პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ინფარქტი მიიღო, გულზე ნახეთქი ჰქონდა და ორი დღე ვერაფერი გაუგეს" - ბიბილოვის რეჟიმის მორიგი მსხვერპლი და ჩაკეტილი ახალგორის პრობლემები
"ინფარქტი მიიღო, გულზე ნახეთქი ჰქონდა და ორი დღე ვერაფერი გაუგეს" - ბიბილოვის რეჟიმის მორიგი მსხვერპლი და ჩაკეტილი ახალგორის პრობლემები

რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის ე.წ. პრე­ზი­დენ­ტის, ანა­ტო­ლი ბი­ბი­ლო­ვის რე­ჟიმს კი­დევ ერთი მსხვერ­პლი ჰყავს - ახალ­გო­რის ქარ­თუ­ლი სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი ზა­მი­რა ჩო­ჩი­ე­ვა, რო­მე­ლიც დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის გამო, 7 თე­ბერ­ვალს გარ­და­იც­ვა­ლა.

ბოლო პე­რი­ოდ­ში ბი­ბი­ლო­ვის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი და­ბი­დან პა­ცი­ენ­ტე­ბის გად­მოყ­ვა­ნის რე­ჟი­მი შე­ამ­სუ­ბუ­ქა, თუმ­ცა, ამან იქ დარ­ჩე­ნილ მო­სახ­ლე­ო­ბას შვე­ბა ვერ მის­ცა, რად­გან დო­კუ­მენ­ტე­ბის სა­კი­თხი ბი­უ­როკ­რა­ტი­ის გამო დრო­ში იწე­ლე­ბა, ისე­ვე, რო­გორც პა­ცი­ენ­ტის რე­ა­ნო­მო­ბი­ლით თბი­ლის­ში დრო­უ­ლად გად­მოყ­ვა­ნის პრო­ცე­სი, რაც ხში­რად ფა­ტა­ლუ­რი შემ­თხვე­ვით სრულ­დე­ბა.

ახალ­გო­რის რა­ი­ო­ნი თით­ქმის წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რია ბი­ბი­ლო­ვის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით ჩა­კე­ტი­ლია და ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თა­დერ­თხელ, იმ პენ­სი­ო­ნე­რე­ბის­თვის გა­იხ­სნა, რო­მელ­თა შე­მო­სა­ვა­ლი მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი პენ­სი­აა. პე­რი­ო­დუ­ლად წი­თე­ლი ჯვრის სა­ერ­თა­შო­რი­სო კო­მი­ტეტ­საც გად­მოჰ­ყავს ხოლ­მე მძი­მე ავად­მყო­ფე­ბი, თუმ­ცა, ზოგ­ჯერ მა­თაც ექ­მნე­ბათ შე­ფერ­ხე­ბე­ბი.

ზა­მი­რა ჩო­ჩი­ე­ვა, რო­მე­ლიც ახალ­გო­რის სკო­ლა­ში გე­ოგ­რა­ფი­ას ას­წავ­ლი­და, გუ­ლის შე­ტე­ვის გამო, რა­ი­ო­ნი­დან თბი­ლი­სის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, მაგ­რამ თბი­ლი­სელ­მა ექი­მებ­მა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვე­ღარ შეძ­ლეს.

ახალ­გო­რელ­მა სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტმა თა­მარ მე­ა­რა­ყიშ­ვილ­მა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­კუ­თარ პრო­ფილ­ზე ორ ენა­ზე შედ­გე­ნი­ლი მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ა­სა და ე.წ. პრე­ზი­დენტ ანა­ტო­ლი ბი­ბი­ლოვს და­ბა­ში მყო­ფი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის გზის გახ­სნა­სა და რა­ი­ონ­ში დარ­ჩე­ნი­ლი ავად­მყო­ფე­ბის­თვის სრულ­ფა­სო­ვან სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბას სთხოვს.

