ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი წე­სე­ბი მო­ი­ფიქ­რეს.

ის, ვი­საც რა­ი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წო­დე­ბა არ ჰქონ­და, მაგ­რამ მა­ინც ცნო­ბილ ადა­მი­ანს წარ­მო­ად­გენ­და, შე­იძ­ლე­ბო­და მუ­მი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო, თუმ­ცა მა­სა­ლე­ბი ია­ფ­ფა­სი­ა­ნი, პრო­ცე­სი კი ხან­მოკ­ლე იყო. სარ­კო­ფა­გე­ბი - არც ისე­თი მდიდ­რუ­ლი, რო­გო­რიც ფა­რა­ო­ნებს ჰქონ­დათ.

მაგ­რამ მთლი­ა­ნო­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი "სტან­დარ­ტი­ზე­ბულს“ წარ­მო­ად­გენ­და: ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ფისი და ქსო­ვი­ლის გრძე­ლი ნაჭ­რე­ბი, რო­მელ­შიც და­ბალ­ზა­მე­ბულ სხე­ულს ახ­ვევ­დნენ. ასე გრძელ­დე­ბო­და სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. მაგ­რამ ერთხე­ლაც ეგ­ვიპ­ტე­ში ავ­სტრა­ლი­ელ­მა არ­ქე­ო­ლო­გებ­მა ქა­ლის ისე­თი მუ­მია იპო­ვეს, რომ... თუმ­ცა ყვე­ლა­ფე­რი წე­სი­სა და რი­გის მი­ხედ­ვით.

მუ­მია, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ვსა­უბ­რობთ, მე-19 სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში ავ­სტრა­ლი­ა­ში მოღ­ვა­წე ინ­გლი­სელ­მა პო­ლი­ტი­კოს­მა ჩარლზ ნი­კოლ­სონ­მა შე­ი­ძი­ნა (იმ დროს ეგ­ვიპ­ტის მუ­მი­ებ­ზე მოდა არ იყო, მაგ­რამ მა­ინც), სიკ­ვდი­ლის წინ კი მუ­მია მან სიდ­ნე­ის უნი­ვერ­სი­ტეტს უან­დერ­ძა. რო­გორც მუ­მი­ას შე­ე­ფე­რე­ბა, ის მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ცავ­ში იმ­ტვე­რე­ბო­და...

მკვლე­ვა­რებ­მა მუ­მი­ას ყუ­რა­დღე­ბა პირ­ვე­ლად 1999 წელს მი­აქ­ცი­ეს, როცა კომ­პი­უ­ტე­რულ­მა ტო­მოგ­რა­ფი­ამ აჩ­ვე­ნა, რომ რა­ღაც წეს­რიგ­ში არ იყო. ქსო­ვი­ლის ნი­მუ­შე­ბის შე­მოწ­მე­ბი­სას მას­ში თი­ხი­სა და ქვი­შის ნა­რე­ვი აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

თუმ­ცა კი­დევ თით­ქმის ოცმა წელ­მა გა­ი­ა­რა, ვიდ­რე მუ­მია თა­ვის სა­ი­დუმ­ლოს გას­ცემ­და.

აღ­მოჩ­ნდა, რომ გარ­დაც­ვლი­ლი ქალი, რო­გორც წესი, ქსო­ვილ­ში გა­ახ­ვი­ეს, მაგ­რამ უკვე შემ­დეგ მისი სხე­უ­ლის ნა­წი­ლე­ბი (მარ­ცხე­ნა მუხ­ლი და წვი­ვი) "გა­ურ­კვე­ველ ვი­თა­რე­ბა­ში“ და­ზი­ან­და, შე­საძ­ლოა, სა­მა­რის მძარ­ცვე­ლე­ბის მიერ. ამ­რი­გად, ერთი ან ორი თა­ო­ბის შემ­დეგ ვი­ღა­ცამ ბე­ბი­ის "გა­რე­მონ­ტე­ბა“ გა­და­წყვი­ტა და მას თი­ხის ახა­ლი ბა­კა­ნი გა­უ­კე­თა

