პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
100 თურქული მილიონი ქართულ არმიას ანუ რატომ დაინტერესდა თურქეთი მარნეულის აეროდრომის მოდერნიზაციით
100 თურქული მილიონი ქართულ არმიას ანუ რატომ დაინტერესდა თურქეთი მარნეულის აეროდრომის მოდერნიზაციით

"არ­სე­ნა­ლი" - ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლის ბლო­გი

კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში თვით ყვე­ლა­ზე ძლი­ერ­მა და მდი­დარ­მა ქვეყ­ნებ­მაც კი ფი­ნან­სე­ბი­სა და სხვა სახ­სრე­ბის და­ზოგ­ვა და ეკო­ნო­მია და­ი­წყეს, რად­გან პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლამ უდი­დე­სი და­ნა­ხარ­ჯი გა­მო­იწ­ვია.ამ ფონ­ზე ერ­თგვარ, სა­ინ­ტე­რე­სო მოვ­ლე­ნად იქცა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ჩვენ­მა მე­ზო­ბელ­მა თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კამ სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბის მიზ­ნით, სა­ქარ­თვე­ლოს 100 მლნ თურ­ქუ­ლი ლი­რის ოდე­ნო­ბის გრან­ტი გა­მო­უ­ყო.

პარ­ლა­მენ­ტის თავ­დაც­ვის კო­მი­ტე­ტის 2020 წლის ან­გა­რიშ­ში ნათ­ქვა­მია, რომ ამ თან­ხე­ბის ათ­ვი­სე­ბა მომ­დევ­ნო 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა მოხ­დეს და მის ფარ­გლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო თურ­ქუ­ლი წარ­მო­ე­ბის აღ­ჭურ­ვი­ლო­ბას მი­ი­ღებს, ამას­თან ერ­თად, და­გეგ­მი­ლია მარ­ნე­უ­ლის აე­რო­პორ­ტის მო­დერ­ნი­ზა­ცია.

"შე­თან­ხმე­ბა გან­სა­ზღვრავს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა­სა და თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბას შო­რის სამ­ხედ­რო ფი­ნან­სუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, 100 000 000 (ასი მი­ლი­ო­ნი) თურ­ქუ­ლი ლი­რის აშშ დო­ლარ­ში ეკ­ვი­ვა­ლენ­ტის (და­ახ­ლო­ე­ბით 17 500 000) მი­წო­დე­ბის პრინ­ცი­პებს. შე­თან­ხმე­ბის თა­ნახ­მად, გა­მო­ყო­ფი­ლი სახ­სრე­ბით სამ­ხედ­რო მიზ­ნე­ბის­თვის შე­ძე­ნი­ლი უნდა იქ­ნეს სა­ქო­ნე­ლი და მომ­სა­ხუ­რე­ბა, სა­სურ­ვე­ლია - თურ­ქეთ­ში მოქ­მე­დი, ად­გი­ლობ­რი­ვი ფირ­მე­ბი­სა და კომ­პა­ნი­ე­ბის­გან, ასე­ვე, უნდა მოხ­დეს მარ­ნე­უ­ლის აე­რო­პორ­ტის მო­დერ­ნი­ზა­ცია ლო­გის­ტი­კის დარ­გში გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი ოქ­მის შე­სა­ბა­მი­სად.

ქარ­თულ­მა მხა­რემ თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბას წე­რი­ლო­ბით უნდა აც­ნო­ბოს პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ, რაც უნდა მო­ი­ცავ­დეს სა­ქონ­ლის სპე­ცი­ფი­კა­ცი­ებს, ტიპ­სა და ოდე­ნო­ბას. პა­სუ­ხად თურ­ქულ­მა მხა­რემ მას უნდა აც­ნო­ბოს, რა თან­ხა იქ­ნე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი 100 000 000 თურ­ქუ­ლი ლი­რი­დან. თან­ხა უნდა აით­ვი­სონ კონ­კრე­ტუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის­თვის მისი გა­მო­ყო­ფი­დან 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში,"- ნათ­ქვა­მია თავ­დაც­ვის კო­მი­ტე­ტის ან­გა­რიშ­ში.