"ზა­მი­რა ჩო­ჩი­ე­ვა ახალ­გო­რის სკო­ლა­ში გე­ოგ­რა­ფი­ას ას­წავ­ლი­და. აქ ღი­მი­ლი­ან და ბედ­ნი­ერ სა­ხეს იშ­ვი­ა­თად ვნა­ხუ­ლობთ, მაგ­რამ ეს ქალ­ბა­ტო­ნი იმ­დე­ნად პო­ზი­ტი­უ­რი იყო, გე­გო­ნე­ბო­და, არა­ფე­რი პრობ­ლე­მა არ ჰქონ­და. სულ ხა­ლის­სა და სი­კე­თეს აფ­რქვევ­და. ყო­ველ­თვის მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი, გაპ­რან­ჭუ­ლი და რაც მთა­ვა­რია, ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ქალი იყო. ასე მე­გო­ნა, თა­ვი­სი ხა­ლი­სით სიკ­ვდილ­საც და­ა­მარ­ცხებ­და...

ახალ­გო­რის სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მმა შე­ი­წი­რა. ინ­ფარ­ქტი მი­უ­ღია და ნა­ხეთ­ქი ჰქო­ნია გულ­ზე, ასე იყო ორი დღე. ახალ­გო­რის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ვე­რა­ფე­რი გა­უ­გეს და ამა­სო­ბა­ში კი გა­უმწვავ­და. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი კად­რის, სწო­რი დი­აგ­ნო­ზის შემ­თხვე­ვა­ში, გა­დარ­ჩე­ბო­და.

ერთი სა­ი­მე­დო ქი­რურ­გი გვყავ­და, გამ­თე­ნა­ძე, მთე­ლი რა­ი­ო­ნის იმე­დი, ისიც დაგ­ვი­ა­ნე­ბულ­მა მკურ­ნა­ლო­ბამ შე­ი­წი­რა - ახალ­გო­რი­დან ცხინ­ვალ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, კო­ვიდ-ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი იყო და დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის შე­დე­გად, თბი­ლი­სის­კენ მო­მა­ვალ გზა­ზე, რე­ა­ნო­მო­ბილ­ში გარ­და­იც­ვა­ლა...

- რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლეთ, სა­დაც გა­ხა­რი­ა­სა და ბი­ბი­ლოვს მი­მარ­თავ­დით. შე­იც­ვა­ლა რამე, თუნ­დაც ამ უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის შემ­დეგ?

- არა, არა­ფე­რი... ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა ხომ არ არის, გზის ჩა­კე­ტი­ლო­ბის გამო ადა­მი­ა­ნი რომ იღუ­პე­ბა? უკვე 20-მდე ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა და ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ზე­და­პი­რუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა, რომ ყვე­ლა­ფერს აკე­თებს, ყვე­ლა ღო­ნეს ხმა­რო­ბენ და ა.შ. თუმ­ცა, ჩვენ შე­დეგს ვერ ვხე­დავთ.

ამას­წი­ნათ, ტრან­სპორ­ტს ვი­თხოვ­დი, ცხინ­ვა­ლამ­დე რომ წავ­სუ­ლი­ყა­ვით, რა არ ვცა­დე, რამ­დე­ნი ვიბ­რძო­ლე და ბო­ლოს იმას მი­ვაღ­წი­ეთ, რომ კვი­რა­ში ორ­ჯერ, ორ­შა­ბათს და პა­რას­კევს "უა­ზის" მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნა და­ა­ყე­ნეს. ამის­თვი­საც მად­ლობ­ლე­ბი უნდა ვი­ყოთ, რად­გან ხალ­ხი ფი­ზი­კურ ტკი­ვილს ით­მენ­და, რად­გან სხვა გა­მო­სა­ვა­ლი არ ჰქონ­და.

