ავტორი:

ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის შენობაში მულტიფუნქციური საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო ცენტრი პრეზენტაციას 4 მარტს გამართავს

ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის შენობაში მულტიფუნქციური საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო ცენტრი პრეზენტაციას 4 მარტს გამართავს

ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის შენობაში მულტიფუნქციური საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო ცენტრი პრეზენტაციას 4 მარტს გამართავს. „ჯორჯიან მანგანეზის“ მხარდაჭერით, უკვე შეიქმნა არასამთავრობო ორგანიზაციის საინიციატივო ჯგუფი, რომელიც საზოგადოებას ცენტრის მუშაობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის.

აღსანიშნავია, რომ მულტიფუნქციური საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო ცენტრი 5 ძირითად სივრცეს გააერთიანებს. ესენია: სამუზეუმო, საგანმანათლებლო ტრენინგების სივრცეები, ასევე, კულტურულ-შემეცნებითი, სპორტულ-ახალგაზრდული საგანმანათლებლო ცენტრი, პროექტების განყოფილება და GM აკადემია. მრავალპროფილური საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო ცენტრის მიზანი განათლების ხელშეწყობა, რეგიონის ტურისტული პოტენციალის განვითარება, რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-პოპულარიზაცია, მოსწავლე-ახალგაზრდობის ინდივიდური უნარ-ჩვევებისა და ნიჭის გამოვლენა-განვითარება, ინოვაციური პროექტების გენერირება, სტარტაპების განვითარების ხელშეწყობა და ახალი ბიზნესის წამოწყების სტიმულირებაა.

რა უნდა იცოდეთ, თუ თქვენი შვილი ნაადრევად დაიბადა

ყველაზე აქტუალური და საინტერესო სასაჩუქრე იდეები ვალენტინობისთვის

ალდაგის ავტოდაზღვევას საჩუქრად საწვავისა და რეცხვის ვაუჩერები მოყვება