მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი პოლიტიკოსი მამაკაცების არაპოლიტიკური "დრეს კოდი" - ვინ არის ყველაზე გემოვნებიანი?
ქართველი პოლიტიკოსი მამაკაცების არაპოლიტიკური "დრეს კოდი" - ვინ არის ყველაზე გემოვნებიანი?

მათ ყო­ველ­დღი­უ­რად ვხე­დავთ კა­მე­რე­ბის წინ ოფი­ცი­ა­ლურ ფორ­მა­ში, მათი ყო­ველ­დღი­უ­რი გარ­დე­რო­ბი ძი­რი­თა­დად კოს­ტი­უ­მის­გან, პე­რან­გე­ბის­გან და ჰალ­სტუ­ხე­ბის­გან შედ­გე­ბა, მაგ­რამ პო­ლი­ტი­კის მიღ­მა, პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მოდა, სრუ­ლი­ად არა­პო­ლი­ტი­კუ­რი და გან­სხვა­ვე­ბუ­ლია.

AMBEBI.GE-მ შე­აგ­რო­ვა ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი მა­მა­კა­ცე­ბის არა­პო­ლი­ტი­კუ­რი "ლუ­ქე­ბი", სა­დაც ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი შლი­ა­პით ჩანს, ზოგ­საც ჰუდი ან შორ­ტე­ბი აც­ვია...

  • კახა კა­ლა­ძე

პირ­ვე­ლი იყო ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში, რო­მე­ლიც არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად ჩაც­მუ­ლი ოფი­ცი­ა­ლურ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე გვი­ნა­ხავს.

მის გან­სხვა­ვე­ბულ სტილ­ზე დღემ­დე ხში­რად იწე­რე­ბა მე­დი­ა­ში. ვი­ცით ისიც, რომ თბი­ლი­სის მე­რის ჩაც­მუ­ლო­ბა­ზე მისი დი­ზა­ი­ნე­რი მე­უღ­ლე, ანუ­კი არე­ში­ძეც ზრუ­ნავს. კა­ლა­ძე უარს არ ამ­ბობს ძვი­რა­დღი­რე­ბულ ბრენ­დებ­ზე, არა­ო­ფი­ცი­ა­ლურ ფო­ტო­ებ­ზე ხში­რად აც­ვია დემ­ნა გვა­სა­ლი­ას Balenciaga-ს სა­მო­სი.

  • მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი

სა­ქარ­თვე­ლოს ექს-პრე­ზი­დენ­ტი ჩაც­მუ­ლო­ბის გამო არა­ერ­თხელ გახ­ვე­უ­ლა სკან­დალ­ში. წო­ნის ხში­რი ცვლი­ლე­ბის გამო, უკ­რა­ი­ნა­ში გა­და­ბარ­გე­ბუ­ლი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, რო­გორც ჩანს, გარ­დე­რო­ბის გა­ნახ­ლე­ბას ვერც კი ას­წრებს.

  • გი­ორ­გი გა­ხა­რია

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ნახ­ვა ჰალ­სტუ­ხის გა­რე­შე თით­ქმის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, თუმ­ცა მა­ინც შე­საძ­ლე­ბე­ლი...

  • არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძე

პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძე ეკ­რან­ზე მუდ­მი­ვად კოს­ტი­უ­მით და ჰალ­სტუ­ხით გვი­ნა­ხავს, თუმ­ცა "ფე­ის­ბუ­ქის" და "ინ­სტაგ­რა­მის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე, მის არა­ო­ფი­ცი­ა­ლურ ჩაც­მუ­ლო­ბა­საც ნა­ხავთ.

  • ნიკა მე­ლია

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რეს "მა­ღალ მო­და­ში" ქურ­თუ­კე­ბის სიყ­ვა­რუ­ლით იც­ნო­ბენ.

ერთ-ერთ აქ­ცი­ა­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რის "ბარ­ბე­რის" ქურ­თუკ­მა მი­ი­პყრო და სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გან­ხილ­ვის საგ­ნა­დაც იქცა.

ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ქურ­თუ­კის ფა­სი­თაც კი და­ინ­ტე­რეს­დნენ. "ბარ­ბე­რის" ოფი­ცი­ა­ლურ სა­იტ­ზე, აღ­ნიშ­ნუ­ლი ქურ­თუ­კი შე­ზღუ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბი­თაა და მისი ფასი 1 100 ევ­როა.

  • მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რი ასეთ ფორ­მა­ში ალ­ბათ მხო­ლოდ ოჯა­ხის წევ­რებ­სა და მე­გობ­რებს უნა­ხავთ...

  • პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვი­ლი

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერთი ძვე­ლი სახე იშ­ვი­ა­თად ჩნდე­ბა ტე­ლე­ეკ­რა­ნებ­ზე, თუმ­ცა თუ არა­ო­ფი­ცი­ა­ლურ ფორ­მა­შია, უპი­რა­ტე­სო­ბას ძი­რი­თა­დად სპორ­ტულ სა­მოსს ანი­ჭებს.

  • ლე­ვან კო­ბი­აშ­ვი­ლი

მე­გო­ბა­რი კახი კა­ლა­ძის მსგავ­სად, პარ­ლა­მენ­ტა­რი კო­ბი­აშ­ვი­ლი ხში­რად ჩნდე­ბა მო­დუ­რი სა­მო­სით ოფი­ცი­ა­ლურ შეხ­ვედ­რებ­ზე.

სხვა­თა შო­რის, მას და თბი­ლი­სის მერს ხში­რად აც­ვი­ათ ერ­თმა­ნე­თის მსგავ­სი ფეხ­საც­მე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც იტა­ლი­ა­შია დამ­ზა­დე­ბუ­ლი და ის იტა­ლი­უ­რი ქსო­ვი­ლე­ბი­სა და ტან­საც­მლის კომ­პა­ნი­ის, Loro Piana-ს ნა­მუ­შა­ვა­რია.

კომ­პა­ნი­ის ოფი­ცი­ა­ლურ ვებ გვერ­დზე ასე­თი ფეხ­საც­მე­ლი სხვა­დას­ხვა ფერ­ში იყი­დე­ბა და მისი ფასი 760 ევ­როა, რაც დღე­ვან­დე­ლი კურ­სით და­ახ­ლო­ე­ბით, 3 040 ლა­რია.

  • კახა კუ­ჭა­ვა

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ერთ-ერთი სახე, კახა კუ­ჭა­ვა ბა­ი­კე­რო­ბი­თა და მი­ზან­ში სრო­ლით არის გა­ტა­ცე­ბუ­ლი. მისი არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი "ლუ­ქე­ბიც" მისი გა­ტა­ცე­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სია.

  • მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე

პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლამ­დე, "თი­ბი­სი ჯგუ­ფის" დამ­ფუძ­ნე­ბელს ხში­რად ნა­ხავ­დით ჯინ­სებ­სა და სპორ­ტულ სა­მოს­ში. მარ­თა­ლია, ტე­ლე­კა­მე­რე­ბის წინ ახლა მხო­ლოდ კოს­ტი­უ­მე­ბით გვევ­ლი­ნე­ბა, თუმ­ცა წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო შეხ­ვედ­რებ­ზე ძი­რი­თა­დად, თა­ვი­სუ­ფალ სტილს ანი­ჭებ­და უპი­რა­ტე­სო­ბას.

  • და­ვით ბაქ­რა­ძე

ჯინ­სე­ბით ჩა­ა­ტა­რა წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია და­ვით ბაქ­რა­ძე­მაც. მო­სახ­ლე­ო­ბას­თან შეხ­ვედ­რებ­ზე პი­ჯა­კით და პე­რან­გით, თუმ­ცა ჯინ­სის შარ­ვლით, ხში­რად ჩნდე­ბო­და.

  • გიგი უგუ­ლა­ვა

"ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ლი­დე­რის "ლუ­ქე­ბი" ხში­რად გამ­ხდა­რა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ხუმ­რო­ბის სა­გა­ნი

  • ლე­ვან ვა­შა­ლო­მი­ძე

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მო­დუ­რი სა­ხეა ლე­ვან ვა­შა­ლო­მი­ძე. მარ­თა­ლია, პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბის­თვის ბრძო­ლა წა­ა­გო, მაგ­რამ მო­დუ­რი სა­მო­სის არ­ჩე­ვა­ში, აშ­კა­რა უპი­რა­ტე­სო­ბით იგებს.

  • გი­ორ­გი ვა­შა­ძე

"სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის" ლი­დე­რის არა­ო­ფი­ცი­ა­ლურ ფორ­მა­ში ნახ­ვა, ძი­რი­თა­დად ოჯა­ხურ ფო­ტო­ებ­ზე შე­გიძ­ლი­ათ. ოფი­ცი­ა­ლურ შეხ­ვედ­რებ­ზე კი თით­ქმის ყო­ველ­თვის უჰალ­სტუ­ხოდ, ხში­რად პე­რან­გით ვხე­დავთ.

  • ბექა ოდი­შა­რია

"ოც­ნე­ბის" წევ­რის ლუ­ქე­ბი ყვე­ლა პო­ლი­ტი­კო­სის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლია, არა­ო­ფი­ცი­ა­ლურ ფორ­მა­ში ის ხში­რად პარ­ლა­მენ­ტსაც სტუმ­რობს.