ოს­ტატ­მა, რო­მე­ლიც მუ­მი­ა­ზე მუ­შა­ობ­და, თი­ხის, ქვი­შის, ნამ­ჯი­სა და ქსო­ვი­ლი­სა­გან რთუ­ლი "სენდვი­ჩი“ გა­ა­კე­თა. ქვე­მო­დან ბა­კა­ნი მწვა­ნე ფე­რით იქნა შე­ღე­ბი­ლი, ზე­მო­დან კი ყვით­ლით.

"თიხა ფენა-ფე­ნად ედე­ბო­და, სა­ნამ ის ნო­ტიო და რბი­ლი იყო“, - გან­მარ­ტავს კვლე­ვის ხელ­მძღვა­ნე­ლი კა­რინ სო­ვა­და, სიდ­ნე­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ის­ტო­რია-არ­ქე­ო­ლო­გი­ის კა­თედ­რის მეც­ნი­ერ-თა­ნამ­შრო­მე­ლი, - სხე­უ­ლი ჯერ ქსო­ვილ­ში გა­ახ­ვი­ეს, შემ­დეგ კი ის თი­ხის ბა­კან­ში მო­ა­თავ­სეს და ისევ ქსო­ვი­ლი შე­მო­ახ­ვი­ეს“.

  • მაგ­რამ რა­ტომ თი­ხა­ში და არა ტრა­დი­ცი­ულ ფის­ში?

"იმი­ტომ, რომ თიხა უფრო იაფი და ად­ვი­ლად მო­სა­პო­ვე­ბე­ლი მა­სა­ლაა“, - ამ­ბობს კა­რინ სო­ვა­და, მაგ­რამ ამით მუ­მი­ის "თავ­გა­და­სა­ვა­ლი“ არ დამ­თავ­რე­ბუ­ლა. ის ვი­ღა­ცამ ისევ და­ა­ზი­ა­ნა, ამ­ჯე­რად თა­ვი­სა და კის­რის არე­ში. და­ზი­ან­და ბა­კა­ნიც, თუმ­ცა მუ­მი­ის ხე­ლა­ხა­ლი რეს­ტავ­რა­ცია ისეთ­მა ადა­მი­ან­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, რო­მე­ლიც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მით არ გა­მო­ირ­ჩე­ო­და და თავ-კი­სე­რი სხე­ულ­ზე მე­ტა­ლის დამ­ჭე­რე­ბით და­ა­მაგ­რა.

თუმ­ცა, რო­გორც მეც­ნი­ე­რებ­მა გა­არ­კვი­ეს, თი­ხის ბა­კა­ნი მუ­მი­ის ერ­თა­დერ­თი უც­ნა­უ­რო­ბა არ ყო­ფი­ლა. ისე ჩანს, რომ სიძ­ვე­ლე­ე­ბით მო­ვაჭ­რე­ებ­მა სერ ჩარლ­ზი მო­ა­ტყუ­ეს და სრუ­ლი­ად უცხო სარ­კო­ფაგ­ში წი­ნას­წარ გან­ზრა­ხუ­ლად ჩა­დე­ბუ­ლი მუ­მია აჩ­ვე­ნეს. სხვა­თა შო­რის, ასე­თი თაღ­ლი­თო­ბა იმ დროს საკ­მა­ოდ ხში­რი იყო - არ­ტე­ფაქ­ტის ძვი­რად გა­ყიდ­ვის მიზ­ნით. ასე­ვე დად­გინ­და, რომ სარ­კო­ფა­გი, სა­დაც ქა­ლის სა­ხე­ლი "მე­რუ­ტა“ ეწე­რა, პიქ­ტოგ­რა­მის მი­ხედ­ვით, და­ახ­ლო­ე­ბით ჩვენს ერამ­დე 1000 წელს მი­ე­კუთ­ვნე­ბა, მუ­მია კი მას­ზე 200 წლით ახალ­გაზ­რდაა.