ახალ­გო­რის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, გინდ მი­სულ­ხარ, გინ­და - არა... კარ­გს არა­ფერს დაგ­მარ­თე­ბენ. დე­და­ჩემს შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი აქვს, მუდ­მი­ვი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა სჭირ­დე­ბა და მის მდგო­მა­რე­ო­ბას ახ­ლო­ბე­ლი ექი­მის დახ­მა­რე­ბით ვა­კონ­ტრო­ლებთ.

- სურ­სა­თის ან მე­დი­კა­მენ­ტე­ბის დე­ფი­ცი­ტი არის?

- დე­ფი­ცი­ტი არა, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი ძვი­რია. მა­გა­ლი­თად, შე­და­რე­ბის­თვის, 1 კგ მან­და­რინ­ში, 6 ლა­რამ­დე გა­და­ვი­ხა­დე, კივ­ში - 7 ლა­რამ­დე, 700 გრა­მი­ა­ნი პური 1, 30-ია. რაც მახ­სენ­დე­ბა იმას ვამ­ბობ, თო­რემ პირ­ვე­ლა­დი მოხ­მა­რე­ბის საგ­ნე­ბი, მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, ყვე­ლა­ფე­რი ძვი­რია და რა უნდა ქნან იმ ადა­მი­ა­ნებ­მა, ვისი შე­მო­სა­ვა­ლიც მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი პენ­სი­აა? ნი­სი­ე­ბით ცხოვ­რო­ბენ, რო­მელ­საც გზის გახ­სნამ­დე აგ­რო­ვე­ბენ და მერე ერ­თი­ა­ნად იხ­დი­ან. ასეა მო­მა­ვალ ჩა­კეტ­ვამ­დე... ამი­ტომ აქა­უ­რო­ბა იც­ლე­ბა, ქარ­თვე­ლებ­თან ერ­თად, ოსე­ბიც წა­ვიდ­ნენ, ზოგი სად, ზოგი - სად..."

შე­რი­გე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ნას­წო­რო­ბის სა­კი­თხებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის აპა­რა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­ნის­ტრი თეა ახვლე­დი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ე­რო-ს მუდ­მივ კო­ორ­დი­ნა­ტორს შეხ­ვდა და კონ­ფლიქ­ტის მშვი­დო­ბი­ა­ნი მოგ­ვა­რე­ბის პრო­ცეს­ში არ­სე­ბულ გა­მოწ­ვე­ვებ­ზე ისა­უბ­რა.

"შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნი­ხი­ლეს აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნებ­ში უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა კუ­თხით არ­სე­ბუ­ლი მძი­მე ვი­თა­რე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა გა­მახ­ვილ­და სა­ო­კუ­პა­ციო ხა­ზის ხან­გრძლი­ვი ჩა­კეტვის შე­დე­გად ახალ­გო­რის რა­ი­ონ­ში ჰუ­მა­ნი­ტა­რულ კრი­ზის­ზე, რო­მელ­საც ად­გი­ლობ­რი­ვი მცხოვ­რებ­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა და სი­ცო­ცხლე ეწი­რე­ბა, ასე­ვე უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბე­ბის პრაქ­ტი­კა­ზე.

სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრმა მუდ­მივ კო­ორ­დი­ნა­ტორს ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და შე­რი­გე­ბი­სა და ჩარ­თუ­ლო­ბის პო­ლი­ტი­კის, მათ შო­რის სამ­შვი­დო­ბო ინი­ცი­ა­ტი­ვის "ნა­ბი­ჯი უკე­თე­სი მო­მავ­ლის­თვის" გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე" - ნათ­ქვა­მია უწყე­ბის მიერ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
rasa
3

ეს ქალი რომ ეროვნებით ქართველი ყოფილიყო, ათჯერ დიდი რეზონანსი ექნებოდა ამ გარდაცვალებას და ეს კომენტარებშიც აისახებოდა, მაგრამ ჯერ ჩვენ სამოქალაქო საზოგადოებად არ ჩამოვყალიბებულვართ, ტომობრივი უფრო ვართ. ამიტომაც გვაბურთავებენ იმპერიები და სხვა ტომებზე ჩვენი დაგეშვა გამოსდით

