მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ძალადობის მსხვერპლ გოგონას მამა არ ჰყავდა, დედა კი თურქეთში მუშაობდა - "პოლიციამ 4 თვის წინ იცოდა და მოძალადე არ დაუკავებია... სკოლა იტყუება"
ძალადობის მსხვერპლ გოგონას მამა არ ჰყავდა, დედა კი თურქეთში მუშაობდა - "პოლიციამ 4 თვის წინ იცოდა და მოძალადე არ დაუკავებია... სკოლა იტყუება"

ქო­ბუ­ლეთ­ში 14 წლის გო­გო­ნას გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბავს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მხრი­დან მძაფ­რი რე­აქ­ცია მოჰ­ყვა და ამ სა­კი­თხზე სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში არა­ერ­თი პოს­ტი და­ი­წე­რა. თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით წერს პარ­ტია "ლელო - სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" წევ­რი ირაკ­ლი კუპ­რა­ძე.

"13 წლის გო­გო­ნა ქო­ბუ­ლეთ­ში...

მამა გარ­დაც­ვლი­ლია, დედა თურ­ქეთ­ში მუ­შა­ობს.

23 წლის მა­მა­კა­ცი სექ­სუ­ა­ლუ­რად ძა­ლა­დობს 13 წლის გო­გო­ნა­ზე. პო­ლი­ცი­ამ 4 თვის წინ იცო­და, მო­ძა­ლა­დე არ და­უ­კა­ვე­ბია.

სკო­ლას საკ­მა­რი­სი ინ­ფორ­მა­ცია არ აქვს. სკო­ლა იტყუ­ე­ბა, თით­ქოს­და ფსი­ქო­ლო­გი მუ­შა­ობ­და ბავ­შვთან. სოც­მუ­შა­კი რის­კებს ვერ აფა­სებს. სა­ბე­დის­წე­როდ ცდე­ბა.

და­ბა­დე­ბის დღე ჰქონ­და და 14 წლის გახ­და. გუ­შინ ამ 14 წლის გო­გო­ნამ თავი მო­იკ­ლა.

მო­ძა­ლა­დე 23 წლის მა­მა­კა­ცი დღეს და­ა­კა­ვეს. პო­ლი­ცი­აც დღეს ამუ­შავ­და, სკო­ლაც დღეს მო­ფხიზ­ლდა, ფსი­ქო­ლო­გიც დღეს გა­მო­უჩ­ნდა და უნა­მუ­სოდ, დაგ­ვი­ა­ნე­ბით გულ­მოკ­ლუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბიც - ჩემი და თქვე­ნი სა­ხით", - წერს კუპ­რა­ძე.

ცნო­ბის­თვის, ქო­ბუ­ლე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ქა­ქუთ­ში 14 წლის გო­გო­ნა გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­ზარ­დმა თავი ჩა­მო­იხ­რჩო.

რო­გორც AMBEBI.GE-სთან გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას ბა­ბუა აცხა­დებს, არას­რულ­წლო­ვა­ნი ექ­ვსი თვის წინ გა­ა­უ­პა­ტი­უ­რეს, ოჯახ­მა კი ამის შე­სა­ხებ ორი თვის წინ გა­ი­გო. მი­სი­ვე თქმით, ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო და მო­ძა­ლა­დე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ახლა და­ა­კა­ვეს:

"სახ­ლში, რომ დავ­ბრუნ­დი, ბა­ლის ხეზე ჩა­მო­კი­დუ­ლი ვნა­ხე. იგი გა­ა­უ­პა­ტი­უ­რეს, რის გა­მოც ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­ტარ­და და დას­კვნას თბი­ლი­სი­დან ვე­ლო­დე­ბო­დით. და­იგ­ვი­ა­ნა პა­სუხ­მა, ეს ბიჭი კი და­კა­ვე­ბუ­ლი არ იყო... რო­გორც ვიცი, ბიჭი ჩაქ­ვე­ლია... ბავ­შვი, ამ ამ­ბავს დარ­დობ­და და ამა­ზე არ სა­უბ­რობ­და... სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტი ივ­ლის­ში მოხ­და. აქამ­დე ბავ­შვი არა­ფერს ამ­ბობ­და, ალ­ბათ ის ბიჭი ემუქ­რე­ბო­და. ფაქ­ტის შე­სა­ხებ გა­ვი­გეთ ექ­ვსი თვის შემ­დეგ, ანუ ორი თვეა, რაც გა­ი­გო ოჯახ­მა გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის შე­სა­ხებ" - აცხა­დებს გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას ბა­ბუა.

კი­დევ ერთი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას შემ­დეგ რაც ოჯახ­მა გო­გო­ნას გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის შე­სა­ხებ შე­ი­ტყო, არას­რულ­წლო­ვან­ზე ფი­ზი­კუ­რად იძა­ლა­დეს, რა­საც ბა­ბუა უარ­ყოფს.