თუმ­ცა მკვლე­ვა­რე­ბის­თვის უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გახ­და ის ფაქ­ტი, რომ მუ­მია თი­ხის­გან იყო დამ­ზა­დე­ბუ­ლი. ანუ ეს ახა­ლი სი­ტყვაა მუ­მი­ფი­კა­ცი­ა­ში, რო­მე­ლიც ძველ ეგ­ვიპ­ტე­ზე ჩვენს ცოდ­ნას აფარ­თო­ებს. წყა­რო

მო­ამ­ზა­და სი­მონ კი­ლა­ძემ

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
წმინდა გაგა
2

საინტერესოა ეგვიპტეში, რომელიც ფაქტობრივად უდაბნოა მუმიფიცირებისთვის საჭირო ფისს სად და როგორ მოიპოვებდნენ

ნია
42

და ვის აინტერესებს საერთოდ)))) ამ ტექნოლოგიურ ეპოქაში...

ავტორი:

როგორ აღმოაჩინეს პირველი და ერთადერთი თიხის მუმია სხვის სარკოფაგში - კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ აჩვენა, რომ რაღაც წესრიგში არ იყო

როგორ აღმოაჩინეს პირველი და ერთადერთი თიხის მუმია სხვის სარკოფაგში - კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ აჩვენა, რომ რაღაც წესრიგში არ იყო

ძველ ეგვიპტელებს თავიანთი გარდაცვლილები უყვარდათ და ცდილობდნენ ისე გაეკეთებინათ, რომ საიქიოში ისინი კარგად ყოფილიყვნენ, ამიტომაც რჩეული ადამიანებისთვის მათ მუმიფიცირების ძალიან რთული და ძვირადღირებული წესები მოიფიქრეს.

ის, ვისაც რაიმე მნიშვნელოვანი წოდება არ ჰქონდა, მაგრამ მაინც ცნობილ ადამიანს წარმოადგენდა, შეიძლებოდა მუმიფიცირებული ყოფილიყო, თუმცა მასალები იაფფასიანი, პროცესი კი ხანმოკლე იყო. სარკოფაგები - არც ისეთი მდიდრული, როგორიც ფარაონებს ჰქონდათ.

მაგრამ მთლიანობაში ყველაფერი "სტანდარტიზებულს“ წარმოადგენდა: ჩვეულებრივი ფისი და ქსოვილის გრძელი ნაჭრები, რომელშიც დაბალზამებულ სხეულს ახვევდნენ. ასე გრძელდებოდა საუკუნეების განმავლობაში. მაგრამ ერთხელაც ეგვიპტეში ავსტრალიელმა არქეოლოგებმა ქალის ისეთი მუმია იპოვეს, რომ... თუმცა ყველაფერი წესისა და რიგის მიხედვით.

მუმია, რომლის შესახებაც ვსაუბრობთ, მე-19 საუკუნის დასაწყისში ავსტრალიაში მოღვაწე ინგლისელმა პოლიტიკოსმა ჩარლზ ნიკოლსონმა შეიძინა (იმ დროს ეგვიპტის მუმიებზე მოდა არ იყო, მაგრამ მაინც), სიკვდილის წინ კი მუმია მან სიდნეის უნივერსიტეტს უანდერძა. როგორც მუმიას შეეფერება, ის მრავალი წლის განმავლობაში უნივერსიტეტის საცავში იმტვერებოდა...

მკვლევარებმა მუმიას ყურადღება პირველად 1999 წელს მიაქციეს, როცა კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ აჩვენა, რომ რაღაც წესრიგში არ იყო. ქსოვილის ნიმუშების შემოწმებისას მასში თიხისა და ქვიშის ნარევი აღმოაჩინეს.

თუმცა კიდევ თითქმის ოცმა წელმა გაიარა, ვიდრე მუმია თავის საიდუმლოს გასცემდა.