  • ზაალ უდუ­მაშ­ვი­ლი

ტე­ლე­წამ­ყვა­ნად მუ­შა­ო­ბის პე­რი­ოდშ და შემ­დე­გაც, ზაალ უდუ­მაშ­ვი­ლის "დრეს კოდი" თით­ქმის ერ­თნა­ი­რია - პი­ჯა­კი, პე­რან­გი, ჯინ­სის შარ­ვა­ლი. თუმ­ცა, აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, რომ ბოლო დროს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რი სხვა­დას­ხვა ფე­რის ყე­ლი­ან სვი­ტე­რებ­ზეა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი.

  • ზაზა გა­ბუ­ნია

მარ­თა­ლია პო­ლი­ტი­კი­დან წა­ვი­და, თუმ­ცა ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტი ზაზა გა­ბუ­ნი­ას მოდა სხვა კო­ლე­გე­ბის­გან დი­დად არ გა­მო­ირ­ჩე­ო­და - მისი ნახ­ვა ჰალ­სტუ­ხის გა­რე­შე ფაქ­ტობ­რი­ვად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო, თუმ­ცა ამ­ჟა­მად იგი ცხე­ნოს­ნო­ბამ გა­ი­ტა­ცა და სპორ­ტულ ფორ­მა­შიც უფრო ხში­რად იღებს ფო­ტო­ებს.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ფოტოებიდან ნათლად ჩანს
3

ვინ რამდენი გაღლიტა სამშობლო...

რაც მაგარ ზმანზე არიან მეტი ატკატები აქვთ ნახეთქი...

ალექს
0

რამდენი ნაშრომი აქვთ პოლიტიკაში და დასასვენებელი დრესკოდი უნდა ვიცოდეთ , აბა რა , პოლიტიკურ ტრაქტატებს ხომ არ დაწერდნენ, შრომებს, პროგრამებს, წესდებებს, დაპირებების და შეპირებების დაწერაც სხვას ავალია-სარეკლამო კომპანიებს, აი სოციალურ რეკლამას რომ წერენ , წესით მაგათვე უნდა მოვთხოვოთ ასრულება ოცნებების ! საერთოდ, როცა ზომიერების ნაკლებობა მოგეძალებათ , გონიერებას მოუხმეთ , გაკლიათ ეგა, სულ ნუ გაყვითლდებით, ორიგინალური კომკავშირული ფერი შეინარჩუნეთ !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

ქართველი პოლიტიკოსი მამაკაცების არაპოლიტიკური "დრეს კოდი" - ვინ არის ყველაზე გემოვნებიანი?

ქართველი პოლიტიკოსი მამაკაცების არაპოლიტიკური "დრეს კოდი" - ვინ არის ყველაზე გემოვნებიანი?

მათ ყოველდღიურად ვხედავთ კამერების წინ ოფიციალურ ფორმაში, მათი ყოველდღიური გარდერობი ძირითადად კოსტიუმისგან, პერანგებისგან და ჰალსტუხებისგან შედგება, მაგრამ პოლიტიკის მიღმა, პოლიტიკოსების მოდა, სრულიად არაპოლიტიკური და განსხვავებულია.

AMBEBI.GE-მ შეაგროვა ქართველი პოლიტიკოსი მამაკაცების არაპოლიტიკური "ლუქები", სადაც ზოგიერთი მათგანი შლიაპით ჩანს, ზოგსაც ჰუდი ან შორტები აცვია...

  • კახა კალაძე

პირველი იყო ქართულ პოლიტიკაში, რომელიც არაოფიციალურად ჩაცმული ოფიციალურ ღონისძიებებზე გვინახავს.

მის განსხვავებულ სტილზე დღემდე ხშირად იწერება მედიაში. ვიცით ისიც, რომ თბილისის მერის ჩაცმულობაზე მისი დიზაინერი მეუღლე, ანუკი არეშიძეც ზრუნავს. კალაძე უარს არ ამბობს ძვირადღირებულ ბრენდებზე, არაოფიციალურ ფოტოებზე ხშირად აცვია დემნა გვასალიას Balenciaga-ს სამოსი.

  • მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ექს-პრეზიდენტი ჩაცმულობის გამო არაერთხელ გახვეულა სკანდალში. წონის ხშირი ცვლილების გამო, უკრაინაში გადაბარგებული მიხეილ სააკაშვილი, როგორც ჩანს, გარდერობის განახლებას ვერც კი ასწრებს.

  • გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნახვა ჰალსტუხის გარეშე თითქმის წარმოუდგენელია, თუმცა მაინც შესაძლებელი...

  • არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ეკრანზე მუდმივად კოსტიუმით და ჰალსტუხით გვინახავს, თუმცა "ფეისბუქის" და "ინსტაგრამის" ოფიციალურ გვერდზე, მის არაოფიციალურ ჩაცმულობასაც ნახავთ.

  • ნიკა მელია

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს "მაღალ მოდაში" ქურთუკების სიყვარულით იცნობენ.

