მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გმირმა დედამ 6 შვილი ხანძრიდან მარტომ გამოიყვანა - "კიბე ცეცხლში იყო გახვეული, იქ ჩემი შვილები იყვნენ. მეწვოდა სხეული, მაგრამ უნდა ავსულიყავი"
გმირმა დედამ 6 შვილი ხანძრიდან მარტომ გამოიყვანა - "კიბე ცეცხლში იყო გახვეული, იქ ჩემი შვილები იყვნენ. მეწვოდა სხეული, მაგრამ უნდა ავსულიყავი"

ამ­ბა­ვი, რო­მელ­საც ახლა წა­ი­კი­თხავთ, ჰო­ლი­ვუ­დის ფილ­მის სცე­ნარს მო­გა­გო­ნებთ, თუმ­ცა ის არ არის სცე­ნა­რის­ტე­ბის ფან­ტა­ზი­ის ნა­ყო­ფი, ის რე­ა­ლუ­რი ის­ტო­რი­აა, რო­მე­ლიც შვე­დეთ­ში მცხოვ­რებ 31 წლის ქალს და მის 6 შვილს გა­დახ­დათ.

2020 წლის 4 თე­ბერ­ვალს, ემა შოლ­სი თა­ვის ექვს შვილ­თან ერ­თად და­სა­ძი­ნებ­ლად ემ­ზა­დე­ბო­და. სახ­ლში დე­დი­სა და შვი­ლე­ბის გარ­და არა­ვინ იყო. სახ­ლის მე­ო­რე სარ­თულ­ზე მყოფ ემას პირ­ვე­ლი სარ­თუ­ლი­დან შვი­ლის ხმა შე­მო­ეს­მა, პა­ტა­რა ყვი­რო­და - "ცე­ცხლი, ცე­ცხლი.“

ემამ იცო­და, რომ ქვე­და სარ­თულ­ზე ორი უმ­ცრო­სი ვაჟი ჰყავ­და. "ქვე­ვით ჩა­ვე­დი და და­ვი­ნა­ხე, რომ მი­სა­ღე­ბი და სა­ძი­ნე­ბე­ლი ცე­ცხლში იყო გახ­ვე­უ­ლი. ბავ­შვე­ბი უსაფრ­თხო ად­გი­ლას უნდა გა­მეყ­ვა­ნა და ეს შევ­ძე­ლი, მაგ­რამ ახლა მე­ო­რე სარ­თულ­ზე მყო­ფი ოთხი შვი­ლი მყავ­და გა­მო­საყ­ვა­ნი“, - იხ­სე­ნებს ემა.

ის უყ­ვი­რო­და ზედა სარ­თულ­ზე დარ­ჩე­ნილ ბავ­შვებს, რომ აი­ვან­ზე გა­სუ­ლიყ­ვნენ. "მთე­ლი კიბე ცე­ცხლში იყო გახ­ვე­უ­ლი, ყო­ველ ნა­ბიჯ­ზე ვფიქ­რობ­დი, რომ ამას ვერ შევ­ძლებ­დი, რომ ზე­მოთ ვე­ღარ ავი­დო­დი, მაგ­რამ ეს უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა, მაღ­ლა უნდა ავ­სუ­ლი­ყა­ვი, იქ ჩემი ოთხი შვი­ლი იყო. ძა­ლი­ან ცხე­ლო­და და ვგრძნობ­დი, რო­გორ მეწ­ვო­და სხე­უ­ლი" - იხ­სე­ნებს ქალი.

რო­გორც კი ემა კი­ბე­ზე ავი­და, ის მთლი­ა­ნად ჩა­მო­ი­შა­ლა. 9 წლის გო­გო­ნა მე­ო­რე სარ­თუ­ლი­დან გა­დახ­ტა და მე­ზო­ბელ­თან გა­იქ­ცა, დახ­მა­რე­ბის სა­თხოვ­ნე­ლად, უფ­რო­სი ვაჟი, 11 წლის უი­ლი­ა­მი კი­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას ცდი­ლობ­და, რომ ქვე­მოთ ჩას­ვლა შეს­ძლე­ბო­დათ.

"ბი­ჭე­ბი შოკ­ში იყ­ვნენ. რო­დე­საც აი­ვან­ზე გა­ვე­დი, სის­ხლი მომ­დი­ო­და და მთელ სხე­ულ­ზე ღია დამ­წვრო­ბა მქონ­და, თმა კი ნახ­ში­რი­ვით გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და“, - იხ­სე­ნებს ქალი და ამ­ბობს, რომ გა­ა­ა­ნა­ლი­ზა, რომ ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა გო­გო­ნა, 1 წლის მოლი აი­ვან­ზე არ იყო. "ვი­ფიქ­რე, ის თუ შიგ­ნი­თაა, ალ­ბათ ცო­ცხა­ლი აღარ იქ­ნე­ბა, მაგ­რამ მისი გა­მოყ­ვა­ნა მა­ინც უნდა მო­ვა­ხერ­ხო.“

აი­ვან­ზე მყო­ფი ბი­ჭე­ბი დე­დის შე­ჩე­რე­ბას ცდი­ლობ­დნენ და ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ სახ­ლში აღარ შე­სუ­ლი­ყო.

