მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
მოზაიკა
წიგნები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯანმო საქართველოსა და კიდევ 5 ქვეყანაში კოვიდ 19-ის ვაქცინების განაწილებაზე ინფორმაციას ავრცელებს
ჯანმო საქართველოსა და კიდევ 5 ქვეყანაში კოვიდ 19-ის ვაქცინების განაწილებაზე ინფორმაციას ავრცელებს

ევ­რო­კავ­ში­რი და ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ევ­რო­პის რე­გი­ო­ნა­ლუ­რი ოფი­სი აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის ექვს ქვე­ყა­ნა­ში: სომ­ხეთ­ში, აზერ­ბა­ი­ჯან­ში, ბე­ლა­რუს­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში, მოლ­დო­ვა­სა და უკ­რა­ი­ნა­ში კო­ვიდ 19-ის ვაქ­ცი­ნე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბი­სა და ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მხარ­და­სა­ჭე­რად ერ­თობ­ლი­ვად იმუ­შა­ვე­ბენ, - ამის შე­სა­ხებ ჯან­მო-ს ევ­რო­პის რე­გი­ო­ნა­ლუ­რი ოფი­სის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ევ­რო­კავ­ში­რის მიერ არის და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი და რე­გი­ო­ნა­ლუ­რი ოფი­სის მიერ არის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი, მო­ი­ცავს კო­ვიდ 19-ის ვაქ­ცი­ნე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბი­სა და ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ყვე­ლა ფა­ზას.

„პრო­ექ­ტი ასე­ვე იქ­ნე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ვეს­ტი­ცია აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის ქვეყ­ნებ­ში იმუ­ნი­ზა­ცი­ის სის­ტე­მე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის კუ­თხით. ეს ევ­რო­კავ­ში­რი­სა და ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ ევ­რო­პის რე­გი­ონ­ში ერ­თობ­ლი­ვად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი უმ­სხვი­ლე­სი პრო­ექ­ტია, რომ­ლის სა­ერ­თო ბი­უ­ჯე­ტი 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 40 მი­ლი­ო­ნი ევრო იქ­ნე­ბა. ის და­ე­მა­ტე­ბა უკვე მიმ­დი­ნა­რე ან და­გეგ­მილ პროგ­რა­მებს, რო­გო­რი­ცაა ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის COVAX-ის პროგ­რა­მა და ევ­რო­კავ­ში­რის გა­ზი­ა­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მი, რათა ამ ქვეყ­ნებ­ში ვაქ­ცი­ნებ­ზე წვდო­მა უზ­რუნ­ველ­ყო­ფილ იყოს,“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ევ­რო­პის რე­გი­ო­ნა­ლუ­რი ოფი­სის ცნო­ბით, თან­ხე­ბი თავ­და­პირ­ვე­ლად აღ­ნიშ­ნულ ექვს ქვე­ყა­ნა­ში მზა­ო­ბი­სა და მზად­ყოფ­ნის ფა­ზე­ბის მხარ­და­ჭე­რას მოხ­მარ­დე­ბა, აქ­ცენ­ტი გა­კეთ­დე­ბა სტრა­ტე­გი­ულ პროგ­რა­მულ სფე­რო­ებ­ში მო­სა­ლოდ­ნელ სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე, რო­გო­რი­ცაა და­გეგ­მვა, მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი/მა­სა­ლე­ბი, ჯან­დაც­ვის მუ­შა­კე­ბის ტრე­ნინ­გი და სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნი­ე­ბი. ამას კი მოჰ­ყვე­ბა ვაქ­ცი­ნე­ბის ეფექ­ტუ­რი გა­ნა­წი­ლე­ბი­სა და ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მო­ნი­ტო­რინ­გის მხარ­და­ჭე­რა.