აღმოჩნდა, რომ გარდაცვლილი ქალი, როგორც წესი, ქსოვილში გაახვიეს, მაგრამ უკვე შემდეგ მისი სხეულის ნაწილები (მარცხენა მუხლი და წვივი) "გაურკვეველ ვითარებაში“ დაზიანდა, შესაძლოა, სამარის მძარცველების მიერ. ამრიგად, ერთი ან ორი თაობის შემდეგ ვიღაცამ ბებიის "გარემონტება“ გადაწყვიტა და მას თიხის ახალი ბაკანი გაუკეთა

ოსტატმა, რომელიც მუმიაზე მუშაობდა, თიხის, ქვიშის, ნამჯისა და ქსოვილისაგან რთული "სენდვიჩი“ გააკეთა. ქვემოდან ბაკანი მწვანე ფერით იქნა შეღებილი, ზემოდან კი ყვითლით.

"თიხა ფენა-ფენად ედებოდა, სანამ ის ნოტიო და რბილი იყო“, - განმარტავს კვლევის ხელმძღვანელი კარინ სოვადა, სიდნეის უნივერსიტეტის ისტორია-არქეოლოგიის კათედრის მეცნიერ-თანამშრომელი, - სხეული ჯერ ქსოვილში გაახვიეს, შემდეგ კი ის თიხის ბაკანში მოათავსეს და ისევ ქსოვილი შემოახვიეს“.

  • მაგრამ რატომ თიხაში და არა ტრადიციულ ფისში?

"იმიტომ, რომ თიხა უფრო იაფი და ადვილად მოსაპოვებელი მასალაა“, - ამბობს კარინ სოვადა, მაგრამ ამით მუმიის "თავგადასავალი“ არ დამთავრებულა. ის ვიღაცამ ისევ დააზიანა, ამჯერად თავისა და კისრის არეში. დაზიანდა ბაკანიც, თუმცა მუმიის ხელახალი რესტავრაცია ისეთმა ადამიანმა განახორციელა, რომელიც პროფესიონალიზმით არ გამოირჩეოდა და თავ-კისერი სხეულზე მეტალის დამჭერებით დაამაგრა.

თუმცა, როგორც მეცნიერებმა გაარკვიეს, თიხის ბაკანი მუმიის ერთადერთი უცნაურობა არ ყოფილა. ისე ჩანს, რომ სიძველეებით მოვაჭრეებმა სერ ჩარლზი მოატყუეს და სრულიად უცხო სარკოფაგში წინასწარ განზრახულად ჩადებული მუმია აჩვენეს. სხვათა შორის, ასეთი თაღლითობა იმ დროს საკმაოდ ხშირი იყო - არტეფაქტის ძვირად გაყიდვის მიზნით. ასევე დადგინდა, რომ სარკოფაგი, სადაც ქალის სახელი "მერუტა“ ეწერა, პიქტოგრამის მიხედვით, დაახლოებით ჩვენს ერამდე 1000 წელს მიეკუთვნება, მუმია კი მასზე 200 წლით ახალგაზრდაა.

თუმცა მკვლევარებისთვის უფრო მნიშვნელოვანი გახდა ის ფაქტი, რომ მუმია თიხისგან იყო დამზადებული. ანუ ეს ახალი სიტყვაა მუმიფიკაციაში, რომელიც ძველ ეგვიპტეზე ჩვენს ცოდნას აფართოებს. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ

ბუნებრივი საშუალება ანთებითი პროცესების შესამცირებლად - რით განსხვავდება ე. წ. ჩინური კომბოსტო ჩვეულებრივი კომბოსტოსგან

როგორ გამოიყურება პანდემიის გამო ჩაკეტილი გუდაური - "მთის კურორტები არის გადასარჩენი, ეს ყველას გვეხება!"

ცხოვრება ჯუნგლებში და პარალელური სამყარო, სადაც ადამიანებს დღე-ღამეში 2 საათი სძინავთ - ყველაფერი დედამიწის ყველაზე უცნაურ მცხოვრებლებზე