მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თითქოს, მე დაპირისპირებული ვარ კობახიძესთან, გახარია-გომელაურთან, ამ დროს ოპოზიციის რიგები იშლება" - კახა კალაძე
"თითქოს, მე დაპირისპირებული ვარ კობახიძესთან, გახარია-გომელაურთან, ამ დროს ოპოზიციის რიგები იშლება" - კახა კალაძე

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის კახა კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, პარ­ტი­ა­ში და­პი­რის­პი­რე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია, სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნაა. ამის შე­სა­ხებ მან ჟურ­ნა­ლის­ტებს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ა­სა და პარ­ტი­ის სხვა ლი­დე­რებს შო­რის შე­საძ­ლო და­პი­რის­პი­რე­ბის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნუ­ცხა­და.

"ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, რაც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა პო­ლი­ტი­კა და­ტო­ვა, კონ­კრე­ტუ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი ცდი­ლობთ, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნოთ, თით­ქოს მმარ­თველ პარ­ტი­ა­ში და­პირ­პის­პი­რე­ბაა. ათას სი­სუ­ლე­ლეს იგო­ნებთ, თით­ქოს, მე ვი­ღა­ცას­თან ვიყო და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი, კო­ბა­ხი­ძეს­თან, კო­ბა­ხი­ძე გა­ხა­რი­ას­თან, გა­ხა­რია გო­მე­ლა­ურ­თან, კა­ლა­ძეს­თან და ა.შ. ამ დროს კი ვხე­დავთ, რომ ოპო­ზი­ცი­ის რი­გე­ბი იშ­ლე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

არა­ვის გა­მო­უ­ვა ქვე­ყა­ნა­ში რე­ვო­ლუ­ცი­ის მო­წყო­ბა, - ასე კი ის სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ მხარ­დამ­ჭე­რე­ბის­თვის და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის მო­წო­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

კახა კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ძი­რი­თა­დად დესტრუქ­ცი­ი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი.

„ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არაა, რო­დე­საც ამ გან­ცხა­დე­ბებს ვის­მენთ ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. ეს არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კრი­მი­ნა­ლი, ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დად და­კა­ვე­ბუ­ლია დესტრუქ­ცი­ით და ძა­ლი­ან დიდი სურ­ვი­ლი აქვს, რომ ქვე­ყა­ნა­ში შე­მო­ი­ტა­ნოს არე­უ­ლო­ბა, და­პი­რის­პი­რე­ბა. მაგ­რამ კი­დევ ერთხელ ვი­მე­ო­რებ, არა­ვის არ გა­მო­უ­ვა ქვე­ყა­ნა­ში რე­ვო­ლუ­ცი­ის მო­წყო­ბა, და­პი­რის­პი­რე­ბა, ქარ­თვე­ლი ხალ­ხის პო­ლა­რი­ზე­ბა და ა.შ. ყვე­ლას სა­კად­რი­სი პა­სუ­ხი გა­ე­ცე­მა კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში “, - აღ­ნიშ­ნა კა­ლა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა „ფე­ის­ბუქ“ გვერ­დზე და­წე­რა, რომ ნე­ბის­მი­ე­რი და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის აქტი, ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში, არა მხო­ლოდ უფ­ლე­ბა, არა­მედ, მო­ვა­ლე­ო­ბაა.

“და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის აქ­ცი­ე­ბი არის პირ­ვე­ლი მერ­ცხა­ლი იმი­სა, რაც აუ­ცი­ლებ­ლად დიდი მას­შტა­ბით არის გა­სა­კე­თე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში. თუ ჩვენ გვინ­და გვქონ­დეს მო­მა­ვა­ლი ჩვენ­თვის და ჩვე­ნი ბავ­შვე­ბის­თვის, უნდა შე­ვა­გუ­ოთ ისი­ნი, რომ არ გა­და­ვიხ­დით ჯა­რი­მებს, უნდა შე­ვა­გუ­ოთ ისი­ნი, რომ არ შე­ვას­რუ­ლებთ შე­ზღუდ­ვებს, რო­მელ­საც თვი­თონ არ იცა­ვენ“,- აღ­ნიშ­ნა სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tngh
143

"ნაც-ტელევიზიების" ინფორმაციებს, რომ დაუჯეროს კაცმა, ბ-ნ გიორგი გახარია კარგა ხნის მოხსნილი და დაპატიმრებული უნდა იყოს... საბედნიეროდ, იგი დღესაც წარმატებით განაგრძობს თავის კუთვნილ თანამდებობაზე მუშაობას და ქვეყნის მსახურობას!!!