ერთ-ერთ აქციაზე საზოგადოების ყურადღება ოპოზიციის ლიდერის "ბარბერის" ქურთუკმა მიიპყრო და სოციალურ ქსელებში განხილვის საგნადაც იქცა.

ინტერნეტმომხმარებლები ქურთუკის ფასითაც კი დაინტერესდნენ. "ბარბერის" ოფიციალურ საიტზე, აღნიშნული ქურთუკი შეზღუდული რაოდენობითაა და მისი ფასი 1 100 ევროა.

  • მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი ასეთ ფორმაში ალბათ მხოლოდ ოჯახის წევრებსა და მეგობრებს უნახავთ...

  • პეტრე ცისკარიშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ძველი სახე იშვიათად ჩნდება ტელეეკრანებზე, თუმცა თუ არაოფიციალურ ფორმაშია, უპირატესობას ძირითადად სპორტულ სამოსს ანიჭებს.

  • ლევან კობიაშვილი

მეგობარი კახი კალაძის მსგავსად, პარლამენტარი კობიაშვილი ხშირად ჩნდება მოდური სამოსით ოფიციალურ შეხვედრებზე.

სხვათა შორის, მას და თბილისის მერს ხშირად აცვიათ ერთმანეთის მსგავსი ფეხსაცმელები, რომლებიც იტალიაშია დამზადებული და ის იტალიური ქსოვილებისა და ტანსაცმლის კომპანიის, Loro Piana-ს ნამუშავარია.

კომპანიის ოფიციალურ ვებ გვერდზე ასეთი ფეხსაცმელი სხვადასხვა ფერში იყიდება და მისი ფასი 760 ევროა, რაც დღევანდელი კურსით დაახლოებით, 3 040 ლარია.

  • კახა კუჭავა

"ქართული ოცნების“ ერთ-ერთი სახე, კახა კუჭავა ბაიკერობითა და მიზანში სროლით არის გატაცებული. მისი არაოფიციალური "ლუქებიც" მისი გატაცებების შესაბამისია.

  • მამუკა ხაზარაძე

პოლიტიკაში მოსვლამდე, "თიბისი ჯგუფის" დამფუძნებელს ხშირად ნახავდით ჯინსებსა და სპორტულ სამოსში. მართალია, ტელეკამერების წინ ახლა მხოლოდ კოსტიუმებით გვევლინება, თუმცა წინასაარჩევნო შეხვედრებზე ძირითადად, თავისუფალ სტილს ანიჭებდა უპირატესობას.

  • დავით ბაქრაძე

ჯინსებით ჩაატარა წინასაარჩევნო კამპანია დავით ბაქრაძემაც. მოსახლეობასთან შეხვედრებზე პიჯაკით და პერანგით, თუმცა ჯინსის შარვლით, ხშირად ჩნდებოდა.

  • გიგი უგულავა

"ევროპული საქართველოს" ლიდერის "ლუქები" ხშირად გამხდარა სოციალურ ქსელში ხუმრობის საგანი

  • ლევან ვაშალომიძე

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ყველაზე მოდური სახეა ლევან ვაშალომიძე. მართალია, პარტიის თავმჯდომარეობისთვის ბრძოლა წააგო, მაგრამ მოდური სამოსის არჩევაში, აშკარა უპირატესობით იგებს.

  • გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის არაოფიციალურ ფორმაში ნახვა, ძირითადად ოჯახურ ფოტოებზე შეგიძლიათ. ოფიციალურ შეხვედრებზე კი თითქმის ყოველთვის უჰალსტუხოდ, ხშირად პერანგით ვხედავთ.

  • ბექა ოდიშარია

"ოცნების" წევრის ლუქები ყველა პოლიტიკოსისგან განსხვავებულია, არაოფიციალურ ფორმაში ის ხშირად პარლამენტსაც სტუმრობს.

  • ზაალ უდუმაშვილი

ტელეწამყვანად მუშაობის პერიოდშ და შემდეგაც, ზაალ უდუმაშვილის "დრეს კოდი" თითქმის ერთნაირია - პიჯაკი, პერანგი, ჯინსის შარვალი. თუმცა, აღმოვაჩინეთ, რომ ბოლო დროს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი სხვადასხვა ფერის ყელიან სვიტერებზეა შეყვარებული.

  • ზაზა გაბუნია

მართალია პოლიტიკიდან წავიდა, თუმცა ყოფილი დეპუტატი ზაზა გაბუნიას მოდა სხვა კოლეგებისგან დიდად არ გამოირჩეოდა - მისი ნახვა ჰალსტუხის გარეშე ფაქტობრივად წარმოუდგენელი იყო, თუმცა ამჟამად იგი ცხენოსნობამ გაიტაცა და სპორტულ ფორმაშიც უფრო ხშირად იღებს ფოტოებს.