სამართალი
პოლიტიკა

3

დეკემბერი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 15:44-ზე, მთვარე ტყუპში იქნება 06:48-დან – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. კარგია კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. დღის პირველი ნახევარი საკმაოდ რთულია. მეორე საშუალებას მოგცემთ, განახორციელოთ თქვენი ერთ-ერთი გეგმა, მაგრამ არა სრულიად. საერთო ჯამში, დღე ორაზროვანია. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთოთ. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა.
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სააკაშვილი უკრაინის ელჩის წინააღმდეგ - რას აცხადებს უკრაინის საგარეო უწყება?
სააკაშვილი უკრაინის ელჩის წინააღმდეგ - რას აცხადებს უკრაინის საგარეო უწყება?

ამ ცოტა ხნის წინ, სა­ქარ­თე­ლო­ში უკ­რა­ი­ნის ელჩმა, იგორ დოლ­გოვ­მა კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, უკ­რა­ი­ნის რე­ფორ­მე­ბის საბ­ჭოს აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხდე­ბა­ზე, რომ და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის აქ­ცი­ე­ბი დიდი მას­შტა­ბით არის გა­სა­კე­თე­ბე­ლი.

"ბუ­ნებ­რი­ვია, რო­გორც კონ­კრე­ტულ პირს, მას აქვს გა­მო­ხატ­ვის უფ­ლე­ბა, თუმ­ცა ახლა, როცა სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია მეტ-ნაკ­ლე­ბად და­რე­გუ­ლირ­და და ხდე­ბა ფო­კუ­სი­რე­ბა მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებ­ზე, და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბა­სა და კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მო­წო­დე­ბე­ბი ნამ­დვი­ლად არ დაგ­ვეხ­მა­რე­ბა ჩვენს ქვეყ­ნებს შო­რის ნდო­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ატ­მოს­ფე­როს შე­ნე­ბა­სა და ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბის, სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით", - გა­ნა­ცხა­და უკ­რა­ი­ნის ელჩმა, იგორ დოლ­გოვ­მა.

რა­საც მა­ლე­ვე მოჰ­ყვა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პა­სუ­ხი."სა­ქარ­თვე­ლო­ში უკ­რა­ი­ნის ელჩი, ბა­ტო­ნი დოლ­გო­ვი, რო­მე­ლიც ოთხი წლის წინ პო­რო­შენ­კომ და­ნიშ­ნა ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის ერ­თა­დერ­თი მიზ­ნით, გა­დარ­ჩა ზე­ლენ­სკის დროს და გა­ნაგ­რძობს სა­ქარ­თვე­ლო­სა და მთელ პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცე­ში უკ­რა­ი­ნის იმი­ჯის შე­ლახ­ვას. ეს სწო­რედ ის დოლ­გო­ვია, რო­მე­ლიც პო­რო­შენ­კოს გუნდთან უნი­სონ­ში მუ­შა­ობ­და, რომ უკ­რა­ი­ნე­ლი სა­ხალ­ხო დე­პუ­ტა­ტე­ბი არ გამ­გზავ­რე­ბუ­ლიყ­ვნენ, რო­გორც დამ­კვირ­ვებ­ლე­ბი, სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­სუ­ლი წლის ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებ­ზე", - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

ამ გან­ცახ­დე­ბის შემ­დეგ უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და საქ­მე­ში ჩარ­თუ­ლი­ყო და გან­ცხა­დე­ბა გა­ე­კე­თე­ბი­ნა.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში უკ­რა­ი­ნის ელ­ჩის მი­მართ წა­ყე­ნე­ბულ ბრალ­დე­ბებს ბრალ­მდებ­ლის ემო­ცი­ე­ბის გარ­და არა­ნა­ი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ გა­აჩ­ნია. უკ­რა­ი­ნუ­ლი დიპ­ლო­მა­ტია მათ ყუ­რა­დღე­ბას არ მი­აქ­ცევს და გა­აგ­რძე­ლებს რუ­სუ­ლი ჰიბ­რი­დუ­ლი აგ­რე­სი­ის­თვის ეფექ­ტი­ა­ნად წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვას, უკ­რა­ი­ნის მხარ­და­სა­ჭე­რად მსოფ­ლი­ოს მო­ბი­ლი­ზე­ბას, უკ­რა­ი­ნე­ლი ექ­სპორ­ტი­ო­რე­ბის­თვის ახა­ლი ბაზ­რე­ბის გახ­სნას და სა­ზღვარ­გა­რეთ მყო­ფი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბის უფ­ლე­ბე­ბის წარ­მა­ტე­ბით დაც­ვას“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო სა­ჯა­რო პი­რებს ასე­ვე კი­დევ ერთხელ აფრ­თხი­ლებს, თავი შე­ი­კა­ვონ მე­გო­ბარ სა­ქარ­თვე­ლო­ში და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის აქ­ცი­ე­ბის­კენ მო­წო­დე­ბე­ბის­გან, ასე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბი შე­საძ­ლოა, ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რის შიდა საქ­მე­ებ­ში ჩა­რე­ვად იყოს შე­ფა­სე­ბუ­ლი.

უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო უწყე­ბის მტკი­ცე­ბით, უკ­რა­ი­ნის სა­ხელ­მწი­ფოს არას­დროს მი­უ­მარ­თავს და არც მი­მარ­თავს ასეთ ჩა­რე­ვებს და კა­ტე­გო­რი­უ­ლად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა მსგავს ქმე­დე­ბებს სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე.

მკითხველის კომენტარები / 48 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Ariel
316

მიჰა რა ბოცვერი ხარ

კახელა
313

თაგვმა თხარა-თხარაო,ამაზეა ნათქვამი,ისე გაიხდის საქმეს,რომ საბოლოოდ გამოაბუნძულებენ უკრაინიდან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სამოქალაქო აქტივისტთა რამდენიმე ჯგუფი „იგლ ჰილსის“ გაყიდვების ოფისთან დღეს საპროტესტო აქციას ჩაატარებს - რა მოთხოვნა აქვთ აქციის მონაწილეებს
ავტორი:

სააკაშვილი უკრაინის ელჩის წინააღმდეგ - რას აცხადებს უკრაინის საგარეო უწყება?

სააკაშვილი უკრაინის ელჩის წინააღმდეგ - რას აცხადებს უკრაინის საგარეო უწყება?

ამ ცოტა ხნის წინ, საქართელოში უკრაინის ელჩმა, იგორ დოლგოვმა კომენტარი გააკეთა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის განცხდებაზე, რომ დაუმორჩილებლობის აქციები დიდი მასშტაბით არის გასაკეთებელი.

"ბუნებრივია, როგორც კონკრეტულ პირს, მას აქვს გამოხატვის უფლება, თუმცა ახლა, როცა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული სიტუაცია მეტ-ნაკლებად დარეგულირდა და ხდება ფოკუსირება მეტად მნიშვნელოვან საკითხებზე, დაუმორჩილებლობასა და კანონსაწინააღმდეგო მანიფესტაციებთან დაკავშირებით მოწოდებები ნამდვილად არ დაგვეხმარება ჩვენს ქვეყნებს შორის ნდობაზე დაფუძნებული ატმოსფეროს შენებასა და ორმხრივი ურთიერთობის, სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების თვალსაზრისით", - განაცხადა უკრაინის ელჩმა, იგორ დოლგოვმა.

რასაც მალევე მოჰყვა მიხეილ სააკაშვილის პასუხი."საქართველოში უკრაინის ელჩი, ბატონი დოლგოვი, რომელიც ოთხი წლის წინ პოროშენკომ დანიშნა ჩემს წინააღმდეგ ბრძოლის ერთადერთი მიზნით, გადარჩა ზელენსკის დროს და განაგრძობს საქართველოსა და მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში უკრაინის იმიჯის შელახვას. ეს სწორედ ის დოლგოვია, რომელიც პოროშენკოს გუნდთან უნისონში მუშაობდა, რომ უკრაინელი სახალხო დეპუტატები არ გამგზავრებულიყვნენ, როგორც დამკვირვებლები, საქართველოში გასული წლის ოქტომბრის არჩევნებზე", - განაცხადა სააკაშვილმა.

ამ განცახდების შემდეგ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო იძულებული გახდა საქმეში ჩართულიყო და განცხადება გაეკეთებინა.

"საქართველოში უკრაინის ელჩის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს ბრალმდებლის ემოციების გარდა არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია. უკრაინული დიპლომატია მათ ყურადღებას არ მიაქცევს და გააგრძელებს რუსული ჰიბრიდული აგრესიისთვის ეფექტიანად წინააღმდეგობის გაწევას, უკრაინის მხარდასაჭერად მსოფლიოს მობილიზებას, უკრაინელი ექსპორტიორებისთვის ახალი ბაზრების გახსნას და საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეების უფლებების წარმატებით დაცვას“, - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საჯარო პირებს ასევე კიდევ ერთხელ აფრთხილებს, თავი შეიკავონ მეგობარ საქართველოში დაუმორჩილებლობის აქციებისკენ მოწოდებებისგან, ასეთი განცხადებები შესაძლოა, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის შიდა საქმეებში ჩარევად იყოს შეფასებული.

უკრაინის საგარეო უწყების მტკიცებით, უკრაინის სახელმწიფოს არასდროს მიუმართავს და არც მიმართავს ასეთ ჩარევებს და კატეგორიულად ეწინააღმდეგება მსგავს ქმედებებს საერთაშორისო ასპარეზზე.

"ახალგაზრდა, პუტკუცუნი ბიჭი, რომელსაც თუ დაიჭერენ ყველას შეგვეცოდება..." - ვახტანგ მეგრელიშვილი ნიკა მელიაზე

"მეგრელიშვილი და ხვიჩია დაბოლილები მოვიდნენ... ნათელაშვილმა ზრდილობიანად თხოვა, დაეტოვებინათ იქაურობა" - კუკავა ოპოზიციის შეხვედრის დეტალებზე

უგულავა "გირჩზე" - "ღრმად არასერიოზული ხალხია, ბოდვაა მათთან საუბარი"