პო­ლი­ცი­ამ მომ­ხდა­რის შემ­დეგ 16 წლის ასაკს მი­უღ­წევ­ლის სხე­ულ­ში სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის შეღ­წე­ვის ბრალ­დე­ბით 24 წლის მა­მა­კა­ცი და­ა­კა­ვა. და­ნა­შა­უ­ლი 7-დან 9 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოკლედ
72

ქ ო ც ი ზ მ ი ს მწვერვალები!

giga
152

ადრე რომ დაეკავებინათ ატყდებოდა ერთი ამბავი უსაფუძვლოთ, დააკავეს და....... მოკლედ რა უნდათ ამ ჟურნალისტებს და .....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

ძალადობის მსხვერპლ გოგონას მამა არ ჰყავდა, დედა კი თურქეთში მუშაობდა - "პოლიციამ 4 თვის წინ იცოდა და მოძალადე არ დაუკავებია... სკოლა იტყუება"

ძალადობის მსხვერპლ გოგონას მამა არ ჰყავდა, დედა კი თურქეთში მუშაობდა - "პოლიციამ 4 თვის წინ იცოდა და მოძალადე არ დაუკავებია... სკოლა იტყუება"

ქობულეთში 14 წლის გოგონას გარდაცვალების ამბავს საზოგადოებაში მხრიდან მძაფრი რეაქცია მოჰყვა და ამ საკითხზე სოციალურ ქსელებში არაერთი პოსტი დაიწერა. თემასთან დაკავშირებით წერს პარტია "ლელო - საქართველოსთვის" წევრი ირაკლი კუპრაძე.

"13 წლის გოგონა ქობულეთში...

მამა გარდაცვლილია, დედა თურქეთში მუშაობს.

23 წლის მამაკაცი სექსუალურად ძალადობს 13 წლის გოგონაზე. პოლიციამ 4 თვის წინ იცოდა, მოძალადე არ დაუკავებია.

სკოლას საკმარისი ინფორმაცია არ აქვს. სკოლა იტყუება, თითქოსდა ფსიქოლოგი მუშაობდა ბავშვთან. სოცმუშაკი რისკებს ვერ აფასებს. საბედისწეროდ ცდება.

დაბადების დღე ჰქონდა და 14 წლის გახდა. გუშინ ამ 14 წლის გოგონამ თავი მოიკლა.

მოძალადე 23 წლის მამაკაცი დღეს დააკავეს. პოლიციაც დღეს ამუშავდა, სკოლაც დღეს მოფხიზლდა, ფსიქოლოგიც დღეს გამოუჩნდა და უნამუსოდ, დაგვიანებით გულმოკლული მოქალაქეებიც - ჩემი და თქვენი სახით", - წერს კუპრაძე.

ცნობისთვის, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთში 14 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მოზარდმა თავი ჩამოიხრჩო.

როგორც AMBEBI.GE-სთან გარდაცვლილი გოგონას ბაბუა აცხადებს, არასრულწლოვანი ექვსი თვის წინ გააუპატიურეს, ოჯახმა კი ამის შესახებ ორი თვის წინ გაიგო. მისივე თქმით, ფაქტზე გამოძიება დაიწყო და მოძალადე სამართალდამცავებმა ახლა დააკავეს:

"სახლში, რომ დავბრუნდი, ბალის ხეზე ჩამოკიდული ვნახე. იგი გააუპატიურეს, რის გამოც ექსპერტიზა ჩატარდა და დასკვნას თბილისიდან ველოდებოდით. დაიგვიანა პასუხმა, ეს ბიჭი კი დაკავებული არ იყო... როგორც ვიცი, ბიჭი ჩაქველია... ბავშვი, ამ ამბავს დარდობდა და ამაზე არ საუბრობდა... სექსუალური ძალადობის ფაქტი ივლისში მოხდა. აქამდე ბავშვი არაფერს ამბობდა, ალბათ ის ბიჭი ემუქრებოდა. ფაქტის შესახებ გავიგეთ ექვსი თვის შემდეგ, ანუ ორი თვეა, რაც გაიგო ოჯახმა გაუპატიურების შესახებ" - აცხადებს გარდაცვლილი გოგონას ბაბუა.

კიდევ ერთი ინფორმაციით, მას შემდეგ რაც ოჯახმა გოგონას გაუპატიურების შესახებ შეიტყო, არასრულწლოვანზე ფიზიკურად იძალადეს, რასაც ბაბუა უარყოფს.

პოლიციამ მომხდარის შემდეგ 16 წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ბრალდებით 24 წლის მამაკაცი დააკავა. დანაშაული 7-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.