Faceამბები
კონფლიქტები

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აშშ-ის მხარდაჭერით საქართველოს თავდაცვის ძალები ახალი ტიპის შეიარაღებით აღიჭურვა
აშშ-ის მხარდაჭერით საქართველოს თავდაცვის ძალები ახალი ტიპის შეიარაღებით აღიჭურვა

სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ძა­ლებ­ში შე­ი­ა­რა­ღე­ბის მო­დერ­ნი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს.

თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, აშშ-ის მხარ­და­ჭე­რით სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ძა­ლებ­მა ახა­ლი ტი­პის ტყვი­ამფრქვე­ვე­ბი და ყუმ­ბარმ­ტყორ­ცნე­ბი მი­ი­ღო. უკვე მიმ­დი­ნა­რე­ობს ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბის აშშ-ის წარ­მო­ე­ბის ნა­ტოს M2 ტი­პის 12.7 მმ მსხვილ­კა­ლიბ­რი­ა­ნი ტყვი­ამფრქვე­ვე­ბი­თა და MK 19 ტი­პის ახა­ლი ავ­ტო­მა­ტუ­რი ყუმ­ბარმ­ტყორ­ცნე­ბით აღ­ჭურ­ვის პრო­ცე­სი. სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ძა­ლებს, ასე­ვე და­მა­ტე­ბით გად­მო­ე­ცა 5,56 მმ კა­ლიბ­რის M249 ტი­პის ხე­ლის მსუ­ბუ­ქი ტყვი­ამფრქვე­ვე­ბიც.

სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი და სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის მე­თა­უ­რი, გე­ნე­რალ-მა­ი­ო­რი გი­ორ­გი მა­თი­აშ­ვი­ლი ვა­ზი­ან­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, სა­დაც თა­ნა­მედ­რო­ვე, ნა­ტოს სტან­დარ­ტის ია­რა­ღით ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბის და­კომ­პლექ­ტე­ბის პრო­ცესს პი­რა­დად გა­ეც­ნენ და საც­დელ სრო­ლებს და­ეს­წრნენ. ვა­ზი­ა­ნის სას­რო­ლეთ­ზე, საბ­რძო­ლო მომ­ზა­დე­ბის ცენ­ტრის (CTC) ქარ­თველ­მა და ამე­რი­კელ­მა ინ­სტრუქ­ტო­რებ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი ია­რა­ღით საჩ­ვე­ნე­ბე­ლი სრო­ლე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ტი­პის შე­ი­ა­რა­ღე­ბა ზრდის ქვე­და­ნა­ყო­ფის სა­ცე­ცხლე ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს და ბრძო­ლის ველ­ზე მათ ეფექ­ტი­ა­ნად მოქ­მე­დე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს.

სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბის ახა­ლი ტი­პის ტყვი­ამფრქვე­ვე­ბი­თა და ყუმ­ბარმ­ტყორ­ცნე­ბით და­კომ­პლექ­ტე­ბა, შე­ი­ა­რა­ღე­ბი­სა და აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის გა­ნახ­ლე­ბი­სა და მო­დერ­ნი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სის ნა­წილს წარ­მო­ად­გენს, რო­მე­ლიც თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ზრდას და პარტნი­ორ ქვეყ­ნებ­თან ურ­თი­ერ­თთავ­სე­ბა­დო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ გ
16

აი ზარბაზანი ისვრიის?

jino
1

მადლობის მეტი რა გვეთქმის, მაგრამ საჰაერო თავდაცვის გარეშე ეგ ყველაფერი გინდ გქონია და გინდ არა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

აშშ-ის მხარდაჭერით საქართველოს თავდაცვის ძალები ახალი ტიპის შეიარაღებით აღიჭურვა

აშშ-ის მხარდაჭერით საქართველოს თავდაცვის ძალები ახალი ტიპის შეიარაღებით აღიჭურვა

საქართველოს თავდაცვის ძალებში შეიარაღების მოდერნიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ის მხარდაჭერით საქართველოს თავდაცვის ძალებმა ახალი ტიპის ტყვიამფრქვევები და ყუმბარმტყორცნები მიიღო. უკვე მიმდინარეობს ქვედანაყოფების აშშ-ის წარმოების ნატოს M2 ტიპის 12.7 მმ მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებითა და MK 19 ტიპის ახალი ავტომატური ყუმბარმტყორცნებით აღჭურვის პროცესი. საქართველოს თავდაცვის ძალებს, ასევე დამატებით გადმოეცა 5,56 მმ კალიბრის M249 ტიპის ხელის მსუბუქი ტყვიამფრქვევებიც.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ვაზიანში იმყოფებოდნენ, სადაც თანამედროვე, ნატოს სტანდარტის იარაღით ქვედანაყოფების დაკომპლექტების პროცესს პირადად გაეცნენ და საცდელ სროლებს დაესწრნენ. ვაზიანის სასროლეთზე, საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) ქართველმა და ამერიკელმა ინსტრუქტორებმა აღნიშნული იარაღით საჩვენებელი სროლები განახორციელეს. აღნიშნული ტიპის შეიარაღება ზრდის ქვედანაყოფის საცეცხლე ზემოქმედების შესაძლებლობებს და ბრძოლის ველზე მათ ეფექტიანად მოქმედებას უზრუნველყოფს.

საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების ახალი ტიპის ტყვიამფრქვევებითა და ყუმბარმტყორცნებით დაკომპლექტება, შეიარაღებისა და აღჭურვილობის განახლებისა და მოდერნიზაციის პროცესის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც თავდაცვის ძალების შესაძლებლობების ზრდას და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთთავსებადობის გაუმჯობესებას ემსახურება.

რუსული თანამგზავრი, რომლითაც ირანი შეძლებს, თვალყური ადევნოს პოტენციურ სამხედრო სამიზნეებს ახლო აღმოსავლეთში - რას გეგმავს რუსეთი?

ჩამოგდებულ "ბოინგში" რუსული "ბუკის" ფრაგმენტები აღმოაჩინეს

როგორი იყო საქართველოს სამხედრო დაზვერვა 1918-1921 წლებში - საინტერესო ცნობები დემოკრატიული რესპუბლიკის სპეცსამსახურებზე