????
0
არავისზე არ ყოფილა დიდი რეზონანსი. იყო და არა იყო რა. საცოდავი ხალხი. ამ ქალბატონს ქმარ შვილი ქართველები ჰყავს.
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

"ინფარქტი მიიღო, გულზე ნახეთქი ჰქონდა და ორი დღე ვერაფერი გაუგეს" - ბიბილოვის რეჟიმის მორიგი მსხვერპლი და ჩაკეტილი ახალგორის პრობლემები

"ინფარქტი მიიღო, გულზე ნახეთქი ჰქონდა და ორი დღე ვერაფერი გაუგეს" - ბიბილოვის რეჟიმის მორიგი მსხვერპლი და ჩაკეტილი ახალგორის პრობლემები

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის რეჟიმს კიდევ ერთი მსხვერპლი ჰყავს - ახალგორის ქართული სკოლის მასწავლებელი ზამირა ჩოჩიევა, რომელიც დაგვიანებული სამედიცინო დახმარების გამო, 7 თებერვალს გარდაიცვალა.

ბოლო პერიოდში ბიბილოვის ხელისუფლებამ ოკუპირებული დაბიდან პაციენტების გადმოყვანის რეჟიმი შეამსუბუქა, თუმცა, ამან იქ დარჩენილ მოსახლეობას შვება ვერ მისცა, რადგან დოკუმენტების საკითხი ბიუროკრატიის გამო დროში იწელება, ისევე, როგორც პაციენტის რეანომობილით თბილისში დროულად გადმოყვანის პროცესი, რაც ხშირად ფატალური შემთხვევით სრულდება.

ახალგორის რაიონი თითქმის წელიწადნახევარია ბიბილოვის ხელისუფლების გადაწყვეტილებით ჩაკეტილია და ამ ხნის განმავლობაში ერთადერთხელ, იმ პენსიონერებისთვის გაიხსნა, რომელთა შემოსავალი მხოლოდ ქართული პენსიაა. პერიოდულად წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტსაც გადმოჰყავს ხოლმე მძიმე ავადმყოფები, თუმცა, ზოგჯერ მათაც ექმნებათ შეფერხებები.

ზამირა ჩოჩიევა, რომელიც ახალგორის სკოლაში გეოგრაფიას ასწავლიდა, გულის შეტევის გამო, რაიონიდან თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ თბილისელმა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

ახალგორელმა სამოქალაქო აქტივისტმა თამარ მეარაყიშვილმა სოციალური ქსელის საკუთარ პროფილზე ორ ენაზე შედგენილი მიმართვა გაავრცელა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ე.წ. პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს დაბაში მყოფი მოსახლეობისთვის გზის გახსნასა და რაიონში დარჩენილი ავადმყოფებისთვის სრულფასოვან სამედიცინო მომსახურებას სთხოვს.

"ზამირა ჩოჩიევა ახალგორის სკოლაში გეოგრაფიას ასწავლიდა. აქ ღიმილიან და ბედნიერ სახეს იშვიათად ვნახულობთ, მაგრამ ეს ქალბატონი იმდენად პოზიტიური იყო, გეგონებოდა, არაფერი პრობლემა არ ჰქონდა. სულ ხალისსა და სიკეთეს აფრქვევდა. ყოველთვის მოწესრიგებული, გაპრანჭული და რაც მთავარია, ძალიან ლამაზი ქალი იყო. ასე მეგონა, თავისი ხალისით სიკვდილსაც დაამარცხებდა...

ახალგორის სამედიცინო პერსონალის არაპროფესიონალიზმმა შეიწირა. ინფარქტი მიუღია და ნახეთქი ჰქონია გულზე, ასე იყო ორი დღე. ახალგორის საავადმყოფოში ვერაფერი გაუგეს და ამასობაში კი გაუმწვავდა. პროფესიონალი კადრის, სწორი დიაგნოზის შემთხვევაში, გადარჩებოდა.