სამ­ხედ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სფე­რო­ში არ­სე­ბუ­ლი გრან­ტის ფარ­გლებ­ში, 2020 წლის 27 ნო­ემ­ბერს თურ­ქეთ­მა სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ძა­ლებს 35 ავ­ტო­ბუ­სი და 12 ერ­თე­უ­ლი და­ჯავ­შნუ­ლი ექ­სკა­ვა­ტორ-დამ­ტვირ­თა­ვი გა­დას­ცა.ეს ოფი­ცი­ა­ლუ­რი ან­კა­რის მხრი­დან ქარ­თუ­ლი არ­მი­ის­თვის გა­წე­უ­ლი პირ­ვე­ლი დახ­მა­რე­ბა რო­დია, სა­ქარ­თვე­ლო-თურ­ქე­თის სამ­ხედ­რო-ტექ­ნი­კუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ჯერ კი­დევ 1990-იანი წლე­ბის ბო­ლო­დან და­ი­წყო, მათ შო­რის - თურ­ქე­თის სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის ძა­ლე­ბის მიერ ქარ­თუ­ლი სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის და­ნა­ყო­ფის მომ­ზა­დე­ბის სა­ხით, რაც პა­რა­შუ­ტე­ბით ხტო­მა­საც ით­ვა­ლის­წი­ნებ­და.

შე­ვარ­დნა­ძის პრე­ზი­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში თურ­ქულ­მა მხა­რემ გრან­ტის სა­ხით ქარ­თულ არ­მი­ას რამ­დენ­ჯერ­მე გა­დას­ცა მა­ღა­ლი გა­მავ­ლო­ბის მან­ქა­ნე­ბი, აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა და ორი "ირო­კე­ზის" ტი­პის შვე­ულმფრე­ნიც კი.ამას­თან, თურ­ქე­თის სამ­ხედ­რო და ჟან­დარ­მე­რი­ის სას­წავ­ლებ­ლებ­სა და აკა­დე­მი­ა­ში ქარ­თუ­ლი არ­მი­ის არა ერ­თმა ოფი­ცერ­მა გა­ი­ა­რა გა­დამ­ზა­დე­ბა, ხოლო თურ­ქი ინ­სტრუქ­ტო­რე­ბი ას­წავ­ლიდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი თავ­დაც­ვის აკა­დე­მი­ა­ში. სხვა­თა შო­რის, სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ოდი­ო­ზუ­რი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი კა­ტე­გო­რი­უ­ლად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და ამას...

მაგ­რამ მრა­ვალ­წლი­ა­ნი თურ­ქუ­ლი სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბის პრო­ცეს­ში აშ­კა­რად იკ­ვე­თე­ბა თურ­ქე­თის გე­ნე­რა­ლი­ტე­ტის დიდი და­ინ­ტე­რე­სე­ბა იმით, რომ მარ­ნე­უ­ლის სამ­ხედ­რო აე­როდ­რო­მი მუდ­მი­ვად მწყობ­რში იყოს.თურ­ქუ­ლი სამ­ხედ­რო გრან­ტე­ბით მარ­ნე­უ­ლის სამ­ხედ­რო აე­როდ­რო­მი ჯერ კი­დევ შე­ვარ­დნა­ძის პე­რი­ოდ­ში კა­პი­ტა­ლუ­რად გა­რე­მონტდა და აღი­ჭურ­ვა თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ნა­ვი­გა­ციო სის­ტე­მე­ბით, ბოლო თურ­ქუ­ლი გრან­ტიც, ასე­ვე, ით­ვა­ლის­წი­ნებს მარ­ნე­უ­ლის აე­როდ­რო­მის შემ­დგომ მო­დერ­ნი­ზა­ცი­ას.

რა­ტომ აინ­ტე­რე­სებს თურ­ქეთს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის მთა­ვა­რი სა­ჰა­ე­რო ბაზა სრულ საბ­რძო­ლო მზად­ყოფ­ნა­ში იყოს? წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნატო
22

ნატოში როცა მიგვიღებენ, პირობა უნდა იყოს ისეთი რომ თურქი ჯარისკაცები აქ არ დადგნენ. სხვა ნატოელები უელქომ

ჯურბალაჰ
11

თურქეთი ოკუპანტია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

100 თურქული მილიონი ქართულ არმიას ანუ რატომ დაინტერესდა თურქეთი მარნეულის აეროდრომის მოდერნიზაციით

100 თურქული მილიონი ქართულ არმიას ანუ რატომ დაინტერესდა თურქეთი მარნეულის აეროდრომის მოდერნიზაციით

"არსენალი" - ირაკლი ალადაშვილის ბლოგი

კორონავირუსის პანდემიის პერიოდში თვით ყველაზე ძლიერმა და მდიდარმა ქვეყნებმაც კი ფინანსებისა და სხვა სახსრების დაზოგვა და ეკონომია დაიწყეს, რადგან პანდემიასთან ბრძოლამ უდიდესი დანახარჯი გამოიწვია.ამ ფონზე ერთგვარ, საინტერესო მოვლენად იქცა ინფორმაცია, რომ ჩვენმა მეზობელმა თურქეთის რესპუბლიკამ სამხედრო დახმარების მიზნით, საქართველოს 100 მლნ თურქული ლირის ოდენობის გრანტი გამოუყო.

პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის 2020 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ ამ თანხების ათვისება მომდევნო 5 წლის განმავლობაში უნდა მოხდეს და მის ფარგლებში საქართველო თურქული წარმოების აღჭურვილობას მიიღებს, ამასთან ერთად, დაგეგმილია მარნეულის აეროპორტის მოდერნიზაცია.

"შეთანხმება განსაზღვრავს საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის საფუძველზე, 100 000 000 (ასი მილიონი) თურქული ლირის აშშ დოლარში ეკვივალენტის (დაახლოებით 17 500 000) მიწოდების პრინციპებს. შეთანხმების თანახმად, გამოყოფილი სახსრებით სამხედრო მიზნებისთვის შეძენილი უნდა იქნეს საქონელი და მომსახურება, სასურველია - თურქეთში მოქმედი, ადგილობრივი ფირმებისა და კომპანიებისგან, ასევე, უნდა მოხდეს მარნეულის აეროპორტის მოდერნიზაცია ლოგისტიკის დარგში განსახორციელებელი ოქმის შესაბამისად.

ქართულმა მხარემ თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას წერილობით უნდა აცნობოს პრიორიტეტული პროექტის შესახებ, რაც უნდა მოიცავდეს საქონლის სპეციფიკაციებს, ტიპსა და ოდენობას. პასუხად თურქულმა მხარემ მას უნდა აცნობოს, რა თანხა იქნება ხელმისაწვდომი 100 000 000 თურქული ლირიდან. თანხა უნდა აითვისონ კონკრეტული პროექტებისთვის მისი გამოყოფიდან 5 წლის განმავლობაში,"- ნათქვამია თავდაცვის კომიტეტის ანგარიშში.

სამხედრო თანამშრომლობის სფეროში არსებული გრანტის ფარგლებში, 2020 წლის 27 ნოემბერს თურქეთმა საქართველოს თავდაცვის ძალებს 35 ავტობუსი და 12 ერთეული დაჯავშნული ექსკავატორ-დამტვირთავი გადასცა.ეს ოფიციალური ანკარის მხრიდან ქართული არმიისთვის გაწეული პირველი დახმარება როდია, საქართველო-თურქეთის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა ჯერ კიდევ 1990-იანი წლების ბოლოდან დაიწყო, მათ შორის - თურქეთის სპეციალური ოპერაციების ძალების მიერ ქართული სპეცდანიშნულების დანაყოფის მომზადების სახით, რაც პარაშუტებით ხტომასაც ითვალისწინებდა.

შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში თურქულმა მხარემ გრანტის სახით ქართულ არმიას რამდენჯერმე გადასცა მაღალი გამავლობის მანქანები, აღჭურვილობა და ორი "იროკეზის" ტიპის შვეულმფრენიც კი.ამასთან, თურქეთის სამხედრო და ჟანდარმერიის სასწავლებლებსა და აკადემიაში ქართული არმიის არა ერთმა ოფიცერმა გაიარა გადამზადება, ხოლო თურქი ინსტრუქტორები ასწავლიდნენ საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში. სხვათა შორის, სააკაშვილის ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური თავდაცვის მინისტრი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ამას...

მაგრამ მრავალწლიანი თურქული სამხედრო დახმარების პროცესში აშკარად იკვეთება თურქეთის გენერალიტეტის დიდი დაინტერესება იმით, რომ მარნეულის სამხედრო აეროდრომი მუდმივად მწყობრში იყოს.თურქული სამხედრო გრანტებით მარნეულის სამხედრო აეროდრომი ჯერ კიდევ შევარდნაძის პერიოდში კაპიტალურად გარემონტდა და აღიჭურვა თანამედროვე სანავიგაციო სისტემებით, ბოლო თურქული გრანტიც, ასევე, ითვალისწინებს მარნეულის აეროდრომის შემდგომ მოდერნიზაციას.

რატომ აინტერესებს თურქეთს, რომ საქართველოს თავდაცვის ძალების მთავარი საჰაერო ბაზა სრულ საბრძოლო მზადყოფნაში იყოს? წაიკითხეთ სრულად

ფიცის დადების ემოციური ცერემონიალი - 5 ლოკაცია, სადაც ღონისძიებები ჩატარდა (ფოტო, ვიდეო)

თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გენერალური რეპეტიცია იმართება - როგორია 26 მაისის საზეიმო განრიგი

ავღანეთიდან ქართული ქვედანაყოფების გამოსვლის პროცესი დაიწყო