"სა­შინ­ლად სქე­ლი კვამ­ლი იყო და სუნ­თქვა ფაქ­ტობ­რი­ვად შე­უძ­ლე­ბე­ლი. ძა­ლი­ან დაღ­ლი­ლი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ კვამლში ვხე­დავ­დი, რო­გორ იდგა მოლი თა­ვის სა­წოლ­ში და ტი­რო­და, როცა ეს და­ვი­ნა­ხე რა­ღაც უზარ­მა­ზა­რი ძალა მი­ვი­ღე, ფეხ­ზე მაგ­რად დავ­დე­ქი, მი­ვე­დი მო­ლიმ­დე და ხელ­ში ავიყ­ვა­ნე. მე მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი სხე­უ­ლი მქონ­და, არა­ნა­ი­რი დამ­ცა­ვი, არა­ფე­რი, მხო­ლოდ მე ვი­ყა­ვი და დე­დის გული. მოლი გა­მო­ვიყ­ვა­ნე, ფე­ხე­ბი­დან სის­ხლი მდი­ო­და“, - ყვე­ბა ემა.

მოლი გა­მო­იყ­ვა­ნა და გო­ნე­ბა და­კარ­გა, გონ­ზე მოს­ვლის შემ­დეგ კი სა­ში­ნელ ტკი­ვილს გრძნობ­და.

"თით­ქოს ყვე­ლა ტკი­ვი­ლი მხო­ლოდ მა­შინ ვიგ­რძე­ნი, ერ­თბა­შად მო­ვი­და ტკი­ვი­ლის შეგ­რძნე­ბა, ისე სა­შინ­ლად მტკი­ო­და. ყვე­ლა ბავ­შვი გა­ვიყ­ვა­ნე და ვფიქ­რობ­დი, რომ ახლა შე­იძ­ლე­ბო­და მოვმკვდა­რი­ყა­ვი“, - იხ­სე­ნებს ემა.

სა­ნამ სას­წრა­ფო­თი გა­და­იყ­ვან­დნენ, ემა დაჰ­პირ­და თა­ვის უფ­როს შვილს, რო­მე­ლიც მას ერთი წა­მი­თაც არ ტო­ვებ­და, რომ სახ­ლში მალე დაბ­რუნ­დე­ბო­და. ეს და­პი­რე­ბა კი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში ემას მანტრა გახ­და, რო­მელ­საც ყო­ველ წუთს იმე­ო­რებ­და.

"სა­ა­ვად­მყო­ფო­ში რო­დე­საც გა­ვიღ­ვი­ძე, პირ­ვე­ლი რაც ვი­კი­თხე - ჩემი შვი­ლე­ბი ცო­ცხლე­ბი არი­ან?“ - ამ­ბობს ემა.

ექ­ვსი­ვე ბავ­შვი გა­დარ­ჩა და თან ისე, რომ არა­ნა­ი­რი და­ზი­ა­ნე­ბა არ მი­უ­ღი­ათ. ემა სამი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვის აპა­რატ­ზე იყო და რო­გორც ამ­ბობს, სი­ცო­ცხლე­სა და სიკ­ვდილს შო­რის იყო. უჩ­ვე­უ­ლოა, რომ 90 %-ის დამ­წვრო­ბის შემ­თხვე­ვა­შიც კი ადა­მი­ა­ნი გა­დარ­ჩეს, ემას კი სხე­უ­ლის 93% ჰქონ­და დამ­წვა­რი.

თავ­და­პირ­ვე­ლად ემა ექი­მებს არ უჯე­რებ­და, რო­დე­საც ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ბავ­შვე­ბი კარ­გად იყ­ვნენ, მას გო­ნე­ბი­დან არ ამოს­დი­ო­და კვამლში გახ­ვე­უ­ლი, ატი­რე­ბუ­ლი მოლი და ფიქ­რობ­და, რომ მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ შეძ­ლო. ბავ­შვებს დე­დის ნახ­ვის უფ­ლე­ბა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მხო­ლოდ თვე­ნა­ხევ­რის შემ­დეგ მის­ცეს.

"ეს შე­სა­ნიშ­ნა­ვი, მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად, ძა­ლი­ან რთუ­ლი მო­მენ­ტი იყო, რად­გა­ნაც მო­ლიმ ვერ მიც­ნო, მას არ სურ­და ჩემ­თან მოს­ვლა და რა თქმა უნდა, მეს­მის ამის, მე სულ სხვაგ­ვა­რად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბო­დი“, - იხ­სე­ნებს ემა.

რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ცეს­მა წარ­მა­ტე­ბით ჩა­ი­ა­რა და უფრო მალე გა­მო­ჯან­მრთელ­და, ვიდ­რე მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო. ამ­ბობს, რომ ახლა უფრო მე­ტად აფა­სებს ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა წამს.

"ახლა ჩემი შვი­ლე­ბი კვლავ მცნო­ბენ. ხან­ძარ­მა და იმან, რაც გა­და­ვი­ტა­ნეთ, თა­ვი­სი კვა­ლი და­ტო­ვა და მთელ ოჯახ­ზე იმოქ­მე­და. მომ­ხდარ­მა კი­დევ უფრო მე­ტად დაგ­ვა­ახ­ლო­ვა, მე მად­ლი­ე­რი ვარ ჩემს შვი­ლებ­თან, ოჯახ­თან ერ­თად გა­ტა­რე­ბუ­ლი ყო­ვე­ლი დღის“, - ამ­ბობს ემა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გმი­რი დედა შვე­დეთ­ში წლის მაშ­ვე­ლად და­ა­სა­ხე­ლეს.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დავით
1

შენ გენაცვალე -"დედა"!

Sara
1

Gmiri deda! Genacvale gulshi.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

გმირმა დედამ 6 შვილი ხანძრიდან მარტომ გამოიყვანა - "კიბე ცეცხლში იყო გახვეული, იქ ჩემი შვილები იყვნენ. მეწვოდა სხეული, მაგრამ უნდა ავსულიყავი"

გმირმა დედამ 6 შვილი ხანძრიდან მარტომ გამოიყვანა - "კიბე ცეცხლში იყო გახვეული, იქ ჩემი შვილები იყვნენ. მეწვოდა სხეული, მაგრამ უნდა ავსულიყავი"

ამბავი, რომელსაც ახლა წაიკითხავთ, ჰოლივუდის ფილმის სცენარს მოგაგონებთ, თუმცა ის არ არის სცენარისტების ფანტაზიის ნაყოფი, ის რეალური ისტორიაა, რომელიც შვედეთში მცხოვრებ 31 წლის ქალს და მის 6 შვილს გადახდათ.

2020 წლის 4 თებერვალს, ემა შოლსი თავის ექვს შვილთან ერთად დასაძინებლად ემზადებოდა. სახლში დედისა და შვილების გარდა არავინ იყო. სახლის მეორე სართულზე მყოფ ემას პირველი სართულიდან შვილის ხმა შემოესმა, პატარა ყვიროდა - "ცეცხლი, ცეცხლი.“

ემამ იცოდა, რომ ქვედა სართულზე ორი უმცროსი ვაჟი ჰყავდა. "ქვევით ჩავედი და დავინახე, რომ მისაღები და საძინებელი ცეცხლში იყო გახვეული. ბავშვები უსაფრთხო ადგილას უნდა გამეყვანა და ეს შევძელი, მაგრამ ახლა მეორე სართულზე მყოფი ოთხი შვილი მყავდა გამოსაყვანი“, - იხსენებს ემა.

ის უყვიროდა ზედა სართულზე დარჩენილ ბავშვებს, რომ აივანზე გასულიყვნენ. "მთელი კიბე ცეცხლში იყო გახვეული, ყოველ ნაბიჯზე ვფიქრობდი, რომ ამას ვერ შევძლებდი, რომ ზემოთ ვეღარ ავიდოდი, მაგრამ ეს უნდა გამეკეთებინა, მაღლა უნდა ავსულიყავი, იქ ჩემი ოთხი შვილი იყო. ძალიან ცხელოდა და ვგრძნობდი, როგორ მეწვოდა სხეული" - იხსენებს ქალი.

როგორც კი ემა კიბეზე ავიდა, ის მთლიანად ჩამოიშალა. 9 წლის გოგონა მეორე სართულიდან გადახტა და მეზობელთან გაიქცა, დახმარების სათხოვნელად, უფროსი ვაჟი, 11 წლის უილიამი კიბის გამოყენებას ცდილობდა, რომ ქვემოთ ჩასვლა შესძლებოდათ.

"ბიჭები შოკში იყვნენ. როდესაც აივანზე გავედი, სისხლი მომდიოდა და მთელ სხეულზე ღია დამწვრობა მქონდა, თმა კი ნახშირივით გამოიყურებოდა“, - იხსენებს ქალი და ამბობს, რომ გააანალიზა, რომ ყველაზე პატარა გოგონა, 1 წლის მოლი აივანზე არ იყო. "ვიფიქრე, ის თუ შიგნითაა, ალბათ ცოცხალი აღარ იქნება, მაგრამ მისი გამოყვანა მაინც უნდა მოვახერხო.“

აივანზე მყოფი ბიჭები დედის შეჩერებას ცდილობდნენ და ეუბნებოდნენ, რომ სახლში აღარ შესულიყო.