ერთი საიმედო ქირურგი გვყავდა, გამთენაძე, მთელი რაიონის იმედი, ისიც დაგვიანებულმა მკურნალობამ შეიწირა - ახალგორიდან ცხინვალში გადაიყვანეს, კოვიდ-ინფიცირებული იყო და დაგვიანებული მკურნალობის შედეგად, თბილისისკენ მომავალ გზაზე, რეანომობილში გარდაიცვალა...

- რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელეთ, სადაც გახარიასა და ბიბილოვს მიმართავდით. შეიცვალა რამე, თუნდაც ამ უბედური შემთხვევის შემდეგ?

- არა, არაფერი... ეს პირველი შემთხვევა ხომ არ არის, გზის ჩაკეტილობის გამო ადამიანი რომ იღუპება? უკვე 20-მდე ადამიანი გარდაიცვალა და ჩვენი ხელისუფლება ზედაპირული განცხადებებით შემოიფარგლება, რომ ყველაფერს აკეთებს, ყველა ღონეს ხმარობენ და ა.შ. თუმცა, ჩვენ შედეგს ვერ ვხედავთ.

ამასწინათ, ტრანსპორტს ვითხოვდი, ცხინვალამდე რომ წავსულიყავით, რა არ ვცადე, რამდენი ვიბრძოლე და ბოლოს იმას მივაღწიეთ, რომ კვირაში ორჯერ, ორშაბათს და პარასკევს "უაზის" მარკის ავტომანქანა დააყენეს. ამისთვისაც მადლობლები უნდა ვიყოთ, რადგან ხალხი ფიზიკურ ტკივილს ითმენდა, რადგან სხვა გამოსავალი არ ჰქონდა.

ახალგორის საავადმყოფოში, გინდ მისულხარ, გინდა - არა... კარგს არაფერს დაგმართებენ. დედაჩემს შაქრიანი დიაბეტი აქვს, მუდმივი მეთვალყურეობა სჭირდება და მის მდგომარეობას ახლობელი ექიმის დახმარებით ვაკონტროლებთ.

- სურსათის ან მედიკამენტების დეფიციტი არის?

- დეფიციტი არა, მაგრამ ყველაფერი ძვირია. მაგალითად, შედარებისთვის, 1 კგ მანდარინში, 6 ლარამდე გადავიხადე, კივში - 7 ლარამდე, 700 გრამიანი პური 1, 30-ია. რაც მახსენდება იმას ვამბობ, თორემ პირველადი მოხმარების საგნები, მედიკამენტები, ყველაფერი ძვირია და რა უნდა ქნან იმ ადამიანებმა, ვისი შემოსავალიც მხოლოდ ქართული პენსიაა? ნისიებით ცხოვრობენ, რომელსაც გზის გახსნამდე აგროვებენ და მერე ერთიანად იხდიან. ასეა მომავალ ჩაკეტვამდე... ამიტომ აქაურობა იცლება, ქართველებთან ერთად, ოსებიც წავიდნენ, ზოგი სად, ზოგი - სად..."

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, მინისტრი თეა ახვლედიანი საქართველოში გაერო-ს მუდმივ კოორდინატორს შეხვდა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

"შეხვედრაზე განიხილეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარება. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საოკუპაციო ხაზის ხანგრძლივი ჩაკეტვის შედეგად ახალგორის რაიონში ჰუმანიტარულ კრიზისზე, რომელსაც ადგილობრივი მცხოვრებლების ჯანმრთელობა და სიცოცხლე ეწირება, ასევე უკანონო დაკავებების პრაქტიკაზე.

სახელმწიფო მინისტრმა მუდმივ კოორდინატორს ინფორმაცია მიაწოდა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის, მათ შორის სამშვიდობო ინიციატივის "ნაბიჯი უკეთესი მომავლისთვის" განხორციელების თაობაზე" - ნათქვამია უწყების მიერ გაკეთებულ განცხადებაში.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"