მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სახალხო დამცველი 14 წლის გოგოს სუიციდის ფაქტთან დაკავშირებით, სახელმწიფო უწყების პასუხისმგებლობის საკითხს შეისწავლის
სახალხო დამცველი 14 წლის გოგოს სუიციდის ფაქტთან დაკავშირებით, სახელმწიფო უწყების პასუხისმგებლობის საკითხს შეისწავლის

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი მწუ­ხა­რე­ბას გა­მო­ხა­ტავს 10 თე­ბერ­ვალს ქო­ბუ­ლეთ­ში 14 წლის გო­გოს მიერ თვით­მკვლე­ლო­ბის ტრა­გი­კულ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით.

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტი შე­ის­წავ­ლის თი­თო­ე­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კითხს, შე­საძ­ლო დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი და არა­ე­ფექ­ტუ­რი რე­ა­გი­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტი ავ­რცე­ლებს.

რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია აღი­ნიშ­ნოს, რომ ეს ტრა­გი­კუ­ლი ფაქ­ტი არ არის გან­ყე­ნე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა და წარ­მო­ად­გენს იმ სის­ტე­მუ­რი უმოქ­მე­დო­ბის, კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ნაკ­ლე­ბო­ბი­სა და ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლ ბავ­შვთა სა­თა­ნა­დო სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სერ­ვი­სე­ბის არარ­სე­ბო­ბის შე­დეგს, რო­მელ­ზეც სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტი წლე­ბია მი­უ­თი­თებს.

„მომ­ხდარ­მა კი­დევ ერთხელ წარ­მო­ა­ჩი­ნა, რომ პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი უწყე­ბე­ბი ვერ ახ­დე­ნენ ბავ­შვის მი­მართ სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის შემ­თხვე­ვებ­ზე დრო­ულ, ეფექ­ტი­ან და კო­ორ­დი­ნი­რე­ბულ რე­ა­გი­რე­ბას, რაც სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან სას­წრა­ფო რე­ა­გი­რე­ბას და სის­ტე­მუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბას სა­ჭი­რო­ებს.

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2018-2019 წლებ­ში არას­რულ­წლო­ვან­თა მი­მართ სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის საქ­მე­ე­ბის მე­სა­მედ­ზე შე­წყდა გა­მო­ძი­ე­ბა, რომ­ლის სა­ფუძ­ვე­ლი მათ შო­რის, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის არარ­სე­ბო­ბა გახ­და, რაც თა­ვის მხრივ, გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი იყო და­ნა­შა­უ­ლის გა­მო­ძი­ე­ბის დაგ­ვი­ა­ნე­ბით და არას­რულ­წლოვ­ნებ­თან სა­თა­ნა­დო კო­მუ­ნი­კა­ცი­ის არარ­სე­ბო­ბით.

2018-2019 წლებ­ში სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის საქ­მე­ებ­ზე და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭა 317 არას­რულ­წლო­ვანს. თუმ­ცა, ამ ეტაპ­ზე ქვეყ­ნის მას­შტა­ბით სა­ხელ­მწი­ფო ზრუნ­ვის სა­ა­გენ­ტოს ბა­ზა­ზე თითო რე­გი­ონ­ში მხო­ლოდ ერთი ფსი­ქო­ლო­გი მუ­შა­ობს, რაც შე­უძ­ლე­ბელს ხდის ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ზე დრო­ულ და სა­თა­ნა­დო რე­ა­გი­რე­ბას. ბავ­შვის მი­მართ ძა­ლა­დო­ბის თი­თო­ე­ულ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით ეფექ­ტუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბას არ­თუ­ლებს სა­ა­გენ­ტო­ში და­საქ­მე­ბულ სო­ცი­ა­ლურ მუ­შაკ­თა რა­ო­დე­ნო­ბა, მათი სა­მუ­შაო პი­რო­ბე­ბი და რე­სურ­სებ­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა.