"საშინლად სქელი კვამლი იყო და სუნთქვა ფაქტობრივად შეუძლებელი. ძალიან დაღლილი ვიყავი, მაგრამ კვამლში ვხედავდი, როგორ იდგა მოლი თავის საწოლში და ტიროდა, როცა ეს დავინახე რაღაც უზარმაზარი ძალა მივიღე, ფეხზე მაგრად დავდექი, მივედი მოლიმდე და ხელში ავიყვანე. მე მხოლოდ საკუთარი სხეული მქონდა, არანაირი დამცავი, არაფერი, მხოლოდ მე ვიყავი და დედის გული. მოლი გამოვიყვანე, ფეხებიდან სისხლი მდიოდა“, - ყვება ემა.

მოლი გამოიყვანა და გონება დაკარგა, გონზე მოსვლის შემდეგ კი საშინელ ტკივილს გრძნობდა.

"თითქოს ყველა ტკივილი მხოლოდ მაშინ ვიგრძენი, ერთბაშად მოვიდა ტკივილის შეგრძნება, ისე საშინლად მტკიოდა. ყველა ბავშვი გავიყვანე და ვფიქრობდი, რომ ახლა შეიძლებოდა მოვმკვდარიყავი“, - იხსენებს ემა.

სანამ სასწრაფოთი გადაიყვანდნენ, ემა დაჰპირდა თავის უფროს შვილს, რომელიც მას ერთი წამითაც არ ტოვებდა, რომ სახლში მალე დაბრუნდებოდა. ეს დაპირება კი საავადმყოფოში ყოფნის პერიოდში ემას მანტრა გახდა, რომელსაც ყოველ წუთს იმეორებდა.

"საავადმყოფოში როდესაც გავიღვიძე, პირველი რაც ვიკითხე - ჩემი შვილები ცოცხლები არიან?“ - ამბობს ემა.

ექვსივე ბავშვი გადარჩა და თან ისე, რომ არანაირი დაზიანება არ მიუღიათ. ემა სამი კვირის განმავლობაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო და როგორც ამბობს, სიცოცხლესა და სიკვდილს შორის იყო. უჩვეულოა, რომ 90 %-ის დამწვრობის შემთხვევაშიც კი ადამიანი გადარჩეს, ემას კი სხეულის 93% ჰქონდა დამწვარი.

თავდაპირველად ემა ექიმებს არ უჯერებდა, როდესაც ეუბნებოდნენ, რომ ბავშვები კარგად იყვნენ, მას გონებიდან არ ამოსდიოდა კვამლში გახვეული, ატირებული მოლი და ფიქრობდა, რომ მისი გადარჩენა ვერ შეძლო. ბავშვებს დედის ნახვის უფლება საავადმყოფოში მხოლოდ თვენახევრის შემდეგ მისცეს.

"ეს შესანიშნავი, მაგრამ ამავდროულად, ძალიან რთული მომენტი იყო, რადგანაც მოლიმ ვერ მიცნო, მას არ სურდა ჩემთან მოსვლა და რა თქმა უნდა, მესმის ამის, მე სულ სხვაგვარად გამოვიყურებოდი“, - იხსენებს ემა.

რეაბილიტაციის პროცესმა წარმატებით ჩაიარა და უფრო მალე გამოჯანმრთელდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ამბობს, რომ ახლა უფრო მეტად აფასებს ცხოვრების ყველა წამს.

"ახლა ჩემი შვილები კვლავ მცნობენ. ხანძარმა და იმან, რაც გადავიტანეთ, თავისი კვალი დატოვა და მთელ ოჯახზე იმოქმედა. მომხდარმა კიდევ უფრო მეტად დაგვაახლოვა, მე მადლიერი ვარ ჩემს შვილებთან, ოჯახთან ერთად გატარებული ყოველი დღის“, - ამბობს ემა.

აღსანიშნავია, რომ გმირი დედა შვედეთში წლის მაშველად დაასახელეს.

როგორ გამოიყურება პანდემიის გამო ჩაკეტილი გუდაური - "მთის კურორტები არის გადასარჩენი, ეს ყველას გვეხება!"

ცხოვრება ჯუნგლებში და პარალელური სამყარო, სადაც ადამიანებს დღე-ღამეში 2 საათი სძინავთ - ყველაფერი დედამიწის ყველაზე უცნაურ მცხოვრებლებზე

როგორ აღმოაჩინეს პირველი და ერთადერთი თიხის მუმია სხვის სარკოფაგში - კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ აჩვენა, რომ რაღაც წესრიგში არ იყო