ავტორი:

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მეხანძრე-მაშველი თორნიკე კიპაროიძე დაიღუპა

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მეხანძრე-მაშველი თორნიკე კიპაროიძე დაიღუპა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს.

"სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა თორნიკე კიპაროიძე. მეხანძრე-მაშველი ხანძრის გამოძახებაზე იმყოფებოდა რა დროსაც სახანძრო კიბიდან ჩამოვარდა. ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

თორნიკე კიპაროიძე სახანძრო-სამაშველო ძალებში ერთი წელი მუშაობდა. მას მეუღლე და ერთი შვილი ყავს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სამძიმარს უცხადებს ოჯახს და იზიარებს მათ მწუხარებას", - ვკითხულობთ განცხადებაში.

13 ქალაქიდან მოსწავლეთა 12% სწავლას დისტანციურად განაგრძობს - რა სიახლეებია სკოლებში

„KIU-მ მომცა შესაძლებლობა, გავხდე საუკეთესო ჩემს პროფესიაში“ - მათემატიკის სკოლის სტუდენტი ელენე კენჭოშვილი

ბოლო 24 საათში ჩატარებულმა 24 359-მა ტესტმა კორონავირუსით ინფიცირების 507 ახალი შემთხვევა გამოავლინა, გარდაიცვალა 15 პაციენტი - შედეგები რეგიონების მიხედვით