„პრო­ექ­ტი ემ­ყა­რე­ბა იმ მხარ­და­ჭე­რას, რა­საც ევ­რო­კავ­ში­რი და ჯან­მო კო­ვიდ-19-ის პან­დე­მი­ის მი­მართ ქვეყ­ნე­ბის რე­ა­გი­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ახორ­ცი­ე­ლე­ბენ, მათ შო­რის ერ­თობ­ლი­ვი 35 მი­ლი­ო­ნი ევრო „ევ­რო­კავ­ში­რის სო­ლი­და­რო­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის“, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავს კო­ვიდ 19-ის მი­მართ ეფექ­ტურ რე­ა­გი­რე­ბას და აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის ექ­ვსი ქვეყ­ნის ეროვ­ნუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის ეფექ­ტუ­რად აღ­საკ­ვე­თად, მათ­თვის მო­სამ­ზა­დებ­ლად და მათ­ზე რე­ა­გი­რე­ბის­თვის,“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Zara
29

ჯანმოა თუ ვინ ხართ, ხომ არ გარეკეთ? 3 და 4 წელს აპირებთ ხალხის დაზომბებას და თქვენს თარეშს? 3 და 4 წელში ვირუსის ხსენება საერთოდ არ იქნება.მოგიტკბათ ხო ძალაუფლება და პროცესების მართვა? უნამუსოები

kn
2

Fools!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ჯანმო საქართველოსა და კიდევ 5 ქვეყანაში კოვიდ 19-ის ვაქცინების განაწილებაზე ინფორმაციას ავრცელებს

ჯანმო საქართველოსა და კიდევ 5 ქვეყანაში კოვიდ 19-ის ვაქცინების განაწილებაზე ინფორმაციას ავრცელებს

ევროკავშირი და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ოფისი აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში: სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში კოვიდ 19-ის ვაქცინების განაწილებისა და ვაქცინაციის მხარდასაჭერად ერთობლივად იმუშავებენ, - ამის შესახებ ჯანმო-ს ევროპის რეგიონალური ოფისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათივე ინფორმაციით, პროექტი, რომელიც ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული და რეგიონალური ოფისის მიერ არის განხორციელებული, მოიცავს კოვიდ 19-ის ვაქცინების განაწილებისა და ვაქცინაციის ყველა ფაზას.

„პროექტი ასევე იქნება მნიშვნელოვანი ინვესტიცია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში იმუნიზაციის სისტემების გაძლიერების კუთხით. ეს ევროკავშირისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ევროპის რეგიონში ერთობლივად განხორციელებული უმსხვილესი პროექტია, რომლის საერთო ბიუჯეტი 3 წლის განმავლობაში 40 მილიონი ევრო იქნება. ის დაემატება უკვე მიმდინარე ან დაგეგმილ პროგრამებს, როგორიცაა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის COVAX-ის პროგრამა და ევროკავშირის გაზიარების მექანიზმი, რათა ამ ქვეყნებში ვაქცინებზე წვდომა უზრუნველყოფილ იყოს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ოფისის ცნობით, თანხები თავდაპირველად აღნიშნულ ექვს ქვეყანაში მზაობისა და მზადყოფნის ფაზების მხარდაჭერას მოხმარდება, აქცენტი გაკეთდება სტრატეგიულ პროგრამულ სფეროებში მოსალოდნელ საჭიროებებზე, როგორიცაა დაგეგმვა, მოწყობილობები/მასალები, ჯანდაცვის მუშაკების ტრენინგი და საინფორმაციო კამპანიები. ამას კი მოჰყვება ვაქცინების ეფექტური განაწილებისა და ვაქცინაციის მონიტორინგის მხარდაჭერა.

„პროექტი ემყარება იმ მხარდაჭერას, რასაც ევროკავშირი და ჯანმო კოვიდ-19-ის პანდემიის მიმართ ქვეყნების რეაგირების მიმართულებით ახორციელებენ, მათ შორის ერთობლივი 35 მილიონი ევრო „ევროკავშირის სოლიდარობა ჯანმრთელობისთვის“, რომელიც მიზნად ისახავს კოვიდ 19-ის მიმართ ეფექტურ რეაგირებას და აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის ეროვნული შესაძლებლობების გაძლიერებას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო სიტუაციების ეფექტურად აღსაკვეთად, მათთვის მოსამზადებლად და მათზე რეაგირებისთვის,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ექიმი ალექსეი ნავალნის შესახებ: "პაციენტი, შესაძლოა, ნებისმიერ წუთს მოკვდეს"

ისრაელში ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ არის

მიმდინარე წელს აშშ-ი უფრო მეტ ლტოლვილს მიიღებს - რას აცხადებს ჯო ბაიდენი