გა­მო­ძი­ე­ბის ეტაპ­ზე არ­სე­ბი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს არას­რულ­წლო­ვან­თან შე­სა­ბა­მი­სი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ჩარ­თვას და ბავ­შვზე მორ­გე­ბუ­ლი გა­რე­მოს შექ­მნას. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სა­ხელ­მწი­ფოს მიერ არ არის ზუს­ტად გან­სა­ზღვრუ­ლი რა შემ­თხვე­ვებ­ში და რა გა­რე­მო­ე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე უნდა მოხ­დეს ფსი­ქო­ლო­გის ჩარ­თვა. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი და პრო­კუ­რო­რი იღე­ბენ, რომ­ლებ­საც უშუ­ა­ლოდ სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის თე­მა­ზე სა­თა­ნა­დო და პე­რი­ო­დულ გა­დამ­ზა­დე­ბა არ აქვთ გავ­ლი­ლი, რაც არ­სე­ბი­თად უშ­ლის ხელს ამ სპე­ცი­ფი­კის საქ­მე­ებ­ში არ­სე­ბულ რის­კის სა­თა­ნა­დო შე­ფა­სე­ბას.

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი ხაზს უს­ვამს არას­რულ­წლო­ვან­თა მი­მართ სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის საქ­მე­ებ­თან მი­მარ­თე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას. გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს და­ნა­შა­უ­ლის დრო­ულ შე­ტყო­ბი­ნე­ბა­სა და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის­თვის მხარ­დამ­ჭე­რი გა­რე­მოს შექ­მნას. შემ­თხვე­ვე­ბის დრო­უ­ლი გა­მოვ­ლე­ნის და რე­ფე­რი­რე­ბის პრო­ცე­დუ­რის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი როლი ზო­გადსა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს აკის­რი­ათ.

მი­უ­ხე­და­ვად აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მის სიმწვა­ვი­სა და სის­ტე­მუ­რი ხა­სი­ა­თი­სა, სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბი ვერ უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ შე­სა­ბა­მი­სი კად­რე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბას უშუ­ა­ლოდ ბავ­შვთა მი­მართ სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის და­ნა­შა­უ­ლე­ბის სპე­ცი­ფი­კა­ზე მორ­გე­ბუ­ლი გა­დამ­ზა­დე­ბის მო­დუ­ლით. სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის საქ­მე­ებ­ზე მო­მუ­შა­ვე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა არ­სე­ბულ სა­ჭი­რო­ე­ბას. სა­ხელ­მწი­ფო სერ­ვი­სე­ბი ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი ბავ­შვის და მისი ოჯა­ხის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას და ვერ ქმნის მათ ეფექ­ტი­ან მხარ­და­ჭე­რა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ გა­რე­მოს“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დ გ
0

სასურველი იქნება უწყებების საქმეები კი არა უმუშევარი, რომ ბრძანდება ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი ეს საკითხები დააყენეთ შესასწავლად პირველ ადგილზე, და იქნებ მიეხმაროდ მოსახლეობას,სახელმწიფო უწყებები ისედაც კარგად მუშაობენ

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

სახალხო დამცველი 14 წლის გოგოს სუიციდის ფაქტთან დაკავშირებით, სახელმწიფო უწყების პასუხისმგებლობის საკითხს შეისწავლის

სახალხო დამცველი 14 წლის გოგოს სუიციდის ფაქტთან დაკავშირებით, სახელმწიფო უწყების პასუხისმგებლობის საკითხს შეისწავლის

საქართველოს სახალხო დამცველი მწუხარებას გამოხატავს 10 თებერვალს ქობულეთში 14 წლის გოგოს მიერ თვითმკვლელობის ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით.

სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის თითოეული სახელმწიფო უწყების პასუხისმგებლობის საკითხს, შესაძლო დაგვიანებული და არაეფექტური რეაგირების მიმართულებით. ამის შესახებ განცხადებას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს ტრაგიკული ფაქტი არ არის განყენებული შემთხვევა და წარმოადგენს იმ სისტემური უმოქმედობის, კვალიფიკაციის ნაკლებობისა და ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა სათანადო სარეაბილიტაციო სერვისების არარსებობის შედეგს, რომელზეც სახალხო დამცველის აპარატი წლებია მიუთითებს.

„მომხდარმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ პასუხისმგებელი უწყებები ვერ ახდენენ ბავშვის მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევებზე დროულ, ეფექტიან და კოორდინირებულ რეაგირებას, რაც სახელმწიფოს მხრიდან სასწრაფო რეაგირებას და სისტემური ცვლილებების გატარებას საჭიროებს.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, 2018-2019 წლებში არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეების მესამედზე შეწყდა გამოძიება, რომლის საფუძველი მათ შორის, მტკიცებულებების არარსებობა გახდა, რაც თავის მხრივ, განპირობებული იყო დანაშაულის გამოძიების დაგვიანებით და არასრულწლოვნებთან სათანადო კომუნიკაციის არარსებობით.

2018-2019 წლებში სექსუალური ძალადობის საქმეებზე დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა 317 არასრულწლოვანს. თუმცა, ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ბაზაზე თითო რეგიონში მხოლოდ ერთი ფსიქოლოგი მუშაობს, რაც შეუძლებელს ხდის ყველა შემთხვევაზე დროულ და სათანადო რეაგირებას. ბავშვის მიმართ ძალადობის თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით ეფექტური ღონისძიებების გატარებას ართულებს სააგენტოში დასაქმებულ სოციალურ მუშაკთა რაოდენობა, მათი სამუშაო პირობები და რესურსებზე ხელმისაწვდომობა.

გამოძიების ეტაპზე არსებითი მნიშვნელობა აქვს არასრულწლოვანთან შესაბამისი სპეციალისტების ჩართვას და ბავშვზე მორგებული გარემოს შექმნას. მიუხედავად ამისა, სახელმწიფოს მიერ არ არის ზუსტად განსაზღვრული რა შემთხვევებში და რა გარემოებების საფუძველზე უნდა მოხდეს ფსიქოლოგის ჩართვა. აღნიშნული გადაწყვეტილებას გამომძიებელი და პროკურორი იღებენ, რომლებსაც უშუალოდ სექსუალური ძალადობის თემაზე სათანადო და პერიოდულ გადამზადება არ აქვთ გავლილი, რაც არსებითად უშლის ხელს ამ სპეციფიკის საქმეებში არსებულ რისკის სათანადო შეფასებას.

სახალხო დამცველი ხაზს უსვამს არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეებთან მიმართებით საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობას. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დანაშაულის დროულ შეტყობინებასა და დაზარალებულისთვის მხარდამჭერი გარემოს შექმნას. შემთხვევების დროული გამოვლენის და რეფერირების პროცედურის განსახორციელებლად განსაკუთრებული როლი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს აკისრიათ.

მიუხედავად აღნიშნული პრობლემის სიმწვავისა და სისტემური ხასიათისა, სახელმწიფო უწყებები ვერ უზრუნველყოფენ შესაბამისი კადრების კვალიფიკაციის ამაღლებას უშუალოდ ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის დანაშაულების სპეციფიკაზე მორგებული გადამზადების მოდულით. სექსუალური ძალადობის საქმეებზე მომუშავე პროფესიონალების რაოდენობა მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება არსებულ საჭიროებას. სახელმწიფო სერვისები ვერ უზრუნველყოფს ძალადობის მსხვერპლი ბავშვის და მისი ოჯახის რეაბილიტაციას და ვერ ქმნის მათ ეფექტიან მხარდაჭერაზე ორიენტირებულ გარემოს“, - ნათქვამია განცხადებაში.

"იმ პირობით, რომ ცოლად შეირთავდა, სექსუალური კავშირი დაამყარა და გოგონასთან კონტაქტი გაწყვიტა" - რა წერია ქობულეთში დაკავებულის ბრალდებაში?

მამაკაცმა ყოფილი თანამშრომელი სასტიკად სცემა და მისი ფოტო "ფეისბუქზე" გამოაქვეყნდა - რა კომენტარს აკეთებს შსს შემოსავლების სამსახურთან მომხდარ დაპირისპირებაზე?

"ინტერნეტით გაიცნეს ერთმანეთი... გოგომ სთხოვა შეხვედრა და მოუყვა თავის მძიმე ცხოვრებაზე" - რას ყვება ადვოკატი ბრალდებულისა და გარდაცვლილის ურთიერთობაზე

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"