Lia
4

Ნუ ნერვილობთ, Აგერ სულ ცოტა ხანში ვნახავთ სიმართლეს.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"თითქოს, მე დაპირისპირებული ვარ კობახიძესთან, გახარია-გომელაურთან, ამ დროს ოპოზიციის რიგები იშლება" - კახა კალაძე

"თითქოს, მე დაპირისპირებული ვარ კობახიძესთან, გახარია-გომელაურთან, ამ დროს ოპოზიციის რიგები იშლება" - კახა კალაძე

"ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, პარტიაში დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია, საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და პარტიის სხვა ლიდერებს შორის შესაძლო დაპირისპირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განუცხადა.

"ბოლო დღეების განმავლობაში, რაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკა დატოვა, კონკრეტული ტელევიზიები ცდილობთ, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოთ, თითქოს მმართველ პარტიაში დაპირპისპირებაა. ათას სისულელეს იგონებთ, თითქოს, მე ვიღაცასთან ვიყო დაპირისპირებული, კობახიძესთან, კობახიძე გახარიასთან, გახარია გომელაურთან, კალაძესთან და ა.შ. ამ დროს კი ვხედავთ, რომ ოპოზიციის რიგები იშლება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

არავის გამოუვა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა, - ასე კი ის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ მხარდამჭერებისთვის დაუმორჩილებლობის მოწოდებას გამოეხმაურა.

კახა კალაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ძირითადად დესტრუქციითაა დაკავებული.

„ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ამ განცხადებებს ვისმენთ ბოლო წლების განმავლობაში. ეს არის ჩვეულებრივი კრიმინალი, ადამიანი, რომელიც ძირითადად დაკავებულია დესტრუქციით და ძალიან დიდი სურვილი აქვს, რომ ქვეყანაში შემოიტანოს არეულობა, დაპირისპირება. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არავის არ გამოუვა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა, დაპირისპირება, ქართველი ხალხის პოლარიზება და ა.შ. ყველას საკადრისი პასუხი გაეცემა კანონის ფარგლებში “, - აღნიშნა კალაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა „ფეისბუქ“ გვერდზე დაწერა, რომ ნებისმიერი დაუმორჩილებლობის აქტი, ცივილიზებულობის ფარგლებში, არა მხოლოდ უფლება, არამედ, მოვალეობაა.

“დაუმორჩილებლობის აქციები არის პირველი მერცხალი იმისა, რაც აუცილებლად დიდი მასშტაბით არის გასაკეთებელი საქართველოში. თუ ჩვენ გვინდა გვქონდეს მომავალი ჩვენთვის და ჩვენი ბავშვებისთვის, უნდა შევაგუოთ ისინი, რომ არ გადავიხდით ჯარიმებს, უნდა შევაგუოთ ისინი, რომ არ შევასრულებთ შეზღუდვებს, რომელსაც თვითონ არ იცავენ“,- აღნიშნა სააკაშვილმა.

"ახალგაზრდა, პუტკუცუნი ბიჭი, რომელსაც თუ დაიჭერენ ყველას შეგვეცოდება..." - ვახტანგ მეგრელიშვილი ნიკა მელიაზე

"მეგრელიშვილი და ხვიჩია დაბოლილები მოვიდნენ... ნათელაშვილმა ზრდილობიანად თხოვა, დაეტოვებინათ იქაურობა" - კუკავა ოპოზიციის შეხვედრის დეტალებზე

უგულავა "გირჩზე" - "ღრმად არასერიოზული ხალხია, ბოდვაა მათთან საუბარი"